Home Blog Page 3

“აშშ-ის საელჩო!რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით?”- ვატო შაქარიშვილი

“აშშ-ის საელჩო!
რისი მიღწევა გინდათ ამ უტიფარი ტყუილებით? რა წარმოდგენა გაქვთ ქართველ ხალხზე? თვალში ნაცრის შეყრას და შეურაცხყოფას თავს რატომ არ ანებებთ?
ჯერ იყო და გასულ წელს, თქვენივე კანონის FARA-ს პირდაპირი თარგმანი რუსულად გამოაცხადეთ. ახლა, გაცილებით უფრო მსუბუქ კანონზე, რომელიც დაფუძნებულია იმავე FARA-ს პრინციპებზე, ევროკომისიის დირექტივაზე, ფრანგულ და სხვა უკვე მოქმედ პრაქტიკებზე, გვეუბნებით, რომ კრემლისგან არის შთაგონებული.
გსურთ რომ ზეწოლასა და შანტაჟს, მიპატიჟება დაარქვათ და მორჩილებაზე ნათქვამი უარი, მიწვევაზე უარის თქმად გაასაღოთ! ეს აღარ გამოვა!
დღეს, თუ ვინმეს აქვს დასამტკიცებელი  დასავლური ღირებულებების ერთგულება ეს სწორედ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ბიუროკრატიაა!
1500 წელზე მეტია საქართველოს ამ გზიდან არასოდეს გადაუხვევია! ეს თქვენ აცდით აბსოლუტურად ყველა ფასეულობას, რაზეც იდექით და რამაც ძლიერება მოგიტანათ! ვერ ხვდებით, რომ კომიკურად გამოიყურებით, როდესაც თქვენი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკუთრების განადგურება, ვანდალიზმი, შეღწევა, ფანჯრების ჩამტვრევა, კამპუსების დაკეტვა არ არის მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება, მისი განკარგულებით სხვადასხვა უნივერსიტეტში მშვიდობიან სტუდენტებს სასტიკად არბევთ, 2000-მდე ადამიანს აკავებთ, ამის პარალელურად კი, საქართველოს პარლამენტზე მრავალსაათიან შტურმს, პოლიციელებზე ქვების სროლას, კერძო და სახელმწიფო ქონების განადგურებას, ქალაქის სრულ პარალიზებას მშვიდობიან პროტესტად ნათლავთ!
სწორედ ეს არის ცრუ ნარატივი და არა ის, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თქვენი ხელშეწყობით საქართველოში რევოლუციების არაერთი მცდელობის შესახებ!
ორმაგი სტანდარტის და ფარისევლობის ეს ხარისხი, ნულამდე ამცირებს ნდობას თქვენი მისამართით და ყოველი ახალი განცხადება უფრო და უფრო კარგავს ფასს!” – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

,,საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია” – The American Conservative

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია – ამ სათაურით სტატიას გამოცემა The American Conservative-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“.

რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტის? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევის აღკვეთის ხელის შეშლით ერთიანდება ვლადიმირ პუტინთან. ეს შეურაცხყოფა უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებიკენ და უარს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებს თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება, მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებისთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა.

ალმუტ როხოვანსკის და სოფიკო ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება“. ამის ნაცვლად, მათი დაფინანსება მოდის მსოფლიო ბანკიდან, USAID-იდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას.

კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული. საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ჩვენს [ამერიკულ] პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, – წერს გამოცემა.

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +11, +16°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.

სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +13 °.

გაგრა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.

ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით+ 13°.

ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +14°.

ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +13°.

ფოთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +14°.

ხულო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +6°.

ქუთაისი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +14°.

ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.

ჭიათურა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°.

ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +9°.

ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +8°.

ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.

მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +7°.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +5°.

ცხინვალი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +9°.

სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.

გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით +1.

თიანეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +7°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +7°.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +8°.

ბაკურიანი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.

თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.

ყვარელი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.

საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.

სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.

დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.

ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.

მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ. მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლებიც. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს შეასრულებს.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.

 იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია – რატი ბრეგაძე 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია.

მისივე თქმით, სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია.

„დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა”, – წერს რატი ბრეგაძე FACEBOOK-ზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი 2 საათის განმავლობაში გათიშული იყო.

“საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა” – გიორგი გახარია

„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს ნებისმიერ წყარო, სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა.

„რუსეთიდან ყოველთვის არის საქართველოზე ზეწოლა, პერმანენტულია, რაც გამოიხატებოდა ყველაფერში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში. ფარდის მიღმა კონტაქტის ერთადერთი წყარო იყო ბატონი ზურაბ აბაშიძე და ის ფორმატები, რომელიც იყო, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს, ნებისმიერი წყარო, სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე რუსეთისთვის, რომელიც მარაგდება როგორც არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება.

მთავარი ამიტომ ის კი არ არის, პროცენტები როგორ იქნება. ეს ტექნიკურად უკვე დალაგებული აქვს „ოცნებას“. ცესკოს ვერტიკალი როგორ არის დალაგებული, ჩემზე უკეთ ეგ არავინ იცის. ყველაფერი დალაგებული აქვს, მაგრამ მთავარი არის ის, ამ ყველაფერს რომ გააკეთებ, ლეგიტიმაციის ხარისხი როგორი იქნება? ამიტომ ხდება წინასწარ თავდასხმა, რომ დასავლური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან წამოსული ლეგიტიმაციების ფასი შემცირდეს, ცვეთა მოხდეს. მერე იტყვიან, რად გვინდა ჩვენ ეს ლეგიტიმაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია დასავლური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვერ მართავ შენ ამ ქვეყანას რუსული ლეგიტიმაციით. წარმოგიდგენიათ, ხომ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს და დასავლეთმა თქვას, რომ ეს არ იყო დემოკრატიული, არც სამართლიანი, არც კონკურენტული. გამოვლენ მერე ჩვენი მეზობლები და იტყვიან, რომ გვაწყობს ეს არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„შავი ფულის” გარანტირებულად დამკარგავი ნაცკონგლომერატი ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს” – გია აბაშიძე

„შავი ფულის” გარანტირებულად დამკარგავი ნაცკონგლომერატი ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს, მათ შორის ვითომ „მოძალადე პოლიციელად” წარმოჩენას, რათა შეასრულოს დაკვეთა ე.წ. „მაიდანაზიაციაზე” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე ეხმიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, აპირებდნენ ჩაეცვათ შსს-ს ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა

„შავი ფულის” გარანტირებულად დამკარგავი ნაცკონგლომერატი ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს, მათ შორის ვითომ „მოძალადე პოლიციელად” წარმოჩენას, რათა შეასრულოს დაკვეთა ე.წ. „მაიდანაზიაციაზე”. მაინც არაფერი გამოუვათ. ყველა ნაცკრიმინალს გაეცემა კანონიერი პასუხი, მათ შორის რუსთაველზე არაპოლიციური მხუთავი აირის ბალონებისა და რეზინის ტყვიების სროლაზე. არანაირი მნიშვნელობა აქვს ავაზაკებს სახე ჰქონდათ დროებით დაფარული ჰქონდათ თუ არა.
შსს-ს ინფორმაციით, გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, აპირებდნენ ჩაეცვათ შსს-ს ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა“ – წერს გია აბაშიძე

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, გამოიყენეთ ამისთვის სოციალური ქსელებიც, შესაძლოა, გაიცნოთ ძალიან საინტერესო იდეების მქონე ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ახლებურად შეხედოთ ცხოვრებას.

კურო

დიდია ალბათობა, დახმარებისთვის მოგმართონ, რამაც შესაძლოა, დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. ნუ მოგერიდებათ უსარგებლო კავშირებზე უარის თქმა, მალე ახალი ადამიანები შეავსებენ ამ სიცარიელეს.

ტყუპები

მატულობს თქვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობები, მაგრამ იზრდება სარგებლის დონეც. გაიხალისეთ ცხოვრება და იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე.

კირჩხიბი

შეგიძლიათ, გულღიად ისაუბროთ თქვენს გეგმებზე, იყავით უშუალო, თუმცა, არც თქვენი ღირსების წარმოჩენა დაგავიწყდეთ.

ლომი

ნუ აჰყვებით ჭორებსა და ინტრიგებს, იყავით მომთმენი, თავდაჭერილი და წარმატება გარანტირებულია.

ქალწული

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რათა სხვათა შეცდომების გამო, თქვენ არ დაგჭირდეთ მათ გამოსასწორებლად დიდი ძალისა და ენერგიის ხარჯვა.

სასწორი

არის ალბათობა, დიდი ცვლილებები შეიტანოთ ყოველდღიურობაში. კარგი იქნება, თუ საკუთარი თავისთვისაც გამოძებნით დროს.

მორიელი

შეეცადეთ, გაუგებრობები და საკამათო სიტუაციები არ გააღრმავოთ და დროულად გაარკვიოთ, რათა შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი

ენდეთ ინტუიციას და ყველაფერს გაუმკლავდებით, რაც უნდა რთული იყოს ვითარება.

თხის რქა

სასურველია, მეტი სიფრთხილე საიდუმლოსთან დაკავშირებით და ნუ ენდობით მათ, ვინც ერთხელ უკვე გიღალატათ, არის მოტყუების ალბათობა.

მერწყული

ფინანსურ სფეროში, წარმატების შანსები მატულობს, კარგი პერიოდია ოჯახური იდილიის შესაქმნელადაც.

თევზები

წარმატება თან გდევთ. ვარსკვლავები ყოველი მხრიდან მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას გპირდებიან.

“შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის” – ირაკლი კობახიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.

“გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.
ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

“გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, აპირებდნენ ჩაეცვათ შსს-ს ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა”

შსს-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა, – ამის შესახებ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კვლავ დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ უნდა იყოს გათვალისწინებული. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

“არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა” – შალვა პაპუაშვილი

ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა.

“ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,

პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა.

საჭირო გახდა რვა პოლიციელის ჰოსპიტალიზება, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს “მშვიდობიანი”’ უწოდა.

სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.

ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.