“საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა” – გიორგი გახარია

22
spot_img

„საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს ნებისმიერ წყარო, სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი კარიბჭე, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთისთვის”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა.

„რუსეთიდან ყოველთვის არის საქართველოზე ზეწოლა, პერმანენტულია, რაც გამოიხატებოდა ყველაფერში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში. ფარდის მიღმა კონტაქტის ერთადერთი წყარო იყო ბატონი ზურაბ აბაშიძე და ის ფორმატები, რომელიც იყო, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს, ნებისმიერი წყარო, სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე რუსეთისთვის, რომელიც მარაგდება როგორც არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება.

მთავარი ამიტომ ის კი არ არის, პროცენტები როგორ იქნება. ეს ტექნიკურად უკვე დალაგებული აქვს „ოცნებას“. ცესკოს ვერტიკალი როგორ არის დალაგებული, ჩემზე უკეთ ეგ არავინ იცის. ყველაფერი დალაგებული აქვს, მაგრამ მთავარი არის ის, ამ ყველაფერს რომ გააკეთებ, ლეგიტიმაციის ხარისხი როგორი იქნება? ამიტომ ხდება წინასწარ თავდასხმა, რომ დასავლური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან წამოსული ლეგიტიმაციების ფასი შემცირდეს, ცვეთა მოხდეს. მერე იტყვიან, რად გვინდა ჩვენ ეს ლეგიტიმაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია დასავლური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვერ მართავ შენ ამ ქვეყანას რუსული ლეგიტიმაციით. წარმოგიდგენიათ, ხომ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს და დასავლეთმა თქვას, რომ ეს არ იყო დემოკრატიული, არც სამართლიანი, არც კონკურენტული. გამოვლენ მერე ჩვენი მეზობლები და იტყვიან, რომ გვაწყობს ეს არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.