Home Blog Page 3

“დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან” – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც საზოგადოებაში არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია, ამიტომ აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობამ ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს.

“გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.

როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.

დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო,”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,, ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული ოცნებისთვის”- ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და ევროპული ოცნებისთვის მათ ბრძოლას,” – წერს რიკევიჩსი.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი დღესაც გრძელდება

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი დღესაც გრძელდება.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა უბანში აპირებენ გადაადგილებას, თუმცა რას ემსახურება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე. შსს-მ მოუწოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი.

,,დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი”- კობახიძე

დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ხაზარაძე და კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული სხვა დაჯგუფებები, რაც კანონის მიღების შემდეგ გამჭვირვალე გახდება.

„ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს სპეცრაზმმა?! კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეთ და რაც შეეხება სპეცრაზმის მოქმედებებს, ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ თქვით. რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მაგალითად გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. ძალიან რთულია მოთმენა პოლიციელებისთვის. როდესაც მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს, ყველა ვერ უძლებს ამას, უმეტესობამ გაუძლო, 100-დან 1-მა ვერ გაუძლო და ამიტომ, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. რაც შეეხება ხაბეიშვილის შემთხვევას, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება, ბუნებრივია, შესწავლა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში. იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როდესაც დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დასჭირდებათ, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც არის გათვალისწინებული პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა პრემიერმა.

,,ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ”- კობახიძე

ძალაუფლება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა აგენტურას არა თუ პრაქტიკული, თეორიული შანსიც არ დარჩეს ამ ქვეყანაში.

„ეს კანონიც ამას ემსახურება. არჩევნებზე არაფერი გვემუქრება, 61,5 პროცენტი იყო ბოლო კვლევის თანახმად ჩვენი რეიტინგი, ანუ არჩევნების მოგება შეგვიძლია თავისუფლად, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი – ჩვენ არჩევნები მოვიგეთ 2020 წელსაც და ვართ იმის შემდეგ ხელისუფლებაში, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ორი მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, მინიმუმ ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა დღეს 5 მილიარდი დოლარით მეტი, მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დათვლა. 5 მილიარდი დოლარით მეტი როცა არის შენი ეკონომიკა, ასეთ დროს შეგიძლია, მილიარდი დოლარით მეტი დაამობილიზო სახელმწიფო ბიუჯეტში, მილიარდი დოლარით მეტი ნიშნავს იმას, რომ რა პროექტებიც კეთდება, იმაზე ბევრად მეტი შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია სოციალურ პროგრამებს მოახმარო და ა.შ. საბოლოო ჯამში, ვითარების არევის და რევოლუციის ეს გამუდმებული მცდელობა ჩვენ ვერ გვარყევს, ხომ ხედავთ. ზედიზედ რვა არჩევნები მოვიგეთ და მეცხრე არჩევნებსაც მოვიგებთ, მაგრამ ქვეყანას არ ასვენებენ, მის ეკონომიკას არ ასვენებენ, ამიტომ გვჭირდება სტაბილური სამომავლო განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა და ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე, როდესაც ევროპის ქვეყნებში ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე, როგორც წესი, თანაფარდობა არის 1/10” – კობახიძე

შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო, როდესაც მომიტინგეებმა პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სტანდარტით და ქართული კანონით, შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი საფუძველია კონსტიტუციური ორგანოს პიკეტირება.
„კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო შეკრებამ, როდესაც პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს მომიტინგეებმა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს არის ქართული კანონი. გარდა ამისა, ძალადობა, სამართალდამცავების შეურაცხყოფა აშკარად სახეზე იყო და კიდევ არაერთი, უამრავი ფაქტი. იყო ინციდენტები, იყო სამწუხარო ფაქტები, მაგრამ მთლიანობაში რომ ევროპულად მოქმედებდა სამართალდამცავი სტრუქტურა, ამაზე მეტყველებს ერთი მარტივი რამ, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე, ევროპაში ამას ვერ ნახავთ, 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე. როგორც წესი არის ხოლმე 1/10 თანაფარდობა, როდესაც ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე ევროპის ქვეყნებში. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, კლინიკაში გადაყვანას, 6 პოლიციელს და 5 მომიტინგეს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა “, –  განაცხადა პრემიერმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები, ხოლო აქციის მონაწილეებს, ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა.

ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას.

ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები.

აქციის მონაწილეებს, ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს.

კიდევ ერთხელ, აღვნიშნავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

,,მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება”- კობახიძე 

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებმაც მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა.
რა თქმა უნდა, დღესაც ველით, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. ეს ყველაფერი გამოხატული იქნება, პირველ რიგში, სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით.
საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული. ამასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება. თუმცა, ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გადასაფარად.
ძალიან მალე დასრულდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რითაც შეიქმნება მყარი საფუძველი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფისათვის.
ამ ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდება არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისთვის, ეკონომიკის შეუქცევადი განვითარებისა და შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის”, –  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

,,თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”- კობახიძე

თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა.
„რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების” გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების” გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.
კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 და 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს. 3 წლის გამავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი  ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია”, –  განაცხადა პრემიერმა.

გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა და ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია – დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დავით ბაქრაძე გამოსავალს, მათ შორს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისა და მთავრობის გადადგომაში ხედავს.

„საქართველო და ქართველი ხალხი ბევრჯერ მდგარა გზაგასაყარზე, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არასდროს ასე თვალსაჩინო არ ყოფილა არჩევანი სიბნელეს და სინათლეს, მონობას და თავისუფლებას, ჭაობში დარჩენას და წინსვლას შორის.

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია – დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ საკუთარი ევროპელობით და ბრძოლისუნარიანობით ის ბევრად წინ უსწრებს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას და მზად არის, თავად დაიცვას საკუთარი ევროპული მომავალი.

დღეს ხელისუფლების ერთადერთ დასაყრდენად დარჩა ძალა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ვხედავთ ქალებზე, ახალგაზრდებზე, პარლამენტის წევრებზე ძალადობის უმძიმეს და ამაზრზენ კადრებს. ძალადობის ეს სპირალი ბოლომდე ჩაითრევს და გაანადგურებს თავად ხელისუფლებას, მაგრამ ეს ძალადობა უმძიმესი შედეგებით ემუქრება სამოქალაქო დაპირისპირების და გახლეჩის ზღვარზე მდგომ ქართულ სახელმწიფოსაც.

მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, ადეკვატურად გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე – ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა განწირულია დამარცხებისთვის. დამარცხების და მორალური განადგურებისთვის განწირულია თითოეული ის თანამდებობის პირი და პარლამენტის წევრიც, ვინც ამართლებს რუსულ კანონს და ძალადობას. ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა, პარლამენტის მიერ ქვეყნის ევროპული გზის შეუქცევადობის დამადასტურებელი რეზოლუციის მიღება, ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება და ამ გზით, ოქტომბერში დაგეგმილ გადამწყვეტ არჩევნებამდე ქვეყნის მშვიდობიანად მიყვანა. დანარჩენს უკვე ქართველი ხალხი განსაზღვრავს და მჯერა, რომ საზოგადოება არჩევნებზე საბოლოო უარს ეტყვის რუსულ მთავრობას.

პროცესების ნებისმიერი სხვა გზით გაგრძელება ამ ქვეყანას მიიყვანს სრულმასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და პარტია “ქართულ ოცნებას”, – წერს დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“.

“გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა და ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება” – დავით ბაქრაძე

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია – დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დავით ბაქრაძე გამოსავალს, მათ შორს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისა და მთავრობის გადადგომაში ხედავს.

„საქართველო და ქართველი ხალხი ბევრჯერ მდგარა გზაგასაყარზე, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არასდროს ასე თვალსაჩინო არ ყოფილა არჩევანი სიბნელეს და სინათლეს, მონობას და თავისუფლებას, ჭაობში დარჩენას და წინსვლას შორის.

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და პოლიტიკური ოპოზიცია აქ არაფერ შუაშია – დღეს “ქართული ოცნება” უპირისპირდება ქართველ ხალხს, რომელსაც აღარ უნდა რუსეთი, მონობა, კორუმპირებული ოლიგარქია. ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ საკუთარი ევროპელობით და ბრძოლისუნარიანობით ის ბევრად წინ უსწრებს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას და მზად არის, თავად დაიცვას საკუთარი ევროპული მომავალი.

დღეს ხელისუფლების ერთადერთ დასაყრდენად დარჩა ძალა და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ვხედავთ ქალებზე, ახალგაზრდებზე, პარლამენტის წევრებზე ძალადობის უმძიმეს და ამაზრზენ კადრებს. ძალადობის ეს სპირალი ბოლომდე ჩაითრევს და გაანადგურებს თავად ხელისუფლებას, მაგრამ ეს ძალადობა უმძიმესი შედეგებით ემუქრება სამოქალაქო დაპირისპირების და გახლეჩის ზღვარზე მდგომ ქართულ სახელმწიფოსაც.

მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, ადეკვატურად გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე – ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა განწირულია დამარცხებისთვის. დამარცხების და მორალური განადგურებისთვის განწირულია თითოეული ის თანამდებობის პირი და პარლამენტის წევრიც, ვინც ამართლებს რუსულ კანონს და ძალადობას. ამიტომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია – კანონის სასწრაფოდ უკან გაწვევა, მთავრობის გადადგომა, პარლამენტის მიერ ქვეყნის ევროპული გზის შეუქცევადობის დამადასტურებელი რეზოლუციის მიღება, ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის განახლება და ამ გზით, ოქტომბერში დაგეგმილ გადამწყვეტ არჩევნებამდე ქვეყნის მშვიდობიანად მიყვანა. დანარჩენს უკვე ქართველი ხალხი განსაზღვრავს და მჯერა, რომ საზოგადოება არჩევნებზე საბოლოო უარს ეტყვის რუსულ მთავრობას.

პროცესების ნებისმიერი სხვა გზით გაგრძელება ამ ქვეყანას მიიყვანს სრულმასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და პარტია “ქართულ ოცნებას”, – წერს დავით ბაქრაძე „ფეისბუქზე“.

“დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს” – „ევროპის სახალხო პარტია“

დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე ავრცელებს.

„ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დაშლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი დაგმო.

„ჩვენ აღშფოთებულები ვართ თბილისში იმ დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობით, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მშვიდობიანად აპროტესტებენ. ასევე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიასა და ევროპას იმსახურებს!“- ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.