“დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს” – „ევროპის სახალხო პარტია“

10
spot_img

დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე ავრცელებს.

„ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დაშლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი დაგმო.

„ჩვენ აღშფოთებულები ვართ თბილისში იმ დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობით, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მშვიდობიანად აპროტესტებენ. ასევე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიასა და ევროპას იმსახურებს!“- ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.