Home Blog Page 2584

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +32გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +29, ღამის ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და ახალ პროექტზე მუშაობის დროს მეტი იაქტიუროთ. ეს გარშემო მყოფებში თქვენს ავტორიტეტს და სანდოობას გაზრდის. ნუ დაჰპირდებით, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ პირობის შესრულებას შეძლებთ.

კურო

სავარაუდოდ, ამ დღეს დაგეგმილი საქმეების დასრულება და საკუთარი ვალდებულებების შესრულება გაგიჭირდებათ. მიმზიდველობა და შესანიშნავი პიროვნული თვისებები საჭირო ადამიანების გაცნობასა და საინტერესო შეთავაზებების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ – ინტუიცია ყველაზე სწორ გზას გიკარნახებთ.

ტყუპები

დილიდან ღრუბლებში დაფრინავთ და ოცნებების კოშკებს აგებთ. ამის გამო შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხები გადაუჭრელი დარჩეს. ამ დღეს წარმატებას იმ საქმეში მიაღწევთ, რომელიც ფანტაზიას და კრეატიულობას საჭიროებს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ბინა მოაწესრიგოთ და სასურველი სტუმრების მოსვლას დაელოდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ საქმის საბოლოო შედეგი წარმოიდგინოთ. ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დიდი, კომპლექსური პროექტების დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს – ჯერჯერობით ამისთვის საკმარისი რესურსი არ არსებობს. ხელსაყრელი დღეა მომავალი თვის დაგეგმვისა და არჩევანის გაკეთებისთვის.

ლომი

ყველა თვალსაზრისით არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თქვენი გეგმებიდან სარისკო და საფრთხის შემცველი საქმიანობა მთლიანად უნდა გამორიცხოთ. ვითარება შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და უსიამოვნო სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მოგიწიოთ. ნაკლები იაქტიურეთ – ახალი საქმის დაწყებას ძველის დასრულება სჯობს.

ქალწული

რთული და დაძაბული დღეა, ამიტომ პრობლემებისა და დაბრკოლებებისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა გამოიჩინოთ და არაკეთილსინდისიერი ადამიანები გზიდან ჩამოიცილოთ. გახსოვდეთ, რომ სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ გირჩევთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ.

სასწორი

თქვენი რჩევები ბევრ ადამიანს დაეხმარება და ცხოვრებას გაულამაზებს. თუ დახმარება თავად გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ – ამ დღეს გუნდური მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. პირად ცხოვრებაში ან ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელი.

მორიელი

რთული და არახელსაყრელი დღეა. შეიძლება იმ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებსაც კარგად იცნობთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ და ახლა მსუბუქი, რუტინული სამუშაო აკეთეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, რათა საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს ნაყოფიერი მუშაობით ხელმძღვანელების ყურადღებას მიიქცევთ და კარიერულ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა გამოიყენოთ და სარისკო შეთავაზებებს დათანხმდეთ. სახლის დალაგება და საქმიანი ქაღალდების მოწესრიგება დამშვიდებაში და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ცვლილებებისა და განახლებისთვის. იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურთ და როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. პარტნიორთან ურთიერთობებში შეიძლება სერიოზული პრობლემები და გაუგებრობები შეიქმნას. ეცადეთ, დაძაბული სიტუაცია კომპრომისული გადაწყვეტილებით განმუხტოთ.

მერწყული

მოერიდეთ მოსაწყენ ადამიანებს, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თანამოაზრეები ეძებოთ, რომლებიც რაღაც ახალს და საინტერესოს გასწავლიან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, იმუნიტეტის გაძლიერებაზე და დაავადების პრევენციაზე იზრუნოთ.

თევზები

ამ დღეს პროდუქტიული მუშაობისა და პოზიტიური აზროვნებისთვის უნდა განეწყოთ. ეს არაკეთილმოსურნე ადამიანებთან და მათ მიერ შექმნილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და დოკუმენტების ხელმოწერისთვის. გირჩევთ პირად ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი კავშირები შეინარჩუნოთ.

,,არავის ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას”- სააკაშვილი

„ჩრდილოვანი მმართველობა „ნაცმოძრაობაში“ არ ყოფილა და არ იქნება, მე ვარ ამის გარანტია“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა, თუმცა ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის ღიაა.

„არავის ვურჩევ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოწერას. ჩემი სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ამ პარტიასთან. ამავე დროს არცერთ შემთხვევაში არაა დასაკარგი ხალხი, მაგალითად – კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ან გიორგი კირთაძეს. ვიცი რომ მოქმედ მენეჯმენტსაც აქვს სურვილი მათი გუნდში დაბრუნების

ვინაიდან არც თანამდებობა მინდა საქართველოში და არც ფიზიკური კონდიცია მაძლევს ამ ეტაპზე მეტი აქტიურობის შესაძლებლობას, მე გახსნილი ვარ ყველა საზოგადოებრივ ძალასთან ურთიერთობისთვის. როდესაც საქართველოს ახალ გერბს ვიღებდით – 2003 წელს, ჩემი ხელით მივაწერე „ძალა ერთობაშია“. დღეს ეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. რა თქმა უნდა, მოვისმინე ბევრი სპეკულაცია პარტიულ პროცესებში ჩრდილოვანი ჯგუფების გავლენაზე, ჩრდილოვანი მმართველობა ჩემს პარტიაში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება, მე ვარ ამის გარანტია და ყველას ვთხოვ ამაზე სპეკულაციები დასრულდეს“, – აღნიშნავს მესამე პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრას.

როგორც მედია წერს, შეხვედრისას ლიდერები განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე მოახლოებულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს, შეხვედრის შემდეგ კი, ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი ლიეტუვაში, აღნიშნულ სამიტზე გაემგზავრებიან.

ამინდი უარესდება

საქართველოში 12 ივლისამდე ძლიერი ქარი იქროლებს, ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

,,ეს ქალბატონი ითხოვდა ჩემს გასამართლებას”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „დროების“კითხვებს პალატიდან წერილობით უპასუხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ელით თუ არა გადაწყვეტილებებს თქვენთან მიმართებით მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან? საქართველოს ექსპრეზიდენტმა უპასუხა:

„არგუმენტები, რომელიც პრეზიდენტს აქვს, ჩემს არ გაშვებასთან დაკავშირებით, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. თავი დავანებოთ იმას, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად მარტის აქციებისა, უკრაინაშიც და რეგიონშიც ყალიბდება ქართველების პასიურობის და მონობასთან შერიგების სტერეოტიპი. მე ზუსტად ვიცი რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ საჭიროა, ლიდერობა, ორგანიზებულობა და ქართველი ერი კიდევ აჩვენებს თავისუფლებისთვის ბრძოლის კლასს.

დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ არ სჯერა [სალომე ზურაბიშვილს] ჩემს მიმართ შეთითხნილი საქმეების, იმ სისტემის მიერ, რომელსაც თვითონ უცხადებს უნდობლობას. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის ქალბატონია, რომელიც ითხოვდა ჩემს გასამართლებას „მძინარე ცხინვალზე თავდასხმისთვის“. ის იძახის, არ შეიძლება ჩემი გაშვება, სანამ ყველა „საქმე“ არ მივა ბოლომდე, მაგრამ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია სასჯელის აღსრულების გადავადება , მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

,,ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს”- ქადაგიძე

„ფინანსური მაქინაციების გამო რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა”- ასე ეხმიანება ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებას, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს. “კლასიკური ავანტიურა! ჯერ ერთი, რომ ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს… და მეორე, ფინანსური მაქინაციების გამო,რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა… უკაცრავად, მისტერ! შემთხვევით სხვაგან ხომ არ მოხვდით? რა სქემებს ხლართავთ და რა ავანტიურას აგორებთ, ეს ქვეყანა თვალში ხომ არ გეპატარავებათ?! სადაც გინდათ, რომელ სასამართლოშიც გინდათ იქ იდავეთ და დაიცავით თქვენი კლიენტის უფლებები, მაგრამ ფინანსური მაქინაციებისთვის დაკავებული, პოლიტ-დევნილად გაასაღოთ არ გამოგივათ! ცოტა ჭკუას მოუხმეთ…”- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Twitter-ი Meta-ს სარჩელით ემუქრება

კომპანია Meta-ს მიერ ახალი სოციალური ქსელი Threads-ის გაშვების შემდეგ, Twitter-ი Meta-ს სარჩელით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაადანაშაულა კომპანია სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში Twitter-ის ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აყვანის გზით.

კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ Meta ჩართული იყო „Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში“.

წერილზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა: „კონკურენცია კარგია, თაღლითობა არა“.

 

მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებით იმუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანთან უკრაინაში არსებული ვითარება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება განიხილა.

მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების დატოვებით იმუქრება, რადგან კრემლის თქმით, არ დაკმაყოფილდა რამდენიმე მოთხოვნა საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის გაგზავნის შესახებ. კონტრაქტს ვადა 17 ივლისს ეწურება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 8 ივლისს განაცხადა, რომ დაიყოლიებს რუსეთს, ანკარასა და გაეროს შუამავლობით დადებული შეთანხმება სულ მცირე სამი თვით გაახანგრძლივოს.

ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან „აზოვის“ ხუთი მებრძოლის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნებაც განიხილა.

ოფიციალურმა პირმა ანკარას განუცხადა, რომ ის მიჰყვებოდა „დესტრუქციულ კურსს“ და ამ ნაბიჯებს, შეიძლება მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

,,2008 წელს დავალება ჩვენთანაც იყო, აღადგინეთ ფრენებიო”- გაიაშვილი

„იმედის კვირა“ თამაზ გაიაშვილს და საქართველოს ავიახაზების თანამშრომლებს შეხვდა. მათ გაიხსენეს რა გზა გაიარა ქართულმა ავიაკომპანიამ და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომი.

გაიაშვილი ამბობს, რომ კარგად ახსოვს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები თბილის შესასვლელებთან იდგნენ, როგორ სთხოვდნენ მას ბილეთებს ქვეყნიდან გასაქცევად ისინი, ვინც ახლა ეკონომიკურ-ტურისტული და სოციალური მიზნებით მოსკოვში საქართველოს ავიახაზების რეისებს აკრიტიკებენ.

„შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადამიანების გვარებს. თავის გულში ჩაიხედონ. ენას რომ ატლიკინებენ, ჯობია ქვეყნის ირგვლივ გაერთიანდნენ“, – ამბობს გაიაშვილი.

მან ასევე გაიხსენა როგორ მოსთხოვა ომიდან რამდენიმე თვეში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ რუსეთთან ფრენების აღდგენა.

„ერთ-ერთი დავალება ჩვენთანაც იყო, აღადგინეთ ფრენებიო. გაკოტრებული იყო ძალიან ბევრი კომპანია, რუსეთის ნავიგაციის ვალები იყო დარჩენილი 6 მილიონი თუ რაღაც. ფრენების აღდგენისთვის მოგვთხოვეს – ეს ნავიგაციის ვალი თუ არ გადაიხადეთ, ისე ფრენებს ვერ აღადგენთო. არ გვქონდა ასეთი თანხები, მაგრამ მომიწია კრედიტის აღება, იმიტომ რომ იქით კეზერაშვილი, იქით ვანო. მოკლედ, მეტი გზა არ დაგვიტოვეს, უნდა გადაგვეხადა ეს ფული. გადავიხადეთ ეს ფული, მერე რუსეთში ბევრი ვიმუშავეთ, რომ აღდგენილიყო ფრენები“, – იხსენებს გაიაშვილი.

,, მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო”- ბოჟაძე

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი „გვიმტკიცებენ“ მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იმავეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე.

„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი ,,გვიმტკიცებენ” მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იმავეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან. ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებას, მეტი დამაჯერებლობისთვის უცხოელი ადვოკატის განცხადება ჭირდება, გეგონება თაღლითი და მატყუარა არ შეიძლება უცხოელიც იყოს, ასე იყო სახვა შემთხვევებშიც: მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები გაავრცელო, ერთი-ორი ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსიც ტვიტი ან/და პოსტი იყიდო და ეგ არის, უცოდველი კრავის იმიჯი ,,გარანტირებული” გაქვს! თუმცა სიმართლეს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე, დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს, მაგრამ მანამდე არავის უნდა მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება!“, – წერს ბოჟაძე facebook-ზე.

,,ქართული პოლიტიკური კაბადონი, თუ მედია-სივრცე ახალი ვარსკვლავის გაბრწყინების მოლოდინში”- გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას ეხმიანება, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

ამასთან დაკავშირებით გია გაბრიჭიძე აზიარებს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბის“ მიერ მოპოვებულ მასალას, რომლითაც, გიორგი ბაჩიაშვილის Facebook გვერდზე მის მიერ დაწერილი არცერთი პოლიტიკური ხასიათის საჯარო განცხადება არ ფიქსირდება.

“ქართული პოლიტიკური კაბადონი, თუ მედია-სივრცე ახალი ვარსკვლავის გაბრწყინების მოლოდინში. „გიორგი ბაჩიაშვილს მისი პოლიტიკური მრწამსის გამო თავს ესხმიან ….“, – ეს სიტყვები კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატს ეკუთვნის. საკმაოდ საინტერესო ტენდენცია დამკვიდრდა საქართველოში.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ საკმარისია, რომ ან პოლიტიკური პარტია დააარსო, ან ტელევიზია (არასამთავრობო ორგანიზაცია და გაზეთი ვერ “ქაჩავს”) და დაცვის ხაზი მარტივდება და “პოლიტიკურ მრწარმსზე”, ან მედია-მენეჯერზე ზეწოლით იფუთება. “საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბი“ დაინტერესდა, რა სახის საჯარო პოლიტიკური აქტივობებსა თუ განცხადებებს შესაძლოა გულისხმობდეს ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ფაქტებს არ ეფუძნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები თავადაც არ წარმოუდგენიათ”. უჰ, კაი რამეა “პოლიტიკური მრწამსი”- წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.