Home Blog Page 2402

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინოვნიკებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამის უცხოური მედია წერს.

ანუ მთავრობის წევრები რუსეთის დატოვებას მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეძლებენ. და საზღვარგარეთ მხოლოდ ოფიციალურ საქმეზე უნდა მიდიოდნენ.

გამოცემა The Bell იუწყება, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების, აპარატებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ქვეყნიდან გასვლის ნებართვას პირადად მიშუსტინი აწერს ხელს. საინტერესოა, რომ რუსეთის რეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ასეთი შეზღუდვები არ დაწესებულა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცემა Financial Times იუწყებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, ასევე სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს პასპორტები ჩამოართვეს. ჟურნალისტები ამ ინფორმაციას „საზღვარგარეთ გაქცევის გამო პარანოია“ უწოდეს.

რა 9 აპრილი და რა „ნაციონალური მოძრაობა“, თავხედობასთან გვაქვს საქმე – მამუკა მდინარაძე

„რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა, თავხედობასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ენმ„-ის ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილს აქციის ჩანიშვნა თავხედობაა.

„9 აპრილი და „ნაციონალური მოძრობა“ – 9 აპრილის თარიღის ქვეშ ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ამ ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის?! და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხაროა, ასევე, ნაცმოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით.

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს იცავენ ადამიანები. ესეც კი გაბედეს. რა 9 აპრილი და „რა ნაციონალური მოძრაობა“. რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ ამ თარიღში, ატარებენ თავის აქციას“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

“ოლიგარქების სიხარბემ, სამყაროს უსაფრთხო განვითარებას შეუქმნა საფრთხე”- კოტე კემულარია

“ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ყიფიანის დისტანცირება “ოცნებისაგან”, კობახიძის სიტყვებით კი, თავად ივანიშვილისგან, სავარაუდოდ უკავშირდება შვეიცარიულ ბანკთან-“კრედი სვისთან” ურთიერთობას.

ამ ბანკმა უთხრა უარი საკუთარი ფულის გატანაზე ივანიშვილს. მოტივად დაასახელა ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინას რუს ოლიგარქად მოხსენიების შესახებ. ბიძინას ადვოკატებმა აირჩიეს არასწორი გზა. მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, ჯამში თითქმის მილიარ დნახევარი ნაღდი ფული გაუყინა კრედი სვისმა ბიძინას. ადვოკატებმა პრესის მეშვეობით სცადეს შვეიცარიის მთავრობაზე შეტევა, რამაც არავითარი შედეგი არ გამოიღო.

წესით, გამოცდილ იურისტებს უნდა სცოდნოდათ, რომ კრედიტ სვისი, შვეიცარიის იდენტობის ტოლფასი ინსტიტუტი იყო, და ხელისუფლება მთლიანად იყო ჩართული მის პრობლემებში.

მილიარდერი რომ ხარ და ბანკი რომ უკანასკნელ საცხოვრებელ ფართს ართმევს იმ საკუთარ თანამოქალაქეს “ასწავლი”— ბანკთან მუშაობა ისწავლეთ, ან იურისტი აიყვანეთო, იმდენი უნდა იცოდე, რა მდგომარეობაშია ის ფინანსური გიგანტი, სადაც მილიარდ ნახევარ დოლარს ინახავ. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქმიანი წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი “გლობალურ ფინანსურ ცენტრად” გამოცხადებული კრედიტ სვისის სერიოზული პრობლემები, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ამ ბანკთან ურთიერთობდნენ: ნიგერიელი დიქტატორები, იაპონელი იაკუძები, ბულგარელი ნარკომოვაჭრეები, ახალგამოჩეკილი პოსტსაბჭოთა ოლიგარქები და ა.შ.

ამაზე მუდმივად წერდა მედია, მიმდინარეობდა ჟურნალისტური გამოძიებები, ხელისუფლების რეაქცია კი არ იყო. შავი ფულით გამდიდრებული ადამიანები, გადასახადების გადაუხდელობით მოგებას დახარბებულები, რისკავდნენ და ბოლო დრომდე განაგრძობდნენ ამ ბანკთან ურთიერთობას.

დღეს ეს “ყველაზე მთავარი და საიმედო ბანკი” აღარ არსებობს!!!!!!

შვეიცარიის მთავრობამ, უკვე ძალიან შეშინებულმა, “კრედი სვისის” კრახის მასშტაბებით, მარტის ბოლოს, ამ ბანკის აქციები აყიდინა მის მთავარ კონკურენტს—UBS ბანკს, სასაცილო ფასად—3.3 მილიარდ დოლარად.

ამ ბანკს მარტო ბიძინას მილიარდნახევარი ჰქონდა “შეხრამუნებული”, სხვა კლიენტები კი 15, 9, 7 და 4.5 მილიარდებს ედავებიან. მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბანკიდან კლიენტების მიერ 88 მილიარდი დოლარი იყო გატანილი.

UBS ბანკს შვეიცარიის მთავრობამ მისცა დაცვის გარანტიები. მათ შორის, ასი მილიარდი დოლარის სახელმწიფო კრედიტის მიცემის გარანტია. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ შვეიცარიის მთავრობამ ბიძინას “ვალის” გადახდაზე იზრუნოს, ისევე როგორც სხვა საეჭვო მევალეების დაუბრუნებელ თანხებზე.

ეს ანადგურებს შვეიცარიის, როგორც “საიმედო ფინანსური სამოთხის” იმიჯს, მაგრამ ამას უკვე აღარავინ ნაღვლობს.

ოლიგარქების დაუოკებელმა სწრაფვამ იოლი მოგებისადმი, გადასახადების დამალვის საბანკო პირამიდებმა, არამარტო კრედი სვისს, სხვა ცნობილ საბანკო გიგანტებს-გერმანულ “დოიჩე ბანკს”, ამერიკულ “სილიკონ ველის” და ა.შ. შეუქმნეს სერიოზული პრობლემები. ბოლოს, კი, თავად ოლიგარქები აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ.

ოლიგარქების სიხარბემ, სამყაროს უსაფრთხო განვითარებას შეუქმნა საფრთხე. შედეგად გამოცხადდა დეოლიგარქიზაცია, რამაც გარყვნილი საბანკო გიგანტები შეარყია და ოლიგარქების ეპოქის დასასრულის წამ ზომიც ჩართო”,- წერს სოციალურ ქსელში კოტე კემულარია.

საუბარია სკვერის მოწყობაზე, მანიპულაცია ხდება – კალაძე კანცელარიასთან მიმდინარე სამუშაოებზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ კანცელარიასთან ლანდშაფტური სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და საუბარია სკვერის მოწყობაზე.

კალაძის თქმით, მერიის სამსახურს სკვერის მოწყობასთან  დაკავშირებით თანხმობა  ჯერ არ გაუცია, თუმცა დასძენს, რომ მერიის მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული.

„ყოველთვის ხდება ხოლმე მანიპულაცია ამგვარი თემებით. მახსოვს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება და კეთილმოწყობა, მაშინაც იგივე განცხადებები კეთდებოდა, სამწუხაროდ.

საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს, ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება, გალამაზება, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს რაღაცას დაუკავშირონ.

ერთი გვეუბნებოდა, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმისთვის, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ნუ, ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, – აცხადებს კახა კალაძე. 

გრიგორიადისის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დაუშვებლად ცნო.

ადვოკატის თქმით, სააპელაციომ აღკვეთის შეცვლის მოთხოვნაზე მიმართვა წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

ყვარელში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, მოქალაქემ ბზის ნარგაობების დაზიანებით მოიპოვა  ტოტები (სამი ტომარა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა შემდგომი რეალიზების მიზნით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ავტომანქანაში, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ბზის 3 ერთეული ნერგი და ათეულობით ტოტი.

ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია.

 

31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარის მიხედვით მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება. სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.

ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს.

GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.

„სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას,“ – აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.

მიმდინარე წელს სააგენტომ საცხობებში განახორციელა 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს

“თურმე ხვალ „ნაცმოძრაობა“ აქციას აწყობს, რათა დაიცვას იდენტობა, კულტურა და ტრადიციები”-ამირან სალუქვაძე

თურმე ქვეყანა უნდა დაიცვან რუსეთისგან, რომლისგან ერთხელ უკვე „დაიცვეს“, მერე ნახევარი ეკონომიკა და ენერგეტიკა გადაულოცეს, საზღვრები გაუხსნეს და პუტინს ღია გზავნილებს უგზავნიდნენ, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 9 აპრილს დაგეგმილ აქციას ეხმიანება.

„თურმე ხვალ „ნაცმოძრაობა“ აქციას აწყობს, რათა დაიცვას:

  • ვაზი, რომელიც ააჩეხინეს;
  • ღვინო, რომელშიც ჩაუშარდეს;
  • იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, რასაც წლებია ებრძვიან და ანადგურებენ.

კლიპში აჩვენებენ ვაზს, ღვინოს, ეკლესია-ტაძრებს, პირველ პრეზიდენტს.

თურმე ქვეყანა უნდა დაიცვან რუსეთისგან, რომლისგან ერთხელ უკვე „დაიცვეს“, მერე ნახევარი ეკონომიკა და ენერგეტიკა გადაულოცეს, საზღვრები გაუხსნეს, საზღვარზე წითელი ხალიჩა დაუგეს, რუს ბიზნესმენებს იპატიჟებდნენ, რუსული ფულის მიმართ ანოსმია ჰქონდათ და პუტინს ღია გზავნილებს უგზავნიდნენ, მზად ვართ დიალოგისთვის სადაც გაგიხარდებათ, ვისთანაც გაგიხარდებათ, როცა გაგიხარდებათ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშეო (უამრავი მასალაა ინტერნეტში). ამ ყველაფერს აკეთებდნენ სამი ომის შემდეგ.

არა რეპრესიებსო, კლიპში ამბობენ. არადა, ხალხმა ზუსტად რეპრესიების გამო უთხრა უარი და ყოველდღე ისევ რეპრესიებით იმუქრებიან.

ახლა გახდნენ ვაზის, ღვინის, ეკლესიის, ოჯახის, კულტურის, ტრადიციების და იდენტობის დამცველები“, – წერს ამირან სალუქვაძე.

Სტეფანეს კონცერტი ნიუ იორკში, ვებსტერ ჰოლში გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ნიუ იორკში პოპულარული ქართველი პოპ მომღერლის, სტეფანეს კონცერტი გაიმართება.

 ცოცხალი წარმოდგენა ნიუ იორკის ლეგენდარულ სივრცეში, ვებსტერ ჰოლში გაიმართება, რომელიც  ისეთი მომღერლების მუსიკალური წარმოდგენების მასპინძელი ყოფილა, როგორიცაა: მადონა, ტინა ტერნერი, პრინცი, U2, აეროსმიტი, სტინგი, ბბ კინგი, მიკ ჯაგერი, ჯეიზი და სხვა..

სტეფანე პირველი ქართველი მომღერალია,  რომელიც  ლეგენდარულ  სივრცეში 1500-მდე მსმენელის წინაშე გამართავს ცოცხალ  მუსიკალურ წარმოდგენას ბენდთან ერთად.

სტეფანე  მისი უნიკალური მუსიკალური სტილით გამოირჩევა. ნიუ იორკში გამართული წარმოდგენა ქართული დიასპორისთვის ის იშვიათი შესაძლებლობაა, როდესაც საშუალება ეძლევათ,  ქართველი  მომღერალის ცოცხალი შესრულება მოისმინონ..

  „აღფრთოვანებულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ  სტეფანეს კონცერტს ნიუ იორკში.  ეს არის  პლატფორმა, სადაც   ქართული დიასპორა შეხვდება ერთმანეთს და მონატრებულ  ქართული კულტურას. სტეფანეს მუსიკა არის თანამედროვე ჯაზის, ბლუზის და პოპის ელემენტების გამორჩეულად გემოვნებიანი ნაზავი.  სწორედ ამ რეპერტუარს,  ბენდის წევრებთან ერთად შეასრულებს  დამსწრე აუდიტორიის წინაშე, პროგრამაში იქნება  მისი ყველა ჰიტი და რამდენიმე სიმღერა ახალი ალბომიდან. Მოხარულები ვართ, რომ ამ შთაბეჭდილების გაზაირებას შევძლებთ ნიუ იორკის აუდიტორიისთვის”. – აცხადებს კონცერტის ორგანიზატორი, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი, სალომე ლილუაშვილი

 ღონისძიება კომპანია ” გლობალაიზის” მხარდაჭერით იმართება, რომელიც თავის მხრივ, ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებაში ეხმარება. Სტეფანეს კონცერტის დაწყებამდე, დღის განმავლობაში, ვებსტერ ჰოლში გაიმართება გლობალაიზის კონფერენცია და საექსპორტო პროდუქციის გამოფენა.

ღონისძიების სპონსორია გუმბათი ჰოლდინგი

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია  1 აპილიდან, ვებგვერდზე:

www.websterhall.com   

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება სპეციალური რეჟიმით.

„შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე აღდგება შემდეგი რეჟიმით: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.

კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“იოლად მოსაპოვებელი არასდროს არაფერი მიზიდავდა”- ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკის ხმასთან – ინტერვიუს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს.
კორ: თქვენთვის ცნობილია,რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ში,მაგრამ მათ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს.რას გვეტყვით ამ საკითხზე?
-სამწუხაროა,რომ აშშ-ს არ სურს სცნოს ბალტიისპირეთის, საქართველოს და სხვათა დამოუკიდებლობა. აშშ, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები კვლავ იმედებს ამყარებენ სსრკ-ზე,გორბაჩოვზე,მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნების სწრაფვას თავისუფლებისკენ,ჩვენ დავასრულებთ სსრკ-ს არსებობას და მათაც მოუწევთ ამის აღიარება
კორ: ბატონო პრეზიდენტო,რთული გზა აირჩიეთ.
-იოლად მოსაპოვებელი არასდროს არაფერი მიზიდავდა..
კორ: 70 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმით ცხოვრობდა ქვეყანა.თქვენ ბატონო პრეზიდენტო,მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ.რა შეგიძლიათ გვითხრათ “კომუნიზმის” შესახებ,რა არის ეს “კომუნიზმი”,საერთოდ როგორ აღიქვამთ სიტყვა “კომუნიზმს”?
-როგორც ყოველგვარი სიცრუის და სიყალბის სიმბოლოს! რაც შეეხება თვითონ კომუნიზმის თეორიას,ეს არის უდიდესი საფრთხე კაცობრიობისთვის, მისი განვითარებისთვის.”კომუნიზმი” ნიშნავს ყოველგვარი დემოკრატიულის, ყოველგვარი ეროვნული თვითგამორკვევის განადგურებას, იგი ანტიკულტურული და ანტიადამიანური, დემონური მოძღვრებაა.
კორ: ბატონო ზვიად,თანამედროვე ან წარსული დროის რომელი პოლიტიკოსი,ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელია თქვენთვის ყველაზე ახლო და მისაღები თავის მოღვაწეობით და სულიერი კულტურით?
-ჩემთვის ყველაზე ახლობელი პოლიტიკური მოღვაწე დღევანდელობაში არის პრეზიდენტი რეიგანი,რომლის უდიდესი თაყვანისმცემელიც ვარ და დავრჩები ასეთად მთელი ჩემი ცხოვრება .არც თუ ისე შორეული წარსული,უდიდეს პატივს ვცემდი პრეზიდენტ დე გოლს,რომელიც აგრეთვე მიმაჩნია უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ.
კორ: როგორია თქვენი ურთიერთობა ამერიკის კონგრესთან?
-ამერიკის კონგრესთან გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები.თქვენ ალბათ მოგეხსენებათ,თუმცა ამაზე შეიძლება მე არ უნდა ვსაუბრობდე ,მაგრამ საბჭოთა კავშირიდან არცერთ პიროვნებას არ ღირსებია ის,რომ მის საპატივცემულოდ ამერიკის კონგრესის კაპიტოლიუმის შენობაზე დროშა აღემართათ.
კორ: თქვენ პირველები იყავით საბჭოთა იმპერიაში ,ვინც ჩაატარეთ მრავალპარტიული არჩევნები.თუ შეიძლება გვითხარით,კიდევ რაში უნდა იყოთ პირველნი?
-დემოკრატიაში,ადამიანის უფლებების პატივისცემაში,.ამ ტოტალიტარულ იმპერიაში უნდა ვიყოთ დემოკრატიული კუნძული ,რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს,თუ რა შეუძლია მთელი ერის,მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ბრძოლას და ძალისხმევას.ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.
კორ: მაგრამ თქვენ გუნდში ბევრი მოღალატე აღმოჩნდა…..
-დიდ საქმეს თან ახლავს ღალატი.ამაში სენსაციური არაფერია.ამ გზაზე ბევრს შევხვდი,ბევრჯერ მინახავს ადამიანური სისუსტეები,მაგრამ ერთი მარადიული თანამგზავრი არასდროს მტოვებდა.ეს იყო მერაბ კოსტავა.მის გარეშე,მე ვერაფერს შევძლებდი…
კორ: თქვენი პირადი მეგობარი,ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტი,დიდი ხანი არ არის,რაც გახდა ადგილობრივი ტელევიზიის სადისკუსიო გადაცემის წამყვანი.თქვენ,ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, პოეტს,მთარგმნელს და ბელესტრიტს,არ გსურთ გქონდეთ ასეთი მომიჯნავე პროფესია,პრეზიდენტობასთან ერთად?
-ჰაველისთვის ეს უფრო ადვილია.იმიტომ,რომ კრემლი იქიდან თავისით მიდის.იქ უკვე მშვიდობაა…
კორ: თქვენი პირადი თვისებებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ჯერ ვერავინ მოახერხა შეუცდომლად გაევლო ცხოვრების გზა.საკუთარ თავზე საუბარი არ მახასიათებს,მაგრამ ის ნამდვილად ვიცი,რომ პირადი კეთილდღეობისთვის საქვეყნო საქმის ღალატი თავში არასდროს გამივლია.შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი.
კორ: თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები როგორიცაა-“მოღალატე”,”აგენტი” და ა.შ..რა არის ეს ტრადიციული კავკასიური ემოციურობა,თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ?
-მე მიყვარს ,როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ. რას მიბრძანებთ,რა დავარქვა იმას,როცა მერკანტილური ინტერესი წინ ეღობება ისტორიულ ამოცანას? მე შიშველი ხელით ვებრძვი იმპერიას,ჩემი იარაღი სიმართლეა.
კორ: გეგმავთ თუ არა შეხვედრებს მოსკოვში?
-ნებისმიერი შეხვედრა მისალმებით და კეთილი სურვილებით იწყება.მე არ გამაჩნია ეს სურვილები საბჭოთა კავშირთან.ვიდრე კრემლი საქართველოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს,მე იქ არაფერი მესაქმება.
კორ: გჯერათ ,რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ?
– მე მჯერა იდეის. თუ ადამიანი ფიქრობს,რომ ყველა ოცნება მისივე ცხოვრებაში უნდა ახდეს,ესე იგი,მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის უცხოვრია.ჩემი ოცნება დღეს ხალხმა გაიზიარა,ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება.
“1991 წლის ბოლო უნდა იყოს. დაახლოებით ნოემბერი. სსრკ ჯერ კიდევ არსებობს ფორმალურად,”-წერს -კონსტანტინე გამსახურდია