Home Blog Page 2365

“ქართული კინო საფრთხეშია” -ბოიკოტს 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი შეუერთდა

“ქართული კინო საფრთხეშია” – კინემატოგრაფისტებმა ეროვნულ კინოცენტრთან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, “მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოცხადებულ ბოიკოტს” კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 400-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

„ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებული მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.

400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ“

შეგახსენებთ, რომ კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი 21 აგვისტოს გამოუცხადეს. ისიინი ცენტრის დირექტორის პოზიციის არჩევითობას ითხოვენ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება, – ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს და მიზეზს განმარტავს:
,,მგზავრთა საყურადღებოდ!
სექტემბრის დასაწყისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. 
 

რეაბილიტაციის პერიოდი 3 სექტემბრის დილის 07:00 საათიდან, 5 სექტემბრის ღამის 01:00 საათამდე პერიოდში იგეგმება. მგზავრებს ბოდიშს ვუხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ამ პერიოდში დაგეგმილი გაფრენა/მოფრენის დროები უცვლელია, იცვლება მხოლოდ აეროპორტები!

ავიაკომპანიებმა აეროპორტების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მგზავრებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე აცნობეს. მგზავრების თბილისიდან ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანია Omnibus Express • ომნიბუს ექსპრესი უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სატრანსპორტო კომპანიას.  

2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

 ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის შემოწმება. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა.

ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.

„უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, ყველაფრის მიუხედავად. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, მაშინ უბრალოდ ხუჭავს თვალს ამაზე, ხუჭავს თვალს სისუსტეზე. ასევე რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს და რომ ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია. ზელენსკის თქმით, ყირიმის პლატფორმის მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მომზადებაა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი „ჰონდას“ მარკის მანქანა მოცურების შედეგად ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

“დარწმუნებული ვარ, ბელგია იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას” – ილია დარჩიაშვილი

დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბელგიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა და კულტურის მინისტრი, რომელთანაც ჩვენ გავმართეთ ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრიორიტეტზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს განსაზღვრული და უკვე მეოთხე შეხვედრაა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბელგიელ კოლეგასთან განიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთოები.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, როგორ გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ბელგიის სამეფო მზად არის, საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია იქნება, რომელიც ასევე დიდ როლს შეასრულებს ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებში. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ, როგორ მოვახდინოთ მობილიზება ბელგიის სამეფოსი, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, არის ორმხრივი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ის სექტორები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გვაქვს. ცხადია, ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი გამოვიდა. ის დღეს საოკუპაციო ხაზზსაც ეწვევა. მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ბელგია, დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და ძლიერად დაუჭერს მხარს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე” – თინა ბოკუჩავა

ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ნაცვლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს “რუსული ოცნება”, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა, რაც ყველაზე მოწყვლადს გახდის მას აგრესორ რუსეთთან. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძარი გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხის გამო კიდევ ხუთი დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გადაწყდა. მანამდე მოსახლეობა ცხრა სოფლიდან გაიყვანეს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ცეცხლის ჩაქრობას 2 900-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მობილიზებულია რვა თვითმფრინავი, 28 ვერტმფრენი და 445 ერთეული ტექნიკა.

მასშტაბური ხანძრის გამო დროებით ჩაკეტეს დარდანელის სრუტეც. აღსანიშნავია, რომ, თურქეთის გარდა, ტყეში გაჩენილი ხანძარი, უკვე ხუთი დღეა, მძვინვარებს საბერძნეთშიც, სადაც სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულია 20 ადამიანი. მათ შორის 18, სავარაუდოდ, მიგრანტია, რომლებიც ქალაქ ალქსანდროპოლისთან ტყეს აფარებდნენ თავს.

ხანძარი მძვინვარებს ათენის შემოგარენშიც, რის გამოც რამდენიმე დასახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ათენს კვამლი ფარავს. ხანძრის ჩაქრობაში ასობით მეხანძრე, სამხედროები, პოლიციელები და მოხალისეები არიან ჩართულები. მობილიზებულია ავიაციაც.

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, ქევხიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს იწყებს

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში, ქევხიშვილის ქუჩაზე 1600 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტი მათთან ერთად დეტალურად განიხილა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე. განთავსდებსა საბავშვო და მოსასვენებლი სივრცეები. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.

სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6334 ლარი ეღირება, ევრო – 2.8462 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3265 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6215 ლარი ღირდა, ევრო – 2.8543 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3471 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 აგვისტოს ამოქმედდება.

სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართავს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს თბილისის დროით, 18:00 საათზე მიმართავს.

„უკრაინელთა მიდგომა F-16-ების მართვის შესწავლას ვერ დაეხმარება“ – Politico

„უკრაინელები უკმაყოფილოდ და რიგ შემთხვევებში ბრაზით რეაგირებენ უცხოური მასმედიის სტატიებზე, რომელთა თანახმად, მფრინავების მომზადება ამერიკული „ფალკონების“ (F-16-ების) პილოტირებისათვის ძალიან ხანგრძლივი იქნება და მომავალი წლის ზაფხულამდე ვერ მოესწრება“, – წერს აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოში“ (Politico) სამხედრო მიმომხილველი ჯეიმი დეტმარი. გაზეთის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) გამოქვეყნებული სტატიის სათაურია „უკრაინელთა მიდგომა – „როგორც ჩვენ გვინდა, ისე უნდა იყოს“ – F-16-ების მართვის შესწავლას ვერ დაეხმარება“.

„ფალკონი“ მრავალმიზნობრივ გამანადგურებელს წარმოადგენს, რომლის მიწოდებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყებიდან ითხოვს. ამას წინათ დანია და ნიდერლანდებია უკრაინას, აშშ-ის თანხმობით, ორ ათელზე მეტი თვითმფრინავის მიწოდებას დაჰპირდნენ, მაგრამ მათი პილოტების მომზადება საკმაო დავას იწვევს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს ჰეკერი ამბობს, რომ F-16-ების ერთი ესკადრილიის მფრინავების საბრძოლო მომზადებისათვის ოთხი-ხუთი წელია საჭირო. ალბათ, გენერალმა უმაღლესი კლასის პილოტების წვრთნები იგულისხმა, მაგრამ საწყისი დონის სწავლებაც კი (აფრენა-დაფრენა, უმაღლესი პილოტაჟი), სავარაუდოდ, ექვსი თვე მაინც გაგრძელდება.

ინსტრუქტორების თქმით, „ფალკონების“ მართვა იმ პილოტებისთვისაც კი საკმაოდ ძნელია, რომლებსაც სხვა თვითმფრინავების მართვის გამოცდილება აქვთ. „ეს არ არის „ფორდის“ მსუბუქი მანქანიდან „ფორდის“ სატვირთო მანქანაზე გადაჯდომა“, – თქვა ერთ-ერთმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ხომ გაქვთ ნანახი კინოფილმი „საუკეთესო მსროლელი“ (Top Gun) ტომ კრუზის მონაწილეობით, რომელიც ამბობს – „თუ ფიქრს დაიწყებ, დაიღუპები“, – ამბობს პილოტი ტომ რიხტერი, რომელიც F/A-18 „ჰორნეტიდან“ F-16-ზე გადაჯდა, – მართალია, ეს ჰოლივუდის გამოგონილად ითვლება, მაგრამ ფაქტობრივად სინამდვილეს შეესაბამება“.

ამჟამად ტომ რიხტერი სამოქალაქო ავიაციაში მუშაობს. იგი ცდილობს ახსნას ერთი თვითმფრინავის მართვიდან მეორეს მართვაზე გადასვლის პროცესი.

„თუ შენ იმაზე იფიქრებ, რომ სადაა კაბინაში რომელიმე ტუმბლერი ან რაკეტის გასაშვები ღილაკი, ეს უკვე პრობლემაა. ყველაფერი უნდა იყოს როგორც ბუნებრივად, ინტუიციაზე დამყარებული, ასევე ავტომატიზმამდე მისული, რაც მხოლოდ გამოცდილების წყალობით ხდება. განსაკუთრებით ძნელი და უხერხულია ერთი თვითმფრინავის მართვის ჩვევის შეცვლა მეორით. შენ მიჩვეული ხარ შენს თვითმფრინავს, შენთვის კომფორტულია კაბინაში ჯდომა და ისე მართავ, არც კი ფიქრობ. ანუ შენი თვითმფრინავის მართვისათვის უკვე გამოცდილი მფრინავი ხარ. მაგრამ როგორც კი მეორე, სხვა სახის თვითმფრინავზე გადაჯდები, ხელის მოძრაობის (კუნთების) მახსოვრობა უნდა შეცვალო, ინტუიციის დონეზე უნდა მიეჩვიო ახალ სისტემას“, – ამბობს ტომ რიხტერი.

„დავუშვათ, იმ უკრაინელმა მფრინავმა, რომელმაც „ფალკონით“ ფრენა უნდა ისწავლოს, კარგად იცის „მიგ-29“-ის მართვა, მაგრამ ამ საბჭოთა ავიაგამანადგურებელს სულ სხვა ავიონიკა, სულ სხვა კონსტრუქცია აქვს, შეიარაღების სისტემა, საინფორმაციო სისტემა… სწავლის დროს ინსტრუქტორი ეუბნება, რომ მან ყველაფერი უნდა დაივიწყოს, რაც უსწავლია, უნდა შეცვალოს ხელების მოძრაობის ჩვევა… საჰაერო ბრძოლების მომენტში ფიქრის დრო არ უნდა გქონდეს. გარკვეული აზრით, ხშირად უფრო იოლია ქუჩიდან აყვანილი ადამიანის პილოტად გამოზრდა, ვიდრე უკვე პროფესიონალი მფრინავის ხელახლა გადამზადება“, – განმარტავს ტომ რიხტერი.

მისი თქმით, როგორც ახალბედას, ისე გამოცდილ მფრინავს „ფალკონის“ მართვის საბაზო მომზადებისათვის 6-7 თვე ჭირდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად მიდის, მშვენიერი საწვრთნელი ამინდია, თვითმფრინავი მშვენივრად დაფრინავს, მომზადება გრაფიკის მიხედვით ტარდება და ირგვლივ მშვიდობაა. ძირითადი საბაზო მომზადების შემდეგ იდეალური იქნება კიდევ სამი თვე, როცა პილოტი საჰაერო ბრძოლის ხერხებს დაეუფლება, შემდეგ ორი თვე, როცა მფრინავი მიწაზე მდებარე ობიექტების ზუსტ დაბომბვას ისწავლის“.

„შემდეგ ვალდებული ხარ იცოდე შენი ადგილი საჰაერო ავიამწყობრში, უნდა იცოდე მიმყოლის და წამყვანის მოვალეობა და პრაქტიკული შესრულება… მოკლედ, სრულფასოვან მფრინავად ჩამოყალიბება დიდ შრომას და დროს მოითხოვს“, – განმარტავს ტომ რიხტერი.

რა თქმა უნდა, მომზადების დროს რაღაცის შემოკლება შეიძლება… ომის დროს სარდლობას რაც შეიძლება სწრაფად სურს მფრინავების გამოყენება, ამიტომაც მათ ხშირად პირდაპირ ცეცხლში აგდებენ… დღეს უკრაინის ცაში ფრენა ძალიან რთულია: მოქმედებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რადიოელექტრონული დაცვის სისტემა… და კიევს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მოსკოვსაც ჰყავს გამოცდილი მფრინავები, რომლებსაც „ფალკონებთან“ ბრძოლა შეუძლიათ“.

წყარო

“ესაა ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება”- ზურაბ ქადაგიძე

ლიბერალური ფაშიზმის ახალი გამოვლინება. 2 წლის წინ, სასამართლოს დასრულებამდე გადაუარეს ბასილაშვილს, ახლა კი, ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ ქალს იმიტომ, რომ მათი მენტალობისა და მათი უკუღმართი გარემოცვის წევრია, უაპელაციოდ ამართლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ლიბერალური ფაშიზმის ახალი გამოვლინება…
2 წლის წინ, სასამართლოს დასრულებამდე გადაუარეს ბასილაშვილს, ყველაფერი სიბინძურე იკადრეს და ბოლოს, არასრულწლოვანი შვილიც კი ჩართეს საქმეში საკუთარი უკუღმართი ეგო, რომ დაეკმაყოფილებინათ…
ახლა კი, ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ ქალს იმიტომ, რომ მათი მენტალობისა და მათი უკუღმართი გარემოცვის წევრია, უაპელაციოდ ამართლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად…
აი, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება- “რაც ეპატიება იუპიტერს,არ ეპატიება ხარს”
ანუ, შეგიძლია იყო ნაძირალა, მოძალადე, ყველაფერი გეპატიება, ოღონდ მთავარია იყო ლიბერალური ფაშიზმის მიმდევარი!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.