Home Blog Page 2365

“სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს”

სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, ამიტომ მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება მისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის” მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსკენ და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა გობოზოვმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი აღიარების თაობაზე დიალოგს სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს, მაგრამ მყისიერი გადაწყვეტილებები მისთვის პრიორიტეტი არ არის.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არ დავასახელებ რომელ ქვეყნებთან. ვმუშაობთ და გვესმის, რომ აღიარების ეტაპი არ არის ზეციდან ჩამოსული მანანი, ეს მხოლოდ სამუშაო ეტაპია“, – განაცხადა გობოზოვმა.

„სამკურნალო მას აღარაფერი აქვს. ძალიან მხნედ გამოიყურება”- მაჭარაშვილი

მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა პიროვნებამ გააჟღეროს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, რომელსაც ალბათ აეჭვიანებს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, თუკი ქართულ პოლიტიკაში ყოფნა სურს, სააკაშვილმა ჯერ ის უნდა აუხსნას ქართულ საზოგადოებას, რატომ თქვა საქართველოს მოქალაქეობასა და ყველაფერ ქართულზე უარი.

„სამკურნალო მას აღარაფერი აქვს. ძალიან მხნედ გამოიყურება, განცხადებებსაც კარგად აკეთებს და ა.შ… მან გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი მისი განცხადება სხვა პიროვნებამ გააჟღეროს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხაბეიშვილმა, რომელსაც ალბათ აეჭვიანებს. ჯერ ერთი, მან ის უნდა ახსნას საქართველოს საზოგადოების წინაშე, თუ რატომ უარყო საქართველო და ქართული საზოგადოება, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც თქვა და დაიფიცა, რომ არაფერი ქართული, მათ შორის, ქართული პოლიტიკა აღარ უნდოდა და ყველაფერი ქართული ეზიზღებოდა, ამბობდა, რომ ის იყო უკრაინელი, მხოლოდ უკრაინულ ენაზე საუბრობდა და ა.შ… მოქალაქეც უკრაინის იყო, საქართველოს მოქალაქეობა თავისი ნებით დათმო. ყველაფერი ქართული დათმო. რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ ის არ აპირებს არაფერ ქართულში მონაწილეობას. დღეს რატომ მოუნდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ემოციები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით ცვლის, იმისთვის, რომ ვინმესთვის სათამაშოდ არ იქცეთ, შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი განწყობა და გაერიდეთ ფეთქებად მოვლენებს.

კურო

ნუ გააზვიადებთ ყოველ წვრილმან გაუგებრობას და ყოველ სიტყვას ნუ გამოეკიდებით. შეეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და იუმორით შეხედეთ ყველაფერს. ამგვარად, მოახერხებთ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას.

ტყუპები

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ რკინისებური სიმტკიცე, ყველას დაანახვეთ თქვენი თავდაჯერებულობა და საუკეთესო თვისებები, რადგან თქვენკენ, თქვენი საქმესთან დამოკიდებულებისკენ იქნება, დღეს, მომართული გავლენიანი ადამიანების მზერა.

კირჩხიბი

იყავით მეტად დამთმობი და გულისხმიერი, მიმტევებელი, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეგიძლიათ საპასუხო დარტყმის მიყენება და მტკივნეულ ადგილზე ფეხის დაჭერა, დაპირისპირების შემთხვევაში, ეს გამარჯვება კმაყოფილებას არ მოგიტანთ.

ლომი

ქაოტური დღეა, შესაძლოა, დაგეუფლოთ სიახლეების, ახალი ადამიანების გაცნობის, ახალი ადგილების მონახულების უსაზღვრო წყურვილი. დროებით მაინც რომ დაკმაყოფილდეთ ამ ყველაფრით, გაისეირნეთ უცნობ ქუჩაზე, წაიკითხეთ, ნახეთ რამე ახალი.

ქალწული

სასურველია, მეტი წინდახედულობა ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება კარგია, მაგრამ აუცილებელია, გონივრულად შეხედოთ ყველაფერს.

სასწორი

თქვენი თავდაჯერებულობითა და გულისხმიერებით რამდენადმე აიმაღლებთ ავტორიტეტს სამსახურში, ხოლო თუ ქედმაღლურად და ზემოდან დაუწყებთ მათ ყურებას, თქვენს წარმატებასა და თქვენს ავტორიტეტს ჩალის ფასი ექნება.

მორიელი

შეეცადეთ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, შეიძინოთ ახალი, საჭირო ნაცნობობა და მტკიცედ განაგრძეთ თქვენი საქმიანობა. დღეს, ძალისხმევისა და კამათის გარეშე, მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას კონკურენტებთანაც კი.

მშვილდოსანი

კარგი დღეა სიახლეებისა და ახალი იდეების, რაიმე უჩვეულოს დასანერგად თქვენს საქმიანობაში, მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა იპოვოთ ბალანსი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის.

თხის რქა

იყავით უფრო ორგანიზებული და მეტად აკონტროლეთ პარტნიორთა ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დანაკარგები, ქაოსი და დაპირისპირებები საქმიან სფეროში.

მერწყული

დაკავდით პირადი საქმეებით, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. მოუყევით, თქვენი საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად. შესაძლოა, ისინიც ჩართოთ თქვენს პროექტში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც ახლა მეტ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

იყავით წინდახედული და ერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან კომუნიკაციას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავშეკავებული, რათა ურთიერთობებში პრობლემები არ გაამწვავოთ. ეცადეთ, თქვენი ენერგია სარგებლიან საქმეს მოახმაროთ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამ ეტაპისთვის ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ათენში მიმდინარე ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენლობის არდასწრების ფაქტს განმარტავს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამიტი არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, და სპეკულაციები, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, არასწორია.

„ამა წლის 21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიებაში როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა იყო არა გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ, იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მიიჩნევა, რომ მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ხოლმე ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული“, – განაცხადა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა.

თბილისის მერია კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე არაერთი ავტომობილი დგას.

წილოსანი წერს, რომ ინფორმაცია, თითქოსდა, სამართალდარღვევის შემთხვევაში, რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, კანონის აღსრულება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე ხდება.

,,სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება. განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის.

ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე.

მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.

ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!”, – წერს სოციალურ ქსელში ვიქტორ წილოსანი და ვიდეოს ავრცელებს.

 

 

 

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”-დაზარალებული არასრულწლოვანის ჩვენება

თეა გოდოლაძის საქმეზე “კურიერმა” ჩვენება მოიპოვა. დაზარალებული არასრულწლოვანი ინციდენტის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ თეა გოდოლაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მარცხენა ხელი დამარტყა მარჯვენა ყურისა და ლოყის მიდამოში, რომლის შედეგადაც აღმენიშნებოდა სიწითლე მთელი დღის განმავლობაში. ექიმების მიერ დანიშნული მაქვს წამალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ და მოცემული ძალადობის შემდეგ, ვინაიდან ვიყავი აღელვებული, წამლის დოზა გაზრდილი ოდენობით მივიღე.

რაც შეეხება თეა გოდოლაძეს, იგი მყავს ნანახი ძალადობამდე ორჯერ, ხოლო ძალადობის შემდეგ – რამდენჯერმე. ერთხელ იყო, როდესაც ჩემთვის არასასიამოვნოდ მოიქცა. თეა მოვიდა ჩემ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მარტო ვიმყოფებოდი. იგი სწრაფად შემოვიდა სახლში, გამკრა მხარი მსუბუქად, ყველა ოთახში, მათ შორის მამაჩემის და ჩემს საძინებელ ოთახებში ფარდის უკანაც შეამოწმა, კარადებიც ნახა, სავარაუდოდ, ეძებდა მამაჩემს. ეს არ იყო სასიამოვნო, ავღელდი მისი დანახვით,”- აცხადებს არასრულწლოვანი.

,,არსებობს მიკროსოციუმი, თუ “ბაბლი,” რომელსაც სავარაუდოდ განეკუთვნება ქ-ნი გოდოლაძეც”- ანჯაფარიძე

“თეა გოდოლაძის ამბავმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი საზოგადოების არცთუ კარგად შესახედი სახე. ამ საზოგადოებაში არსებობს მიკროსოციუმი, თუ “ბაბლი,” რომელსაც, სავარაუდოდ, განეკუთვნება ქ-ნი გოდოლაძეც, და ეს ბაბლი თვლის, რომ წარმოადგენს განსაკუთრებულ და დანარჩენ საზოგადოებაზე მაღლა მდგომ პრივილეგირებულ კასტას, შესაბამისად, რაც არ უნდა ცუდი რამ მოიმოქმედონ ამ ბაბლის წევრებმა, მათ ინდულგენცია ეკუთვნით და ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ, სიტყვაც კი არ უნდა შებედონ” – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, დანარჩენი საზოგადოების წარმომადგენლებს, საკმარისია რამე შეეშალოთ, “ბაბლი გადაუვლის და გადაჯეგავს ბოლომდე”.

“სხვათა შორის, თეა გოდოლაძის ამბავმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი საზოგადოების არცთუ კარგად შესახედი სახე.
მოკლედ, ამ საზოგადოებაში არსებობს მიკროსოციუმი, თუ “ბაბლი,” რომელსაც სავარაუდოდ განეკუთვნება ქ-ნი გოდოლაძეც, და ეს ბაბლი თვლის, რომ წარმოადგენს განსაკუთრებულ და დანარჩენ საზოგადოებაზე მაღლა მდგომ პრივილეგირებულ კასტას.

შესაბამისად, რაც არ უნდა ცუდი რამ მოიმოქმედონ ამ ბაბლის წევრებმა, მათ ინდულგენცია ეკუთვნით და ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ, სიტყვაც კი არ უნდა შებედონ. აი, დანარჩენი საზოგადოების წარმომადგენლებს, საკმარისია რამე შეეშალოთ, ბაბლი გადაუვლის და გადაჯეგავს ბოლომდე. ასეთ რეალობაში ვართ, სამწუხაროდ,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს – The Top Tens 

უძველესი ცივილიზაციების ათეული – ამერიკულმა გვერდმა The Top Tens შეადგინა, ათეულში კი საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

Top 10 Best Ancient Civilizations – პირველ ადგილზეა საბერძნეთი, ხოლო საქართველოს შემდეგ, მესამე ადგილი ეგვიპტეს უჭირავს… შემდეგ მოდიან – რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკების და სპარტის იმპერიები…

გვერდის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ქვეყნის შესახებ თავიანთი მოსაზრება დააფიქსირონ, თუ რატომ თვლიან კონკრეტულ ქვეყანას უძველეს ცივილიზაციად…

საქართველო ყურძნის სამშობლოდაა მოხსენიებული და ჩვენი კერძების, სტუმართმოყვარეობის, ძველი ტაძრების, ბუნების და მთების შესახებ ბევრ კომენტარს გადააწყდებით…

ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები, მამა და მისი ორი შვილი არიან.

როგორც ცნობილია, დაჭრას წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საბერძნეთში, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ:

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,უკრაინა არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთის მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას”-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უარყო. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ონლაინ ლექციის დროს განაცხადა.

კულებამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მხარდაჭერას. მისი აზრით, ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიო ისწავლა წარსულის შეცდომებზე“.

მინისტრის თქმით, უკრაინა არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთის მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის გარკვეული ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა.

„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატოში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.