Home Blog Page 2357

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 72 ავტომატური მეტროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟებაა დაგეგმილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული. დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მომდევნო წელს დასრულდება.

„აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე, ამინდის პროგნოზის ხარისხს, მიაწვდის უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ჩვენს ფერმერებს და ყველა იმ სექტორს, რომლის ფუნქციონირებისთვის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

“დღესაც მობილიზებულია საპარლამენტო ოპოზიცია და კვლავ ვითხოვთ პარლამენტისგან, თავისი მოვალეობა შეასრულოს”

უკვე მესამე საპარლამენტო დღეა, როცა ხელისუფლება ცდილობს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის პარლამენტის არაქმედუნარიანობა წარმოაჩინოს საზოგადოების თვალში, ოღონდ საფრთხე არ შეექმნას სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში დღესაც მობილიზებულია.

„დღეს ასევე მობილიზებულია საპარლამენტო ოპოზიცია 50 წევრის შემადგენლობით და კვლავ ვითხოვთ პარლამენტისგან, თავისი მოვალეობა შეასრულოს, რეგისტრაცია გაიარონ და საკმარისი კვორუმი იყოს, რომ კენჭისყრები ჩატარდეს. ამ საგამოძიებო კომისიის საკითხთან ერთად სხვა გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციური პრეროგატივა და ხელისუფლება სარეგლამენტო მანიპულაციებით ოპოზიციისათვის, კონსტიტუციის დარღვევით, ამ უფლების შეზღუდვას არ უნდა ცდილობდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, იქნება დღე, როცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივლინებებში, შეხვედრებზე იქნებიან, ზოგი ავად გახდება, ამისგან დაზღვეული არავინაა. ხელისუფლება იმ მომენტს ელოდება, როცა ამ პროცესს გამოიყენებს და საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიცია მოითხოვს ხელისუფლებისგან, სარეგლამენტო ხრიკებს თავი დაანებონ.

„მიიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ან არჩევნები ჩაატარონ და თავისი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ, საშუალება მისცენ საპარლამენტო ოპოზიციას, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ისარგებლონ და საგამოძიებო კომისია შექმნან. ეს საგამოძიებო კომისია ოპოზიციას კი არ სჭირდება, ქვეყნის რეპუტაციას სჭირდება. როცა მოსამართლეებს სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს და საერთაშორისო სანქციების ქვეშ ჰყვება სასამართლო სისტემა, ეს სახელმწიფოსთვის რეპუტაციული ზიანია. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიჭირა თავისი „ჩიტი“ და დღეს „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული შეფასება აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ქვეყანას მართავს რუსული ოცნება, ესენი რუსული რბილი ძალის წარმომადგენლები არიან საქართველოში, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ატარებენ, რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში. ამიტომ ეს რეჟიმი ცდილობს დღეს ხელისუფლების შენარჩუნებას. მათი მთავარი ამოცანა არ არის ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება, მათი მთავარი საკითხი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლაა და ამისათვის მზად არიან, ყველაფერი გაწირონ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

“გახსოვთ, კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა?”- თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ გამართული აქციების მოთხოვნები ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო და საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო და ამიტომ დასრულდა კრახით.

„გახსოვთ, კანდიდატის სტატუსზე უარი რომ გვითხრეს და აქციები გაიმართა? მაგ აქციების მოთხოვნები და მოლოდინებიც ჩრდილიდან ნაკარნახევი იყო. არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხისგან წამოსულ იმპულსთან.

ყველა მონაწილე ჩრდილიდან შედგენილი დღის წესრიგით მოქმედებდა – ვიღაც ნებით, ვიღაც ჩათრევით. სცენაზეც ის ხალხი იდგა, ვინც ჩრდილოვანი მმართველისთვის მისაღები იყო. ამიტომ დასრულდა კრახით. ჩემთვის დისკრედიტირებულია ყველა, ვინც მაგ პროცესში აქტიურად ჩართული იყო. „ტექნიკური მთავრობა“ my ass!

პ.ს. ვინც ჩრდილოვანი მართვა ამხილა, ის „არაკონსენსუალურად“ გამოაცხადეს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

https://www.facebook.com/tchergo/posts/pfbid0TEm9QYHbr13NJPvrgPT8oH6rTVCmG2Bsvfr8GXneyijCHTxvjnypGuGNTFsX1oprl

“ვერავინ მოესწრება დაპირისპირებას”- კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიაში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა, რაც ჯანსაღი პროცესია.

„დაპირისპირებას ვერავინ მოესწრება. დაპირისპირება არ არის ეს, ეს არის აზრთა სხვადასხვაობა და კამათი ნორმალურია, ჯანსაღია. არავის დაუტოვებია „ნაციონალური მოძრაობა“. მოგვარდება, მოგვარდება აუცილებლად“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კითხვაზე, როგორ ხედავს პარტიაში არსებული პრობლემის მოგვარებას, – კობა ნაყოფია პასუხობს, რომ „მარტივია, პოლიტიკოსები დასხდებიან და მოილაპარაკებენ“.

“საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის” – კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.

კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში.

„სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე არ დადის, ხოლო 6% – ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება.

2021-2022 სასწავლო წელს, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას ესწრებოდა, ხოლო ბავშვების 2%-ამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი.

კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, აღნიშნული სერვისით ისარგებლოს. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი ფინანსების ნაკლებობაა, რომელიც შემთხვევების 87%-შია აღნიშნული.

საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%) შემდეგ სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები მოდის.

მშობლების უმრავლესობა სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით კმაყოფილია.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდში კვებაც, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%) ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%) სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან.

ასევე, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.

„ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, ბავშვების ერთ%-ზე ნაკლებს შეეხო”,- აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ კვლევა სრულად: https://uni.cf/3mEQ8Al

წაჩხურობა – ტაძარი მარტვილში, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, გამ­თე­ნი­ი­დან მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში მან­ქა­ნე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა.

წა­ჩხუ­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და მო­სა­ლო­ცად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ ტა­ძარ­ში მი­დის, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია უშ­ვი­ლო­თა შემ­წედ მი­იჩ­ნე­ვა.

წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია სოფ­ლის ცენ­ტრი­დან 7 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მაღ­ლობ­ზეა აგე­ბუ­ლი. აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის კვი­რას, აღ­დგო­მის მე­ო­თხე დღეს არის.

ამ დღეს ტა­ძარ­ში ძი­რი­თა­დად უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბი ადი­ან. ტაძ­რამ­დე სა­მან­ქა­ნო გზაა, მაგ­რამ ხალ­ხის დიდი ნა­კა­დის გამო გზას პო­ლი­ცია კე­ტავს და მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გრძელ აღ­მართს ფე­ხით მი­უყ­ვე­ბი­ან. უშ­ვი­ლო წყვი­ლებს პა­ტა­რა, ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი აკ­ვნე­ბი მი­აქვთ. ზოგს აკ­ვან­ში თო­ჯი­ნა ჰყავს. იქ ბევრ ფეხ­შიშ­ველ ადა­მი­ანს ნა­ხავთ, ყვე­ლას თა­ვი­სი აღ­თქმა აქვს და მის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს. არც მათ ავი­წყდე­ბათ მად­ლო­ბის თქმა, ვი­საც უფალ­მა სას­წა­უ­ლი მო­უვ­ლი­ნა და შვი­ლი აჩუ­ქა. ისი­ნი სა­მად­ლო­ბე­ლის სათ­ქმე­ლად პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით ხელ­ში ადი­ან და უფალს მად­ლო­ბას სწი­რა­ვენ. ზოგს შე­სა­წი­რი მი­აქვს და­პი­რე­ბუ­ლი ცხვა­რი ან ფრინ­ვე­ლი მიჰ­ყავს.

რას ამბობს ლეგენდა  უძ­ვე­ლეს სა­ლო­ცავ­ზე

“ერთხელ, სოფ­ლის ახ­ლოს, ყა­ნა­ში გლეხს ცოლ­მა სა­დი­ლი მი­უ­ტა­ნა. გლეხ­მა თა­ვის მწირ ტრა­პეზ­ზე უც­ნო­ბი მგზავ­რი მი­ი­პა­ტი­ჟა. ცოტა ხან­ში მას­პინ­ძელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ღვი­ნო და საჭ­მე­ლი კი არ ილე­ო­და, მრავ­ლდე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მგზავ­რმა გლეხს სთხო­ვა, იცეკ­ვეო. ისიც და­თან­ხმდა. ამის შემ­დეგ უც­ნო­ბი თვალ­სა და ხელს შუა გა­უ­ჩი­ნარ­და. გლე­ხი მიხ­ვდა, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ხილ­ვის ღირ­სი გახ­და… სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აზ­რით, ლე­გენ­და შე­საძ­ლოა, ან­გე­ლო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლო­დან სვა­ნეთს მი­მა­ვალ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს ამ ად­გი­ლას ქვის ჯვა­რი აღუ­მარ­თავს, ტა­ძა­რი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში აუ­გი­ათ. ჩვე­ნამ­დე გა­ნახ­ლე­ბულ­მა, მე-18 სა­უ­კუ­ნის დარ­ბა­ზულ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­აღ­წია.

ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა.
ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, განსაკუთრებით, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან.
“წაჩხურობას” სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 218 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

„2014 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან, დღემდე, დაფინანსებულია 218 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად, იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება.

„სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის. მევენახე ფერმერები, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50 %-ის ნაცვლად 70 %- იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის მოსავლის დაზღვევას. პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი სარგებელი, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80 %-ით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

“2022 წელს, საქართველოდან ექსპორტირებულია 252.5 მლნ აშშ დოლარის ღვინო” – ოთარ შამუგია

2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონ ლიტრამდე, 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღვინის ექსპორტის რაოდენობა გაზრდილია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი (ზრდა 32%), აშშ (28%), ლატვია (20%), გერმანია (34%), ესტონეთი (53%), იაპონია (68%).

„2022 წელი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე 2022 წლის რთველთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი გადამუშავდა და მევენახეებმა შემოსავლის სახით, 270 მილიონამდე ლარი მიიღეს.

„შესრულდა სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. 2022 წელს რთველში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, რაც სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით იქნა სტიმულირებული“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, შამუგიას განცხადებით, ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო.

„პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ღონისძიებები აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა“, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე თქმით, 2023 წელს, მარკეტინგული ღონისძიებებისათვის 14 მლნ ლარი დაიხარჯება.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით, სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განახორციელებს, პირველ რიგში, აშშ-ში და ასევე, ქართული ღვინის რამდენიმე სტრატეგიულ ბაზარზე, კერძოდ, სამხრეთ კორეაში, გერმანიაში და დიდი ბრიტანეთში,“ – განაცხადა შამუგიამ.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპორტის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა საჭიროება, უფრო მეტად იყოს დაცული ადგილობრივი ბაზარი და გაძლიერდეს მიკვლევადობის ინსტრუმენტები. ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გაცემული 2976 შესაბამისობის სერტიფიკატიდან, 794 სერტიფიკატი ადგილობრივი ბაზრისთვის არის გაცემული.

“ბელარუსისა და რუსეთის ძმური კავშირი სიმართლისა და თავისუფლების საყრდენია”

„ნაციონალისტური და დესტრუქციული ძალები მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერას და ახალი მსოფლიო ომის გაჩაღებას ცდილობენ“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსისა და რუსეთის „ძმური“ კავშირი დსთ-სა და მის გარეთ „სიმართლისა და თავისუფლების საყრდენია“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ნაცისტები, ფაშისტები და სხვა დესტრუქციული ძალები ცდილობენ გადაწერონ მეორე მსოფლიო ომის ისტორია, უარყონ ჩვენი საერთო წვლილი დიდ გამარჯვებაში და გაამართლონ თავიანთი იმდროინდელი და დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედებები. თუმცა, მათ მაშინ ვერ გაანადგურეს ჩვენი ხალხები და ამას ვერც ახლა მიაღწევენ.

წინ ბევრი სამუშაო გველის ბელარუსისა და რუსეთის ძმური კავშირის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს დსთ-სა და მის ფარგლებს გარეთ სიმართლისა და თავისუფლების საყრდენია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

“ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129 %-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26 %-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103 %-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. საქართველოდან ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება, როგორებიცაა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა.

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, ევროკომისია უახლოეს დღეებში წარუდგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დეტალებს.

თავის მხრივ, ელჩები წარადგნენ იმ წითელ ხაზებს, რომლებიც მათი ქვეყნების მთავრობებს აქვთ.

მედიის ცნობით, გერმანიამ უკვე მოითხოვა სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის შეტანაც. როგორ ცნობილია, ამის წინააღმდეგ გამოდის უნგრეთი.

ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტი ფოკუსირებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების შემცირებაზე.

ვინ არის 18 დეპუტატი, რომელსაც, 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, პარლამენტის 18 დეპუტატს 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატთაგან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.

ესენი არიან: ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა), ისკო დასენი (უმრავლესობა), გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი), აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია), მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია), სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა), ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), გოგი მეშველიანი (უმრავლესობა), კობა ნაყოფია (ოპოზიცია), რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა), ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა), ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია), დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).