Home Blog Page 2352

“საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს” – „ქართული ოცნება“

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება;

2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი;

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს;

2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება;

ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა;

საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

“მოდით, გავშალოთ ფრონტი და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს”- გიორგი ვაშაძე

მოდით, გავშალოთ ფრონტი, ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ უკან არ იხევს.

„ქართული ოცნება“ გაშიშვლებულია. აღიარებითი ჩვენება სამგზის მისცეს, რომ ისინი არიან კლანი, მათი დავალებით მოქმედებდნენ სასამართლო სისტემაში, რომ სწორედ ისინი სჩადიან დანაშაულს და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს აღებინებენ. მეორე, მთავარი პრობლემა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვაქვს დრო და მოდით, გავშალოთ ფრონტი. ვისაუბროთ ღიად ამ საკითხებზე და ვთქვათ – არა კლანს სასამართლოში, არა რუსულ რეჟიმს და დავდგეთ ყველა ერთად, რათა უკან დავახევინოთ „ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც ეს მოხდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოებას მივმართავ, რადგან ვფიქრობ, ყველამ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, აქციები საჭიროა. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია, რადგან ოპოზიციის ერთიანობამ გააშიშვლა „ქართული ოცნება“. ახლა მათ რომ უკან დაიხიონ, წნეხია შესაძლებელი. ჩვენ ხომ დავინახეთ რუსულ კანონთან მიმართებით, საზოგადოების პროტესტის გარეშე ისინი უკან არ იხევენ. დღეს პარლამენტი გაჭედილია, მაგრამ პროცედურულად, ჩვენ რას შეიძლება, ველოდოთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელ წამში, არ ვიცით. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის პროტესტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავენ”

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე მსჯელობენ.

„ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის ამ დროისთვის უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებით უზრუნველყოფისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პოლონეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა [თვითმფრინავები], გრძელდება მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია – „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის“ ჩატარდა.

„თიბისის“ ინფორმაციით, კონფერენცია მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.

კომპანიის ცნობით, ღონისძიებას, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

„ჩვენი პარტნიორის – „თიბისის“ მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რა საკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების, პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია. ვთვლით, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას“, – განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა.

„თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი თხელიძის განცხადებით კი, „თიბისის“ მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ენერგო რესურსის პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული და ქვეყანა აღნიშნული რესურსის იმპორტიორია მაშინ, როდესაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ისეთ ღონისძიებას ვუჭერთ მხარს, რომელიც დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს, კომპანიებს კი საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს აცნობს. „თიბისის“ მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 10 წელში, ჯამში 37 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული – ჯამური დადგმული სიმძლავრით 514 მგვტ, საიდანაც 31 უკვე ოპერირებს, 6 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნულ სექტორში „თიბისის“ ჯამური პორტფელი – 800 მლნ ლარამდე, ბაზრის წილი კი 70%-ს შეადგენს და შედეგად, ბაზრის ლიდერები ვართ. აქვე მინდა აღვნიშნო ენერგიის ალტერნატიული წყაროების ათვისების სულ უფრო მზარდი და მნიშვნელოვანი ტენდენცია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაფინანსებთ რამდენიმე პროექტს და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში დარგის განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.

ღონისძიება კომპანიებთან – Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა.

“ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ აიღებს პასუხისმგებლობას და ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახალ მედიკამენტს, საქართველო იქნება პირველი, ვინც შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს”

ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული წამლით მკურნალობა არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას.

აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ.

ზურაბ აზარაშვილმა პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს.

აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით და ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.

“კეზერაშვილის გვართან დაკავშირებული უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდების თემა უნდა გასცდეს ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გვართან დაკავშირებულ გახმაურებული საქმის დეტალებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში იხსენებს და აღნიშნავს, რომ საქმე ეხებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან.

ქართველიშვილის ინფორმაციით, რომელიც უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიებას ეყრდნობა, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას. პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე. ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა – სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით “ჩრდილში” იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.

„სანამ BBC ცდილობს კრიმინალს – კრიმინალი უწოდოს, არც მე დავიზარებ ჩვენი მეხსიერების “განახლებას” კეზერაშვილის გვართან დაკავშირებული ალბათ ყველაზე გახმაურებული და ჯერჯერობით სამწუხაროდ, მხოლოდ “საზოგადოებრივი გამოძიების” დეტალებით.

ეს ინფორმაცია მომაწოდეს უკრაინიდან ჯერ კიდევ 2009 წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყნის უმაღლეს რადაში დეპუტატმა კონოვალიუკმა შექმნა 7 კაციანი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდების კანონიერებისა და შესაძლო უკანონო გარიგებებში პრეზიდენტ იუშენკოს სავარაუდო მონაწილეობის საკითხები.

აღნიშნული კომისიის მუშაობის დასკვნები გადაეცა ქვეყნის მთავარ პროკურატურას, რომელიც ამ დასკვნებს არ დაეთანხმა და იარაღის გაყიდვის ოპერაციებში კრიმინალი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, უმაღლეს რადას ესტუმრა უკრაინის უშიშროების სამსახურის დელეგაცია, რომელმაც მოითხოვა კონოვალიუკის საგამოძიებო კომისიის გაუქმება, ვინაიდან თავის მუშაობაში ის შეეხო მთელ რიგ საკითხებს, რომლებსაც გრიფი “საიდუმლო” ედო.

ამის შემდეგ, აღნიშნული თემა მოხვდა უკრაინელი ჟურნალისტების თვალთახედვის არეში, რომლებმაც დაიწყეს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ასევე შეუჩერეს სერიოზული სახელმწიფო წნეხისა და მუქარის ფონზე. თუმცა უკრაინელი ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ მაშინ ნაწილობრივ გამიზიარეს. ის ეხებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს და პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან. უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებში, რომლის სანდოობაში მე არანაირი ეჭვი არ შემაქვს – მე შევეცადე დამემატებინა ზოგიერთი მნიშვნელოვანი შტრიხი, რომელიც პირადად ჩემთვის არის ცნობილი კონკრეტულ მოწმეთა ბაზის ჩათვლით.

უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებით, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას (პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე). უკრაინულ მხარეს ამ პროგრამის განხორციელებაში წარმოადგენდა იუშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული, СБУ-ს პოდპოლკოვნიკი, „ჩვენი უკრაინის“ პარტიიდან რადას სახალხო დეპუტატი – სერგეი ბონდარჩუკი.

სწორედ მისი უშუალო პატრონაჟით, 2005-2008 წ.წ. უკრაინის ტერიტორიაზე გახსნილი იქნა 180-მდე მაღარო, სადაც დაკონსერვირებული იყო ძირითადად ვადაგასული და გამოყენებისათვის უვარგისი, საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: ცეცხლსასროლი (მათ შორის მსხვილკალიბრიანი) იარაღი, „გრადები“, ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. საქართველოს მხრიდან ამ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის, თემურ ალასანიას მითითებით, 2006 წელს ამ სქემების განხორციელებას მოაშორეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც არ დაივიწყა ეს პირადი წყენა და 2007 წლის სექტემბერში, „იმედის“ ღამის გადაცემაში, ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში ამხილა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები იარაღის უკანონო ვაჭრობაში – რის შემდეგ იგი დააპატიმრეს კიდეც.

უკრაინელების ინფორმაციით, ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა. მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონორების მხრიდან მიღებული თანხებიდან – მილიარდ 200 მილიონი დოლარი უკრაინული სამხედრო ჯართის შესყიდვებზე დაიხარჯა. ტექნიკურ ფინანსურ მხარეს უკრაინული მხრიდან უზრუნველყოფდნენ ვინმე ციბულიაკი და ელმანდიევი, ხოლო ქართული მხრიდან – მამუკა მუჯირი. 2005 – 2008 წ.წ. ამ არხებით მიღებულ იარაღზე გაკეთებულმა შიდა ტექნიკურმა აუდიტმა დაადასტურა, რომ მისი მთლიანი ოდენობიდან 90 პროცენტი არაკონდიციურ მდგომარეობაში იყო.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა დანარჩენი, ვარგისი 10 %-ის გაყიდვის საჭიროება. უკრაინული მხარის წარმომადგენელმა ციბულიაკმა და თემურ ალასანიამ ამ მისიის შესასრულებლად შეარჩიეს იარაღის უკანონო ვაჭრობის ბაზარზე ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კანდიდატი, ოდესის მკვიდრი ლეონიდ მინინი, რომელიც იმ მომენტისთვის ისრაელში ცხოვრობდა და აშშ/ევროპის მიმართულება მისთვის სამუდამოდ ჩაკეტილი იყო. ეს ის ლეონიდ მინინია, რომელიც თავის არანაკლებ ცნობილ „კოლეგასთან“ ვიქტორ ბუტთან ერთად ჰოლივუდური გახმაურებული ფილმის „იარაღის ბარონის“ მთავარი გმირის (ნიქოლას ქეიჯის შესრულებით) პროტოტიპებს წარმოადგენდნენ.

სწორედ ლეონიდ მინინის რეკომენდაციით, ბათუმის აეროპორტის ბაზაზე დარეგისტრირდა კერძო ავიაგადაზიდვების კომპანია (ხელმძღვანელი – ნოდარ კაკაბაძე), რომელიც უკრაინული სატვირთო ბორტ „ილ-76“-ით ახორციელებდა კონდიციური იარაღის მიწოდებას აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ცხელ წერტილებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავიც და ეკიპაჟიც უკრაინული იყო, ფრენებს ახორციელებდნენ ქართული დროშით.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა – სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. მან ძმებ ახალაიებს დაავალა კიდეც, რომ შესაბამისი მოჩვენებითი “სანქციები” განეხორციელებინათ ნოდარ კაკაბაძის ფირმასთან მიმართებაში. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით “ჩრდილში” იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.

ამავე პერიოდში გასკდა საქმე უკრაინაშიც. „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რის გამოც სერგეი ბონდარჩუკი იძულებული იქნა გაქცეულიყო დიდ ბრიტანეთში, სადაც 2018 წელს დავით კეზერაშვილის კავშირების დახმარებით, შეძლო პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება და დღემდე იმყოფება ლონდონში ამ იპოსტასში.

სერგეი ბონდარჩუკის ბოლო ოპერაცია, პროგრამა „გრიფ პრეზიდენტის“ ფარგლებში, ფინანსურადაც წარუმატებელი აღმოჩნდა – 2009 წელს ქ. ნიკოლაევის პორტიდან (სამხედრო ნავსადგური ოჩაკოვი) ტანზანიის მიმართულებით, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკითა და სათადარიგო ნაწილებით დატვირთული სატვირთო გემი „ფაინა“ სომალიელი მეკობრეების ხელში ჩავარდა.

გაცილებით იღბლიანი გამოდგა ლეონიდ მინინის შემდგომი ბედი – მადლიერების ნიშნად, თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა დართეს მას უფლება, საქართველოში განეხორციელებინა თავისი შავი ფულის გათეთრების ოპერაციები. ამ მიზნით მას თბილისის მახლობლად (თელეთში) სიმბოლურ თანხებში 32 ჰექტარი მიწა გადაეცა, მიეცა უფლება მსხვილი საწარმოო კომპლექსები აეშენებინა, ზოგადი პატრონაჟი მასზე დაეკისრა ვანო მერაბიშვილს, ხოლო ფინანსური წილი (5%-ის ოდენობით) ლეონიდ მინინის ბიზნეს/პროექტებში ვინმე ანდრო აბელოვზე გაფორმდა, რომლის უკან რეალურად გია ყარამანიშვილი იდგა, იმ მომენტისთვის „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ უკანონო მფლობელი.

თუმცა სამართლიანობა ითხოვს, რომ აღვნიშნოთ – ლეონიდ მინინი, თავისი ბინძური ბექგრაუნდით და უბინძურესი პიროვნული თვისებებით (ბოლო-ბოლო მანიაკალური სექსუალური მიდრეკილებების მქონე ბისექსუალი იყო), გია ყარამანიშვილის „მორალისთვისაც“ იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მან 2011 წლის თებერვალში თავისი კუთვნილი 5% გაყიდა სოლიდურ თანხად და მინინს განეშორა. 2008 – 2015 წ.წ. ლეონიდ მინინის ცხოვრება თითქმის თანაბრად იყო განაწილებული ისრაელსა და საქართველოს შორის. პირადად ჩემთვის მისი თბილისური ცხოვრების კვალი ქრება 2016 წლიდან, თუმცა ეს სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დღესაც საქართველოში არ იმყოფებოდეს.

თუ ზემოაღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ნარატივი ნაწილობრივ მაინც მოიცავს სიმართლეს, გამოდის რომ მათ შორის სწორედ ამ კოპლექსურ სიბინძურეს შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2008 წელს. გამოდის, რომ ამას შეეწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისმხმევაც – სამშვიდობო ხიდი გაებათ თბილისთან სოხუმსა და ცხინვალიდან. გამოდის, რომ ამას შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება. რომ სწორედ ამას შეეწირა ათობით ათასობით ახალი იძულებით გადაადგილებული პირი. შეეწირა იმისთვის – რომ ჯართში გადახდილ მილიარდ 200 მილიონ დოლარს რუსეთთან ომით ჩამოწერა სჭირდებოდა. და თანხის სოლიდური რაოდენობიდან გამომდინარე – მსხვერპლის ოდენობაც სოლიდური უნდა ყოფილიყო, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობაც და ომით გამოწვეული სხვა დანაკარგის მასშტაბიც.

ამ „ტექნიკური მხარის“ დასარეგულირებლად, რუს გენერლების ჩობანის და ბორისოვის მძღოლების ფუნქციას ასრულებდნენ სააკაშვილის გუბერნატორები – ხოლო სამხედრო კომისარიატებთან იბარებდნენ პატარა ბიჭების სულ უფრო დიდ ნაკადებს, რათა მათი სისხლით გადაეფარათ, კოდექსიდან მათ მიერვე ამოღებული „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხგასაცემი თემა – რომელიც უკვე უნდა გასცდეს ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუკზე.

25 აპრილს იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს.

აღნიშნულის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.

https://www.nato.int/cps/en/natohq/news_214113.htm?fbclid=IwAR1mru0bhcz49ZVAV3lsAgPCKYMfM1OK5UTcEmoAomJLwCBcdmrBe1Vh-6U

ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა, მაგრამ ახლა ალიანსში გაწევრიანების დრო არ არის – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ახლა ნატო-სთვის საუკეთესო დრო არ არის მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. იუწყება DW.

გერმანიის თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ომი წარმოადგენს დაბრკოლებას ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების განხილვისთვის. „კარი ოდნავ შეღებულია, მაგრამ ახლა ამ საკითხის გადაწყვეტის დრო არ არის“, – განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ ამ ვარიანტის სერიოზულდ განხილვა შეუძლებელია, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება.

მინისტრმა აღნიშნა, რო ნატომ საგულდაგულოდ უნდა აწონოს ნებისმიერი ნაბიჯი ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ცივი გონებით და არა ცხელი გულით“, – დასძინა მინისტრმა.

“რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი” – იაგო ხვიჩია

ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია.

„მგონი, საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დავუბლოკეთ კანონის მიღების საშუალება. ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებული იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს. ეს არის ფასდაუდებელი საქმე ქართველი ხალხის წინაშე და მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ეს არ შეწყვიტოს – ვიაროთ და არ მივაღებინოთ ხელისუფლებას არცერთი კანონი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას – ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, მგონი, კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია. ახლა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ის გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის და აღნიშნა, რომ აქციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა გიორგი ვაშაძის მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმის მიღწევის ნაკლებად სჯერა.

უკრაინა სირიაში რუსულ ძალებზე თავდასხმას გეგმავდა – Washington Post

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს სირიაში რუსული ძალების წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები ჰქონდა შემუშავებული, – ამის შესახებ The Washington Post-ი პენტაგონიდან გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ უკრაინა თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატებით გეგმავდა.

ასეთი ოპერაციებით უკრაინელ სამხედროებს, სავარაუდოდ, სურდათ, რომ რუსეთს უკრაინიდან თავისი ძალების ნაწილი სირიაში გადაესროლა.

გაჟონილ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ განვითარდა დაგეგმვა და როგორ შეიძლება გაგრძელდეს ასეთი კამპანია, თუ უკრაინა მას გააცოცხლებს .

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპერაცია პირადად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით დაიგეგმა და მას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები მხარს უჭერდნენ.

გარდა ამისა, უკრაინელმა ოფიცრებმა განიხილეს სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მომზადება, რათა მათ შემდგომში რუსულ სამიზნეებზე დარტყმა განეხორციელებინათ.

გასული წლის 29 დეკემბრისთვის უკრაინელმა ოფიცრებმა გაიგეს, რომ ზელენსკიმ ოპერაციის დაგეგმვა შეაჩერა. გაურკვეველია, რატომ უბრძანა ზელენსკიმ დაზვერვას, რომ შეეწყვიტათ დაგეგმილი ოპერაციები, მაგრამ გაჟონილ დოკუმენტში აღნიშნული ვარაუდით, ზელენსკის მიერ გადაწყვეტილების ცვლილება შესაძლოა, რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდეს: აშშ-ის ზეწოლა, უკრაინის დრონების შეზღუდული რაოდენობა ან ეჭვი შეტევების წარმატებულობის შესახებ. კიდევ ერთი ფაქტორი კი შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ყოფილიყო.

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ცეცხლის 72 საათით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს, – ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

„ბიბისის“ ცნობით, ქალაქში მიმდინარე ბრძოლების გამო 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „ბიოპარკმა“ ქართულ ბაზარზე აგროქსოვილის რეალიზაცია გაზარდა

აგროქსოვილი, იგივე მულჩის ფირი, სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებადი და ხანდახან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მცენარეს სარეველა ბალახისგან იცავს. კომპანია „ბიოპარკის“ დამფუძნებელი, მამული სალაყაია, რომელმაც თიბისის მხარდაჭერით აგროქსოვილის საქართველოში შემოტანა 2020 წლიდან დაიწყო, ბიზნესის წარმატების ისტორიას გვიყვება:

„რა არის აგროქსოვილი?

ეს არის შავი ფერის კეთილთვისებიანი ცელოფნის ფენა, რომლითაც მცენარის ფესვებს ფარავენ. ის მზის სხივებს არ ატარებს, ამით სარევალა ბალახისთვის ფოტოსინთეზს აფერხებს, სამაგიეროდ,  წყლის და ჰაერის გამტარია, შესაბამისად, მცენარის ფესვებს საკვები ნივთიერებები შეუფერხებლად მიეწოდება. დასავლეთ საქართველოში სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ, ვისაც ამ პროცესთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის აგროქსოვილის მნიშვნელობა და სარგებელი. მას იყენებენ ინტენსიურ ბაღებშიც. ასევე მოცვის, მარწყვის, ჟოლოს მეურნეობებში და ბიო ვენახშიც. შესაბამისად, აგროქსოვილი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.

როგორ მივედი ამ ბიზნესიდეამდე?

ზოგადად, ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე ყველასთვის რეალური გახდა. ამ დროს დავიწყე ფიქრი იმ კაპიტალზე, რომელიც 4 ჰა მიწის სახით მქონდა სოფელ ურბნისში. სიმინდის მოყვანის შემდეგ არჩევანი ლურჯი მოცვის მოყვანაზე შევაჩერე და ნერგების მოსაძიებლად დასავლეთ საქართველოში ჩავედი. მოცვის მწარმოებელი ფერმერები, სხვა პრობლემებთან ერთად, ბაზარზე აგროქსოვილის დეფიციტს უჩიოდნენ, რომელიც ლურჯი მოცვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიდუქტია. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, აგროქსოვილი თავად მეწარმოებინა და ადგილობრივ ბაზარზე გამეყიდა. ფერმერებს ფასზე ადგილზევე გავურიგდი და საქმეს შევუდექი.

აგროქსოვილის წარმოებისთვის საჭირო მასალა – პოლიპროპილენი – საზღვარგარეთიდან შემოვიტანე, საჭირო მანქანა-დანადგარები ვიქირავე და პროდუქცია ადგილზე დავამზადე. თუმცა, ბევრი ცდის მიუხედავად, სასურველი ხარისხს ვერ მივაღწიე. ამიტომ საზღვარგარეთიდან იმპორტზე ფიქრი დავიწყე.

2020 წელს აგროქსოვილი სასურველ ქვეყანაში, სასურველ  ფასად შევიძინე, კონტეინერი დავტვირთე და საქართველოში ჩამოვიტანე. ფასმაც და ხარისხმაც გაამართლა. მალევე მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ მომგებიანი იყო და თიბისის მხარდაჭერით, იგივე ქვეყნიდან კიდევ რამდენიმე კონტეინერი შემოვიტანე.

2020 წლიდან დღემდე ქართულ ბაზარზე 3 მილიონ კვ.მ-ზე მეტი აგროქსოვილი გვაქვს გაყიდული. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველი ფერმერები არიან. ომმა ბიზნესი რამდენიმე თვით შეაფერხა, თუმცა დღეისათვის სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა გაიზარდა კიდეც.

ბაზარზე ჩვენი კომპანიის უპირატესობა  ხარისხი და ფასია. ამ მხრივ უალტერნატივოები ვართ. თიბისი ჩვენი მუდმივი პარტნიორია და მისი მხარდამჭერითვე ვგეგმავთ ახალ მიმართულებას – ტვირთის შესაფუთი ცელოფნის იმპორტსაც. ეს არის ჭიმვადი, ელასტიური შესაფუთი მასალა, რომლითაც პადონებზე მოთავსებული ტვირთი იფუთება და რომლის გარეშეც ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლებელია.“

 

(R)