Home Blog Page 2340

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, ამიტომ უმჯობესია, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ეცადეთ, კოლეგების თხოვნა და საკუთარი დაპირებები არ დაივიწყოთ, თორემ შეიძლება, მათი პატივისცემა დაკარგოთ და მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ – ახლა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

კურო

დილიდან უამრავი სირთულე გელით, რომელსაც დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდები, თუმცა შუადღის შემდეგ ვითარება განიმუხტება და დასვენებას შეძლებთ.

ტყუპები

ახალი შესაძლებლობების დღეა. შანსი გაქვთ, რომ ის გააკეთოთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებში არ დაკარგოთ და ახლავე საქმეს შეუდგეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც არა მარტო სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლოც იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საეჭვო გადარიცხვებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

თუ წვრილმან უსიამოვნებებს არ ჩავთვლით, სრულიად ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია. საკუთარ ნივთებს მეტი ყურადღება მიაქციეთ – არსებობს ქურდობის საფრთხე.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სასურველის მიღწევაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. ახალი ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით თქვენი პროექტები და გეგმები უფრო მასშტაბური და ამბიციური გახდება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და საბუთების გაფორმებისთვის. მარტოხელა ლომებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელით.

ქალწული

ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ძლიერი მხარეების წარმოჩენას მშვენივრად ახერხებთ. დროა საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყოთ – დახმარების მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან.
ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი ემოციებითა და სასიამოვნო საზრუნავით იქნება სავსე.

სასწორი

საკმაოდ რთული დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლის იმედი აქვს. გახსოვდეთ, რომ გამარჯვების მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოთ. ზოგ სასწორს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა და სიახლეებთან შეგუება მოუწევს. სამუშაო იმდენად ბევრია, რომ დაგეგმილი დასვენების, შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის შეიძლება დრო აღარ დაგრჩეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საქმეების მდგომარეობას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ბევრჯერ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო: გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა საუკეთესო გგონიათ, სინამდვილეში წარუმატებელია.
გამორიცხული არ არის, ისეთ ადამიანს ენდოთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. მოერიდეთ მას, ვინც კომპლიმენტებში გხვევთ და მაცდური დაპირებებით თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მშვილდოსანი

დიდი ძალისხმევის ფასად ყველა მიზანს მიაღწევთ და ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, თქვენი მიღწევები გააუფასურონ და თქვენს ავტორიტეტს დარტყმა მიაყენონ. საკმაოდ ფრთხილი ხართ და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.
ეცადეთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყოთ – ახლა ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

თხის რქა

რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდოთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ – ეს ერთადერთი გზაა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. შესაძლებლობა გექნებათ. რაღაც ახალი ისწავლოთ და საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. მოსალოდნელია უფროს ნათესავებთან უთანხმოება, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა – იუმორის გრძნობა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია შეაფასოთ და იმოქმედოთ, ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და მოზღვავებულ ემოციებს ებრძვით. ამ დღეს საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ – ზოგს ძალიან მკაცრად განსჯით, ზოგის მიმართ კი პირიქით, უზომო ლმობიერებას იჩენთ.

თევზები

ეს დღე აქტიურ მოქმედებას, ამიტომ სურვილის მიუხედავად, დასვენებას ვერ ახერხებთ. გარშემომყოფები მუდმივად გაჩქარებენ, რაც ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ, ჩხუბი თავიდან აიცილოთ, თორემ ურთიერთობების აღდგენას ვეღარ შეძლებთ. იქნებ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, თუნდაც დროებით და უპირატესობა სწორ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭოთ.
საღამოს მოულოდნელი შეხვედრები გელით ადამიანებთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.

აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური – გიგა ბოკერია ჩინეთთან უვიზო რეჟიმზე

აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური – ასე ეხმიანება  “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული შავრაზმული განცხადებები გაიხსენა.

ბოკერიას თქმით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველო უნდა იღვწოდეს, რომ ნატოს წევრი გახდეს და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს რუსული აგრესიისგან, ამის ნაცვლად, განაცხადის გაკეთება რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ ასეთი სახით, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

“გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები ზოგადად უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით. კერძოდ ჩინეთზეც, მისი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ნაწილის, ჰონგ-კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან იმათ მიმართ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამერიკის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან და ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური.

“ევროპას სჭირდება, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი დასაყრდენი, როგორიც არის საქართველო”- ბექა დავითულიანი 

მმართველი გუნდი ელოდება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, ჩვენ არაერთი ცხელი შემოდგომა, არაერთი ცხელი ზამთარი გვინახავს, ცხელი აგვისტო ისედაც გვქონდა, ველოდებით სტატუსს, რომელსაც ვიმსახურებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

დავითულიანის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

„ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ ეცდებოდნენ, სტატუსის თემა ყოფილიყო ერთგვარი წამახალისებელი ამ რადიკალური ჯგუფების. თუმცა, კანდიდატის სტატუსი საქართველოს დამსახურებული აქვს. ვფიქრობ, რომ ევროპას სჭირდება, საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი ვინაიდან ევროკავშირის გავლენის არეალში იცოდეს ყველა ჩვენმა კეთილისმსურველმა თუ არაკეთილისმსურველმა, რომ ვართ და ვრჩებით და ინტერესში. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ მოგვცემენ და მგონია, რომ მოგვცემენ. ეს თუ ასე მოხდა, ეს ცხელი შემოდგომა ისევე გაცივდება, როგორც დაიწყება. თუ ასე არ მოხდა, ეცდებიან ვიღაცები, გააცხელონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაცივდება. იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ვინაიდან საქართველო ამას იმსახურებს და ევროპას ეს თვითონაც სჭირდება. ჩვენ პირველივე დღიდან როცა ამაზე საუბარი დაიწყო, როდესაც საქართველო ნამდვილად უფრო წინ იყო, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, მაგრამ მიენიჭა ამ ქვეყნებს, ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება და ვნებათაღელვა. თუმცა, დღეს არის ფაქტი ის, რომ საქართველო იმსახურებს კრიტერიუმების მიხედვით ყველა სხვასთან შედარებით სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მოგვცემენ. თვითონ ევროპას სჭირდება, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი დასაყრდენი, როგორიც არის საქართველო. ყველა ვხვდებით, რომ გარდა იმ ზოგადი პოლიტიკური გზავნილებისა, რაც ჟღერდება, ამის უკან არსებობს ძალიან დიდი ინტერესები, მათ შორის ტრანსკავკასიური დერეფნის, ენერგოდერეფნის და ევროპას სჭირდება, რომ საქართველო ჰყავდეს და საქართველოს სჭირდება სტატუსი, რადგან სრულფასოვანი წევრი გახდეს, მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც ოჯახის წევრად, ასევე პრაგმატული ინტერესებისთვის“, – განაცხადა დავითულიანმა.

“ჩვენი ქვეყნის მტრებს უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება”- გიორგი ამილახვარი

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

„მე მგონი, ნათლად ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს.

საზოგადოებას მინდა, შევახსენო თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, თქვენც კარგად გახსოვთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რეისებით, მასაჟისტებთან ერთად მგზავრობა, რომ ვიღაცას არ ჩამოსძინებოდა მგზავრობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სწავლის დაფინანსების გადახდა თავიანთი შვილებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ძალიან ლამაზი კოსტიუმების შეძენა და სხვადასხვა ფუფუნების საგნების გამოყენება.

შესაბამისად, ეს არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება და გეტყვით რატომ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თითქმის ორჯერ მოხდა ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და აქვს პროგრესი.

ქურდს ჯიბე ეწვოდაო – ახლა ქვეყნის მტრებს, იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოუდგენიათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მინისტრი, თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს, ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ ახლა თქვენ რაღაც ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არ არსებობს.

ნათლად განიმარტა, რომ არცერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. ბუნებრივია, თავადაც დეკლარაციაში იხილავთ, როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროებით დაფინანსდა.

გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მგზავრობისთვის არ დახარჯულა. არც ერთი თეთრი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი- მიხეილ ყაველაშვილი

ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი – მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ლომჯარიასნაირ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს.

„გლობალური ომის პარტიის მცდელობა იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ერთ სიბრტყეზე დაეყენებინა – გვახსოვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით. არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობებს აგრძელებენ. არასამთავრობო სექტორის გავლითაც სცადეს საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაცია – ამანაც არ იმუშავა; ახლა უკვე ეროვნული მოტივები შემოიტანეს – რაღაც კლიპი ვნახე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ თითქოს ეროვნული თვითმყოფადობა კავშირშია ევროპულ იდენტობასთან და თითქოს ამ მხრივ მოდის ახალი ძალა და ამის გარშემო უნდათ საზოგადოების გაერთიანება. ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანია, ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი. მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, რომ თითქოს ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი გაერთიანებებით „გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელსაც თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება.
იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს და მათ კითხვა მაინც უნდა დასვან – ვის ემსახურებიან და საიდან იღებენ დაფინანსებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.

მედია სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმ ჩენ ინის პირადი მატარებლის მოძრაობა ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო უბნისკენ შენიშნეს.

ამასთან, ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, რომ მატარებელი რუსეთისკენ მიემართება და საზღვარს სამშაბათს გადაკვეთს.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აპირებდა მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს, რათა ვლადიმერ პუტინთან რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განეხილა.

“ევროპას სჭირდება, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი დასაყრდენი, როგორიც არის საქართველო” – ბექა დავითულიანი

მმართველი გუნდი ელოდება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, ჩვენ არაერთი ცხელი შემოდგომა, არაერთი ცხელი ზამთარი გვინახავს, ცხელი აგვისტო ისედაც გვქონდა, ველოდებით სტატუსს, რომელსაც ვიმსახურებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

„ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ ეცდებოდნენ, სტატუსის თემა ყოფილიყო ერთგვარი წამახალისებელი ამ რადიკალური ჯგუფების. თუმცა, კანდიდატის სტატუსი საქართველოს დამსახურებული აქვს. ვფიქრობ, რომ ევროპას სჭირდება, საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი ვინაიდან ევროკავშირის გავლენის არეალში იცოდეს ყველა ჩვენმა კეთილისმსურველმა თუ არა კეთილისმსურველმა, რომ ვართ და ვრჩებით და ინტერესში. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ მოგვცემენ და მგონია, რომ მოგვცემენ. ეს თუ ასე მოხდა, ეს ცხელი შემოდგომა ისევე გაცივდება, როგორც დაიწყება. თუ ასე არ მოხდა, ეცდებიან ვიღაცები, გააცხელონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაცივდება. იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ვინაიდან საქართველო ამას იმსახურებს და ევროპას ეს თვითონაც სჭირდება. ჩვენ პირველივე დღიდან როცა ამაზე საუბარი დაიწყო, როდესაც საქართველო ნამდვილად უფრო წინ იყო, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, მაგრამ მიენიჭა ამ ქვეყნებს, ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება და ვნებათაღელვა. თუმცა, დღეს არის ფაქტი ის, რომ საქართველო იმსახურებს კრიტერიუმების მიხედვით ყველა სხვასთან შედარებით სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მოგვცემენ. თვითონ ევროპას სჭირდება, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი დასაყრდენი, როგორიც არის საქართველო. ყველა ვხვდებით, რომ გარდა იმ ზოგადი პოლიტიკური გზავნილებისა, რაც ჟღერდება, ამის უკან არსებობს ძალიან დიდი ინტერესები, მათ შორის ტრანსკავკასიური დერეფნის, ენერგოდერეფნის და ევროპას სჭირდება, რომ საქართველო ჰყავდეს და საქართველოს სჭირდება სტატუსი, რადგან სრულფასოვანი წევრი გახდეს, მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც ოჯახის წევრად, ასევე პრაგმატული ინტერესებისთვის“, – განაცხადა დავითულიანმა.

“პოლიტიკური ჯგუფები ჩასაფრებული არიან ნებისმიერ ტრაგედიაზე და ეს საქციელი ამორალურია” – შალვა პაპუაშვილი

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში 22 სექტემბერს მოუსმენენ, თუკი რაიმე კითხვა არსებობს პარტიებში, მინისტრი უპასუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური ჯგუფები ჩასაფრებული არიან ნებისმიერ ტრაგედიაზე და მათი ეს საქციელი ამორალურია.

„მომავალ კვირას პარასკევს ჩვენ გვექნება ინტერპელაცია. თუკი რაიმე კითხვა არსებობს პარტიებში, შინაგან საქმეთა მინისტრი სწორედ იმ კითხვებს გასცემს პასუხს. ეს ერთი, მაგრამ მეორე არის ზნე, რომელიც აქვთ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს არის სურვილი და უკვე ტრადიციად ჩამოუყალიბდათ, რომ ჩასაფრებული არიან ნებისმიერ ტრაგედიაზე, რაიმენაირად გამოიყენონ ეს ტრაგედია. უკვე იმდენად ამორალურია მათი საქციელი, რომ ამ საქციელზე კომენტირებაც უკვე რთულია. რაც შეეხება შოვის სტიქიას, ყველა საკითხთან დაკავშირებით იყო ამომწურავი პასუხები. რაიმე კითხვები თუ არის, შინაგან საქმეთა მინისტრი პარასკევს უპასუხებს და ვნახოთ შემდეგ, თუ კიდევ ექნებათ რაიმე კითხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.

“არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ვიზიტისთვის პრემიერ-მინისტრს არ დაუხარჯავს” – გიორგი ამილახვარი

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

„მგონი, ნათლად ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს. საზოგადოებას მინდა, შევახსენო თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, თქვენც კარგად გახსოვთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რეისებით, მასაჟისტებთან ერთად მგზავრობა, რომ ვიღაცას არ ჩამოსძინებოდა მგზავრობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სწავლის დაფინანსების გადახდა თავიანთი შვილებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ძალიან ლამაზი კოსტიუმების შეძენა და სხვადასხვა ფუფუნების საგნების გამოყენება. შესაბამისად, ეს არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება და გეტყვით რატომ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თითქმის ორჯერ მოხდა ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და აქვს პროგრესი. ქურდს ჯიბე ეწვოდაო – ახლა ქვეყნის მტრებს, იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოუდგენიათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მინისტრი, თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს, ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ ახლა თქვენ რაღაც ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არ არსებობს.

ნათლად განიმარტა, რომ არცერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. ბუნებრივია, თავადაც დეკლარაციაში იხილავთ, როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროებით დაფინანსდა. გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი ამ მგზავრობისთვის არ დახარჯულა. არცერთი თეთრი“, – აღნიშნა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან- მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მთავრობის მეთაურმა ელჩს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

“მთავარია, რომ პრემიერის ფრენისათვის ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი” – რევაზ ჯაველიძე

მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მემგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დამატებითი დეტალებისთვის ჟურნალისტებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მიმართონ.

„არაერთი  განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულებას, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება, ვერ გეტყვით, ამის შესახებ უნდა მიმართოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. კონკრეტული დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ გარკვეული კომუნიკაცია მე დარწმუნებული ვარ, არსებობს, მასსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფს მის ფრენებს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მე უკვე გიპასუხეთ, რომ უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას. ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებაში.

პირთა წრე საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს, ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პროცესში? მთავარია, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ არის გადახდილი. მთავარი ეს არის, მემგონი ჩვენს მოსახლეობას ეს აინტერესებს. სახელმწიფომ გაიღო თუ არა ეს ხარჯი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, რომ არა. უნდა მიმართოთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის უწყებას და დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებს შესაბამის კომენტარს და განცხადებას”, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.