Home Blog Page 2294

ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძემ (63 კგ) ნახევარფინალში ფრანგ სტეფან კლემენს 3:1 სძლია და მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. კარიერაში პირველი ოქროს მედლის მოსაპოვებლად ქართველი ფალავანი აზერბაიჯანელ მურად მამადოვს ხვალ, 24 სექტემბერს დაუპირისპირდება.

დღეს, ტურნირზე გამომსვლელმა კიდევ ორმა მოჭიდავემ, ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. გუშინ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა

ოზურგეთში, 62 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება დაიწყო

62 წლის მამაკაცს ბრალი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ედება. შემთხვევა გუშინ საღამოს ოზურგეთის ერთ-ერთ უბანში მოხდა. მეზობლები კამერასთან არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ არასრულწლოვანი გოგონა და ბრალდებულის ოჯახები ერთმანეთის მეზობლები არიან და აღნიშნული შემთხვევა მათთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ასევე, მათ შენიშნეს გუშინ საღამოს პოლიცია, რომელმაც, სავარაუდოდ, ბრალდებული გამოკითხვაზე გადაიყვანა.

„ძალიან კაი კაცია. მაგას ცოლი საზღვარგარეთ ჰყავდა რამდენი წელი, მაგას ასე ქალისთვის არ შეუხედავს არასდროს და ახლა ბავშვთან რა ვიცი, მე ვერ წარმოვიდგენ. ბავშვიც არის უწესიერესი,”-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ბრალდებული მამაკაცი, ჯერჯერობით, დაკავებული არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 141-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენას 16 წელს მიუღწეველთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

ჰაკერებმა საჰაერო ფრენის შესახებ, რუსული მონაცემთა ბაზა გატეხეს

უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედმა ჰაკერებმა Sirena-Travel-ის დაჯავშნის სისტემის რუსული მონაცემთა ბაზა გატეხეს. მათ მიიღეს ინფორმაცია 664 მილიონი ფრენის შესახებ 16 წლის განმავლობაში. ამის შესახებ შეტყობინება ჰაკერთა საზოგადოების ტელეგრამის არხზე გავრცელდა.

დაზუსტებით უცნობია, რომელი სამთავრობო და უსაფრთხოების სააგენტოები შეიძლება იდგნენ თავად ჯგუფის უკან. მოპოვებული ორი მონაცემთა ბაზა, როგორც ჰაკერები წერენ, შეიცავს მგზავრების ტელეფონის ნომრების თითქმის 3,5 მილიარდ ჩანაწერს და 664,6 მილიონ ჩანაწერს მგზავრების პერსონალური მონაცემებით, ფრენის ნომრებით, მარშრუტებით, ტარიფებით, მგზავრთა ტელეფონის ნომრებით, პირადი ნომრებით და ა.შ. მონაცემები მოიცავს 2007 წლიდან 2023 წლამდე პერიოდს.

ჰაკერების ჯგუფის წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ KibOrg არ გეგმავენ ეს მონაცემები გაასაჯაროოს.

ჰაკერებმა მონაცემთა ბაზიდან მხოლოდ ორი „ნიმუში“ გამოაქვეყნეს ინტერნეტში. ერთი ეხება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის და როსნეფტის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრის, კარინ კნაისლის ფრენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ზაფხულში რუსეთში გადავიდა. მეორე კი ეხება პუტინის მეგობარი ქალის, ალინა კაბაევას მინსკიდან მოსკოვში ბოლო ფრენის მონაცემებს

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

„აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მხრიდან კი საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არზუ ნაგიევმა.

კომიტეტები მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორი ერის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი , მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ეს ყველაფერი ყველაზე მეტად გვაზარალებს ჩვენ მმართველ პარტიას”- კონსტანტინე ზარნაძე

კონსტანტინე ზარნაძე გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს.

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ვის სახელებსა და გვარებსაც ეძგვერაძე თავდამსხმელებად ასახელებს, ისინი ეძგვერაძის ბავშვობის მეგობრები არიან.

“მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ირაკლის, ფაქტი ძალიან სამწუხარო და ცუდია. საკრებულოში და პარლამენტში ხშირია დაძაბულობა, მაგრამ ამ კონფლიქტებს და განხილვას არასდროს დაუტოვებია საკრებულოს კედლები. ირაკლი ისეთ სახელებს ასახელებს სავარაუდო დამნაშავეებად, რომელი სახელები და გვარები მისთვის კარგად არის ნაცნობი. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად გვაზარალებს ჩვენ მმართველ პარტიას, როგორ შეიძლება ეს გვინდოდეს? ეს რაც მოხდა პიარული კუთხით აწყობდა ოპოზიციას,”- აცხადებს ზარნაძე.

პარალელურად, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა. თუმცა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

,,ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს”- გამომძიებელი

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, უარს აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას.

როგორც ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა.

,,ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარით პრეზიდენტს სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, გაუგებარია”- რაქვიაშვილი

პრეზიდენტის დისკრეციაა, რომ ასე მოიქცეს, მაგრამ რა კავშირშია, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დაისჯება თუ რუსეთის, არ ვიცი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით პრეზიდენტს სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, გაუგებარია.

„სამართლებრივად რა მიზეზი აქვს, არ მესმის, მაგრამ პოლიტიკურად შეიძლება. ამ ვითარებას თუ პოლიტიკურად შევხედავთ, ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქედ დატოვება აჩენს რისკებს სანქცირების ნაწილში. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდოდა, სწრაფად დაემთავრებინა ეს სიტუაცია და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოსულიყო, რადგან მოიხსნებოდა საკითხები შესაძლო შემდგომი სანქცირების, იმიტომ, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა და სანქციების ნაწილი არ ვრცელდება, ეს რისკი რჩება და, შესაძლოა, ასე პრეზიდენტმა უპასუხა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც პრობლემა ვერ მოეხსნა და, შესაძლოა, ნერვიულობა გააგრძელონ. მგონი, ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, მაგრამ ამაზე იურისტებმა იმსჯელონ, უკეთესია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

,,მომხდარი ფაქტი კრიმინალური გარჩევა იყო”- ნინო ფოჩხუა

პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, პოლიტიკური ნიშნით თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ყველაფერზე პოლიტიკურის ძახილს, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” თავდასაცავად იყენებს, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გლდანში მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ეძგვერაძე მონაწილეობდა.

ფოჩხუას თქმით, მომხდარი ფაქტი კრიმინალური გარჩევა იყო, რომლის მიზეზებსაც გამოძიება დაადგენს და აღნიშნულ ინციდენტს საერთო არ აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან.

“პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება, პოლიტიკური ნიშნით თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არა და გუშინ ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო, ორ დაჯგუფებას შორის, რომლის ერთ მხარეს იდგა წარსულში მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ჩამშვები და ნაცებთან მიკედლებული ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად “ჭყიპინა” და მეორე მხარეს მისი ძველი საძმო, რომელმაც არ აპატია “გაპოლიტიკოსობა,” ფაქტობრივად “ნასედკობა.” რა იყო მიზეზი გუშინდელი ინციდენტის, ამას გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ისრების გადატანა კოტე ზარნაძის მისამართით და ხელისუფლებისკენ იმდენად სასაცილოა და იმდენად უნიჭო სიცრუეა, რომ თუ თავმოყვარეობა კიდევ შერჩათ, აღარ გააგრძელებენ”, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა და განცხადებები იყო საკუთარი ქვეყნის სიამაყით და სიყვარულით მოტივირებული – ნინო წილოსანი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა და განცხადებები იყო საკუთარი ქვეყნის სიამაყით და სიყვარულით მოტივირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, პრემიერის აქცენტები, რაც გულისხმობდა რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის უპირატესობას, ძლიერ მხარეებს, არ მოეწონებოდათ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ დღედაღამ საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციით არიან დაკავებული.

„სწორედ ეს აქცენტები გვჭირდება, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. მინდა, ხაზი გავუსვა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართვას აფხაზეთის და ცხინვალის მცხოვრებლების მიმართ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი“, – აღნიშნა წილოსანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.

“მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს”-მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე, როგორც მან ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

ცნობისთვის, კიევსა და ვარშავას შორის დავა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას უკავშირდება.

პოლონეთი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით იაფფასიანი უკრაინული მარცვლეული პოლონური ბაზრის დესტაბილიზაციას ახდენს და ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინული მარცვლეულის გარშემო დავას „პოლიტიკური წარმოდგენა” უწოდა, რომელიც „მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს“.

ზელენსკის ამ განცხადება პოლონეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე ისიც თქვა, რომ ვარშავა უკრაინას ახალ შეიარაღებას აღარ გადასცემს და საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზე იზრუნებს.

შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა

შვედეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სტიქია გასულ ღამეს მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილების ნაწილი გზიდან გადავარდა.

შემთხვევა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მეწყრის შედეგად დაზიანდა 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. მათ შორის ტყის მასივი, ბენზინგასამართი სადგური და რესტორანი. რამდენიმე ადამიანი მეწყრის ზონიდან მეხანძრეებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს. სამი ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

შვედეთის სატარნსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. გეოლოგები მეწყრის გამეორებას არ გამორიცხავენ.

პრემიერის გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა-დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო.
„ვაცადე გასულიყო 24 საათი და ჩემი მოკლე კომენტარი გამეკეთებინა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე გაეროს ასამბლეის წინაშე. ვაცადე, რათა ამერიდებინა დაბრალება, თითქოს ამ გამოსვლაზე რეაგირებით ვცდილობ გადამეფარა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო: 157-კაციანი პარლამენტის პიკეტირება, ქალბატონ ყეინიშვილის ბიოგრაფიის განხილვა, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი და ექსპერტ ხუხაშვილის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.
დღეს ვეღარავინ ვერ დამაბრალებს ესოდენ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით: არც იარაღს სთხოვს ვინმეს და არც ანგარიშის წარდგენას სთხოვს მას ვინმე აქამდე მიღებულ და დახარჯულ თანხებზე.
პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ თავის დროზე მოწინააღმდეგის ყოველგვარი სანქცირების და ასობით მილიარდობით დახმარების გარეშე მიტოვებული და ოკუპირებული საქართველო დღეს კი არ სთხოვს რამეს მსოფლიოს, პირიქით, სთავაზობს მას სათავისოდ გამოიყენოს ქვეყნის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სატრანზიტო, ენერგეტიკული და საფინანსო “ჰაბების” შესაძლებლობები.
ეს შემოთავაზება გამომდინარეობდა ამაყი ქვეყნის ღირსებით აღსავსე ლიდერის მხრიდან, რომელმაც იცის საკუთარი სამშობლოს შესაძლებლობებიც და თავმოყვარეობის ცენზიც. წუწუნი, მათხოვრობა, საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა გაეროს ასამბლეას ქართველი პრემიერის გუშინდელ 15-წუთიან გამოსვლაში არ მოუსმენია და ამ კუთხით ეს ალბათ იყო ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა გაეროს ფორუმზე”, – წერს ქართველიშვილი.