Home Blog Page 2286

,,ნუ იქნებით კორუმპირებული, იქნებ სცადოთ ეს?”- კინზინგერი ქართველ მოსამართლეებს

აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ქართველი მოსამართლეების მიერ სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მათ მოუწოდებს, სცადონ, რომ კორუმპირებულები არ იყვნენ.

„მოთმინებით მოისმინეთ საქართველოს მოსამართლეებო – ნუ იქნებით კორუმპირებული… იქნებ სცადოთ ეს?

რუსების მხრიდან ამ პროპაგანდაზე უკეთესს იმსახურებს ქართველი ხალხი“, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.

ოპოზიცია ცუდ გზას დაადგა, სრულიად დისკრედიტირებული წარსულის მქონე ადამიანები,ქვეყანას დესტაბილიზაციას და არეულობას უქადიან – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სურამში პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ახალგაზრდებთან შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცალკეული ოპოზიციური ლიდერები ქვეყანას დესტაბილიზაციას და არეულობას უქადიან.

ამასთან, გიორგი ვოლსკი ამბობს იმასაც, რომ  მთელს ამ რევოლუციურ სცენარს და პროცეს სათავეში, დისკრედიტირებული წარსულის მქონე ადამიანები უდგანან.

“ჩანაწერი შეიძლება მრავალნაირად გაამართლონ, რომ ამას ასე არ უთქვამს, რომ ეს არ იყო  პარტიის ოფიციალური განცხადება. ეს ჩანაწერიც, რომ არ იყოს, ხომ ვიცით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ჩამოყალიბდა რევოლუციის კომიტეტი. ადამიანები, რომლებიც უქადიან ჩვენს ქვეყნის დესტაბილიზაციით, დაპირისპირებებით, არეულობით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც თვალს ვადევნებთ. თანაც ამას ყველაფერს სათავეში სრულიად დისკრედიტირებული ადამიანები უდგანან,”-აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ სურამში პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების”ლიდერები, ახალგაზრდებს ახალგაზრდებს შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას 40-მდე ახალგაზრდა დაესწრო, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. არსებული ინფორმაციის თანახმად,  ზურა გირჩი ჯაფარიძემ, შეკრიბილებს ტრენინგი ჩაუატარა, სადაც საუბარი შეეხო, საპროტესტო აქციების დაგეგმას, ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას და როგორ მოიქცნენ აქციებზე. მათ შორის, რა საშუალებებით უნდა შეეწინააღმდეგონ, სამართალდამცველებს. თამარ შარიქაძე დეტალებით

,,ჩვენს მავნებელ პრეზიდენტს მინდა ვუთხრა, რომ აღარასოდეს შეადაროს როდიონოვის არმიას ქართული პოლიცია ”- ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სხვადასხვა სფეროს ქალ წარმომადგენლებთან ოპერის თეატრში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

ექსპერტი პრეზიდენტს ურჩევს, თავი დაანებოს გმირების გაუფასურების ნაბიჯებს და ბოლომდე ნუ შეაზიზღებს თავს ქართველ ხალხს.

„ჩვენს მავნებელ, რეზიდენტ პრეზიდენტს მინდა ვუთხრა და ვურჩიო, რომ აღარასოდეს შეადაროს როდიონოვის არმიას ქართული პოლიცია, ასევე თავი დაანებოს გმირების გაუფასურების ბინძურ ნაბიჯებს და თავი დაანებოს ნაცმოძრაობასთან ფლირტს, ბოლომდე ნუ შეაზიზღებს თავს ქართველ ხალხს!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

,ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?”- სალომე ზურაბიშვილი

,,ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა.

„ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე, სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის აქ ყოფნა სასურველი, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთ კიდეც. იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. აქედან წასვლის ირჩევენ ევროპას და მე მინდა, აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ეს თარიღი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა“ – პატრიარქი

„9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორე მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი თავისუფლებისკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელ დალოცვაშია აღნიშნული.

„წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, – იერუსალიმში დიდებით შესვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

უფლის ამქვეყნად მყოფობის პერიოდში ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ისრაელის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიარა იგი ვითარცა მეუფე და მხსნელი და დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეგებებოდნენ, პალმისა და ზეთისხილის ტოტებს უფენდნენ და ოსანას უგალობდნენ…

ეს დღე ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და სიკეთის დღეა, უფლის დიდების, ლოცვისა და დალოცვის დღე.

ჩემი მხრივ, მეც ყველას გლოცავთ და თქვენს თავსა და სრულიად საქართველოს ვავედრებ იესო ტკბილს“, – აღნიშნულია პატრიარქის დალოცვაში.

„ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთის გეგმებზე დასავლეთი ისტერიკულად რეაგირებს“ – პესკოვი

„დასავლეთს ავიწყდება, რომ აშშ-ს ევროპაში ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ ისტერიკულად რეაგირებს ასეთი იარაღის საწყობების ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებაზე“, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კოლექტიური დასავლეთი არ არის მიდრეკილი როგორმე გაიხსენოს ამერიკული ბირთვული იარაღი, რომელიც განლაგებულია აქ, ევროპაში, ჩვენს ქვეყანასთან ახლოს. ამავდროულად, ისინი მიდრეკილნი არიან ასეთი ისტერიკული რეაქციისკენ ჩვენს გეგმებზე, რომელიც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული საცავის აშენებას მოიცავს“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს.

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი მძიმედ დაშავდა.

დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობასთან მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„9 აპრილს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს მოხდა ერის კონსოლიდაცია მთავარი ეროვნული იდეის – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარშემო და ამ იდეის ხორცშესხმა შეძლო ქართველმა ხალხმა. აქედან დაიწყო საბჭოთა რეჟიმისგან გათავისუფლება და 1991 წლის 9 აპრილს მოგვიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე აღსავსეა ტრაგიზმით და ამასთანავე ქართული მებრძოლი სულის, თავგანწირვის, გმირობის მაგალითია. დღეს პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს, ქედს ვიხრით მათ წინაშე და ამასთანავე ვამაყობთ მათი უდრეკი ნებით და შინაგანი სიმტკიცით“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მარჯანიშვილის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე. ინფორმაციას ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს.

თეატრი სამძიმარს უცხადებს მის ძმას, კოლეგებს და მეგობრებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვატიკანის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვატიკანის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. საუბარია დიდ პარასკევს რომში მოწყობილ მსვლელობაზე, რომელზეც ჯვრის ტარების მისია უკრაინელ და რუს მოზარდებს ხვდათ წილად.

კულებას უწყების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ვატიკანმა აგრესორი და მსხვერპლი ქვეყანა ერთმანეთს გაუთანაბრა, რაც უკრაინელების შეურაცხყოფა და მშვიდობის დისკრედიტაციის მცდელობაა.

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გოგონა შეუვალი სახითა და  დროშით – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მახარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის დაჯილდოვდა.

„უდიდესი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა მახარაძემ.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება.

გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

ახალი კვლევის თანახმად, შუბლში ბოტოქსის ინიექცია ტვინში ემოციების გადამუშავებას აფერხებს

ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, შუბლში ბოტოქსის ინიექციამ ტვინში სხვათა ემოციების ინტერპრეტაციისა და გადამუშავების პროცესი შეცვალოს. ნაშრომს დაწვრილებით გამოცემაში Scientific Reports გაეცნობით.

სახის უკუკავშირის ჰიპოთეზის თანახმად, სხვა ადამიანის სახეზე გაბრაზებული ანდა ბედნიერი გამომეტყველების დანახვისას სახის კუნთებს ვჭიმავთ ან ვკუმშავთ, რათა აღნიშნული გამომეტყველება გავიმეოროთ. ეს არაცნობიერი პროცესია. როდესაც ჩვენი სახის კუნთები სხვის ღიმილსა თუ მოწყენას იმეორებს, ტვინში სიგნალები იგზავნება, რომლებიც მათ ინტერპრეტაციაში გვიწყობს ხელს. ეს არამხოლოდ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის გაგებაში გვეხმარება, არამედ იმაშიც, რომ თავად განვიცადოთ ისინი.

ამრიგად, სახის უკუკავშირის ჰიპოთეზის თანახმად, სახის კუნთოვანი მეხსიერება ტვინში ემოციების გადამუშავებას უკავშირდება. ამ იდეის წარმოშობას ხშირად ჩარლზ დარვინს უკავშირებენ, რომელიც ემოციების წარმომავლობით დაინტერესდა. მან ივარაუდა, რომ სახეზე ემოციის გამოხატვა ან დახშობა მის განცდაზე პირდაპირ აისახებოდა.

ახლახან კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც უკუკავშირის ჰიპოთეზა ბოტოქსის ინიექციების გამოყენებით შეამოწმეს. მასში 33-40 წლამდე ასაკის 10 მდედრობითი სქესის პირი მონაწილეობდა. მკვლევრებმა ცდისპირებს ბოტოქსი შეუყვანეს და გლაბელარულ კუნთში (იგი წარბების შეჭმუხნაზე აგებს პასუხს) დროებითი პარალიზი გამოიწვიეს, ამის შემდეგ კი ემოციური გამომეტყველებების საპასუხოდ მათ ტვინის აქტივობას დააკვირდნენ.

ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) ჩატარებისას (ერთი ინიექციებამდე ჩატარდა, მეორე კი — მათი მიღებიდან ორი კვირის შემდეგ) მონაწილეებს ბედნიერ, სევდიან და ნეიტრალური გამომეტყველების მქონე სახეებს აჩვენებდნენ.

მეცნიერებმა ბოტოქსის ინიექციის მიმღებთა ნუშისებრი სხეულის აქტივობაში ცვლილებები შენიშნეს. ეს ტვინის ის ცენტრია, რომელიც ემოციების გადამუშავებაზე აგებს პასუხს. ამას გარდა, როცა მონაწილეებმა ბედნიერი გამომეტყველებები დაინახეს, ცვლილებები დაფიქსირდა თითისტარისებრ ხვეულშიც — რეგიონში, რომელიც ობიექტებისა და სახეების ამოცნობაში გვეხმარება.

შედეგებმა აჩვენა, რომ ბოტოქსის ინიექციის შედეგად წარბების შეჭმუხნის უუნარობა ტვინში ემოციური სახეების გადამუშავებას აფერხებს. ბოტოქსი კუნთის მოძრაობას დროებით ბლოკავს, რაც, როგორც ჩანს, სახეს, ნუშისებს სხეულსა და თითისტარისებრ ხვეულს შორის აქტივობის რეგულაციას უშლის ხელს.

საგულისხმოა, რომ ემოციების გადამუშავებისა და ბოტოქსის კავშირი სხვა მეცნიერებსაც შეუსწავლიათ. 2011 წელს კვლევის ფარგლებში შემდეგი რამ შენიშნეს: მათ, ვისაც შუბლისა და თვალის გარშემო ბოტოქსის ინიექცია ჰქონდათ გაკეთებული, ემოციების აღქმა ბევრად უჭირდათ ისეთ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც უკუკავშირზე გავლენის არმქონე პროცედურები (მაგალითად, კანის ფილერის შეყვანა) ჩაიტარეს.

შენიშნეს ისიც, რომ, შესაძლოა, წარბების შეჭმუხნის უუნარობა დეპრესიის მქონე ადამიანებს დაეხმაროს. ჯერაც დაუდგენელია, რა მექანიზმით ამსუბუქებს ეს დაავადების სიმპტომებს, თუმცა, როგორც ჩანს, მდგომარეობის სამართავად ეს უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს. თავისთავად, დამატებითი კვლევაა საჭირო, სანამ რაიმეზე დაზუსტებით საუბარს შევძლებდეთ.