9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

105
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გოგონა შეუვალი სახითა და  დროშით – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მახარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის დაჯილდოვდა.

„უდიდესი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა მახარაძემ.