Home Blog Page 2271

,,რიგითი ევროპელის თვალში ახლა თაღლითების ქვეყანა ვართ” – გახარია

რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვიდეოში, რომელიც პარტიის სოციალურ ქსელში ვრცელდება, გიორგი გახარია საუბრობს იმაზე, რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე კომისიის შექმნა.

გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს პარავს, რომელსაც ოფიციალური პირები ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც „თაღლითურად იპარავდნენ“.

„ეს ქოლცენტრების თემა, არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და თაღლითურად ფულს იპარავდნენ ევროპელებს და ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს, მეორემ მეორეს და შენ კიდევ, საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ფასი ამისი უკვე გადაიხადა. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმე არ გადაიხდის? ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის. ამის ფასს გადავიხდით ყველა ჩვენ, იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ.

რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, აი ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თურმე, ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას: აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში ამ განაჩენს გამოუტანენ ვის? – რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს. მორჩა, ამიტომ არ უნდათ. ესენი ახლა, რეალურად, რასაც აკეთებენ ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ, თავისი მოპარული ფული დაიცვან”, – აცხადებს გახარია.

,,ეს იგივეა, რომ გვითხრან, ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთანო” – პაპუაშვილი

ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ. კერძოდ, ხაზგასმა იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არ ესაქმება. უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოზე, რწმენაზე. ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას. ეს ფაქტობრივად იგივეა, რომ გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“. „წლებია, ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი დამოკიდებულება გამოავლინოს და ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს თავის მხრივ ევროპულ გზას აჩვენებს ჩვენი ქვეყნის – მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მამული, ენა და სარწმუნოება არ არის ის ღირებულება, რომელიც ევროპაში მისაღებია კონკრეტულად ამ ფრაქციის მხრიდან, რა თქმა უნდა, ძალიან იმედგამაცრუებელი იქნებოდა. დემოკრატია ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება – ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, როცა ხალხი მის ხელისუფლებას ირჩევს და კიდევაც იგულისხმება, რომ ხელისუფლება მის ხალხს წარმოადგენს. ასე, რომ ნებისმიერი მცდელობა ხელოვნური დაყოფის ხალხისა და ხელისუფლების მხოლოდ პროპაგანდაა და ამ პროპაგანდას საქართველოს მიმართ დღემდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა. ჩვენ გვახსოვს, როგორ ულოცავდა რუსული ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას ცალკე და ამა თუ იმ დღესასწაულს არ ულოცავდა ხელისუფლებას, მხოლოდ ხალხს ულოცავდა. ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება და ისაუბროს თითქოს ხალხზე ზრუნავს, ხოლო ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს. საბოლოო ჯამში, ამ პროპაგანდის ბოლო ეტაპის არის ის, რომ სინამდვილეში თავად პროპაგანდისტები ან ის ხალხი, ვინც ზუსტად იმ პროპაგანდას მიმართავს, რომ ხალხს და ხელისუფლებას მიჯნავს, შემდეგ თავად თქვან, რომ ისინი წარმოადგენენ ხალხს და ისინი უფრო მეტად იზიარებენ ხალხის ინტერესს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, როცა ხდება ყოველ მეორე წინადადებაში აპელირება იმაზე, ხალხს რა უნდა და თითქოს მათ იციან – არა საქართველოში არჩეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ ადამიანმა, ვინც ტვიტერის მიღმა საქართველო რა არის საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. თითქოს, მათ იციან, რა უნდა ქართველ ხალხს და ისინი წარმოადგენენ, თითქოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის იარაღი. საზოგადოებას რაც უნდა მოვუწოდოთ, არის ის, რომ ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსი, რომელსაც შევატყობთ, რომ ლექსიკონში ექნება ქართველ ხალხზე გადაჭარბებული ხაზგასმა, რომ ქართველ ხალხს რაღაც უნდა თუ არა, ყველამ ასეთ პოლიტიკოსს ეჭვის თვალით შევხედოთ, რადგან ამის უკან რუსეთის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის და სამების ტაძრებში პარაკლისი აღესრულება

17 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა შედგება.

“ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!” – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

“მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა” – 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხაებას ავრცელებს

17 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა შედგება.

“ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს,

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე. პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად!
უფალმა დაგლოცოთ!” – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.

,,საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა”- ხუნდაძე

“ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ, მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. დემოკრატიული საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა,” -ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. მისი თქმით, საქართველო თავისი ისტორიით, ფასეულობებით, ღირსებით აუცილებლად გახდება ღირსეული ევროპის წევრი. ეს გარდაუვალი პროცესია და ამას დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს. “დღეს ევროკავშირის დაარსების დღეა და საქართველოსა და ევროპას შორის თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, სანამ ევროკავშირი შეიქმნებოდა. ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. მჭიდრო თანამშრომლობა კი მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა თავად ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა დარგის უდიდესი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მოაზროვნე მოღვაწეობდა ევროპაში და ქმნიდა ქართულ-ევროპულ ისტორიას. ასე გრძელდება დღესაც და გაგრძელდება მომავალშიც. ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და სწორედ ამიტომ, მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. დემოკრატიული საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა. ევროპული ღირებულებები, დემოკრატია, სხვისი უფლებების დაცვა და ტოლერანტობა ქართველების ისტორიული კუთვნილებაა, ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობებია და შეუძლებელია ვინმემ იმაზე უკეთ გვასწავლოს ეს, ვიდრე ჩვენმა ისტორიამ. სწორედ ჩვენი დიდებული ისტორიით დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს და განვაგრძობთ ღირებულებებით თანაცხოვრებას ისე, როგორც ეს იყო წარსულში. ჩვენი ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ძლიერი ქართულ-ევროპული სახელმწიფო, სადაც ახალი მსოფლიოს ახალ პოლიტიკას სულ სხვა დატვირთვა ექნება. ევროპის დღეს ვულოცავ ევროპას და მის განუყოფელ ნაწილს – საქართველოს“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

,,კონსერვატიზმი თანამედროვე გაგებით რეტროგრადულია”- ქართველიშვილი

დემოკრატიული ფაშიზმი: კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით პროგრესს ეწინააღმდეგება. კონსერვატიზმი მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედითა და მამით რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, კონსერვატიზმი თანამედროვე გაგებით რეტროგრადულია და ასეთ „პროგრესულ ევროპაში“ არაფერი გვესაქმება. „დემოკრატიული ფაშიზმი: კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით პროგრესს ეწინააღმდეგება. კონსერვატიზმი მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედითა და მამით რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესიული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან. ახლა ჩვენ გვკითხეთ, გვესაქმება რამე თქვენს „პროგრესულ ევროპაში“? თანაც საქმე იმაშია, რომ გრძნობთ, ხვდებით, რომ კონსერვატიზმის „საცეცხლურმა“ უკვე დაიწყო თქვენს გასულიერებულ გარემოში კმევა, პოლიტიკური „აიაზმა“ უკვე მზადაა სხურებითა წმიდითა იქ მიგიჩინოთ ადგილი, სადა არს „ღრჭენაჲ კბილთა“. მოთმინება! – ჩვენ მოვდივართ. მოვდივართ საქართველოდან. გაისად წამოვალთ ამერიკიდან. მანამდე ევროპაში აგიფეთქებთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც იმყოფებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,,სიდებილეში გადაზრდილ მოგონილ ე.წ. ღირებულებებს თუ გავიზიარებთ მაშინ ვიქნებით ევროპელები?”- გვიდიანი

მიმაჩნია, რომ, ზოგადად ყველა ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო “ქართული ოცნების” საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტი-დასავლური პროპაგანდის “სასარგებლო იდიოტის” როლში, – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, თუმცა, კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება. მისი თქმით, კეტი პირის ამ განცხადების ქვეტექსტის თანახმად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი და ტრადიციები მნიშვნელოვანია, LGBT პროპაგანდა კი – მიუღებელი. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, მსგავსი სახის უსამართლო განცხადებები, ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. “ეს ქალბატონი საერთოდ არ ვიცი ვინ არის და მისი ეს უაზრო განცხადებაც უინტერესოა. თუმცა, ფაქტია, საკუთარ ცხვირზე წინ გახედვის და საკუთარი განცხადებების კონტექსტის გააზრების ნიჭით ნამდვილად არ გამოირჩევა. მაგრამ, საკითხი ნორმალურად რომ გავიაზროთ, მიმაჩნია, რომ, ზოგადად ყველა ვინც ბუდაპეშტის კონსერვატიული ფორუმის გამო “ქართული ოცნების” საიდანმე გარიცხვას დააყენებს დღის წესრიგში, თავად აღმოჩნდება ანტი-დასავლური პროპაგანდის “სასარგებლო იდიოტის” როლში. ზოგადად, ანტი-დასავლური პროპაგანდა ქრისტიანულ სამყაროს აყენებს “უზნეო წესრიგის” დაქვემდებარების საფრთხის წინაშე. შესაბამისად, პროპაგანდის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების არჩევანის წინაშე დაყენება შემდეგი ფორმულირებით – “ზნეობრივი წესრიგი” VS “გარყვნილი დასავლეთი”. ზუსტად ამიტომ ასეთი უსამართლო და შტერული განცხადებები უწყობს ხელს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას. ახლა ვნახოთ რა ქვეტექსტი აქვს ამ ქალბატონის განცხადებას. ე.ი. ევროპულ ოჯახში არაფერი გვესაქმება თუ ოჯახი მნიშვნელოვანია, ტრადიციები მნიშვნელოვანია, არანორმალური LGBT პროპაგანდა მიუღებელია, თუ ეკლესიას პატივს ვცემთ, თუ არაადეკვატურ სიგიჟეებს არ ვიზიარებთ. ანუ, ამ ლოგიკით გამოდის, რომ რაც ზევით ჩამოვთვალე ყველაფერი საპირისპიროა ევროპა? სიდებილეში გადაზრდილ მოგონილ ე.წ. ღირებულებებს თუ გავიზიარებთ და სიგიჟეებს ვიყვირებთ მთელი ერი, მაშინ ვიქნებით ევროპელები? თუ ასე არ არის, აბა ირაკლი ღარიბაშვილს ბუდაპეშტის კონფერენციაზე სხვა არაფერი უთქვამს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად ევროპამ საფუძვლიანად გაიაზროს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ვიღაც მეორე ხარისხოვანი გაბრაზებული პოლიტიკოსების პირით კი არ უნდა ლანძღავდნენ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ნორმალურად გაგვაგებინონ რას გველაპარაკებიან.“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა! – თამთა მეგრელიშვილი (ფოტო)

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს 2009 წლის აღლუმიდან, სადაც მისი თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ.

მეგრელიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როლს აფასებს და აღნიშნავს, რომ გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი!

მისი თქმით, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა!

„ეს კადრი 2009 წლის აღლუმიდანაა. ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ. ვის რაში ენაღვლებოდა ქართული სახელმწიფო, ქართველების დაღვრილი სისხლი, 130 000 ლტოლვილი (მათ შორის დაობლებული ბავშვები). რუსეთ-უკრაინის ომში გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, ქართულმა სახელმწიფომ ყველა აქ შემომსვლელ უკრაინელს სათანადო პირობები შეუქმნა – უფასო მშობიარობა, უფასო მკურნალობა, თავშესაფარი… უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი! ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა! სიკეთესაც გააჩნია საზღვრები და მაინც,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

ბერლინში, EU-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება

2023 წლის 10 მაისს, ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

,,დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული ფასეულობების მიმართ გააჩნია გარკვეული პრინციპები, რაც არ შეიცვლება” – ვოლსკი

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერამ და მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არიან იმ პოზიციაზე, რაზეც პრემიერმა უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული ფასეულობების მიმართ გააჩნია გარკვეული პრინციპები, რასაც ცვლილება არ ემუქრება. „პრემიერის ჩასვლა, მისი სიტყვით გამოსვლა, პათოსი, ის პრინციპები, რომელზეც მან ისაუბრა ჩვენთვის ახალი არ არის. პრემიერმა რაზეც ისაუბრა – ეროვნული ფასეულობები, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული მემკვიდრეობა, თვითშეგნება – არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ახასიათებს საქართველოს დღევანდელობას. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერამ და მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არიან იმ პოზიციაზე, რაზეც ისაუბრა პრემიერმა. საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული პრინციპები, დამოკიდებულება თავის ეროვნულ ფასეულობების მიმართ და ამ ფასეულობებს რასაკვირველია არანაირი ცვლილება არ ემუქრება. ჩვენი კონსერვატიზმი არ თრგუნავს ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ – თუკი კონსერვატიზმი არსებობს ჩვენს დამოკიდებულებაში ეროვნული ფასეულობების მიმართ, ეს არანაირად არ თრგუნავს ჩვენს ლიბერალურ დამოკიდებულებას, ტოლერანტობას რაც ისტორიული მემკვიდრეობით ერგო საქართველოს. გადავიდეთ პოლიტიკურ ვითარებაზე ზოგადად და უსაფრთხოების საკითხებზე რაც მსოფლიოშია შექმნილი. ხომ არ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოქმედებს გარკვეული პოლიტიკური რესურსი, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი? კანდიდატობის თემა გახდა ის საჯილდაო ქვა, რომელიც შემოგორდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს პოზიციებთან – სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასთან, ამ საომარ მოქმედებებში ჩართულობასთან, რაზედაც ესოდენ მძიმე და გააფთრებული მოწოლა გამოვიარეთ. ახლა შეიცვალა რიტორიკა, სხვა მხრიდან მოგვიარეს – თითქოსდა კონსერვატიზმის გარკვეული ფორმა წინააღმდეგობაშია იმ პრინციპებთან, რომელიც ევროპულ დემოკრატიას გააჩნია, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. ჩვენთან ყველას უფლება დაცულია და იქნება უზრუნველყოფილი ყოველთვის, სანამ ხელისუფლებაში ვართ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველაზე ხანმოკლე აღლუმი რუსეთის ისტორიაში (ფოტოები)

2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში. გამოთვლები ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა ჩაატარა ტრანსლაციაზე დაყრდნობით.

მისი მონაცემებით, მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს – როცა აღლუმი უკვე შემცირებული იყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდებთან შედარებით – აღლუმში მონაწილეობა მიიღო 131-მა საბრძოლო მანქანამ. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ანუ უკანასკნელ ომამდელ წელთან შედარებით ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.

თავად აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა ჯარების შემოვლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის ჩათვლით.

 

 

„დაუყოვნებლივ წაშალეთ!“ – გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო აპლიკაცია

Kaspersky-ის მკვლევრებმა ახალი საზიანო Android პროგრამა აღმოაჩინეს, სახელად Fleckpe. მას ჩვეულებრივ აპლიკაციებში ამატებენ და მომხმარებლებს ასე ატყუებენ. საერთო ჯამში, პროგრამა დაახლოებით 620 ათასჯერ გადმოწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. განსხვავებით სხვა საზიანო პროგრამებისგან, Fleckpe მომხმარებლებს პრემიუმ სერვისების გამოწერას აიძულებს — ისე, რომ მათ ეს არც კი იციან — და ამ გზით თაღლითებისათვის სარგებელი მოაქვს. Fleckpe გასული წლიდანაა აქტიური და არაერთ ქვეყანაში გვხვდება. რომელი აპლიკაციები წავშალოთ? საბედნიეროდ, ქვემოთ ჩამოთვლილი არცერთი აპლიკაცია აღარაა Google-ის Play Store-ზე ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი რომელიმე მათგანი უკვე გადმოწერილი გაქვთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ:

Beauty Camera Plus
Beauty Photo Camera
Beauty Slimming Photo Editor
Fingertip Graffiti
GIF Camera Editor
HD 4K Wallpaper
Impressionism Pro Camera
Microclip Video Editor
Night Mode Camera Pro
Photo Camera Editor
Photo Effect Editor

გაითვალისწინეთ ისიც, რომ, შესაძლოა, Fleckpe პროგრამას სხვა აპლიკაციებიც შეიცავდეს. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა საზიანო პროგრამაც. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, პრევენციას მიმართოთ, ციფრულ სამყაროში სიფრთხილე გამოიჩინოთ და კიბერჰიგიენა კარგად დაიცვათ. მაგალითად, აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოიწერეთ, მანამდე კი მისი წარმომავლობა კარგად გამოიკვლიეთ.

 

“ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს თანაგიგრძნობთ” – ბაჩო ოდიშარია

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ამ მოვლენას საქართველოდან 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და სწორედ მათ თავდადებაზე დგას მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეოცე საუკუნის ამ უდიდეს მოვლენას, ჩვენი ქვეყნიდან, 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა (იმ დროისათვის, საქართველოს მოსახლეობის 1/5). სწორედ ამ თაობის თავდადებაზე დგას არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში. დღეს დიდი სამამულო ომის 114 ვეტერანი გვყავს საქართველოში, გმირობის და შეუპოვრობის ცოცხალი სიმბოლოები და პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა და დღეგრძელობა მათ. ჩვენი წინაპრების გაწეული ღვაწლი ცალსახად ეროვნული სიამაყის საფუძველია. გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ”,- წერს ბაჩო ოდიშარია.