Home Blog Page 2270

მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე, აუხსნელია ჩემთვის – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „გაუგებარი და აუხსნელია“, რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები.

„მე გეტყვით ჩემ აზრს, ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი. გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამის თაობაზე, ღიად ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემ აზრს – ნათქვამია, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას, თვლის თუ არა, რომ ოთარ ფარცახლაძე არის რუსეთის აგენტი.

„საერთოდ, იცით, რა არის? გეტყვით შემდეგ რაღაცას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და მე ერთი რამ მინდა, განმასხვავებელი გითხრათ – ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემ თვალში არის მოღალატე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძის მიმართ განხორციელებულ საგამონაკლისო ქმედებაზე.

„ფარცხალაძეზე არ იყო, აქ იყო საუბარი მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას მტკიცებულება პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა!“.

„რა თქმა უნდა! აბა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?! მე ახლა, ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და 10 წლის წინ პროკურორი იყო, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, აუცილებელია, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია, ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი, რაც მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო, ჩემი გაკვირვება რაც არის, არასდროს მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ, აშშ-ს არცერთ სამსახურს, მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მე მგონი, ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? ეთანხმებით ახლა მაგ შეფასებას? რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგალითად, ბატონი კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვისზე გაქვთ სალაპარაკო. როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს. ქალბატონი ია გულიაშვილი [მთავარი არხის ჟურნალისტი], რომ ყოფილიყო დასანქცირებული ასევე დაგიცავდით თქვენ. აი, ხვალ რომ დაგასანქცირონ თქვენ, ასევე დაგიცავთ. მტკიცებულებები აუცილებელია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების ოფისებში ვაქცინაცია უტარდება როგორც პატრონიან, ასევე მიკედლებულ ცხოველებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად დაახლოებით 270 ათასამდე ცხოველს ცრის.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, ყოველწლიურად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ ცხოველებს.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა. 2023 წლის მთავარი გზავნილია „ყველა ერთისათვის! ერთის ჯანმრთელობა ყველასათვის!“, რაც ხაზს უსვამს ყველა ასპექტის – ცნობიერების ამაღლების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება -ალუდა ღუდუშაური

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი და მოვუწოდებდი, რომ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს რა მიაქვს და რა მოაქვს, პასუხის გაცემა ნამდვილად რთულია.

„სულ უფრო და უფრო რთული ხდება იმ ლაბირინთებში გარკვევა, რასაც ეს ქალბატონი ჩადის. თვითონ არის დახლართული, გაუგონარ რაღაცეებს აკეთებს და აბსურდშია. რაც შეეხება მის ვიზიტებს, ქალბატონი პრეზიდენტი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პირდაპირ, ღიად გადავიდა კონსტიტუციის შტურმზე. როდესაც კეთდება რაიმე განცხადებები, თითქოს საქართველო არ დგას ცივილიზებულ სამყაროსთან, ქალბატონი პრეზიდენტი უნდა იყოს აქ მაინც შეუვალი და პრინციპული. მე მას ვურჩევდი და მოვუწოდებდი, რომ იმ რადიკალი და წყალწაღებული ოპოზიციის რიგებში ნუ ჩაეწერება.

მისივე თქმით, პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის უზენაესობისთვის მებრძოლი, სრულიად აშკარად არღვევს კონსტიტუციას და ფეხქვეშ თელავს.

ვერანაირ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოს ღირსებაზე, კანონის უზენაესობაზე ვერ ვისაუბრებთ, როდესაც პრეზიდენტმა ფეხქვეშ გაიგდო კონსტიტუცია. მის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ქეისი იქნება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფეხქვეშ თელავდეს და ასე უღირსად ეპყრობოდეს კონსტიტუციას. ახლა, როდესაც კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია, ამაზე პასუხი ადეკვატური იქნება. ქალბატონ პრეზიდენტს ძირს გადაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაჭერინებთ. იძულებული გავხდით, ქალბატონმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია წაიკითხოს. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად იზამს, ფრანგულად თუ ქართულად, ეს უკვე მისი ნებაა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

“თუ თქვენი ბრძანება არ შესრულდა, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერ გვიცხოვრია, თქვენს ბრძანებას 100%-ით შევასრულებთ!”

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მებრძოლებმა პუტინის ბრძანებას 100%-ით შეასრულებენ.

აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თუ თქვენი ბრძანება არ შესრულდა, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერ გვიცხოვრია, თქვენს ბრძანებას 100%-ით შევასრულებთ!” – განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთში მიმდინარე სიტუაციის შესახებ საუბრისას რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული პრობლემები არ არის.

„ყველა პრობლემა თქვენ დიდი ხნის წინ უკვე მოაგვარეთ, ახლა რჩება ეკონომიკური საკითხები, რომლებშიც, როგორც ყოველთვის, თქვენი დახმარება გვჭირდება“, – დასძინა კადიროვმა.

საზოგადოება ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება.

თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში უკვე შედგა, მომდევნო თამაშზე კი ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.

სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა თიბისის ფან-ზონებიდან ექნებათ. 30 სექტემბერს რიგით მეორე ღია ჩვენება ჩატარდება – ქუთაისში, 100 საფეხურიან კიბესთან. ფიჯი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

თარიღი & დრო: 30 სექტემბერი, 19:45 საათი
ლოკაცია: ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი 1, 100 საფეხურიანი კიბე
თამაში: ფიჯი vs საქართველო

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

ღონისძიების მხარდამჭერები: ქუთაისის მერია, საქართველოს პირველი არხი.

(R)

ანა წითლიძე განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყონ.

მისივე თქმით, არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი 400 მილიონით იზრდებოდეს და ქვეყანაში პრიორიტეტი ბავშვების უფასო კვება მაინც არ იყოს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ UNDP-თან ერთად შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, თუ როგორ უნდა დაიწყოს უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში სწრაფად და ხარისხიანად. წელიწადზე მეტია, რაც განათლების სამინისტროს ეს პროგრამა წარვუდგინეთ და წელიწადზე მეტია განათლების სამინისტროსგან ველი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყებს ამ პროგრამის განხორციელებას სკოლებში. არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდებოდეს 400 მილიონით და ამ ქვეყანაში პრიორიტეტი მაინც არ იყოს ბავშვების უფასო კვება. არცერთი არგუმენტი, რომელიც განათლების სამინისტროს აქვს, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები არ არის რელევანტური. ჩვენი წარდგენილი პროგრამით, ისევე როგორც წალენჯიხაში შევძელით, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც სკოლებში არსებობს და პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დავიწყეთ, ასევე არის შესაძლებელი ამ პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, ამიტომაც მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ უფასო კვების განხორციელება სკოლებში დაიწყონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გია ხარჩილავას თქმით, სოციალური ფონიდან გამომდინარე, საქართველოში ყველა მოსწავლეს აღნიშნული საკითხის გადაჭრა სჭირდება.

„უფასო კვება პირველკლასელებს“ – ეს პროექტი წალენჯიხაში მეორედ ხორციელდება, დღეს პირველკლასელებს მათთვის სპეციალურად დამზადებული საბანკო ბარათები გადაეცათ, რომელთა გამოყენება მხოლოდ საკვებ ობიექტებში და სასურსათო მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

საქართველოში წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც უფასო კვების პროგრამა ხორციელდება, ის შარშან დაიწყო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობას მიმართა, რომ კვება მეორე კლასში გადასული მოსწავლეებისთვისაც დაეფინანსებინათ, რაზეც უარი მიიღო. წლევანდელ პირველკლასელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად! ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე” – მიხეილ სააკაშვილი

“სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ის ძალიან განიცდის ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ატკინა.

„სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე, მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია, და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/853412039487728?ref=embed_post

“ლუზერი ადამიანია ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე” – პრემიერი

ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე – ეს არის მორიგი მაგალითი, გამოიყენეს, ეს ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტი და ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელზე, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებას, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის სიმბოლო იმ ბრძოლის რაც იყო მარტის დასაწყისში.

მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისმა პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა.

„არ მაინტერესებს რაზე გაასამართლეს – მამამისის დაჭრაზე, მაგრამ არ მაინტერესებს. მე ფაქტზე გიყვებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი. სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა რაიმე არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ქვეყნის სპეცსამსახურები ვითარებას აკონტროლებენ.

„რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. სუს-ს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა ჩათვლილი, რომ გაზიარებულიყო საზოგადოებისთვის. ახალი ამბავი არ არის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ. ეს ადამიანები, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი რადიკალური, ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობას საქართველოში. მათ ეს არასოდეს არ გამოუვიდათ, არც გამოუვათ. მინდა, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. სუს-ი და ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას. ყველა, ნებისმიერი გადაცდომა იქნება გამოკვეთილი, დაფიქსირებული და ამაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“სააკაშვილის დედის და ბენდუქიძის უნივერსიტეტებმა უარი გვითხრეს სტუდენტების დავალიანების ჩამოწერაზე”

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების ჩამოწერაზე ესაუბრა. პრემიერმა დაასახელა უნივერსიტეტები, რომლებმაც სტუდენტების დავალიანების განულებაზე უარი განაცხადეს და პროგრამაში ჩართულ სასწავლო დაწესებულებებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. მათ ჩამოაწერეს დავალიანება სტუდენტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ არჩევანი – შეუძლიათ თუ არა ჩამოუწერონ [დავალიანება]. არჩამოწერის შემთხვევაში რა თქმა უნდა შევიძენდით ამ დავალიანების პორტფელს. ასეც მოხდა რამდენიმე კერძ უნივერსიტეტის შემთხვევაში.

მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ ჩამოწერას სტუდენტების დავალიანება და მეორე იყო ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი. მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა გვითხრა უარი დავალიანების განულებაზე. რა თქმა უნდა, შევთავაზეთ, რომ ვიყიდით ამ დავალიანებას და ჩვენ ავუნაზღაურებთ. სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში. ამაშიც გამოჩნდა, როგორც ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე. სტუდენტებს იყენებენ ინსტრუმენტად, საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად“, – განაცხადა პრემიერმა.

ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს- ირაკლი ღარიბაშვილი

ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი – ევროპაში მისი შეუთანხმებელი ვოიაჟი სამწუხარო ფაქტია. ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული და მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, პრემიერის განცხადებით, ეს ფორმალური პროცედურაა, რომელიც ხელისუფლების ვალდებულება იყო.

„რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში – ვფიქრობ, ეს სამწუხარო ფაქტია. თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როდესაც უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, პირიქით, მხარს ვუჭერდით ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენი ხელისუფლება თურმე 12 რეკომენდაციას არ ასრულებს; ნათქვამი აქვს, რომ სტატუსს არ ვიმსახურებთ. განცხადება აქვს გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ბუნდოვანია, იმ დროს, როდესაც ყველაფერი ნათელი და ცხადია. ბუნებრივიცაა, ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა. ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამის თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და კაცმა არ იცის, რას ილაპარაკებს, ნდობა აღარ გვაქვს. არ ვიცით, რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენი ნებართვით, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს ბუნდოვანია. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ქმედება საბოტაჟია და არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოსვლა.

პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მითუმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ვალდებულებაა. ვალდებული და იძულებული ვიყავით, მოგვეხდინა ფორმალური რეაგირება. ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

იმპიჩმენტზე ვთქვით, რომ ეს ფორმალური პროცედურაა, საკმარისი ხმები არ გვაქვს, მაგრამ ადამიანის მიმართ ნდობა დაკარგული გვაქვს. მისი ქმედებები გაუგებარია. ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯაროდ კრიტიკისგან, მიუხედავად მის მიერ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან კავშირში პრემიერი ამბობს, რომ ეს კავშირი არ არსებობს.

„გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის და კანონის შესაძლო დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამას კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება მოგვეხდინა. ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს – საფრანგეთს წარმოადგენს (წარმოადგენდა – უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა), მისი დარწმუნებაც ვერ შეძლო. ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადებების გაკეთება. ადამიანმა თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს (როგორც უნდა, ისე დაალაგოს) დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აბსოლუტურად უადგილოა. ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი ვართ და ასეთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა რომ დაერწმუნებინა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია.

„ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, ბოლო ათ წელიწადში, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. არავის არც პრეზიდენტს, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, გვექნებოდა 10%-იანი ვარდნა”

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, გვექნებოდა 10%-იანი ვარდნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ლატვიის პრეზიდენტის განცხადება მორიგი შეუთავსებლობაა და მოდის წინააღმდეგობაში ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკასთან. ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესების საზიანოდ და ეს ასეცაა. როგორც ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთისთვის კი არ გვექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, გვექნებოდა 10%-იანი ვარდნა. აქ კოლაფსი იქნებოდა ყველა მიმართულებით. ბიუჯეტი ბოლო სამი წელია რამდენჯერმე გავზარდეთ. ახლაც გავზრდით და მთავრობაზე იქნება კორექტირებული ბიუჯეტი. ასე რომ მიუღებელია ლატვიის პრეზიდენტის განცხადება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.