ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე – ეს არის მორიგი მაგალითი, გამოიყენეს, ეს ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტი და ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელზე, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებას, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის სიმბოლო იმ ბრძოლის რაც იყო მარტის დასაწყისში.
მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისმა პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა.
„არ მაინტერესებს რაზე გაასამართლეს – მამამისის დაჭრაზე, მაგრამ არ მაინტერესებს. მე ფაქტზე გიყვებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი. სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.