Home Blog Page 2252

,,ქვეყნის მართვა ყოველთვის ხდებოდა ეკლესიისა და ხელისუფალთა ერთობლივი ძალისხმევით”- თამარ ჩიბურდანიძე

„თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც გვაწუხებს ჩვენ და საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები“, – ასე გამოეხმაურა უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის მიგვითითებს იმაზე, რომ ეკლესია და პოლიტიკა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში.

„საქართველოს არსებობის მანძილზე, ქვეყნის მართვა ყოველთვის ხდებოდა ეკლესიისა და ხელისუფალთა ერთობლივი ძალისხმევით, რწმენისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებით. ამჯერადაც ასეა. თუკი გავიაზრებთ უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებს, ადვილი მისახვედრია, რომ ქართულ ეკლესიას აწუხებს იგივე პრობლემები, რაც გვაწუხებს ჩვენ და საზოგადოებას.

დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ პოლიტიკოსს და მათ მხარდამჭერ საზოგადოებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არ მოეწონებოდა სააღდგომო ეპისტოლეს მთავარი აქცენტები. არ მოეწონებოდათ იმ განწყობებისა და ხედვების თანხვედრა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილსა და ქართულ ეკლესიაშია. ქვეყანა უმრავლესობით იმართება.

საბედნიეროდ, მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიის მრევლია და მათთვის მისაღებია ეპისტოლეს ყოველი სიტყვა. ეკლესია სულიერების მმართველია, რომელიც სახელმწიფოებრიობის საყრდენია. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ამჯერადაც თანამედროვეობის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს პასუხობს და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს სწორ გზას, საითაც უნდა ვიაროთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

დუბაიში საცხოვრებელ შენობაში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

დუბაიში, საცხოვრებელ შენობაში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულია ცხრა პირი. შემთხვევა დუბაის ერთ-ერთ უძველეს რაიონში, ალ რასის უბანში მოხდა.

ცეცხლი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა.

დუბაის სამოქალაქო თავდაცვის განცხადებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი შენობაში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა გახდა. დაწყებულია გამოძიება.

ალ რასის რაიონი დუბაის ოქროსა და სანელებლების ბაზრებთან მდებარეობს, რომლებიც ტურისტებში პოპულარული ადგილებია.

ძალიან მძიმე სანახავია, არ მაქვს ძალაო, ასე მითხრა – გიული ალასანია შვილზე

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.

ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„რაღაცა ჯგუფი ადამიანების  იყო მოსული აქ და მიულოცეს ქვემოდან. რა თქმა უნდა, ეს ესიამოვნა. ჯანმრთელობის მხრივ, ისევ იგივე მდგომარეობაა, სიცხეები, წნევა, ეს ყველაფერი გრძელდება. წონა, განსაკუთრებით რომ წამოიწევა ხოლმე, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიზუალურად, რომ შეხედავთ, ძალიან მძიმე სანახავია, იმდენად რომ ვუთხარი, იქნებ მეტი იმოძრავოთქო, არ მაქვს ძალაო. ძირითადად სულ წამოწოლილია“, – აცხადებს გიული ალასანია.

„ყოველ წირვაზე მოსვლა მისთვის ეს არის რაღაც ახალი მორიგი გმირობა”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქი ილია მეორე ძალიან  დასუსტებულია.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ეპისტოლეში არცერთი სიტყვა არ დაწერილა.

„ყოველ წირვაზე მოსვლა მისთვის ეს არის რაღაც ახალი მორიგი გმირობა, იმიტომ, რომ  ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია და ჩვენ გვითხრეს, რომ მოვიდოდა წირვისთვის. წირვაში მონაწილეობა მიიღო, ეზიარა თვითონ. შემოსით არ შემოსილა და რამდენიმე სიტყვით კიდევაც მიმართა მრევლს. ისეთ ფაზაში შედის უკვე ჯანმრთელობა, რომ აი, რამდენ ხანს შეძლებს, ასე რომ ითქვას. ავად არ არის, მაგრამ სუსტდება თანდათანობით. პატრიარქი თავისი ხელით ვერ დაწერს ამ ეპისტოლეს, ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ არცერთი სიტყვა მასთან შეთანხმების გარეშე ამ ეპისტოლეში არ იქნება“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

შეგახსენებთ, წელს პირველი აღდგომა იყო, როდესაც სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ ვერ ჩაატარა. სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიომ აღავლინა.

,,ილია მეორის ტაძარში მისვლა გმირობა იყო” – მამა გიორგი ზვიადაძე

წელს  პირველი აღდგომა იყო, როდესაც სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ ვერ ჩაატარა.

სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიომ აღავლინა.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ილია მეორის ტაძარში მისვლა გმირობა იყო.

„ღვთის მადლით, სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,  რასაც ადასტურებს ის, რომ მან შეძლო გუშინ მობრძანებულიყო სამების საკათედრო ტაძარში და ვიდრე არ დასრულდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში იმყოფებოდა. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ პატრიარქი ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარულით, ქართველი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემით, მაინც უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებს იმას, რომ ამხელა მსახურებაზე, მაინც იმყოფებოდა ტაძარში“, – აცხადებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

გარწმუნებთ, მთავრობა არაა განწყობილი, პრეზიდენტს გეგმებში ხელი შეუშალოს – ბექა ოდიშარია

საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს მის გეგმებში“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც  გამოეხმაურა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გადადებულ ვიზიტს.

ოდიშარიას თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო.

„შემოვიდა წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, მეორე დღესვე იყო თანხმობა. წერილობით იყო მიწერილი თანხმობა საქართველოს პრეზიდენტისთვის. აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო. გარწმუნებთ, საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, მით უმეტეს, ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს მის გეგმებში“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 რეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

„17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 16:30 საათზე.

18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ იმოძრავებს დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი

სასაფლაოების მიმართულებით დღეს და ხვალ ახალი მარშრუტებია დანიშნული.  მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დილის 08:00-დან 20:00-მდე იმოძრავებენ. მგზავრობა უფასოა.

ავტობუსები მეტროსადგურებიდან გავლენ.

“ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან” – ილია მეორე

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან” – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

“მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.

სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი,” – აღნიშნულია ეპისტოლეში.

პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო

ვლადიმერ პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო. მსახურებას მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქი კირილი ატარებდა, რომელმაც კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მხარი მტკიცედ დაუჭირა.

პრეზიდენტი პუტინი ეკლესიაში ხალხისგან განცალკევებით, ხელში ანთებული წითელი სანთლით იდგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან,   მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან  ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სააღდგომო ლიტურგიაზე  მთავრობის მეთაურთან ერთად პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გურიაში ტრადიციული თამაშის “ლელობურთის” სამზადისი დაიწყო

გურიაში ტრადიციული თამაშის – “ლელობურთის” სამზადისი დაიწყო. სოფელ შუხუთში სასულიერო პირები აღდგომას ულოცავენ ადგილობრივებს და სტუმრებს. სამზადისი ბურთის სილით დატენვის რიტუალს მოიცავს. ბურთი 16 კგ უნდა იყოს და მის მოსაპოვებლად ერთმანეთს სოფელ შუხუთის ორი უბანი, ე.წ. ზემოურები და ქვემოურები შეერკინებიან.

თამაში, რომელიც როგორც წესი აღდგომის დღესასწაულზე ტარდება, 17:00 საათზე დაიწყება.