Home Blog Page 2245

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თბილისი – ღამით 12°, დღისით +22°

ბათუმი – ღამით +9°, დღისით +13°

ფოთი – ღამით +12°, დღისით +25°

ზუგდიდი – ღამით +12°, დღისით კი +29°

ქუთაისი – ღამით +13°, დღისით +29°

მესტია – ღამით +4°, დღისით +14° დღის მეორე ნახევარში წვიმა.

გორი – ღამით  +10°, დღისით +22°

ბორჯომი – ღამით +9°, დღისით კი +22°, მოსალოდნელია წვიმა.

ახალციხე – ღამით +8°, დღისით კი +22°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

ცხინვალი – ღამით +2°, დღისით +14°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

რუსთავი – ღამით +12°, დღისით +22°

თელავი – ღამით +11°, დღისით კი +22°

ლაგოდეხი – ღამით +10°, დღისით +16°

სიღნაღი – ღამით +10°, დღისით კი +24°

,,ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ” – კობახიძე

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და ბოლომდე ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“ , – განაცხადა კობახიძემ.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა.

მძიმე ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

ვარკეთილში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაღუპულია სკოლის მოსწავლე.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი არასრულწლოვანს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

,,გუშინდელი დღე გაიხსენეთ საკუთარი ბიოგრაფიიდან”- მდინარაძე

„ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ისეთი აქტივობები განახორციელონ, რაც საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს შეუშლის.

„მართლა რომ იყოს მტკიცებულება და ნიშანი იმისა, რომ ობიექტურად დაედო ვიღაცას სანქცია, ამ შემთხვევაში კი სავიზო შეზღუდვა, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამაზე უნდა ჩუმდებოდეთ, რომ სახელმწიფოს არ მიადგეს ზიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თქვენ, ამ დროს მავნებლობთ მაინცდამაინც და ამ დროს გინდათ ისეთი რაღაცის გაკეთება, რაშიც შემდეგ, შეიძლება თეორიაში, თქვენს ოცნებებში გამოძერწოთ ის პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი ამ დონის მავნებლები ბრძანდებით „ნაცმოძრაობის“ მთელი კლასტერი და ეს არის სიმართლე, რომელიც ძალიან გტკივათ და ძალიან გწყინთ. აღარ გავაგრძელებ, აქ რაღაც ეპითეტებით რას კადრულობს ზოგიერთი თქვენგანი. კაცობა უნდა გააჩნდეს ჯერ და მერე იკადროს და არც კაცობა გააჩნია, ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაც-ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა მოუხმოს გონებას და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ილჰამ ალიევის ულტიმატუმი ყარაბახელ სომხებს

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რებ­მა სომ­ხებ­მა უნდა მი­ი­ღონ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ან და­ტო­ვონ რე­გი­ო­ნი. ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა AzTV-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

“ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რებ­მა სომ­ხებ­მა ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ, ან სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი იპო­ვონ“, – გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბაქო აპი­რებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხელი მო­ა­წე­როს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით.

,,თემა, რის გამოც ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ფიქრობს, თითიდან გამოწოვილია”- ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის კორუმპირებულობის ბრალდებით აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ოპოზიციის ნაწილისგან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მედიასთან ისაუბრა, რომელიც მიზნად ამ მოსამართლეებისთვის კორუმპირებულობის დამტკიცებას ისახავს.

ეკა სეფაშვილის თქმით, დასტურდება, რომ აშშ-ის ელჩს არ შეუძლია არგუმენტების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის გაერთიანებულ ჯგუფს თავისუფლად შეეძლო ელჩთან აუდიენცია მოეთხოვა და პირისპირ საუბრისას ეკითხა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება.

„თემა, რის გამოც ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ფიქრობს, თითიდან გამოწოვილია. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც, როგორც ჩანს საქმე გამოელია და არ იცის, რა გააფუჭოს ქვეყანაში, მორიგი, ახალი სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა, რათა საზოგადოებას დაანახოს, როგორ გულმხურვალედ და მუხლჩაუხრელად შრომობს. სინამდვილეში, ეს მათი მორიგი მცდელობაა, რომ შექმნან ილუზია, თითქოს საქართველოს კეთილდღეობა აინტერესებთ.

ვუსმენდი გამომსვლელებს და ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა თეონა აქუბარდიამ საშინელი რამ თქვა – ჩვენ ამ კომისიით უნდა შევქმნათ მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება რომ სწორი იყოო. ეს გაუგონარი მესიჯია – ანუ, ოპოზიცია იმისთვის იღვწის, რომ რადგან უცხოეთმა, ამ შემთხვევაში ამერიკამ თქვა, სანქციები უნდა დავუწესოთო, სასწრაფოდ უნდა დაირაზმოს მთელი პარლამენტი და მტკიცებულებები შექმნას. იმიტომ, რომ რეალურადაც დასტურდება – ქალბატონ აშშ-ის ელჩს არ შეუძლია არგუმენტების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის გაერთიანებულ ჯგუფს თავისუფლად შეეძლო ელჩთან აუდიენცია მოეთხოვა და პირისპირ საუბრისას ეკითხა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ქალბატონი ელჩი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე იქნა მიღებულიო.

ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი გარემოებაა იმისთვის, რომ კომისიის შექმნა, აბსოლუტურად, საფუძველს მოკლებულია, რადგან თუ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა სანქციების გაცემის გადაწყვეტილება, დასხდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მოიძიონ ეს ღია წყაროებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დადონ დასკვნა. თუ არ აკმაყოფილებთ ეს, ან კომპეტენცია არ ჰყოფნით ამის გაკეთებისთვის, საქართველოს პარლამენტს აქვს ძალიან კარგი ინსტრუმენტი – თემატური მოკვლევა, რის ფარგლებშიც ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეული კვლევა მიმდინარეობს ხოლმე. შეუძლიათ ეს ინსტრუმენტიც გამოიყენონ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

„ქართულ ოცნებას“ საპროცედურო ომი აქვს გამოცხადებული”- სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებასთან დაკავშირებით კვორუმის არარსებობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპროცედურო ომი აქვს გამოცხადებული.

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში საგამოძიობო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა

როგორც სამნიძემ პარლამენტში გამართულ ფრიგინგზე განაცხადა, ოპოზიცია მობილიზებულია და ეს საკითხი ხვალ, დღის წესრიგზე დადგება.

„ეს არის დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლის, რომელიც უნდა დაინახოს საზოგადოებამ, როდესაც იმუშავებს საგამოძიებო კომისია და საპროცედურო ომით ეცადა ხელი შეეშალა კომისიის შექმნისთვის, მაგრამ, ეს გაგრძელდება ხვალ – კენჭისყრაზე დადგება საკითხი და ამას ვერ გაექცევა „ქართული ოცნება“. ოპოზიცია არის მობილიზებული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში სპეციალური დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ქვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში საგამოძიობო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა.

საკითხის კენჭისყრაზე გასატანად 76 დეპუტატის რეგისტრაცია იყო საჭირო მაშინ, როცა 51-მა დეპუტატმა გამოთქვა კენჭისყრაში მონაწილეობის მზადყოფნა.

შეგახსენებთ, პარლამენტში სპეციალური დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი ოპოზიციის ნაწილმა მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

დავიღალე… ნებისმიერ პარტიულ თანამდებობას მივცემ – ხაბეიშვილი მელიას

თქვას, რაც უნდა და თავმჯდომარეობის გარდა ყველა პარტიულ თანამდებობას მივცემ, აცხადებს მედიასთან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილთან მოსალაპარაკებლად “პირველების” ეთერი გამოიყენა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ფლანგებს შორის დაპირისპირებით დაიღალა, ამიტომ მზად არის, ამ საკითხს წერტილი ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას. მზადაა, ყრილობის შედეგებიც  გააუქმოს და პოლიტსაბჭოს არჩევნებიც თავიდან ჩაატაროს.

ამასთან, ენმ-ს თავმჯდომარეს ერთი პირობა აქვს – მელიას ფლანგმა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს.

გაეროს გენმდივანი კიევში ვიზიტისას უკრაინის ხელისუფლებას გაუბრაზდა – Washington Post

გამოცემა The Washington Post ოთხ სხვადასხვა საიდუმლო ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს და ორგანიზაციის სხვა ოფიციალურ პირებს უსმენდნენ.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტებში შეჯამებულია მოსმენილი საუბრები, „რომლებიც ახალ შუქს მოჰფენს გუტერეშის ურთიერთობას გაეროს მაღალჩინოსნებთან და მსოფლიო ლიდერებთან“.

ფაილების მიხედვით, ერთ-ერთი საუბარი შეეხება ანტონიო გუტერეშის საუბარს თავის პრესმდივანთან, სტეფან დიუარიკთან, რომელშიც გაეროს გენმდივანი გამოტყდა, რომ კიევში ვიზიტის დროს „ძალიან გაბრაზდა“ უკრაინის ხელისუფლებაზე.

როგორც The Washington Post წერს, გუტერეშის უკმაყოფილება ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიამ გამოიწვია, რაც გამოცემის ცნობით, მასთან არ იყო შეთანხმებული. მედიის ცნობით, ამას ისიც დაემატა, რომ შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა აღნიშნული დაჯილდოების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც გაავრცელა.

„გუტერეში იმან ააღელვა, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ისე ჩანდა, თითქოს ის ომში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ჯარისკაცებს ულოცავდა. მან თავის პრესმდივანთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ეს დრო, ცდილობდა არ გაეღიმა“, – წერს გამოცემა. 

,,ქვეყანას ვერ მოსთხოვენ საკუთარი კანონების დარღვევას”- ალენ ბერსე უკრაინაში იარაღის რეექსპორტის შესახებ

შვეიცარიის პრეზიდენტმა, ალენ ბერსემ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ვერ მოსთხოვენ საკუთარი კანონების დარღვევას უკრაინაში იარაღის რეექსპორტით.

შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს დისკუსიები იმის თაობაზე, რომ შვეიცარიას „უნდა შეეძლოს“ განავითაროს თავისი პოზიცია უკრაინაში იარაღის რეექსპორტთან დაკავშირებით, ეს ამჟამად გამორიცხულია, ვინაიდან შვეიცარიის კანონმდებლობა მკაფიოდ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს.

10 მარტს, შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ შეცვლის თავის მრავალწლიან პოლიტიკას, რომელიც კრძალავს შვეიცარიული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას.

საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.

10 თებერვალს, შვეიცარიამ უარი უთხრა ესპანეთს უკრაინაში შვეიცარიული წარმოების საზენიტო იარაღის რეექსპორტის ნებართვის მიღების მოთხოვნაზე.

მანამდე შვეიცარიამ ვეტო დაადო დანიისა და გერმანიის მოთხოვნას, რომლებსაც სურდათ შვეიცარიული წარმოების ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის უკრაინაში გაგზავნა.

ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია საქმიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.

როგორც ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის წესრიგშია შეხვედრები „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში“.