მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია
რუსეთი საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლას იწყებს
რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერი „პეტრე დიდი“ შავ ზღვაში 20-დღიანი მოგზაურობისას ბათუმის პორტშიც გაჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას VESTIKAVKAZA ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ 2023 წლიდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ტურისტული გემი „პეტრე დიდი“ და პირველ მოგზაურობაში აგვისტოში გაემგზავრება.
ბათუმის გარდა, გემი გაჩერდება შავი ზღვის სხვა პორტებშიც, მათ შორის ნოვოროსიისკში, სოჭსა და სტამბოლში, აზოვის ზღვაში კი ტაგანროგში. „პეტრე დიდს“ 300-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
სალონიკში ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს
20 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 51 წლის ქართველი იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს.
სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.
სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.
საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ, დაკავებული კი პროკურატურაში გადაიყვანეს.
,,ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთან ეს არიდებულია”- პაპუაშვილი
„მოვდივარ“ – ამ სახელწოდებით 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ზაზა პაპუაშვილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ შეკრების მიზანია საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის წინაშე მდგარი განსაცდელების თავიდან აცილება.
„ის განსაცდელებიც, რაც შეიძლება, ქვეყანას შეექმნას, უნდა ავიცილოთ თავიდან. ამდენი შეურაცხყოფა, ბრძანებები, რაღაცები დაანონსებულია ომები და მაიდნები და… ამას სჭირდება საზოგადოების შეკრება და პროტესტის გამოხატვა, რომ საქართველოს უმრავლესობა არ ფიქრობს ისე, როგორც ვინმე ტვინგადახრილი ადამიანი. საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ძალა, რომ ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს ქვეყანაში“, – ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს არიდებული აქვს „ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია“.
„არასდროს არ მითქვამს მე, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იოლია. დღესდღეობით ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთან ეს არიდებულია – მოდი, მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, ეს შეკრება დანაწევრებისკენ კი არ არის, არამედ საზოგადოების გაერთიანებისკენ, რომ მოტივირებული იყო ხელისუფალი, ჯარი, პოლიციელი და ყველა ჩვენგანი. ქართველები ვიგებთ, როცა სრული ერთიანობა გვაქვს ერთ საკითხში მაინც, რომ არ ჩამოინგრეს ჩვენი ქვეყანა. საქართველო უპირველეს ყოვლისა – ეს არის ჩვენი შეკრების არსი“, – აცხადებს პაპუაშვილი.
ბელგოროდში კიდევ ერთი ავიაბომბი აღმოაჩინეს 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 20 აპრილს რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით ბობი ჩამოაგდო, კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება.
მისი თქმით, ბომბი გამნაღმველებმა იპოვეს. ბომბს პოლიგონზე გააუვნებელყოფენ.
გლადკოვმა თქვა, რომ 200 მეტრის რადიუსში მდებარე მაღალსართულიანი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ. წინასწარი მონაცემებით, ეს სამი ათასზე მეტი ადამიანია.
ტელეგრამ-არხ Baza- სცნობით, საავიაციო ბომბი მიწისქვეშ არის. წინასწარი ინფორმაციით, ბომბმა შვიდი მეტრის სიღრმემდე ჩააღწია.
20 აპრილს, რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით ბელგოროდის ცენტრში ბომბი ჩამოაგდო, დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი. აფეთქების ადგილზე კი 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ისრაელი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების სასწრაფო რეპატრიაციას აუქმებს
ისრაელმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების გადაუდებელი რეპატრიაციის პროგრამა შეაჩერა.
პარალელურად, პროგრამა გააგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეებისთვის.
რუსებმა და ბელარუსებმა, რომლებიც 15 აპრილამდე შევიდნენ ისრაელში სასწრაფო რეპატრიაციის სქემით და შეიტანეს პეტიცია ტურისტის სტატუსის რეპატრიატზე გადასვლის შესახებ, პროცედურა 15 ივნისამდე უნდა გაიარონ. თუ ისინი ამას ვერ მოასწრებენ, მათ მოუწევთ რეპატრიაციის სტანდარტული პროცედურის გამოყენება – როგორც ყველა სხვა ემიგრანტს ამ ქვეყნიდან. სტანდარტული პროცედურა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მოქმედებდა.
“პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი” -ლოიდ ოსტინი
პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოსტინის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს არაერთი არასწორი გათვლა გააკეთა.
„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.
2 450 დოლარი – დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის შარვალი დიდი პოპულარობით სარგებლობს
ავანგარდული დიზაინით გამორჩეული, მაღალი კლასის მოდის ბრენდმა Balenciaga – მ ახლახან მამაკაცის ჯინსების ხაზი სახელწოდებით “Destroyed Baggy Jeans” (განადგურებული ფართო შარვალი) გამოუშვა .
ჯინსი 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნაწილია და მან მოდის სამყაროში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
შარვალი გამოიყურება როგორც ნახმარი, დახეული და დალაქავებული, თუმცა დამზადებულია მაღალი ხარიხის მასალისგან, არის „ოვერსაიზი“, რის გამოც მომხმარებელი მასში თავს კომფორტულად გრძნობს,
ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეებზე ამოქარგული ბრენდის ლოგო მას ფუფუნების ელფერს მატებს.
ჯინსები გასაოცარ ფასად 2450 დოლარად იყიდება, რაც პროდუქტს ადამიანების უმეტესობისთვის მიუწვდომელს ხდის და აჩენს კითხვებს მაღალი დონის მოდის ელიტარულობისა და ექსკლუზიურობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დახეული და უკვე გამოყენებული ჯინსი არ არის ერთადერთი საკამათო ნივთი Balenciaga – ს მოდის ხაზში. ბრენდმა ასევე გამოუშვა ქურთუკი, რომელიც მსგავსი ესთეტიკით ხასიათდება , სავსეა ლაქებით, არის დახეული და გაფუჭებული აქვს კიდეები. ქურთუკის ღირებულება 4350 დოლარია . ხოლო შარვლის და ქურთუკის კომბინაციის საერთო ღირებულება 5600 დოლარამდეა.