Home Blog Page 2228

“მარიინკაშიც ცხელა, მაგრამ არა ისე, როგორც ბახმუტში – დგანან ჩვენები ყოჩაღად”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“სულ რაღაც 2 საათის წინ ოკუპირებულ სევასტოპოლში ურდოს ფლოტის წინააღმდეგ ჩვენებმა წყალზედა კამიკაძე დრონები გაუშვეს! იყო სერიოზული აფეთქებები; ვნახოთ, გათენდეს, გავიგებთ ახალ ამბებს! აკი გააფრთხილა კიდეც უკრაინის წარმომადგენელმა ნატალია გუმენიუკმა, მორჩა ყირიმში ქვიშაში თამაში, ბავოვნას ანუ აფეთქებების

სეზონი მოდის და მოემზადეთ ურდოსებოო!

აფეთქებები იყო გუშღამ დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში და ურდოსიის ტერიტორიაზე ბელგოროდში!
დიდი კონტრშეტევის დაწყებამდე ჯერ კიდევ დროა. ვინც ნახა ზაპოროჟიეში სანგრებში რა მდგომარეობაა (წელამდე წყალში არიან ჩვენი გმირები), ის კი მიხვდება, რომ სანამ წვიმები არ გადაიღებს და გრუნტი არ გაშრება საკმარისად, რომ მძიმე ტანკები გადაადგილდეს, მანამდე შეტევა არ დაიწყება. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მინიმუმ 1 თვე მაინც არ დაიწყება შეტევა. იმავეს ამბობს ლეგენდარული გენერალი პეტრეუსი. 1 თვე მაინც არის საჭირო, რომ ნიადაგი მზად იყოს დიდი შეტევისთვისო.

ჩვენი #ბუკადეილი უკრაინაში ჯგუფიც მაგ ამინდს შესცქერის. ასე არასდროს ჩავჯდომივარ უკრაინის ამინდებს.

ამსიობაში, მინამ კონტრშეტევა დაწყებულა, სამხრეთში ძაან კაი კაი ამბებია. კი გვითხრა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალერმა, მოთმინება ძვირფასებო, მოთმინებაო, კი გავარდნენ ურდოსიკები და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ოლეშკების ტრაფარეტთან ფოტოები გადაიღეს, მაგრამ ურდოს სამხედრო ბოლგერებიც კი გეოლოკაციით აფიქსირებენ, რომ ჩვენები მიიწევენ ხერსონის ოლქის სიღრმეში და ათავისუფლებენ ახალ-ახალ ტერიტორიებს. ჩვენებმა უკვე დაიკავეს და გამაგრდნენ დაჩების ზონაში, რითაც მიუახლოვდნენ ოლეშკების პერიმეტრს. სამხრეთში დიდი ამბები გვექნება მალე, დიდიიი!

ფრონტის ამბებს რადგან მივადექით, გეტყვით, რომ ყველაზე რთული ვითარება ისევ ბახმუტშია. გვიტევენ ყველა მხრიდან – ჩრდილოეთში ო0506 ტრასის გადასაჭრელად, ცენტრში რკინიგზის ხაზიდან დასავლეთით და სამხრეთში ტ0504 ტრასაზე კონტროლის დასამყარებლად. ტრასები ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ აღარ გამოიყენება მომარაგებისთვის. თუმცა, ბახმუტი არ არის ალყაში და ბახმუტის გარნიზონს უწყვეტად მიეწოდება შეიარაღება და ყველაფერი აუცილებელი თავდაცვისთვის; გეგმიურად ხდება ცოცხალი ძალის როტაცია და დაჭრილების ევაკუირება. გენერალი სირსკი გუშინ ისევ იმყოფებოდა ბახმუტში. მისი განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ კვლავ კონტროლს ექვემდებარება.

მარიინკაშიც ცხელა, მაგრამ არა ისე, როგორც ბახმუტში. დგანან ჩვენები ყოჩაღად დასახლების ცენტრალურ ნაწილში;
ავდეევკა და უჰლედარზეც პზოციური ბრძოლები იყო;

კრემინნასთან არის გარკვეული ინტენსიურობა, მაგრამ არსებითი ცვლილებები ჯერ არ არის, ისევე როგორც პოზიციურობაა შენარჩუნებული სვატოვოსა და კუპიანსკის მიმართულებაზე;
საერთაშორისო რინგზე მაგარი გაილახა საფრანგეთში ჩინეთის ელჩი. ოფიციალურმა პარიზმაც შეუტია, პეკინმა დააფიქსიროს პოზიცია, ეს ელჩის ფრუტუნია თუ პეკინის პოზიციაო;

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა ასევე გამოხატა თავისი კრიტიკული პოზიცია და მოითხოვა სიცხადე პეკინისგან; მოკლედ, თუ რამდენად შარშია პარიზში ჩინეთის ელჩი, სავარაუდოდ დღეს გაირკვევა;

არ ეშვებიან საერთაშორისო მოთამაშეები ჩვენებისთვის მოწოდებებს, მოლაპარაკებები საჭირო იქნებაო; ჩვენების პასუხი იყო: გვაცალეთ ბატონო, დავჩეჩქვავთ ურდოს შეტევებში, გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს და მერე დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან გამარჯვების გასაფორმებლადო;

პუტლერის ჯაგლაგა ლავრაშა ნიუ იორკში ჟურნალისტების გარეშე გაემგზავრა. არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთო, დაიმუქრა პუტლერის ცხენტურა, თქვენ საქმესაც ჩვენ გავაკეთებთო, დაჰპირდა პროპაგანძილებს და გაგაზა ნიუ იორკში.

ბრძოლით კი ებრძვიან დასავლეთს, მაგრამ ჩვენებური რუსეთუმეების არ იყოს, გიჟდებიან ამ ევროპებში და ნიუ იორკებში შოპინგზე, დასვენებაზე და სეირნობაზე.

სანქცირებულ ქმრებსაც კი ეყრებიან, ოღონდ ევროპაში სპაში ჩაეწონ და მაღაზიებში იარონ!

ამიტომაა ეტყობა, რომ ბიზნეს ელიტა და უკვე პოლიტიკურიც სულ უფრო აქტიურად ეძებს კავშირებს უკრაინის სპეც.სამსახურებთან და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, არ უნდათ პუტლერის საფლავში ჩაყოლა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

თიბისის პარტნიორი კომპანიის „ყვარლის ღვინის მარნის “ ახალი სიცოცხლე პანდემიის შემდეგ

თიბისის მხარდაჭერით კომპანიამ „ყვარლის ღვინის მარანი“ პანდემიისგან შექმნილი პრობლემები გადალახა, წარმოება გააფართოვა და ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი სეხნიაშვილი „ყვარლის ღვინის მარანზე“ გვიყვება:

„ვიდრე საკუთარ კომპანიას დავაფუძნებდი, ამ სფეროში მუშაობის დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება მქონდა დაგროვილი და ზუსტად ვიცოდი იმ გამოწვევების შესახებ, რაც ღვინის ბაზარზე და ღვინის ტურიზმში არსებობდა. ეს გამოცდილება დამეხმარა, მოგვენიშნა კომპანიის ნიშა და სეგმენტი.

კომპანია „ყვარლის ღვინის მარანი“ 2017 წელს დავაფუძნეთ. ძველი მარანი გავაახლეთ, ახალი ქვევრები ჩავყარეთ და 2018 წლის სეზონისთვის მომხმარებელს საფერავის, რქაწითელის და მწვანეს ჯიშებისგან, ტრადიციული კახური მეთოდით დამზადებული, მცირე რაოდენობის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები შევთავაზეთ. ამ წელს დაახლებით 8000 ბოთლი ღვინო გამოვუშვით და ძირითადი გათვლა ქართულ ბაზარზე არსებულ უცხოელ მომხმარებელზე გვქონდა.

მომდევნო, 2019 წელს, უკვე 11 სახეობის 30 000 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, მცირე რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე, 30-იოდე მაღალი ხარისხის ღვინის მაღაზიაში ჩავაბარეთ, დიდი ნაწილი კი ექსპორტზე – ავსტრიასა და ჩინეთში გავუშვით.
პირველი ორი წელი ბიზნესი საკმაოდ კარგად აეწყო, თუმცა პანდემია ჩვენნაირი სტარტაპერებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა და ბიზნესის ფუნქციონირება 2 წლით შეაფერხა.
პანდემიის შემდეგ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. დასახმარებლად თიბისის მივმართეთ და მისი მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა სხვა ბანკს ჩავეხსენით და ყველა სამომავლო გეგმაც თიბისის დავუკავშირეთ.
დაწყებული გვაქვს მუშაობა და იგეგმება „მწვანეს“, „წინანდალის“, „ქისის“, „საფერავის“, „რქაწითელის“,“ ალაზნის ველის“, „ქინძმარაულის“, „მუკუზანის“, „მცვივანის“, ასევე ქვევრის ღვინოების – „რქაწითელის“, „ქისის“, „საფერავის“ ჩამოსხმა.

ამ ეტაპზე ევროპული ღვინისთვის საწარმო იჯარით გვაქვს აღებული. სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, შევისყიდოთ ევროპული ღვინის დასამზადებელი ტექნოლოგია და დანადგარები და უკვე საკუთარ საწარმოში ჩამოვასხათ ევროპული ღვინო.

ამჟამად მხოლო საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე ვმუშაობთ. საკუთარი საწარმოს გახსნისა და ევროპული ღვინის რაოდენობის გაზრდის შემდეგ კი ვფიქრობთ დაბალფასიანი სეგმენტის ათვისებასაც.“

(R)

მოსკოვი აჩქარებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსიფიკაციას – ბრიტანული დაზვერვა

კრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციები აიძულებენ მოსახლეობას, მიიღონ რუსეთის ფედერაციის პასპორტები, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი პასპორტებს უკრაინის ოკუპირებული ნაწილების „რუსიფიკაციის“ იარაღად იყენებს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ხერსონში მცხოვრებნი გააფრთხილეს, რომ ისინი, ვინც 2023 წლის 1-ელ ივნისამდე არ მიიღებდნენ რუსულ პასპორტს „დეპორტირებული“ იქნებიან და მათ ქონებას ჩამოართმევენ.

„რუსეთი სავარაუდოდ დააჩქარებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ბიუროკრატიაში ინტეგრაციას, რათა შემოჭრა წარმატებულად წარმოაჩინოს, განსაკუთრებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

“ჩვენმა ყმაწვილებმა გრიგოლ ფერაძე, ახალი ათონი და კინოშედევრი “ჯიმ შვანტე” რომ არ იციან, ვისი ბრალია – გოგა ხაინდრავა

“ჩვენმა ყმაწვილებმა გრიგოლ ფერაძე, ახალი ათონი და კინოშედევრი “ჯიმ შვანტე” რომ არ იციან, ვისი ბრალია  საინტერესოა?!”  -გადაცემა “წიგნის თაროს” ირგვლივ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე წერს:

“წიგნის თარო” – მშვენიერი გადაცემა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ფინალს ვუყურებ და გული მწყდება…

ჩვენმა ყმაწვილებმა მსოფლიო ისტორია ლიტერატურა და ხელოვნება კარგად იციან, შესანიშნავია! მაგრამ გრიგოლ ფერაძე, ახალი ათონი და კინოშედევრი

“ჯიმ შვანტე” რომ არ იციან, ვისი ბრალია, საინტერესოა?!”- წერს გოგა ხაინდრავა.

” მოსამართლეების დასანქცირებაზე მოვისმინოთ მტკიცებულებები”- თეა წულუკიანი

საქართველოს დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და ამ მიდგომაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის მიუღებელი სანქცირებები ხდებოდეს მტკიცებულებების გარეშე, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქართველი მოსამართლეების აშშ-ის მხრიდან დასანქცირებაზე კომენტარისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ეს ერთი. ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში საუკუნეების მანძილზე ჩადებულია ძალიან ბევრი თაობის, ძალიან ბევრი ადამიანის, ქალისა თუ კაცის, სხვადასხვა ასაკის გოგოსა თუ ბიჭის ბევრი სისხლი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ ჩვენ ამ დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და უნდა ვუფრთხილდებოდეთ კიდე უკეთესად. აი, ამ მოფრთხილების მიდგომაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება ის, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის მიუღებელი სანქცირებები ხდებოდეს მტკიცებულებების გარეშე. თორემ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, მზად ვართ, მოვისმინოთ მტკიცებულებები, განვიხილოთ ერთად და ვიმსჯელოთ მათ გარშემო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები არ არსებობს. ზოგიერთი დესტრუქციაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის თუ პოლიტიკოსის მიერ, მჩხიბავობის შედეგად მოპოვებულ სხვადასხვა ინფორმაციასთან უნდა გვქონდეს საქმე, რაც დასანანია. რადგან ჩვენს პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორებს და მასთან ურთიერთობას ზუსტად ისე ვუფრთხილდებით, როგორც საკუთარ სისხლით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა წულუკიანმა.

“საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ.

„ოპოზიცია რაზე წუხს, არ ვიცი, რა ადარდებთ, რატომ არ ვიძიებთ ამ საქმეს? ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული. ჩვენი ოპონენტები რატომ არ ღელავენ კეზერაშვილზე, რატომ არ ამბობენ და აკეთებენ კომენტარს, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ. რატომ არ აკეთებს ის ტელევიზია განცხადებას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით და ასე შემდეგ. ჩვენს კოლეგებს ოპოზიციაში ვურჩევდი, პირველ რიგში, ამ საკითხებით დაინტერესდნენ. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ კანონის ფარგლებში, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა.
ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.
 “სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”, – წერს ზახაროვა
შეგახსენებთ, რუსეთი, 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

“თავის შემცვლელს დეგნანი უმძიმეს მემკვიდრეობას უტოვებს” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანათან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი ელჩის საქმიანობასა და იმ შეცვლილ ურთიერთდამოკიდებულებებს მიმოიხილავს, რაც ბოლო დროს საქართველოსა და ამერიკას შორის ჩამოყალიბდა.

„სავსებით გასაგებია საზოგადოების უნდობლობა და ნეგატიური მოლოდინები საქართველოში აშშ-ის მომავალ ელჩთან დაკავშირებით: „იმასთან შედარებით, კელი დეგნანი „ანგელოზად“ მოგვეჩვენება“ და ა.შ. სავსებით მოსალოდნელია ეს სკეფსისი, მაგრამ საკითხია არასწორად დაყენებული.

ის კი არ არის მთავარი, ვინ ვის და როგორ ჩაანაცვლებს, მთავარი ის არის, აქ რა საზოგადოება დახვდება ამერიკის ნებისმიერ ახალ ელჩს და უნდა დამეთანხმოთ, რომ აშშ-ის ელჩთან ჩვენი საზოგადოების მიდგომა ბოლო ერთ წელიწადში ნამდვილად შეიცვალა. კელი დეგნანისთვის უსიამოვნოდ, გამაღიზიანებლად, მოულოდნელად, მაგრამ შეიცვალა, და ამ ცვლილების „ტრიგერი“ ნამდვილად იყო „ხალხის ძალა“.

ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ კელი დეგნანის შემდგომ სულ რომ განხორციელებული „მონსტრი“ მოგვევლინოს, ჩვენი საზოგადოების „თამასა“ უსამართლობასთან ბრძოლის, სიცრუის მხილების, ცილისწამების უპასუხოდ არდატოვების, ისეთ სიმაღლეზეა აწეული, რომ ასეთ „მონსტრსაც“ კი საქართველოში მივლინება იოლ გასეირნებად ნამდვილად არ ჩაეთვლება და ამ ილუზიაში წინასწარვე ნუ იმყოფება.

თავის შემცვლელს დეგნანი უმძიმეს მემკვიდრეობას უტოვებს. პირველ რიგში – გაკოტრებული, დეგრადირებული, უსარგებლო იდიოტებად ქცეული ოპოზიციური ველის სახით. ამაში აშშ-ის ელჩის დიდი პირადი წვლილიც არის. ის ჩვენი მეხუთე კოლონისთვის ზუსტად იმ ბაგაჟის მწყემსად მოგვევლინა, რა დონის ლიდერსაც წარმოადგენს ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილი.

ამ უკანასკნელს მხოლოდ ინგლისური ენა არ ესმის, ქალბატონ კელის კი – საქართველოს ეროვნული სულისკვეთება. დღეს კელი დეგნანი ქაოსურად ჩქარობს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უკვე ავად სახსენებელი „სტატუსი“ არ მიანიჭებინოს იმ ევროკავშირის მხრიდან, რომლის ლიდერები უკვე თავად ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა მავნებლობას წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკა თავისი პარტნიორების ვასალებად გადაქცევის საქმეში.

კელი დეგნანი გრძნობს, რომ მისი ქვეყნის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ შეიძლება ვეღარ იქონიოს სათავისოდ მოგებიანი ზეგავლენა საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ააგორა „სასამართლო სკანდალი“, ამიტომ აღვივებს „პოლარიზაციას“, ამიტომ ახდენს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ დისკრედიტაციას „დემოკრატიის უკუსვლის“ გზაზე, ამიტომ ემზადება „პრაიდის“ ჩასატარებლად.

მე მესმის ჩემთან კეთილგანწყობილი ოპონენტების პოზიციაც, რომლებსაც არ ესმით, თუ რატომ მაქვს გადამეტებული მოლოდინი ამერიკაში მომავალში რესპუბლიკელების სავარაუდო გამარჯვების, რომლებიც არც ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამოირჩეოდნენ საქართველოსთან მიმართებით ზეკონსტრუქციული მიდგომებით. აგიხსნით: ამერიკაც შინაარსობრივად შეიცვალა მას შემდეგ. იმ საფრთხემ, რომელსაც აშშ-სა და საქართველოშიც ერთი და იგივე ფესვები გააჩნია, ტრამპის შემდეგ იფეთქა BLM-ს მოძრაობის, „თეთრი რასიზმის“, „ტრანსგენდერთა ტერორიზმის“ და სხვა უამრავი სიმახინჯის (გენდერული, რასისტული) გამოვლინებების სახით.

დღეს რესპუბლიკელებს სხვა გზა აღარ რჩებათ, რომ პრაგმატული პოლიტიკით „იდეოლოგიური უკუღმართობის მიდგომები“ ჩაანაცვლონ და ამით პირველ რიგში საკუთარი სახელმწიფო გადაარჩინონ. ამასთან ერთად, საკუთარ მეკავშირეებთან შეცვალონ ურთიერთობები. მათ შორის საქართველოც არის, რომელიც თავის თავს არც ერთ ვარიანტში არ დაკარგავს და საკუთარ ღირსებასა და საბაზისო ფასეულობებს „ლუციფერის“ საბოლოო დამარცხებამდე დაიცავს.

იმის იმედს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები გამოვლენ „ლეთარგიული ძილიდან“ და განთავისუფლდებიან „გენდერული“ და „რასობრივი“ კვაზითეორიებისაგან და ღმერთისა და ოჯახური ფასეულობების მადიდებელ ხელისუფლებებთან საპარტნიორო ურთიერთობებს დაამყარებენ, მაძლევს ამერიკაში მიმდინარე ის სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ასევე მოსწყურდა ამერიკის შელახული ღირსება, მოენატრა ღმერთი და ღვთაებრივი კანონებით შექმნილი სამყარო“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული”- პაველ ჰერჩინსკი კეზერაშვილის საქმეზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ის, ვინც უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნულის შესახებ ჰერჩინსკიმ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

“მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტისთვის” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 425-ე დღე

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 187 080 ჯარისკაცი, 3683 ტანკი, 2849 საარტილერიო სისტემა და 7139 ჯავშანტექნიკა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე მიმართავენ,” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა აღნიშნული მიმართულებებით მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგები განიცადა.

„მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს მარინკას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ასევე დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას რაიონში. ამავდროულად, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და პრასკოვეევკას დასახლებები დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.

სევასტოპოლში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, შეტევა 3.30-ზე განხორციელდა და მასში საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ. ერთი დრონი ანტიუდივერსიულმა თავდაცვამ გაანადგურა, ხოლო მეორე თავისით აფეთქდა.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჭგუფების პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, ყირიმში მყოფი რუსები განგაშის სირენების ხმებს ხშირად გაიგებენ. მისი თქმით, „პლაჟზე სილაში თამაშის დრო დასრულდა“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჭრა მოიგერიოს და გამარჯვებას მიაღწიოს.

„ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ყოველდღიური წარმატებებით, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ოკუპირებული მიწები დაიბრუნონ და თავიანთი ქვეყანა განავითარონ.

უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მისი ქვეყანა იბრძვის და ძლიერდება.

„ვერ აღვწერ სიტუაციას, როგორც კარგს, მაგრამ ვიბრძვით. ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის არმია რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადება.

”ჩვენი არმია ემზადება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იგი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებით ისინი საკუთარ თავსაც უჭერენ მხარს.

„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ასე რომ, მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაგვიჭირეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბალი ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რადგან რუსეთი ამაზე არ გაჩერდება”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საკუთარი სიცოცხლისთვის და არა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის.

“პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, რომლის შეწყალებაც სურს.

„ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში, გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე

ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე. თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასების მიხედვით, ჩანს მხოლოდ სუსტი მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის დახმარებით, შესაძლოა ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს. მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურისის სავაჭრო და ფინანსური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა.

შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები ანალოგიურია ყველა ინდუტრიისა თუ ბიზნესის დონეზე, საუბარია მხოლოდ ჯამურად, მაკროეკონომიკურ შეფასებაზე. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.

თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძლვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს.

რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტით ლარის კურსის პროგნოზთან მიმართებით? თავისთავად, ეს ლარის სამომავლო გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ავტორების შეფასებები ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით სულ მცირე შესაძლოა განსხვავებული იყოს. ასევე, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მომდევნო დაახლოებით 12 თვის პერიოდში, ლარის მართალია შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

R