“ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს ატირდება”- 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
დღეს კვირაცხოვლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა.
საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის მკვდრეთით აღდგომას არ დაიჯერებდა.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.
ეკლესიაში დამკვიდრებული უძველესი ტრადიციის თანახმად, თომას კვირიაკეს სამშაბათს, აღდგომის შემდეგ, პირველად ხდება სასაფლაოებზე გასვლა, რათა ჭირისუფლებმა ამ დღეს ახარონ თავიანთ მიცვალებულებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა.
სწორედ კვირაცხოვლობის დღეს მთავრდება ბრწყინვალე შვიდეული, რომელიც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ერთი კვირის მანძილზე გრძელდება და მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
პანკისის ხეობაში დაკავებულის ახლობლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს უარყოფენ
პანკისის ხეობაში დაკავებულის ახლობლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს უარყოფენ.
უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული, მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი, ლევან დუიშვილი ამბობს, რომ დაკავებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში, არასოდეს შეუმჩნევია.
„იყო ძალიან აქტიური და სოფლისთვის კეთილის მოსურნე, ყველანაირად ცდილობდა კარგი გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა, მასთან შეხებაში არ ყოფილა. 2015 წლიდან ხეობაშია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი შემიმჩნევია“,- ამბობს დუიშვილი.
პაქსაშვილის ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს მის დედასაც. ქალი ამბობს, რომ თბილისში ცხოვრობს და წარსულში შვილის სირიაში ყოფნის თაობაზე არაფერი იცის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში მცხოვრები,მალხაზ პაქსაშვილი, სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა.
კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გამოძიების მასალების მიხედვით, პაქსაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
2013-2015 წლებში, მალხაზ პაქსაშვილი, ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.
დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პასტორი ქრისტესთან შეხვედრის საბაბით მრევლს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდებდა
კენიაში პოლიციამ პასტორ პოლ მაკენზის მიმდევრების ათობით საფლავი აღმოაჩინა. ადგილობრივი ტელეკომპანიის ცნობით, პოლ მაკენზი იყო ქრისტიანული სექტის „კარგი ამბების საერთაშორისო ეკლესიის“ ლიდერი, რომელშიც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შედიოდა. როგორც გამომძიებლებმა გაარკვიეს, სულიერმა წინამძღოლმა დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომლებსაც სურდათ იესოსთან შეხვედრა, რომ ამის მიღწევა შეიძლებოდა შიმშილით სიკვდილით.
20 აპრილს სამართალდამცველებმა პასტორის კუთვნილ მამულში 12 საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი საფლავების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. პოლიცია აგრძელებს იმ ტერიტორიის გაწმენდას, სადაც „სასიხარულო ამბების საერთაშორისო ეკლესია“ მდებარეობს. 20 აპრილს პოლიციამ ასევე იპოვა სამი გადარჩენილი, მათ შორის 16 წლის გოგონა, რომელიც შიმშილისგან უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო.
აღმოჩენილი საფლავებიდან ცხედრების ექსჰუმაცია პარასკევს, 21 აპრილს დაიწყო. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან, რადგან შიმშილით მათი სიკვდილის ალბათობა უფრო მაღალია.
მაკენზის მიმდევრებს შორის სიკვდილის შესახებ პირველი ცნობები 13 აპრილს გამოჩნდა. პოლ მაკკენზი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით ათი ადამიანი ითვლება კულტის მსხვერპლად, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ყველა საფლავის გახსნის შემდეგ დადგინდება.
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სავარაუდოდ, ეს დღე სიახლეებითა და ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. დიდი ხანია, ამაზე ოცნებობთ და დროა, ოცნებების ასრულება დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, მოსალოდნელი რისკები უნდა გათვალოთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება – გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ნერვიულობა მოგიწევთ. გეგმები სწრაფად იცვლება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.
ტყუპები
ვარსკვლავების დახმარებით, ამ დღეს სასურველს ადვილად აღწევთ. იღბალი თქვენს მხარესაა, თქვენ მხოლოდ რთულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება უნდა შეძლოთ. გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ფინანსურ საკითხებზე მუშაობისთვის. დილიდან საქმიან განწყობაზე ხართ და თქვენს ყურადღებას არცერთი უმნიშვნელო წვრილმანი არ ეპარება. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა მოგიწევთ.
ლომი
ნაყოფიერი და დატვირთული დღე გელით. დილიდან უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რაშიც გამოცდილი ადამიანების რჩევა დაგეხმარებათ. გირჩევთ წარსული შეცდომები გაითვალისწინოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.
ქალწული
ზღვარგადასული ოპტიმიზმი სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სიტუაციის ობიექტურ შეფასებაში ხელს გიშლით. გირჩევთ „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები შესაძლოა, ამ დღეს, თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდეს. ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობაზე უარი არ უნდა თქვათ.
სასწორი
ეცადეთ, საკუთარმა სიზარმაცემ დღის აქტიურად და ნაყოფიერად გატარებაში ხელი არ შეგიშალოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ადრე დაწყებული და დავიწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. მეგობრებთან შეხვედრის დროს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
მორიელი
დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა და ცვალებად გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. სამუშაო იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ელოდით, მაგრამ იღბალი თქვენს მხარეზეა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ავადმყოფობის ნებისმიერი სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
მშვილდოსანი
ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და იმოქმედეთ! შეიძლება შედეგს პირველივე ცდაზე ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.
თხის რქა
ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ განსაკუთრებულად მზრუნველი და ყურადღებიანი ხართ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება და თქვენი სიკეთე მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ. ძველი წყენა და გაუგებრობა მალე წარსულში დარჩება და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ დონეს მიაღწევს. ხელსაყრელი გარიგების შედეგად თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება.
მერწყული
იდეებით სავსე ხართ, მაგრამ მათი განხორციელების დრო ჯერ არ მოსულა. გირჩევთ რთული და საპასუხისმგებლო პროექტის დაწყებამდე საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. იგივე ეხება სწავლას ან განათლებას. პირად ურთიერთობებში სრული სიყვარული და ჰარმონია სუფევს.
თევზები
დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მცირე წარუმატებლობამ და იმედგაცრუებამ შეიძლება, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოულოდნელი შემოსავალი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
23 აპრილს აპრილს ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +22 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +16-17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე და +7 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
რუსთავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20-24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
„პირველად, 21 წლის შემდეგ!!! ლუკა კილაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკა კილაძე 15-წლამდე ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონია. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაციია ავრცელებს.
„პირველად, 21 წლის შემდეგ!!! ლუკა კილაძე – მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკამ, 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის!
ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა არიან“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.