ორშაბათი, მაისი 29, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა,,მათ შავ საქმეში სწორედ ის გაიწირა''- მეგრელიშვილი ალექსიძეზე

,,მათ შავ საქმეში სწორედ ის გაიწირა”- მეგრელიშვილი ალექსიძეზე

spot_img

„ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთში რატი ალექსიძე დააკავეს, დიახ ის რატი ალექსიძე რომელიც დღემდე კეზერაშვილის და ირაკლი სვანიძის ახლო მეგობარია,“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მათ შავ საქმეში სწორედ რატი ალექსიძე გაიწირა.

„ქოლცენტრების საქმემ“ კეზერაშვილი გაანულა. იფიქრა, იფიქრა და ისრების ქართული ოცნებისკენ გადმოტანა სცადა, რაც არ გამოვიდა! ქოლცენტრების საქმეზე უცხოეთში რატი ალექსიძე დააკავეს, დიახ ის რატი ალექსიძე რომელიც დღემდე კეზერაშვილის და ირაკლი სვანიძის ახლო მეგობარია.

მათ შავ საქმეში სწორედ ის გაიწირა. ჩასვრილებო, ისრების გადატან გადმოტანა არ გამოგდით. თქვენი მეგობრის, რატი ალექსიძის დაკავებით კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თეთრი ძაფი რომლითაც ამ საქმეს კერავთ. კეზერაშვილო მოემზადე, შენთანაც მოდიან!,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები