Home Blog Page 2217

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 27 აგვისტოს კლდის ნაშალი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.

ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

სექტემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის კანცელარიის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს გამოტოვებს, რომელიც ინდოეთში სექტემბერში ჩატარდება და მის ნაცვლად სამიტის მუშაობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.

ასევე მოდის კანცელარიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს იოჰანესბურგში ჩატარებული BRICS-ის სამიტის შედეგები, ამ ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობა, რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული, თუმცა ინდოეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ხვალ, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ისნის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ხვალ, 30 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, არმაზის ქუჩა N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, ხვალ, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, მეტეხის ქუჩა N16-ს, არმაზის, ირბახის, კონსტანტინე ერისთავის, გურჯაანის, ალაზნის, დუშეთის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, მესხიშვილის, იორის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სართიჭალის, სამრეკლოს, კარდენახის, ახვლედიანის, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, წურწუმიას, კვეზერელი-კოპაძის, ფერიცვალების და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს-ომის 552-ე დღე

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი “ურაგანის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის რეგიონალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა ქალაქი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. ჭურვმა 39 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარ ეზოში საოჯახო საქმეებს ასრულებდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, 72, 73 და 88 წლის ქალები დაშავდნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა კერძო სახლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

სამართალდამცავებმა გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, ისეთ საქმეს გაუმკლავდებით, როგორზეც არასდროს გიოცნებიათ. შეგიძლიათ, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და მხარდაჭერას მიიღებთ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურთან დაკავშირებით მაცდური წინადადება – სავარაუდოდ, გრძელვადიან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება შემოგთავაზონ.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა. თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ მეტს ელოდით და უკმაყოფილო ხართ. იცით, რომ მიზნის მისაღწევად ისეთ ადამიანებთან გაერთიანება მოგიწევთ, რომლებიც არ მოგწონთ და შინაგანად მზად არ ხართ თუნდაც ნაყოფიერი, მაგრამ უსიამოვნო თანამშრომლობისთვის. საქმიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საქმეებში შეფერხებები გელით. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ტყუპები

რთული დღეა, მაგრამ თქვენ სრულად გამოიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ის გთავაზობთ. სამსახურში მნიშვნელოვანი წინსვლა გელით – მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ უჩვეულო ადამიანები გაიცნოთ, რომლებთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება. არ არის გამორიცხული რომანტიკული თავგადასავალი.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ბევრი ახალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო პროექტზე მუშაობაში ჩაერთოთ. ოჯახურ პრობლემებს მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე აგვარებთ, ამიტომ ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს პოულობთ. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო სიახლე გელით.

ლომი

ისედაც რთულ საქმეს თქვენი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უფრო გაართულებს ეცადეთ, სიმშვიდე და საღი აზრი შეინარჩუნოთ, ეს შეცდომებსა და უხერხულ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ახალ შთაბეჭდილებებს ეძებთ, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებული ხართ, მოსაწყენი საქმე აკეთოთ. ყველაზე დაძაბულ წუთებში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე საშუალებას მოგცეთ, რომ წარმატებას ურთულესი დავალებები შეასრულოთ. ამისთვის საკუთარი შესაძლებლობები გადაუჭარბებლად, ობიექტურად უნდა შეაფასოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა – ეცადეთ უფრო რბილი და დამთმობი იყოთ მათთან, ვინც გიყვართ.

სასწორი

ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ და ამ ენერგიის ღირსეულად გამოყენებას შეძლებთ. ინტუიცია რთული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაში, ინტრიგების გამოვლენასა და ამბიციური გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი ახალი საქმე უამრავ პრობლემას და დაბრკოლებას შეეჯახება და ეს თქვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. მოკავშირეებთან ურთიერთობის დამყარება გართულდება. დიპლომატიურობის გამოვლენა მოგიწევთ, რათა სიმშვიდე აღადგინოთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა და ეცადეთ, ეს ფაქტორი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. საშუალება გექნებათ, რომ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიაღწიოთ, რაც მიზნის ასრულებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ, ამიტომ შეიძლება ერთობლივი დასვენებაც მოაწყოთ.

თხის რქა

გასაოცარი შრომისმოყვარეობის დამსახურებით ადვილად აღწევთ იმას, რაზედაც სხვებს ოცნებაც არ შეუძლიათ. მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მაცდური საქმიანი შეთავაზება გელით. ინტუიცია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში კი გირჩევთ, ინიციატივა გამოიჩინოთ – ეს უკეთესობისკენ ცვლილებების დასაწყისი გახდება.

მერწყული

ამ დღეს ერთფეროვანი და უინტერესო სამუშაოს კეთებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ახლოს გყავდეთ ადამიანი, რომელიც თქვენს სამუშაოს შეამოწმებს. ეს დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისთვის. მთავარია, თავი შეიკავოთ ისეთი ხუმრობისგან, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეურაცხმყოფელი ეჩვენოს.

თევზები

ეცადეთ, ამ დღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენით სრულად ისარგებლოთ. საშუალება გექნებათ, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ, რომლებიც მოგებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული და მოვლენებით დატვირთული იქნება. ზოგ თევზს სერიოზული გამოწვევების გადალახვა მოუწევს.

“მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი” – ამინდის პროგნოზი

29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“საბურთალოზე, გაზის მილზე ხანძრის გამო მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა” – თელასი

საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის 26 000 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.

„თბილისში ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კილოვატი სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000-ზე მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ ღამის 3 საათისთვის დასრულდება“, – ნათქვამია „თელასის“ ინფორმაციაში.

“შარლ მიშელის განცხადება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს” – ლევან ხაბეიშვილი

შარლ მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას.

ხაბეიშვილის თქმით, ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს.

„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას, მიუხედავად უთანასწორო, მათ შორის საარჩევნო გარემოსი, მიიღებს სტატუსს.

რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე – ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა.

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა

თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალური წარმომადგენლის, ომერ ჩელიკის განცხადებით, უახლოეს მომავალში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიზიტით სოჭში გაემგზავრება, სადაც რუსულ მხარესთან „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე იმსჯელებს.

ომერ ჩელიკმა არ დააზუსტა, დაგეგმილია თუ არა ერდოღანის შეხვედრა მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან.

სააგენტო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაციით კი, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში გამგზავრებას 8 სექტემბერს გეგმავს, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების მომხრეა, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა და რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა.

“საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია” – გიორგი ვაშაძე

უპრეცედენტო განცხადებაა შარლ მიშელის მხრიდან, საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.

„ეს არის კონსენსუსი ევროპელ ლიდერებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ვადაა – არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. დღეს ხომ ამ ყველაფერს ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და ამ განცხადებაში ესაა ნათქვამი. ფაქტობრივად, ჩამოშორებულია ინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ გამო საქართველო.

გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ვხდებით ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ემიგრანტების დაბრუნებას, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქს, ძლიერ ოჯახებს საქართველოში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ვერანაირი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა.

“საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია” – გიორგი ვაშაძე

უპრეცედენტო განცხადებაა შარლ მიშელის მხრიდან, საქართველოს ადგილი ევროკავშირში განსაზღვრულია, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.

„ეს არის კონსენსუსი ევროპელ ლიდერებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონკრეტული ვადაა – არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ სრულუფლებიანი წევრობა შეგვიძლია მოვიპოვოთ, ყველაზე გვიან 2030 წელს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. დღეს ხომ ამ ყველაფერს ხელს უშლის „ქართული ოცნება“ და ამ განცხადებაში ესაა ნათქვამი. ფაქტობრივად, ჩამოშორებულია ინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ გამო საქართველო.

გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ვცვლით ხელისუფლებას, ვახორციელებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ვხდებით ევროკავშირის წევრი, რაც ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნას, ემიგრანტების დაბრუნებას, ძლიერ სოფელს, ძლიერ ქალაქს, ძლიერ ოჯახებს საქართველოში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ვერანაირი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დიდ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეუშლის ხელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.

„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა მიშელმა.

წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა

წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 118 453 მარიამი. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მარიამი არამეული წარმოშობის სახელია და რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.

„შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“, „მწარე“, „ქალბატონი“, „საყვარელი უფლისა“, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო პირველია.