Home Blog Page 2212

საქართველოში მოსაპოვებელ ბუნებრივ გაზი აუქციონზე იყიდება

საქართველოში მოსაპოვებელ ბუნებრივ გაზი აუქციონზე იყიდება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აუქციონზე 5 მლნ კუბ.მეტრი ბუნებრივი გაზი გამოიტანა. საწყისი ფასი 1000 კუბ.მეტრზე დღგ-ს გარეშე 582.13 ლარია. ბიჯი 5.06 ლარს შეადგნს.

„ბუნებრივი გაზის მყიდველისათვის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან მოპოვების დინამიკასა და ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. ამასთან, „კორპორაცია“ არ იძლევა გარანტიას და/ან არ იღებს ვალდებულებას მოწოდების ჯამურ და/ან შუალედურ (თვის და/ან კვარტლის და/ან სხვა პერიოდის მიხედვით) მოცულობებთან დაკავშირებით“, – წერია აუქციონის დოკუმენტაციაში. ამასთან, საბოლოო ფასი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასურს.

აუქციონი 31 მაისს, 14 საათზე გაიმართება.

,,შეუძლია დაგაზიანოს ისე, რომ ვერ ამოისუნთქო“- ვოლსკი

ჩვენ რომ სანქცია დავუწესოთ, როგორ გგონიათ, რომ რუსეთის ფედერაცია ისეთი რბილია დამოკიდებულებებში და ურთიერთობებში, რომ თვითონ საპირისპირო ნაბიჯს არ გადადგამს თუ როგორ გვესახება მისი ინტერესი?!, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველო, როგორც სატრანზიტო რესურსის ქვეყანა, რომელიც ესოდენ საგანგებოდ მნიშვნელოვანია ევროპისათვის, რასაკვირველია, რუსეთს ენდომება რომ ევროპასთან ურთიერთობის თემა შეაჯანჯღაროს.

მილსადენის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და აქვს თუ არა მას ბერკეტი, რომ ისე გააკეთოს, რომ შენ საერთოდ საინტერესო არ იყო ეკონომიკურად ევროპისთვის. შეუძლია დაგაზიანოს ისე, რომ ვერ ამოისუნთქო“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად აღებას უარყოფს

უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

უკრაინის სამხედრო სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ „როიტერს“ განუცხადა, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინული ქვედანაყოფები ბახმუტში იბრძვიან.

ინფორმაციისთვის, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს.

გიორგი ვოლსკიმ, დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა

ლავროვის შვილის ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორ მეუბნებიან და ის საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

„ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი. როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

,,სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ეს სიყალბე” – „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი

„ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს. ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით მან გააკეთა კომენტარი თბილისი-მოსკოვის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და გამოხატა პოზიცია.

„ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ: არსად, არცერთ ორგანიზაციასთან თუ მედიასაშუალებასთან არ მქონია კომუნიკაცია რუსეთ-საქართველოს ფრენებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არანაირი კომენტარი და შეფასება. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ის სიყალბე, რომლის შედეგად ადამიანებმა გამოხატეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ!

ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროში უბრალოდ არც კი იძებნება, არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა, რომელსაც მე ჩემი საქმიანობით და ცხოვრების წესით მუდმივად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის კომენტარები, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ამ ე.წ. ნიუსის გამოქვეყნებას, შესაბამისად, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩემს როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ რეპუტაციას და არის ტყუილი და ცილისწამება.

ხოლო თუ ვინმესთვის მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, განმარტავ, რომ მე ვარ პროფესიონალი მფრინავი, მრავალი წელია, ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს, ჩემს ქვეყანას და ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი ვალდებულებაა არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ფრენა ყველა ქვეყანაში, სადაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება“, – წერს ირაკლი მეზვრიშვილი.

 

,,ეს და ბევრი სხვა ფაქტი ბრწყინვალედ „გააპრავა“ ამ დღეებში თინათინ ბოკუჩავამ”- ქართველიშვილი

„მე ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, წინანდალში სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ჩაეკოცნა პუტინის პირადი მეგობარი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, როცა სააკაშვილი აშკარად და დაუფარავად ეპირფერებოდა პუტინსა და მის გარემოცვას, დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, პროტესტი არ გამოუთქვამს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% უკვე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. სწორედ ამიტომ მათი პროტესტი უადგილოა მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი არც არსებობს

„მე ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, წინანდალში სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ჩაეკოცნა პუტინის პირადი მეგობარი.

ეს და ბევრი სხვა ფაქტი ბრწყინვალედ „გააპრავა“ ამ დღეებში თინათინ ბოკუჩავამ: „მაშინ სხვა მოცემულობა იყო! მაშინ მხოლოდ საქართველოს 20% იყო ოკუპირებული. ისიც იმიტომ, რომ ქართულმა ჯარმა დაუწყო რუსეთს ეს ომი. ახლა კი – უკრაინის 20%-ია ოკუპირებული! გესმით ეს განსხვავება?! ჩვენი უკრაინის!!!“ ამიტომ დათო ტურაშვილსა და მიხალკოვას ქორწილზე მე არაფერს დავწერ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,,26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი”- ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოშე ვინოკუროვის ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ვინოკუროვი ცნობილი ანტიპუტინისტი და უკრაინის მხარდამჭერია და ამიტომ მისი ქორწილის საქართველოში აღნიშვნას მიესალმება. „მე მივესალმები საქართველოში ცნობილი ანტიპუტინისტის, უკრაინის მხარდამჭერის, ისრაელის მოქალაქის, მომღერლის მოშე შიმონის ძე ვინოკუროვის ქორწილის გადახდას. 26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი, მაგრამ მერე გაჩნდნენ ნაცები… დიდი ალბათობით „საჭირო ნაკოლის“ ავტორი – Яკაა, რომელსაც ალბათ მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტმა და გულმხურვალე პუტინისტმა ვალერი გერგიევმა მიანიშნა, რაზე იქნება დამოკიდებული მორიგი ტრანზაქცია მის საბანკო ანგარიშზე. Яკამაც აიღო და განახორციელა ერთი ზარი „ახლობლებთან“, ოღონდ ამ ჯერზე არა „სასარგებლო იდიოტებთან“, არამედ „სასარგებლო დეგენერატებთან“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

,,ანუ, ყვარელში ქორწილი აქვს ანტიპუტინისტს, ნახეთ მისი “ქავერის” ფოტო?”- ლაშა გეგეჭკორი ( ფოტო)

ყვარელში ქორწილი აქვს ანტიპუტინისტს, ნახეთ მისი “ქავერის” ფოტო, ისრაელის მოქ.მოშე (მიკა) შომონის-ძე ვინოკუროვს (ფოტო1), – ამის შესახებ  სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გეგეჭკორი წერს.

„რაც შეეხება ლავროვს და მისი სიძის „ძმას“: ლავროვის სიძის მამა (მძახალი) არის სემიონ ლეონიდეს-ძე ვინოკუროვი (ფოტო2) და მის ერთადერთ ვაჟს,ალექსანდ სემიონის-ძე ვინოკუროვს ჰყავს მეუღლე,ეკატერინე სერგეის-ასული ლავროვა (ფოტო3). მოკითხვა ნაცებს-ხაბეიშვილს,მელიას, ხოშტარიას და ა.შ,მაგრად გადააბით გვარები და აჭანჭყარებთ ქვეყანას…

„ძნელია ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა,მითუმეტეს მაშინ როცა იქ არ არის”- კონფუცი“, – წერს გეგეჭკორი.

,,ამ ფოტოს წონა რომ ჰქონდეს, თავებში უნდა ჩაარტყა ზოგზოგებს” – ზაალ ანჯაფარიძე ( ფოტო)

„ნიკიტა მიხალკოვი არის კრემლის ერთ ერთი აღიარებული რუპორი. საქართველოში მისი შვილის ქორწილს დაესწრო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რუსეთი ოფიციალურად მტრად და ოკუპანტად გამოცხადებული. ამ დროს ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი ილხენს ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი იდეოლოგის სუფრაზე.“-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

 

„თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია! – ვატო შაქარაშვილი

ვატო შაქარიშვილი – თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია, რომელიც საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად

„თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია! სამარცხვინო არაქართველი“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა, შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად!

„თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია! სამარცხვინო არაქართველი! მტერი, რომელიც საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ვიღაც ბოგანოებს, კოჭს უგორებს, იმათ დამქაშად გადაიქცა და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა, შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად! მისი არჩევანია იყოს კელი დეგნანის მარიონეტი, თანაც უსუსური… ეს კიდევ უფრო მეტად აბოროტებს და ბოღმისგან სისულელეებს ლაპარაკობს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის ფოტოებს აზიარებს და წერს (ფოტო)

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს მწერალ დათო ტურაშვილის ფოტოებს, რომელიც გადაღებულია კრემლში, წითელ მოედანზე მიხალკოვის სიძესთან ერთად.

„ნაცს“, ვაიმწერალ დათო ტურაშვილს მივმართავ – აგვისტოს ომის შემდეგ, 2011 წელს, კრემლის წითელ მოედანზე რომ პოზირებ და მიხალკოვის სიძეს ფარისევლურად ეხუტები, ილიას მაისური როm გაცვია, არ გიტყდება? ახლა გახდი „ქართველი“ და მე-17 სართულიდან გვიკითხავ ლექციებს ქართველობაზე?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

,,გასაგებია ხოშტარიას მოტივაცია, რადგან ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან” – თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის სავარაუდო ქორწილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი წერს, გასაგებია ელენე ხოშტარიას მოტივაცია, რადგან ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან. „ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან. გასაგებია ხოშტარიას დამატებითი მოტივაცია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.