Home Blog Page 2209

“ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ” – მეუფე იაკობი

შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და მონღოლებმა, ვერც რუსეთის იმპერიამ. საქართველოსთან მებრძოლებო, ვერ გაგვტეხთ. ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას.

„ვინ გვეძახის რუსები ხართო, რომლებიც იმას გვეუბნებოდნენ, დაკეტეთ ეკლესიებიო?! თუ რამე ქართული იყო, ყველაფერი რუსებს მისცეს. მართვაშიც კი რუსები ჩამოიყვანეს. ბედუქიძე იყო თუ სხვა, რუსეთის წარმომადგენელი იყო. რომ აქებენ ნიჭიერი კაცი იყოო, რა მივიღეთ მისი ნიჭით?! განათლების სისტემა იმ დროს დაინგრა. რუსული კი ვიცოდით და ინგლისურს გვასწავლიდნენ, ვიღაცების მოჯამაგირეები უნდა ვყოფილიყავით.

ეს არის საქართველო – შაჰ-აბასმაც ვერ გაგვტეხა, ვერც ჯალალედინმა და მონღოლებმა, ვერც რუსეთის იმპერიამ. საქართველოსთან მებრძოლებო, ვერ გაგვტეხთ. ბოლოს და ბოლოს ჩავთვლით, რომ გვებრძვით და ჩვენც შეგვიძლია ბრძოლა. არ ვიმუქრები. არ გაქვთ ავტორიტეტი, ქუჩაში ვერ ივლით.

ლამის, ორჯერ იყო, რევოლუცია მოგიწყვეს, კანდიდატობა არ მოგვცეს, ჩვენი ბრალია, რომ არ მოგვცეს?! უკრაინაში თუნდაც, ახლაც ომია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამ მილიონამდე ქრთამი აიღო და ქვედა რგოლებში რა იქნება. ჩვენ სასამართლოს ხედავენ?! კარგად შეხედონ, მანდ თუ კორუფციაა, სხვაგან რა იქნება. ომის დროს ნებისმიერი ჯარი ფულს შოულობს. ან მოლდოვა – საბჭოთა კავშირიდან გამოსულები არიან თუ – არა, ვერ გამიგია. ჩვენ კულტურაზე წინ ან ფრანგი დგას, ან გერმანელი ან რუსი. უკრაინაში ძალიან დიდ ფულს დებენ, ჩვენც დაგვეხმარონ. უკრაინაში ძალიან დიდ ფულს დებენ ჰო, იმიტომ, რომ თავიანთ უსაფრთხოებას იცავენ.

რუსს ძალა ელევა, 500 მილიონიან ევროპას რა უნდა უყოს, იარაღიც არ აქვს იმათზე მეტი. რუსეთი ფიქრობს, რომ ამათ გამოფიტავს. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთს გამოფიტავენ, თუმცა აშკარაა, რომ რისკენაც წავალთ – ამით არ გაჩერდება, სხვა მასშტაბებზე გადავა. ცდილობენ, მსოფლიოში გარკვეული წესრიგი დამყარდეს და ჩვენ ნუ გვრიყავენ. ჩვენ სამხედრო ძალა არ გვაქვს, სადმე ჩავერიოთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

” ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპის კარი გაგვეხსნას და დავასრულოთ რუსეთის სატელიტად ყოფნა”- გიგი წერეთელი

“საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ოპონენტები დაადანაშაულოს, თითქოს ვინმე ახდენს საბოტაჟს ან აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს, თუმცა რეალურად ის ყველა მისი ქმედებითა და ნაბიჯით შორდება ევროკავშირს”- ასე გამოხმაურა  “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი თბილისის მერის, კახი კალაძის მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველანარიად ცდილობს, რომ ოპონენტები დაადანაშაულოს, თითქოს ვინმე ახდენს საბოტაჟს ან აფერხებს ევრონტეგრაციის პროცესს, თუმცა რეალურად ის ყველა მისი ქმედებითა და ნაბიჯით შორდება ევროკავშირს.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი პრაქტიკულად საწინააღმდეგოა იმ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების, რაც ევროპას აქვს.

„მათი განცხადებებით, მოქმედებებით, ფრენების გახსნით, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობით, იმ ადამიანების რეპრესიებითა და დაკავებებით, ვინც რუსულ ოკუპაციას ებრძვის, ხელისუფლება უფრო და უფრო აჩენს, რომ ის რუსეთთან მოთანამშრომლეა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები თან იხსნებენ წინა პერიოდს, თითქოს რაღაცას ამართლებენ ვიზების მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ იყო სულ სხვა კონტექსტი და მოლოდინი, ალბათ ეს იყო მცდარი პარტნიორების მხრიდანაც, რომ რუსეთი 12 აგვისტოს რაიმე ვალდებულებას შეასრულებდა.

დღეს არის სულ სხვა ვითარება, უკრაინაში არის ომი, საქართველოს აქვს საფრთხეები და საქართველოს ევროინტეგრაციის შანსი აქვს, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროპის კარი გაგვეხსნას და დავასრულოთ რუსეთის სატელიტის მდგომარეობაში ყოფნა“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დასავლურ სანქციებს თავი რომ დავანებოთ , რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში?! – ბოკერია კალაძეზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ სანქცირებული პიროვნებების საქართველოში შემოშვებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მსგავსი ექსკლუზიური უფლება, რომ საქართველოში უნდა შემოუშვან, უცხო ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ აქვს.

„კალაძე იგივე უტიფარ სიცრუეს აგრძელებს, რასაც გავრილოვზე იძახდნენ, რომ ქვეყანაში არ შემოშვების უფლება არ გვქონდაო – ეგ არის სიცრუე, ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ ვინც უნდა, ის შემოუშვას და ვინც არ უნდა, ის არ შემოუშვას.

თავი რომ დავანებოთ დასავლურ სანქციებს, ჩვენი ქვეყნის მტრები რატომ უნდა გვინდოდეს, რომ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში?! ვინმე გვთხოვს თუ არა, მაგას რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ უბრალოდ ტურისტი რუსეთის მოქალაქეები კი არა, ჩვენი მტრები ვინც არიან, იმ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები შემოვიდნენ ქვეყანაში“- თქვა გიგა ბოკერიამ.

“კიდევ ერთხელ მოხდა მათი ნამდვილი სახის ლუსტრირება” -რატი იონათამიშვილი რადიკალებზე

ამ კვირაში ოპოზიციის წევრები ბოიკოტსა და საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულებას უცხადებენ და ამ პროცესშიც კიდევ ერთხელ მოხდა მათი ნამდვილი სახის ლუსტრირება,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია ობიექტური და სანდო კრიტერიუმების უპირატესობით მივიღოთ გადაწყვეტილება. რადიკალური ოპოზიცია ფაქტობრივად ამბობს, რომ მხოლოდ ისეთ ადამიანს დაუჭერს მხარს, ვინც მორჩილებაში იქნება. მათთვის კრიტერიუმები საერთოდ მიუღებელია და არ არსებობს. ამ კვირაში ეს ადამიანები ბოიკოტსა და საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულებას უცხადებენ და ამ პროცესშიც კიდევ ერთხელ მოხდა მათი ნამდვილი სახის ლუსტრირება“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

“გააზრებული უნდა გვქონდეს, რა იქნებოდა ანტირუსული პოლიტიკა” – იაგო ხვიჩია

ჩვენ უნდა ვებრძოდეთ ყველა საშუალებით ჩვენი მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ სიძე-პატარძლისთვის სასტუმროში თავზე დადგომა და ქვეყნის ინტერესების ასე დაცვა, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, საქართველოში რუსეთთან პირდაპირ ფრენებს კი არ უნდა აპროტესტებდნენ, არამედ პრორუსულ პოლიტიკას.

„მე რამის გაპროტესტებას ვერავის დავუშლი და ამას არც ჩემი გაზიარება სჭირდება, მაგრამ პოლიტიკურად სწორი არ მგონია ის, რომ ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკას საფრთხე აქვს, ამას ვაპროტესტებდეთ სასტუმროში ჩამოსული სტუმრების არშესაშვებად. ეს არც ეფექტური და არც სწორი გზა არ მგონია. ჩვენ სინამდვილეში სხვა გზები უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ ფრენებს კი არ ვაპროტესტებდეთ, არამედ პრორუსულ პოლიტიკას და გააზრებული გვქონდეს, რა იქნებოდა ანტირუსული პოლიტიკა. ამის გააზრებით შეიძლება ყველაზე მეტად ამის გაპროტესტება და არა სიძე-პატარძლის სარეცელთან. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს ალტერნატივად ქართველ ხალხს რას სთავაზობს. თორემ „ქოცები“ რომ არასწორი გზით მიდიან, ამას ხალხი ისედაც დაინახავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – შედარებით ნორმალიზებული, თუმცა მაინც მაღალი ეკონომიკური აქტივობა

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებაზე მიუთითებს, თუმცა, წინა წლის აპრილისა და მაისის მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით.

საკუთრივ, ეს შეინიშნება საგარეო ვაჭრობისა და გზავნილების დინამიკაში. ასევე, იმ მიგრანტების გარეშე, რომლებსაც უკვე რეზიდენტის სტატუსი აქვთ მინიჭებული, აპრილში ტურისტული შემოდინებების წლიური ზრდა ძალზედ მაღალია, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები. ამასთან, მიგრაციის ეფექტის მთლიანად გათვალისწინების შემთხვევაში, ზრდის ტემპი აჩქარდა კიდეც.

მთლიანობაში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორებისა და დღგ-ს ბრუნვების წინასწარი მაჩვენებლები მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის უფრო ზომიერ ტემპზე მიუთითებს. ეს დინამიკა, ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისია, რაც გასულ ორშაბათს თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ შეჯამებაშია მოყვანილი. უფრო მეტიც, წინასწარი ინდიკატორები, სრული 2023 წლისათვის ჩვენი ბოლო საბაზო სცენარით გათვალიწინებულ 6%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს.

წმინდა სავალუტო შემოდინებების, ფასებისა და სამუშაო ბაზრის გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, მოლოდინებთან შედარებით მნიშვნელოვანი გადახრა, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე რამდენადმე მაინც მატერიალურად იმოქმედებდა, არ იკვეთება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

(R)

“მერე ისევ მისაღები გახდება რუსული ქორწილები და ფრენები?” – ვატო შაქარიშვილი

გეოპოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ნაც-ლიბერალების დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანასთან. მათ ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი – ძალაუფლება, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი უზრუნველყოფს ამას თუ ამერიკა და რა ფასად! მათთვის სულერთია, ამერიკელების გეგმით და რუსეთის რატიფიცირებით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს 2003 წელს მოხდა თუ ამერიკა შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც ეს 2008 წლის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციით მოხდა, -ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილის თქმით, ნაც-ლიბერალები კი გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ინტერესებით, თუნდაც ეს კონკრეტულ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის განადგურებას იწვევდეს!

„მას შემდეგ, რაც უკანასკნელი დღეების ნაც-ლიბერალურ ისტერიაში ჩართულ ადამიანებს, კიდევ ერთხელ შეახსენეს წარსულში მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, გამოხატული პოზიციები და მიღებული გადაწყვეტილებები, შემოგვთავაზეს ასეთი არგუმენტი, რომ მაშინ(ეს მაშინ არის, როცა თავად მართავდნენ ქვეყანას) განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო, ასე უნდოდა ამერიკას და ჩვენც ამიტომ ვჭიკჭიკებდით სხვანაირადო.
ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სამშობლოს არანაირი განცდა არ აქვთ! რომ ვერ გამოდიან მონური და კოლონიალისტური ცნობიერებიდან! რომ ყოველთვის ისე იფიქრებენ, ისე იტყვიან, ისე მოიქცევიან, როგორც პატრონი, როგორც “დიდი ძმა” ჩასძახებთ, თუნდაც ეს წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს ინტერესებთან!

კი ბატონო, გეოპოლიტიკური ვითარებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება ნაც-ლიბერალების დამოკიდებულება საკუთარ ქვეყანასთან. მათ ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი – ძალაუფლება, არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი უზრუნველყოფს ამას თუ ამერიკა და რა ფასად!
მათთვის სულერთია, ამერიკელების გეგმით და რუსეთის რატიფიცირებით მოვლენ ხელისუფლებაში, როგორც ეს 2003 წელს მოხდა თუ ამერიკა შეუნარჩუნებს ძალაუფლებას, როგორც ეს 2008 წლის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციით მოხდა.

ობამა ან რომელიმე სხვა პრეზიდენტი თუ იტყვის, რომ ამერიკა გადატვირთვის პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან, ამიტომ საქართველოც ვალდებულია დაივიწყოს ჯერ კიდევ სისხლიანი ჭრილობები, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი ომი და ხმა უნდა მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, თურმე ეს გამართლებული ყოფილა! ალბათ, “გადატვირთვის პოლიტიკის” და “განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტის” გამო გაყიდეს სტრატეგიული ობიექტებიც და ამიტომ გადაუფორმეს ქვეყნის რესურსების დიდი ნაწილი რუსებს! აბა იმასაც თუ იტყვიან 2008 წლის ომი სხვისი ინტერესი იყო და ამიტომ ჩავრთეთ ქვეყანა ამ ავანტიურაშიო…

საინტერესოა, თუ თავიდან ბოლომდე, ამერიკის ინტერესებზე უნდა ავეწყოთ და მხოლოდ ისე მოვიქცეთ როგორც ამას მათ მიერ კონსტრუირებული კონტექსტი გვიკარნახებს, მაშინ რად გვინდა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფო ინსტიტუტები…?! მივყვეთ აშშ-ის ადმინისტრაციების განწყობების ცვალებადობას, დაველოდოთ რას გვეტყვიან – გვახსოვდეს თუ დავივიწყოთ სოხუმი და ცხინვალი…

ხშირად ისე ხდება, ამერიკის ფედერალური მთავრობის ინტერესები ვერ ემთხვევა ცალკეული შტატების ინტერესებს და აღნიშნული შტატები არ ერთვებიან ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკების განხორციელებაში. (ამის უამრავი მაგალითია ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური თუ სხვა მიმართულებებით) ნაც-ლიბერალები კი გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს ამერიკის ინტერესებით, თუნდაც ეს კონკრეტულ მოცემულობაში ჩვენი ქვეყნის განადგურებას იწვევდეს!

თავად გვასწავლიან, რომ თურმე გეოპოლიტიკური კონტექსტი ცვალებადია, რაც ერთ რიტორიკულ კითხვას ბადებს – როგორ მოიქცევიან თუ გეოპოლიტიკური კონტექსტი კვლავ შეიცვლება და ამერიკა (ისევე როგორც სხვა დროს არა ერთხელ) დაიწყებს რუსეთთან ურთიერთობების დასტაბილურებას, მერე ისევ მისაღები გახდება რუსული ქორწილები და ფრენები? მერე ისევ დაკარგავს სუნს რუსული ფული? მერე პუტინი აღარ იქნება აგრესორი? მერე ბუჩა და ირპენი..? (სოხუმი და ცხინვალი ისედაც არ სტკივათ და…) მერე როგორ იქნება, მერე?! ამაზე იქნებ გვიპასუხონ!!!“-წერს ვატო შაქარიშვილი.

“როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა” – მეუფე იაკობი

როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „დაბრმავებული რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს ძალიან ცუდად ექცევა“.

„კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთან არ ვიყავით, ისე ძალიან გაჭირდება. ხედავთ როგორი სიტუაციაა. არის ცივილიზაციების ომი. არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე, სხვა დახვეწილი ფორმის, უკვე სხვა იმპერიალიზმი ვუწოდოთ, თავი არ მოვიტყუოთ. უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის, რომ შიშველი ძალით დაეჯახოს. მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. ამხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია რომ ავიღოთ, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდევ აქეთ-იქით იწევდა. დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება. უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად მანამდე საქართველოსთან გზა გახსნილი ჰქონდა.1989 წელსაც შეგვიტია, შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები რომ მოეყვანა სათავეში და საბოლოოდ, ამას მიაღწია. დადგა დრო და ჩვენს ერს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი არ ექცეოდა ისე, როგორც საკუთარ ერს უნდა მოქცეოდნენ და ქართველმა ერმა განაჩენიც გამოიტანა და მოიშორა. ეს არ იყო მარტო არჩევნებით გაშვება, ეს იყო გაგდება და გაძევება. თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო. გითხარით, რომ პირველ რიგში, ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში, იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა, რომელიც ძალიან ცუდად გვექცევა ხოლმე. შეხედეთ დღეს რაც ხდება, რუსეთმა გააუქმა სავიზო შეზღუდვები, აღადგინა ფრენა. რატომ მოხდა ეს? თავიდან ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე? აბა შევხედოთ მსოფლიოში რა ხდება. მინდა უკრაინის ომზე ჩემი შეხედულება გითხართ და სხვებმაც იფიქრონ იმაზე, რა ხდება, ვინ და რატომ იბრძვის უკრაინაში. რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში „არაადამიანური რამ ხდება“, რადგან რუსეთი თავისი შეიარაღებით ქვეყანას ანადგურებს.

„როდის დამთავრდება ომი? ახლა ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს? მაგის ილუზია გვაქვს? თუ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დამთავრდება, მაგით მთავრდება ყველაფერი. სხვა გეგმები არ არის? არ გაგრძელდება სხვაგან? აბა გადავხედოთ. მიზანი იკვეთება თუ არა ნელ-ნელა. ამიტომ, საქართველოსაც მოუწევს დადგომა. სადაც ძალადობაა, იქ დადგომა არ გინდა ხომ. უკრაინას რომ უჭირდა, გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან, მოლაპარაკებაზე მიდის, რომ თავის ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს, ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვვაჭრობთო. ხორბალიც გვინდა და პურიც, სამწუხაროდ, ჩვენ თვითკმარობა არ გვაქვს. დაგვეხმაროს დასავლეთი, უკრაინაში რომ იმდენ ფულს დებს. თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მათგან ვიყიდით. რასაც რუსეთს ვუხდით ფულს, დანამატი რაც იქნება, თვითონ გადაიხადონ და მათგან ვიყიდით. ახლა შეცვალა რუსეთის პრეზიდენტმა რაღაც, ჩვენთან გამოვარდნენ, რა ხდებაო. რა ხდება და შენ ის არ ხარ, 20% რომ ჩააბარე? პირდაპირ ვიტყვი, ჩააბარეს, გაყვეს საქართველო. რუსეთს მისცეს ბაზები და აქეთ არის დანარჩენი საქართველო დარჩენილი. ჩვენ ხომ ჩვენს ძმა აფხაზებთან და ოსებთან არ გვინდა ომი და დავიდარაბა. აბა წარმოიდგინეთ, უკრაინაში რაც ხდება, საქართველოც რომ მოხდეს. რუსეთის ბაზებიდან დანარჩენი საქართველო დაბომბონ და აქედან კიდევ რუსეთის ბაზები. ხომ მარტო საქართველო ნადგურდება? რამდენი კაცი დარჩება საქართველოში მცხოვრები, ამას ხომ უნდა ვუყუროთ“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

“სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარებს” – ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის ნაწილს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას interfax.az ავრცელებს.

„ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომლის ფართობი 86 000 კვადრატული კილომეტრია და ამაში მთიანი ყარაბაღიც შედის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აღიარება ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში მოხდება.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. მანამდე კი ვაშინგტონში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება გაიმართა.

“რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო ” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები.

მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მივესალმებით ამას, არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკ სტატუს ეხმიანება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვაჟის ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებას უარყოფითად აფასებს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.

„ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.

ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სამზარეულოს ტიპის კლუბი თვითკმაყოფილებაშია იმით, რომ თვითილუზიაში ვითომ პროგრესულობითა და ვითომ შემწყნარებლობით. რეალურად კი მსგავსი სუბიექტები ნეოფაშისტები არიან ფსევდოლიბერალიზმის დაძონძილი სამოსით. პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ!“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება შემოვიდეს ქვეყანაში” – კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, მას საქართველოში შემოსვლის სრული უფლება აქვს. ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ თუ რატომ არ ხდება საზღვარზე ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების გათვალისწინება.

„თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კალაძემ.