“სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარებს” – ნიკოლ ფაშინიანი

139
spot_img

„სომხეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის ნაწილს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას interfax.az ავრცელებს.

„ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიას, რომლის ფართობი 86 000 კვადრატული კილომეტრია და ამაში მთიანი ყარაბაღიც შედის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ აღიარება ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში მოხდება.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს. მანამდე კი ვაშინგტონში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება გაიმართა.