Home Blog Page 2198

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით არ არის.

ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს).

შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემურ რეგიონებში) და საქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე – როცა ტკიპები აქტიურდებიან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი – სხვა კლინიკებში. 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ნამკურნალები პაციენტებს შორის არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა კლინიკებში მყოფი 8 პაციენტიდან გარდაიცვალა 3 პაციენტი. შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში გამოვლენილ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%-ს, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია. დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას.

დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები.

ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით. დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

მინდა მივმართო აგრეთვე ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ ვინაიდან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მაღალი ლეტალობით, სასურველია, რომ ამ დაავადებაზე საეჭვო ყველა ავადმყოფი გადაყვანილ იქნეს ინფექციური პროფილის სპეციალიზებულ რეფერალურ კლინიკაში, რომელთაც აქვთ ამ დაავადების მართვის სერიოზული გამოცდილება“, – წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

,,პუტინის ძალაუფლება ამჟამად საკმაოდ სტაბილურია ”-ბრუნო კალი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება ამჟამად საკმაოდ სტაბილურია, მის მიერ შექმნილ სისტემაში არანაირი ბზარები არ ჩანს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომის მეთოდების საჯარო კრიტიკა სისტემისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა კრიტიკის ცალკეული შემთხვევები, მაგალითად, საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხზე, სისტემის მერყეობის ან ჩამოშლის არანაირი ნიშანი ჯერჯერობით არ არსებობს. ჩვენ ვერ ვხედავთ ბზარებს პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში“, – განაცხადა ბრუნო კალმა.

მისივე განცხადებით, რუსეთს ხანგრძლივ პერსპექტივაში ომის წარმოება შეუძლია – მას საკმარისად აქვს როგორც ადამიანური რესურსი, ასევე შეიარაღება და საბრძოლო

,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება”- სუბარი

„დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობა და ხალხებს შორის ურთიერთგაგების აღდგენაა. როგორც კი ვიღაცეებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება. ამის გაკეთება კი შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. „დღეს არის აფხაზეთობა და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს, ვულოცავ. დღეს ძალიან სერიოზული ამბავი დაიწყო სამების საკათედრო ტაძრის ეზოში – სვიმონ კანანელის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც ხუთი, საქართველოს მფარველი წმინდანის სახელობის საკურთხეველი ექნება. ამ ტაძრის მშენებლობას საფუძველი 11 წლის წინ ჩაეყარა და ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. სიმბოლურია, რომ დღეს, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარკვეული იმედები გაჩნდა, ამ ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა. ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ა.შ. ბევრი სპეკულაციაა. მე ერთს ვიტყვი: ჩვენი მიზანი, ოცნება, საქმიანობა, ზრუნვა მიმართულია ერთადერთი რამისკენ – საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, გამთლიანებული სახელმწიფო. დანარჩენი ყველაფერი ამას უნდა ემსახურებოდეს. ნებისმიერი ალიანსი, კავშირი, საგარეო და თუ საშინაო პოლიტიკა ამ ერთი მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული. ვინც ამას არ აკეთებს და სხვა რამეს ამბობს, უბრალოდ, საქართველოს მტერია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება, თუ ხალხებს შორის ნდობა არ აღდგება, თუ არ გავამყარეთ ხიდები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებთან – ოსებთან, აფხაზებთან და ნებისმიერ ადამიანთან, ვინც იქ ცხოვრობს. საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებია, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა სამშობლოა და რომელთაც ეს ქვეყანა უყვართ. ამათ შორის უნდა შევძლოთ ის საერთო ენა დავიბრუნოთ, რომელიც გვქონდა და რომლითაც ეს ქვეყანა ძლიერი და მდიდარი იყო თავის დროზე. ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა. დიდი ხნის წინ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის მშვიდობა და ურთიერთგაგების აღდგენა ხალხებს შორის. როგორც კი ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ თითქოს ომის დაწყებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, ამისკენ მოწოდება დაიწყეს. ეს არის დამღუპველი გზა. ეს ნიშნავს, რომ ვერასდროს ვერ გავუსწორებთ თვალს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და ვერასდროს აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, მშვიდობა არის უალტერნატივო და ვინც სხვა რამეს ფიქრობს, ის საქართველოს მტერია – იმ ადამიანების დაკვეთას ასრულებს, რომელთაც საქართველოში მშვიდობა არ უნდათ და რომელთაც საქართველოს დაქცევა სურთ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ჰავენსს შეხვდა.
დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და სკოტ ჰავენსმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

ვლადიმირ პუტინს დავაკავებთ, თუ ის მოლდოვაში ჩამოვა – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დააკავებენ. ამის შესახებ  მოლდოვის პრეზიდენტმა  Euronews Romania-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, –  უპასუხა მარია სანდუმ ჟურნალისტის შეკითხვას, დააკავებენ თუ არა პუტინს, თუ ის მოლდოვაში ჩავა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების  ორდერი 17 მარტს გასცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

თბილისის მერი გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გრიშაშვილის ქუჩა #23-ში, ახლად მოწყობილი  გრუნტის დამჭერი კედელი და მოსასვენებელი სივრცე დაათვალიერა.

თბილისის მერმა, კრწანისის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოისმინა მათი მოსაზრებები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობას.

„ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას კონკრეტულ მისამართზე ვაპირებთ. მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რასაც მუნიციპალიტეტი და გამგეობები ახორციელებენ.  შესაბამისად, გვინდა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მოსაზრებები, რა არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა რაიონში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.

„მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება ყველა რაიონში, უბანში, სადაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. მოვისმენთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს სხვადასხვა საკითხზე და კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

,,არცერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც წინააღმდეგობაშია საქართველოს ევროპულ მომავალთან“- თალაკვაძე

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, რომლებსაც სურთ, რომ მომავალში ქვეყანა ნახონ განვითარებული, სტაბილური და დემოკრატიული, უნდათ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი მშვიდობა, უსაფრთხოება და მიიღოს დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ძირითადი ყურადღება ამაზე უნდა იყოს გამახვილებული და მოსკოვის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ არჩევანს არ შეცვლის. „რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა თუ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ვერ შეცვლის საქართველოს არჩევანს. საქართველოს თავისი არჩევანი აქვს დაფიქსირებული, როგორც კონსტიტუციაში, ისევე პარტნიორებთან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევასრულოთ ევრო-რეკომენდაციები. არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ, რომელიც წინააღმდეგობაში შედის საქართველოს ევროპულ მომავალთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

,,უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის შემდეგ გახდება”- შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს, ხოლო გამარჯვების შემდეგ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.

„ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, დასრულდება თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად შესვლით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, რადგან ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ევროპაში დღეს მოქმედებს ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპები.

სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  13 მსჯავრდებული შეიწყალა.

9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია.

საერთოდ არ არის ნახსენები რუსული ოკუპაცია, სწორედ ეს არის გარუსების პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების ღალატი – გიგა ბოკერია „აფხაზეთობის“ შესახებ მთავრობის განცხადებაზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს მთავრობა „აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში რუსულ ნარატივს აჟღერებს.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები რუსული ოკუპაცია, “სწორედ ეს არის გარუსების პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების ღალატი”.

მისი თქმით, განცხადებაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია აფხაზ ძმებთან დიალოგზე და ეს გზავნილი ზუსტად ერთი-ერთში ჯდება იმ ნარატივში, რაც წლებია პუტინის რუსეთს აქვს.

„ამას ნებისმიერი ნორმალური მთავრობა ეწინააღმდეგებოდა წარსულში და უნდა ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მომავალში. აფხაზეთში მომხდარი ამბავი იყო არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ სხვადასხვა თემებს შორის ადგილზე არსებული გარკვეული სერიოზული პრობლემების გამოყენება ჩვენი მტრის მხრიდან, რომელმაც დააორგანიზა სამხედრო ინტერვენცია რუსული შეიარაღებული ძალებისა და მათ მიერ შექმნილი კრიმინალური სტრუქტურების დახმარებით, ვინც შემდგომში მოაწყო გენოციდი აფხაზეთში.

როდესაც ჩვენივე მთავრობა დღესაც კი, როცა დაგვიანებით, მაგრამ ძლივს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი სწორი მიმართულებით შეიცვალა რუსეთთან დაკავშირებით, ისევ იმეორებს იმ ნარატივს, რომელიც მტერმა მოგვახვია თავზე 90-იან წლებში, ამას ჰქვია სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინისა და მისი მოკავშირეების ინიციატივით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილი გენოციდი აღიარა.

ის აღნიშნავს, რომ ნორმალური მთავრობის პირობებში, დღეს ამ თემაზე უნდა მიმდინარეობდეს კამპანია ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ყველას შეახსენოს, “რა ჩაიდინა საქართველოში რუსეთმა პუტინამდეც, ვითომ დემოკრატი ელცინის დროს”.

„ეს არის საჭირო პრაგმატულად და მორალურად, რათა წინ წაიწიოს საქართველოს ინტერესი ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც აფხაზეთში ჩაიდინეს რუსებმა. ამის მაგივრად აქცენტი კეთდება აფხაზ თანამოქალაქეებთან დიალოგზე და პირდაპირი ტექსტით წერია, რომ ამაშია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები.

ეს არის სიცრუე, არა ერთადერთი, თუმცა მთავარი პრობლემა იყო, არის და იქნება რუსეთის ფაქტორი, სანამ ის არ განეიტრალდება. გენოციდი მოაწყო რუსეთმა, იქ სხვა სახელმწიფო არ არსებობდა, ვინც ამას დააორგანიზებდა მისი სპეცსამსახურების თუ რეგულარული არმიის ნაწილების მხრიდან. დღეს ეს ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს, ის რეჟიმიც სოხუმშია, არის მარიონეტული.

ყველა ვინც, ამის საწინააღმდეგო აქცენტს აკეთებს პირდაპირ ან ირიბად, საქართველოს ინტერესებს მტრობს და ეს განცხადება არის ამის საბუთი. სწორედ ის იგულისხმება გარუსების პოლიტიკაში, როდესაც მტრის ნარატივს, რაც მას აწყობს, იმას იმეორებ. ამის საპასუხოდ, ყველას მოგიწოდებთ, 28 მაისს „ევროპული საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მოხვიდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

“მადამ პრეზიდენტი ნეფე-პატარძლის ეროვნული ნიშნით დევნას რომ ესალმება და გამარჯვებად აცხადებს, ესაა გზა ევროპისკენ?” -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კახეთში გამართულ აქციას და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩეკისტი ლяკა, ნაცისტები დეკანოიძე, სამადაშვილი, გირჩი ნიფხავჩახდილი და კი-კუს-კლანი ფაშისტების გუნდი არიან!

მადამ პრეზიდენტი სტუმრად ჩამოსულ ტომით ებრაელ და თათარ ისრაელის მოქალაქე ნეფე-პატარძლის ეროვნული ნიშნით დევნას რომ ესალმება და გამარჯვებად აცხადებს, ესაა გზა ევროპისკენ?“ – წერს ხაინდრავა.

,,საქართველოს არცერთი ქვეყნისგან აქვს უსაფრთხოების გარანტიები, რომ ომი არ აქ იქნება”- ჩიბურდანიძე

ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან დღეს, უკრაინის ომის ფონზე 22%-ია, ხოლო ევროპის 33 %, საქართველოსი კი მხოლოდ 0.3%, ტურისტები ამერიკაში უფრო მეტნი მიდიან რუსეთიდან, ვიდრე საქართველოში, სავიზო რეჟიმიც ამერიკისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ქართველებისთვის“, – ამის შესახებ სოციალური ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს არცერთი ქვეყნისგან არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები,რომ საქართველოში ომი არ იქნება.

„პოლიტიკას თავისი თამაშის წესები აქვს. ეს წესები შეიძლება საჭიროების მიხედვით შეიცვალოს, მაგრამ პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს – რაც მიუღებელია ჩემთვის, მიუღებელი უნდა იყოს შენთვისაც, თუკი პარტნიორები ვართ. რუსეთთან მიმართებით დასავლეთის განცხადებები რადიკალურად განსხვავდება მათი ქმედებისგან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დასავლურმა საზოგადოებამ რუსული რეჟიმისგან დისტანცირება მოახდინა და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. პირველი ის, რომ რუსეთმა თავად აღადგინა მის მიერ გაუქმებული ფრენები საქართველოში და მეორე, საინტერესოა, რას გულისხმობს დასავლეთი რუსეთისგან დისტანცირებაში? ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან დღეს, უკრაინის ომის ფონზე 22%-ია, ხოლო ევროპის 33 %, საქართველოსი კი მხოლოდ 0.3%. ტურისტები ამერიკაში უფრო მეტნი მიდიან რუსეთიდან, ვიდრე საქართველოში. სავიზო რეჟიმიც ამერიკისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ქართველებისთვის. ამ მონაცემებით, ვინ უფრო დისტანცირებულია რუსეთისგან, ჩვენ თუ დასავლეთი?

ჯოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთთან ირიბი ურთიერთობები არ შეწყვეტილა. რუსეთისგან პირდაპირ შეისყიდი ნავთობს თუ მისი ნავთობისგან სხვაგან გადამუშავებულ დიზელს, ერთი და იგივეა. გარდა ამისა, ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ ამბობს უარს რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე, ალუმინზე, ფერად ლითონზე, ძვირფას ქვებზე და ა.შ. მივმართავ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მეთიუ მილერს დღევანდელი თქვენი ურთიერთობა რუსეთთან არ არის იმდენად დისტანცირებული, რამდენადაც ჩვენი. თუკი ახლო წარსულში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მოსახლეობაში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება გარკვეული მიზნისთვის, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების პერიოდში, ეს უკვე შეუძლებელია.ხალხი თავად ეცნობა ინფორმაციას და ხედავს რეალობას. თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ის რეალობა, რაშიც საქართველო ცხოვრობს. ჩვენ არცერთი ქვეყნისგან არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები იმაზე, რომ საქართველოში ომი არ იქნება. არ გვაქვს პირობა იმისა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაში ვინმე დაგვეხმარება. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც ძირითადად ჩვენი საზრუნავია. ამიტომ, უსამართლობაა პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან მუქარა იმაზე, რომ შესაძლოა ვიღაც დასანქცირდეს საქართველოში. თუ ვერ ან არ გვეხმარებით, იმის უფლება მაინც მოგვეცით, რომ თავად ვიზრუნოთ ჩვენივე პრობლემების მოგვარებაზე. პარტნიორობა და თანამშრომლობა უკეთეს მომავალს უნდა გვიქადნიდეს და არა უარესს“, – წერს ფეისბუკზე თამარ ჩიბურდანიძე.