Home Blog Page 2196

“ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს” – კალაძე პრეზიდენტზე

ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის მიზანმიმართული წახალისება ხდება.

„თქვენ ალბათ, აკვირდებით პროცესს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა და წახალისება იმისა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ნუ, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციას და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგი ექნება,“ – განაცხადა კალაძემ.

“უკრაინელებმა ბახმუტთან 50 კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს” – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტთან ახლოს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, სამხრეთ ფრონტზე კი 5.2 კვადრატული კილომეტრი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე ბახმუტის მიდამოებში სულ 51 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

„რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით წარმატებას მივაღწიეთ და გასულ კვირას, სამხრეთის მიმართულებით, 5.2 კვ.კმ ტერიტორია გათავისუფლდა “, – აღნიშნა მალიარმა.

მისი განმარტებით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან სამხრეთით, საერთო ჯამში, 260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიაა გათავისუფლებული.

გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს და უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი უნდა გახდეს-ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს. The Telegraph-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ბაიდენი ამ საკითხზე თავად ისაუბრებს.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ვაშინგტონი, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დასახულ ამოცანებს ვერ პასუხობს, კირბიმ განაცხადა, რომ დადგა დრო, ამ საბჭოს არქიტექტურა შეფასდეს. კერძოდ, ვაშინგტონი თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო „უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი“ უნდა გახდეს.

“გამოვიყენებთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რათა ნათლად გამოვხატოთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ” – ჯოზეფ ბორელი

მომავალ კვირას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირი გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და უშიშროების საბჭოს რეფორმის აუცილებლობას, რომლის გადაწყვეტილებებსაც რუსეთი ბლოკავს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს კვირა არის კრიტიკული მომენტი გლობალური და მრავალმხრივი სისტემისთვის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომით რუსეთი, რომელიც არის ბირთვული ძალა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, არღვევს გაერო-ს წესდებას. მიუხედავად გენერალური ასამბლეის არაერთგზის მოწოდებისა, რუსეთი არ აძლევს უშიშროების საბჭოს უფლებას, შეასრულოს თავისი როლი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვაგანაც, რაც საფრთხეს უქმნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთელი სისტემის სანდოობას“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელის თქმით, ეს ომი რჩება უდიდეს საფრთხედ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს გლობალურ კრიზისს.

„ჩვენ გამოვიყენებთ წლევანდელ გაერო-ს მაღალი დონის კვირეულს, რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მსოფლიოს ყველა კუთხის ქვეყნები შემოგვიერთდნენ გაერო-ს წესდების დასაცავად და რუსული ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ბორელი.

“ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა – მიხეილ სააკაშვილი, ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი – სოზარ სუბარი

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოიკვეთა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა  ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი.

„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს. ეს იყო ერთგვარი ტრიგერი, ბიძგის მიმცემი სწორედ სეპარატისტული ძალებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იმ მოძრაობის დაწყებისა, რომელმაც საქართველო მიიყვანა ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით ოკუპაციამდე.

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოქვეყნდა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით.

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს ის რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი, მას უბრალოდ ქარიზმა არ ყოფნის,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პატიმარი, ვის უფლებებსაც ლომჯარია იცავდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა – მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანი ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი. აბსოლუტურად მოგონილი თემაა, თითქოს პატიმრებს ავალებდა ციხის ადმინისტრაცია, რომ როცა ლომჯარია ციხეში შედიოდა დაეწყოთ სტვენა და ხმაური ე.წ. „შუმოკი“. მართლა ძალიან შორს უნდა იყო სახალხო დამცველობისგან, რომ ასე ცუდად გესმოდეს პატიმრის ფსიქოლოგია – ვერავინ აიძულებს პატიმრებს დაუსტვინონ იმას, ვისაც არ უნდათ, რომ დაუსტვინონ,” – აღნიშნა სუბარმა.

კანადა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 24 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის თქმით, კანადა უკრაინის დასახმარებლად 24 მილიონ დოლარს გამოყოფს.

თანხა დიდი ბრიტანეთის მიერ დაფუძნებულ „უკრაინის საერთაშორისო ფონდში“ ჩაირიცხება. ამ თანხით უკრაინა მოკლე და საშუალო დისტანციის ასობით საზენიტო რაკეტას შეიძენს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ჯამური მოცულობა 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი. ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +24, ღამის ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, სადაც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება გორშიც. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი მოსალოდნელი არ არის.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

რუსთავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

“ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არ მივცეთ მოსვენება პუტინს”-ზელენსკი

ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და არ მივცეთ მოსვენება პუტინს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ CBS-ის სატელევიზიო გადაცემაში „60 წუთი“ კომენტარი გააკეთა კონტრშეტევის დროს ნელი პროგრესის შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მცველებმა სულ მცირე მანძილზე წინ წაიწიონ და მოსვენება არ მისცენ რუსეთის პრეზიდენტს.

„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს ასი მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს შესვენების საშუალება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის აღიარებს, რომ კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ჯარები აგრძელებენ წინსვლას.

„ეს რთული ვითარებაა. ვიქნები აბსოლუტურად გულწრფელი თქვენთან. გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი. ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის შეტევა და დავიწყეთ კონტრშეტევა. და მიუხედავად ამისა, ეს არ არის ძალიან სწრაფი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღე ვიაროთ წინ და გავათავისუფლოთ ტერიტორიები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თურქეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები -პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ  თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი  გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები”, – აღნიშნავს პრემიერი.

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები და მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრები გელით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ, როდესაც სასურველ შედეგს მიიღებთ.

საღამოს პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შემცირდება და უმნიშვნელო, მაგრამ შემაწუხებელი სირთულეები გაჩნდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტები.

კურო

დღის დასაწყისი პოზიტიურია. გირჩევთ, ეს დრო მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებისთვის გამოიყენოთ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, ვისგანაც ბევრს ისწავლით.

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ახალი და თამამი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ გიღალატებთ.

დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

კირჩხიბი

მოულოდნელი სირთულეები გელით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ნუ დანებდებით, თუნდაც გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელად განვითარდეს.

ზოგ კირჩხიბს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესი იქნება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ არც ისე ცუდია.

ლომი

ხელსაყრელი დღეა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო დროს თქვენ და თქვენს ახლობლებს გაწუხებთ. გირჩევთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია – საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ.

თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ თავბრუდამხვევი რომანტიკული ისტორიები გელით.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი შეთავაზებები და სამოგზაურო მიწვევა მიიღოთ. სასურველია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აჩქარდეთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონ-დაწონოთ.

ყოველთვის მზად ხართ ახლობლებს დაეხმაროთ, თუმცა ამ დღეს ჩვეულებრივზე ცივად და თავშეკავებულად იქცევით. შეიძლება ეს ვიღაცამ არასწორად გაიგოს, მაგრამ სერიოზული კონფლიქტები ნაკლებად სავარაუდოა.

სასწორი

ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებასაც მოასწრებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო შემთხვევებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.

მორიელი

ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება მიიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ. გირჩევთ, სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ – კარგად გამოცდილი ხერხები საშუალებას მოგცემთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით.

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საღამოს შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ, სადაც აუცილებლად თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.

საღამოს ყველაზე მეტად იმ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, რომლებიც სხვა ადამიანების დახმარებას მოითხოვენ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

თხის რქა

სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ თავად ინიციატივის გამოჩენას არ აპირებთ, სიამოვნებით მიიღებთ შეთავაზებას მეგობრების მონახულებაზე. მთავარია, რომ ეს წინადადება მომდინარეობს ადამიანისგან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

მერწყული

თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა. საშუალება ექნებათ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც გამოცდილებას გაგიზიარებენ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამუშაოსთან, კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.

თევზები

ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციების აყოლა საქმეს უფრო გაართულებს, ამიტომ ნუ დანებდებით.

ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე გმართებთ. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ.

,,ნინო ლომჯარია საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის“ – კობახიძე

„ნინო ლომჯარია საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის ნინო ლომჯარია.

 

„ის არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტია. იგი არის ნაკლებად ქარიზმატული და პოპულარული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. როდესაც მასზე კეთდება აქცენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცები ვერ თვლიან სწორად პროცესებს და მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ საზოგადოების პულსზე ეჭიროთ ხელი. ლომჯარია არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ჩვენ არჩევნების დამაჯერებლად მოგებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე ისაუბრა, აქვს თუ არა ლომჯარიას შანსი მესამე ძალა გახდეს.

 

„თავის დროზე, 2020 წელს, ასეთივე გეგმის ნაწილი იყო „ლელო“. იგი მოაზრებული იყო მესამე ძალად, თუმცა საზოგადოებამ მარტივად გაშიფრა ყველაფერი და საბოლოოდ, „ლელომ“ 3%-ზე მეტი ვერ აიღო და ასეთივე გეგმა იყო გახარია. იქ უფრო კარგი წინაპირობა ჰქონდათ, რადგან გახარია თვეებით ადრე „ქართული ოცნების“ პრემიერი იყო. ყოველ ჯერზე ეს გეგმა ჩავარდა. მით უმეტეს, ლომჯარიათი ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული. არავითარი შანსი არ არის იმის, რომ ლომჯარია შესთავაზო საზოგადოებას როგორც მესამე ძალა“, – განაცხადა კობახიძემ.

,,გაბრაზებული ვარ, იმ ადამიანებზე, ვისაც კიდევ ჰყოფნის უტიფრობა და ედრება მიხეილ სააკაშვილს”- კირკიტაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით კირკიტაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს შენდებოდა ქალაქები, ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა და მოქალაქეები ქვეყნიდან არ მიდიოდნენ უცხოეთში სამუშაოდ.

ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.

კირკიტაძე ამბობს, რომ ყველა ის ბრალდება, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს, ევროპულმა სასამართლომ გააბათილა და არცერთი არ მიიღო.

კირკიტაძე სვამს კითხვას, თუ კორუფცია იყო მათი მმართველობის დროს, როგორ გაიზარდა ბიუჯეტი, როგორ მოიმატა პენსიამ და როგორ შენდებოდა ქალაქები?

“ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, იმ ადამიანებზე, ვისაც კიდევ ჰყოფნის უტიფრობა და ედრება მიხეილ სააკაშვილს, ან ადარებს დღევანდელ და მიხეილ სააკაშვილის პერიოდს, როცა მართლა აღმშენებლობა იყო, როცა მართლა იმედი გაუჩნდა ამ ქვეყნის მოქალაქეს, იქნებოდა ეს პენსიონერი, სტუდენტი ან ადამიანი, რომელსაც შეეძლო შვილი თავისუფლად გამოეშვა ქუჩაში და არ შეშინებოდა იმის, რომ ნარკომანია წალეკავდა, არ შეეშინდებოდა იმის, რაც დღეს საქართველოს და თბილისის ქუჩებში ხდება”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.