
კაიროსა და ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგად, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფა“ გაიხსნა იმ პალესტინებისთვის, ვისაც აშშ-ის პასპორტი აქვს. ამის შესახებ BBC წერს.
Washington Post-ის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ამერიკული პასპორტი აქვთ.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.