Home Blog Page 2196

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. მათ აქვთ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერით – „თავისუფლება პალესტინას, ოკუპაცია დანაშაულია“.

აქციის დაწყებამდე ლონდონის პოლიციამ გაფრთხილება გამოსცა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი მათ დაკავებებს დაიწყებენ.

,,ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს მძევლები ემსხვერპლნენ”- „ჰამასი”

„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ბოლო 24 საათში, 9 მძევალი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

„ეს მოხდა სიონისტების მიერ იმ რაიონების დაბომბვის გამო, სადაც მძევლები იმყოფებიან“, -აცხადებენ ტერორისტები.

ისრაელს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს“. თავიდან 150 ადამიანის გატაცების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა დღეს „ცახალმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში 120 მძევალი იმყოფება.

ეგვიპტემ კორიდორი გახსნა იმ პალესტინელებისთვის, რომლებსაც აშშ-ის პასპორტი აქვთ

კაიროსა და ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგად, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფა“ გაიხსნა იმ პალესტინებისთვის, ვისაც აშშ-ის პასპორტი აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

Washington Post-ის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ამერიკული პასპორტი აქვთ.

დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს.

რომან გოცირიძე ინტერესდება, 2012 წლიდან დღემდე, როდის და რამდენჯერ წარედგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ასევე დეპუტატის კითხვა ეხება იმას, როდის და რამდენჯერ მიაწოფა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მეცნიერების განვითარების შესახებ პროგნოზები და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად შემუშავებული წინადადებები სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ, ოფიციალური დოკუმენტის სახით.

რომან გოცირიძის მესამე კითხვა ეხება იმას, როდის და რამდენჯერ მიაწოდა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ „მთავრობის მეცნიერული მრჩეველის“ ნორმატიული შინაარსის შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული რჩევა, ოფიციალური დოკუმენტის სახით.

ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა – თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე

“ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია”, – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს – სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და  გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა, ხოშტარიამ ორივეში გადააგდო.

“ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია. კვოტებიდან ისე მომასრიალა – გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი: 1) სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო 2) გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა. ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი კეზერა  ელენეს ყველაზე    პრინციპული არჩევანი გამოდგა  ნეტა რატომ? მოკლედ,  ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა -ირაკლი ჩიქოვანი

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის რაც შეიძლება, მეტმა წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ბულგარეთმა მიიღო ფართო დეკლარაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მინისტრთა კაბინეტი.

„ჩვენ ამ მხარდაჭეეის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში, ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი. იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელივანესი. მეორეს მხრივ, დასანანია ის ფაქტი და გარემოება, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები ასე უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნენ ადამიანები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, რომლებიც აკეთებენ არაფერს გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს აძაგებენ და მათ მიმართ ცდილობენ ნეგატიური განწყობის შექმნას ჩვენს სახელმწიფოში. მივიჩნევ, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

“ჰამასის” ისრაელზე თავდასხმას უცხო ქვეყნების 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. კერძოდ, თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე დაჯგუფების შტაბი გახდა, საიდანაც „ჰამასი“ თავის საჰაერო მოქმედებებს მართავს. იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური მურად აბუ მურადი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აბუ მურადი აქტიურად მონაწილეობდა ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისას ტერორისტების ხელმძღვანელობაში, მათ შორის იმ თავდამსხმელების, რომლებიც ისრაელში საჰაერო გზით დელტაპლანებით შეიჭრნენ.

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღამით ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი დაბომბეს.

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მეხუთე არაბული ქვეყანაა, რომელიც ბლინკენმა ბოლო დღეებში მოინახულა და მისი მიზანი „ჰამასსა“ და ისრაელის კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებში გაფართოების პრევენციაა. ბლინკენს სურს არაბულმა ქვეყნებმა დაგმონ „ჰამასის“ ქმედებები და თავშეკავება გამოიჩინონ ისრაელის პასუხთან დაკავშირებით.

თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი ღაზაში დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.

საუდის არაბეთის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში ჩავა, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასა და უსაფრთხო ზონების დაწესებაზე იმსჯელებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ავიაიერიშებს 1 900 ადამიანი ემსხვერპლა, 7 696 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციის ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 614 ბავშვი და 370 ქალია.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მსხვერპლთა რიცხვი 49-ს აღწევს, დაშვებულების რაოდენობა კი, 950-ს აჭარბებს.

„ამ დაბნეულ ხალხს უარესად აბნელებენ.. თურმე სამართლიანად ისჯებიან ებრაელნი.. უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობაა“ – რას წერს პეტრე კოლხი

„ამ დაბნეულ ხალხს ისედაც უარესად აბნელებენ, თურმე სამართლიანად ისჯებიან ებრაელენი,“ – ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში დეკანოზი, პეტრე კოლხი ეხმაურება.

„ზოგიერთი ე.წ. მორწმუნე ირიბად მხარს უჭერს ტერორისტებს და იჯერებს, რომ კონსერვატორების დრო მოვიდა…

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობაა…

თუ რელიგიის და წინასწარმეტყველებების ენაზე ვიმსჯელებთ, მით უმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ისრაელის აღზევების პერიოდი მოდის,“ – წერს პეტრე კოლხი.

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 

ვერძებს ვარსკვლავები ეუბნებიან, რომ ეს არის პასიურობის, სიზარმაცის, ან მატერიალურ სიკეთეებზე მიჯაჭვულობის დღე. ამ დღისთვის, არასასურველია, დაგეგმოთ დამღლელი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მობილობას (მაგალითად, სპორტული შეჯიბრებები), გრძელი მოგზაურობები და ზედმეტად აქტიური კონტაქტები.

კურო

დღეს, კუროები შთაგონებული არიან გუშინდელი სურვილებით. თვითრწმენა ზოგჯერ შეიძლება, ნამდვილ აკვიატებაში გადაიზარდოს. ვარსკვლავები შეახსენებენ მათ, რომ მეტის მიღწევის სურვილი საფრთხეს შექმნის.

ტყუპი

დღეს, ტყუპები შეიძლება, ჩვეულებრივზე ნაკლებად კომუნიკაბელური და მსუბუქები იყვნენ. შესაძლებელია, მადის მომატება. დღე შესაფერისია პასიური დასვენებისთვის. თქვენ არ უნდა მოახდინოთ თქვენი მატერიალური გეგმებისა და ფინანსური მდგომარეობის აფიშირება.

კირჩხიბი

დღეს, ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ, ისარგებლონ მომენტით, მაგრამ არ იცხოვრონ ერთი დღით და არ დაკარგონ მომავლის პერსპექტივა. მეგობრებთან ერთად დასვენება ხელს შეუწყობს სასურველ ცვლილებებს.

ლომი

დღეს, ლომებისთვის პრობლება შეიძლება გახდეს ზღვარგადასული სურვილები. დღე უბიძგებს მადის გაფართოებისკენ და შინაგან ხმას შეუძლია გირჩიოთ,- “არაფერზე უთხრა უარი საკუთარ თავს”. ფრთხილად იყავით, წონასწორობა არ დაკარგოთ!

ქალწული

დღე დადებითად მოქმედებს ქალწულებზე, მათ აძლევს  შთაგონების წყაროს და რწმენას.

სასწორი

ამ დღეს, სასწორისთვის შეუძლიათ, დიდი მოულოდნელი იღბლის მოტანა. შანსი გაჩნდება, დიდი ხნის პრობლემების მოგვარების. რაც შეეხება ბედის საჩუქრებს, ბრმად ნუ აღფრთოვანდებით, კარგად გაერკვიეთ ვინ, რას , რატომ “გჩუქნით”.

მორიელი 

დღეს, მორიელებს ინტუიციურად ესმით ადამიანის ქცევის ბუნება და გრძნობენ სხვა ადამიანების ქცევების ზუსტ არსს. ეს მათ საშუალებას აძლევს, ოსტატურად დაიცვან თავიანთი ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ტერიტორია არასასურველი “შეჭრისაგან”. ნუ დანებდებით ახალ ალიანსში შესვლის ცდუნებას.

მშვილდოსანი 

მშვილდოსანი დღეს ვერ შეძლებს ახლის გაკეთებას ძველის დასრულებამდე და ამას შეიძლება, მთელი დღე დასჭირდეს. არანორმალურმა სიტუაციამ შეიძლება, დაარღვიოს ჩვეულებრივი რეჟიმი , სჯობს, აქტიური კონტაქტები და გასართობი ღონისძიებები დაგეგმოთ.

თხის რქა

დღეს, თხის რქები გარკვეულ უპირატესობას მიიღებენ. შემოქმედებითი კრიზისი, არასტანდარტული პრობლემები წარმატებით დასრულდება. მაგრამ ბევრი მორალური და მატერიალური რესურსი იქნება იქნება საჭირო წარმატებისთვის, რის გამოც შესაძლებელია, ემოციური გადაღლა ან ბიუჯეტის გადახარჯვა.

მერწყული

მერწყულისთვის ეს დღე პოზიტიურია. სიფრთხილით მოვეკიდოთ ამბის გაზვიადებას, თუნდაც ის კეთილ განზრახვაზე იყოს დაფუძნებული.

თევზები

თევზები დღეს გარშემორტყმული არიან არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რომელსაც შეუძლია, აღადგინოს მათი რწმენა და იმედი. გულგატეხილი თევზებისთვის ეს სასარგებლოა აპათიისა და სიზარმაცის დასაძლევად, მეგობრების მოსანახულებლად, დაუგეგმავი არასტანდარტული შოპინგის მოსაწყობად, ან არატრადიციული ეგზოტიკური კერძის დასამზადებლად: ეს ყველაფერი შესანიშნავია პოზიტიური მუხტის მისაღებად.