Home Blog Page 2177

“იმედია, სააკაშვილი ჩამოყალიბდა, რომ არ აწამებდნენ და არც დემენცია სჭირდა” – ირაკლი ქადაგიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ითქვას ერთი რამ, იმედია, ჩამოყალიბდა, რომ მოწამლული აღარ არის, არ აწამებდნენ და არც დემენცია სჭირდა, ყველამ დავინახეთ, რომ სპეკულაციური გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დაზიანებაზე იყო მიმართული, არ შედგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილი ახლა ფიქრობს, რომ აქტიური პოლიტიკის გზას უნდა გაჰყვეს.

„რამდენად თანხვედრაშია მისი ეს სურვილები მის პოლიტიკურ პარტიასთან, ეს კიდევ ცალკე საკითხავი თემაა. რაც შეეხება ამ მისაღებს, ალბათ იქ ძირითადად თუ ვინმე მივა, მივა ის, ვინც მისგან იყო დაჩაგრული და მისი რეჟიმის დროს მიღებულ ამ ტკივილზე პროტესტს გამოთქვამს. ისევე როგორც დღეს აპირებენ მისვლას მის დროს მოკლული და ნაწამები ხალხის მშობლები. ეს არის სააკაშვილის ცალკე პოლიტიკური აქტიურობა, რადგან მას პარტიასთან რეალურად კავშირი გაწყვეტილი აქვს. მისი პარტია რამდენიმე ნაწილად დაშლის პროცესს განაგრძობს. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, რომ ცალკე მიზიდულობის ცენტრი შექმნას ასეთი მოქმედებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს”

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საგარეჯოში მოკლულმა, 14 წლის აითაჯ შახმაროვამ, ქორწინების იძულების მიზნით გატაცების შემდეგ, გაპარვა მოახერხა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედას დაუკავშირდა, თუმცა დედამ და ბიძამ გოგონას გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

უწყებამ იძულებითი ქორწინების ფაქტზე გოგონას დედას და ბიძინას ბრალი წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2023 წლის ზაფხულში,  არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა  14 წლის გოგონას  მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ  დაკმაყოფილა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ,  რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე” ,,თ” და ,,კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

უცხოური ვალუტის კურსი 12 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6960 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6960 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6793 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0167 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8586 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8393 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0193 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში”

მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

“მაქვს პატივი ვუმასპინძლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც მაღალი დონის დელეგაცია ახლავს საქართველოში.

ჩვენ ერებს აკავშირებთ ხანგრძლივი მრავალგანზომილებიანი პარტნიორობა და ძლიერი მეგობრობა.

დიდად მადლობელი ვარ ასეთ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.

“სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც სააკაშვილზე დაელაპარაკება ხალხს” – იაგო ხვიჩია

სჯობს, სოფო ჯაფარიძემ თავისი მისაღები გახსნას, სადაც მიხეილ სააკაშვილზე დაელაპარაკება ხალხს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამით ხალხის ინტერესიც უფრო მაღალი იქნება, აქციები და გაუგებრობებიც თავიდან აცილებული იქნება. ქალბატონ სოფოს ამ თვალსაზრისით ვურჩევდი პროექტში ცვლილების შეტანას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ დღეს იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ხვიჩიას თქმით, საზოგადოებრივ ცენტრს არსებული ფორმით არავითარი აზრი არ აქვს.

„ამ ფორმით არაფერი, მაგრამ თუ გაიხსნება ქალბატონი სოფოს მისაღები, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ილაპარაკებენ, მაშინ შეიძლება, აზრი ჰქონდეს. საზოგადოება ქალბატონ სოფოს გაიცნობს, როგორც ახალ ამომავალ პოლიტიკოსს, ციხეში მყოფი ადამიანის სანახავად რატომ უნდა მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ის არ იმყოფება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოვა

არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღვანდელი დღე სიმბოლურია.

„ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს ყველაფერი, რომ მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოვება ასე წარმოვიდგინო. ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს ოჯახს, თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე მეტად გვიჭირს დღეს იმის დანახვაა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს სწორედ ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ესაა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ენერგია, თუ არადა აქამდე დღემდე არ მოვიდოდით. არ მინდა დღეს ჩვენ ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის. მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, ბევრი ქვეყანა მოიარა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არ არის ერთ ადგილას. ამით ვართ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა არსდროს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა; აქ არის მათთვის პერსპექტივა და არ ჩაიქნევენ ხელს, არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, გასასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს მჭვრეტელები არიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება. ეს ყველაფერი იყო მოცემული… სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ დაგვიტოვა ყველას გასაკეთებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი” – ბექა ოდიშარია

ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ოდიშარია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„ასეთი ფრთიანი გამოთქმა არის, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ამიტომ კაცი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ ალბათ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა. აბა, თავისით რა უნდა გააკეთოს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ?“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

12 ოქტომბრიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

11 ოქტომბერს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, ხოლო 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება – აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება თბილისს, მომდევნო დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

„თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხვალ დილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

“ღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა შესაძლოა, ისრაელი არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში” – ერდოღანი

ღაზაზე უსაფუძვლო თავდასხმებმა, შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ღაზაზე არაპროპორციულმა და უსაფუძვლო თავდასხმებმა, შესაძლოა, ისრაელი მოულოდნელ და არასასურველ პოზიციამდე მიიყვანოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ისრაელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის თუ იქცევა როგორც ორგანიზაცია და არა სახელმწიფო, მას საბოლოოდ დაუწყებენ ისე მოპყრობას, როგორც ორგანიზაციას“, – განაცხადა ერდოღანმა თავისი პარტიის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს, რათა რეგიონი რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანოს „მორევიდან“.

„ყველამ თავი შეიკავოს იმპულსური გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს პალესტინელი ხალხის დასჯას, მათთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტას. როგორც სახელმწიფო, თურქეთი, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, შუამავლობისა და „სამართლიანი არბიტრაჟის“ ჩათვლით, რათა სწრაფად გამოვიყვანოთ ჩვენი რეგიონი ამ მორევიდან“, – განაცხადა ერდოღანმა.

“შალომ! ჩვენო ძმებო, დებო! ჩვენო ძვირფასო და საამაყო ერო!” – ნანა გაგუა

“ისრაელი!

აი, ერი! აი, სახელმწიფო! აი, ხალხი!

ისრაელი!” – ასე ეხმაურება  სოციალურ ქსელში, ის­რა­ელ­ზე „ჰა­მა­სის“ თავ­დას­ხმის ფაქტს, მედიაჰოლდინგ”ჯორჯიან თაიმსის”მთავარი რედაქტორი-ნანა გაგუა.

“მთელს მსოფლიოში გაფანტულია მისი შვილები – ვაჟები და ასულები – მასობრივად ბრუნდებიან მშობლიურ მიწაზე! საკუთარი სამშობლოს ყოველი გოჯის დასაცავად ბრუნდებიან!

მავანთაგან განსხვავებით, ომიდან გასაქცევად და შემდეგ ”უსაფრთხო ქვეყნების” კაფე-ბარების თავზე დასამხობად კი არა და, თავის დადუღებულ სამშობლოში ბრუნდებიან! მტარვალების პირისპირ ლამის ხელჩართულ ბრძოლებში სიცოცხლის ფასად მკერდის მისაშვერად!

შალომ! ჩვენო ძმებო, დებო! ჩვენო ძვირფასო და საამაყო ერო!”- წერს ნანა გაგუა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ”ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ”ალ-აკსას” შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ”რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

“ორბანის ვიზიტში ცუდს ვერაფერს ვხედავ” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ორბანის ვიზიტში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაც უფრო მეტი ლიდერი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში, უკეთესია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„გასაგებია, რომ ორბანის სპეციფიკური რეპუტაცია აქვს, მათ შორის ევროპაში, მაგრამ უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი და რაც უფრო კარგი და ძლიერი მხარდაჭერა გვექნება, თუნდაც ერთი ქვეყნის მხრიდან, მით უკეთესი“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვიქტორ ორბანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დღეს იწყებს. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია.