Home Blog Page 2167

ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა – თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე

“ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია”, – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს – სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და  გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა, ხოშტარიამ ორივეში გადააგდო.

“ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია. კვოტებიდან ისე მომასრიალა – გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი: 1) სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო 2) გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა. ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი კეზერა  ელენეს ყველაზე    პრინციპული არჩევანი გამოდგა  ნეტა რატომ? მოკლედ,  ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა -ირაკლი ჩიქოვანი

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის რაც შეიძლება, მეტმა წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ბულგარეთმა მიიღო ფართო დეკლარაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მინისტრთა კაბინეტი.

„ჩვენ ამ მხარდაჭეეის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში, ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი. იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელივანესი. მეორეს მხრივ, დასანანია ის ფაქტი და გარემოება, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები ასე უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნენ ადამიანები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, რომლებიც აკეთებენ არაფერს გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს აძაგებენ და მათ მიმართ ცდილობენ ნეგატიური განწყობის შექმნას ჩვენს სახელმწიფოში. მივიჩნევ, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

“ჰამასის” ისრაელზე თავდასხმას უცხო ქვეყნების 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. კერძოდ, თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე დაჯგუფების შტაბი გახდა, საიდანაც „ჰამასი“ თავის საჰაერო მოქმედებებს მართავს. იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური მურად აბუ მურადი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აბუ მურადი აქტიურად მონაწილეობდა ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისას ტერორისტების ხელმძღვანელობაში, მათ შორის იმ თავდამსხმელების, რომლებიც ისრაელში საჰაერო გზით დელტაპლანებით შეიჭრნენ.

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღამით ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი დაბომბეს.

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მეხუთე არაბული ქვეყანაა, რომელიც ბლინკენმა ბოლო დღეებში მოინახულა და მისი მიზანი „ჰამასსა“ და ისრაელის კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებში გაფართოების პრევენციაა. ბლინკენს სურს არაბულმა ქვეყნებმა დაგმონ „ჰამასის“ ქმედებები და თავშეკავება გამოიჩინონ ისრაელის პასუხთან დაკავშირებით.

თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი ღაზაში დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.

საუდის არაბეთის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში ჩავა, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასა და უსაფრთხო ზონების დაწესებაზე იმსჯელებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა

ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ავიაიერიშებს 1 900 ადამიანი ემსხვერპლა, 7 696 კი, დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციის ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 614 ბავშვი და 370 ქალია.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მსხვერპლთა რიცხვი 49-ს აღწევს, დაშვებულების რაოდენობა კი, 950-ს აჭარბებს.

„ამ დაბნეულ ხალხს უარესად აბნელებენ.. თურმე სამართლიანად ისჯებიან ებრაელნი.. უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობაა“ – რას წერს პეტრე კოლხი

„ამ დაბნეულ ხალხს ისედაც უარესად აბნელებენ, თურმე სამართლიანად ისჯებიან ებრაელენი,“ – ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში დეკანოზი, პეტრე კოლხი ეხმაურება.

„ზოგიერთი ე.წ. მორწმუნე ირიბად მხარს უჭერს ტერორისტებს და იჯერებს, რომ კონსერვატორების დრო მოვიდა…

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უმძიმესი ფსიქიკური მდგომარეობაა…

თუ რელიგიის და წინასწარმეტყველებების ენაზე ვიმსჯელებთ, მით უმეტეს უნდა ვიცოდეთ, რომ ისრაელის აღზევების პერიოდი მოდის,“ – წერს პეტრე კოლხი.

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 

ვერძებს ვარსკვლავები ეუბნებიან, რომ ეს არის პასიურობის, სიზარმაცის, ან მატერიალურ სიკეთეებზე მიჯაჭვულობის დღე. ამ დღისთვის, არასასურველია, დაგეგმოთ დამღლელი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მობილობას (მაგალითად, სპორტული შეჯიბრებები), გრძელი მოგზაურობები და ზედმეტად აქტიური კონტაქტები.

კურო

დღეს, კუროები შთაგონებული არიან გუშინდელი სურვილებით. თვითრწმენა ზოგჯერ შეიძლება, ნამდვილ აკვიატებაში გადაიზარდოს. ვარსკვლავები შეახსენებენ მათ, რომ მეტის მიღწევის სურვილი საფრთხეს შექმნის.

ტყუპი

დღეს, ტყუპები შეიძლება, ჩვეულებრივზე ნაკლებად კომუნიკაბელური და მსუბუქები იყვნენ. შესაძლებელია, მადის მომატება. დღე შესაფერისია პასიური დასვენებისთვის. თქვენ არ უნდა მოახდინოთ თქვენი მატერიალური გეგმებისა და ფინანსური მდგომარეობის აფიშირება.

კირჩხიბი

დღეს, ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ, ისარგებლონ მომენტით, მაგრამ არ იცხოვრონ ერთი დღით და არ დაკარგონ მომავლის პერსპექტივა. მეგობრებთან ერთად დასვენება ხელს შეუწყობს სასურველ ცვლილებებს.

ლომი

დღეს, ლომებისთვის პრობლება შეიძლება გახდეს ზღვარგადასული სურვილები. დღე უბიძგებს მადის გაფართოებისკენ და შინაგან ხმას შეუძლია გირჩიოთ,- “არაფერზე უთხრა უარი საკუთარ თავს”. ფრთხილად იყავით, წონასწორობა არ დაკარგოთ!

ქალწული

დღე დადებითად მოქმედებს ქალწულებზე, მათ აძლევს  შთაგონების წყაროს და რწმენას.

სასწორი

ამ დღეს, სასწორისთვის შეუძლიათ, დიდი მოულოდნელი იღბლის მოტანა. შანსი გაჩნდება, დიდი ხნის პრობლემების მოგვარების. რაც შეეხება ბედის საჩუქრებს, ბრმად ნუ აღფრთოვანდებით, კარგად გაერკვიეთ ვინ, რას , რატომ “გჩუქნით”.

მორიელი 

დღეს, მორიელებს ინტუიციურად ესმით ადამიანის ქცევის ბუნება და გრძნობენ სხვა ადამიანების ქცევების ზუსტ არსს. ეს მათ საშუალებას აძლევს, ოსტატურად დაიცვან თავიანთი ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ტერიტორია არასასურველი “შეჭრისაგან”. ნუ დანებდებით ახალ ალიანსში შესვლის ცდუნებას.

მშვილდოსანი 

მშვილდოსანი დღეს ვერ შეძლებს ახლის გაკეთებას ძველის დასრულებამდე და ამას შეიძლება, მთელი დღე დასჭირდეს. არანორმალურმა სიტუაციამ შეიძლება, დაარღვიოს ჩვეულებრივი რეჟიმი , სჯობს, აქტიური კონტაქტები და გასართობი ღონისძიებები დაგეგმოთ.

თხის რქა

დღეს, თხის რქები გარკვეულ უპირატესობას მიიღებენ. შემოქმედებითი კრიზისი, არასტანდარტული პრობლემები წარმატებით დასრულდება. მაგრამ ბევრი მორალური და მატერიალური რესურსი იქნება იქნება საჭირო წარმატებისთვის, რის გამოც შესაძლებელია, ემოციური გადაღლა ან ბიუჯეტის გადახარჯვა.

მერწყული

მერწყულისთვის ეს დღე პოზიტიურია. სიფრთხილით მოვეკიდოთ ამბის გაზვიადებას, თუნდაც ის კეთილ განზრახვაზე იყოს დაფუძნებული.

თევზები

თევზები დღეს გარშემორტყმული არიან არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რომელსაც შეუძლია, აღადგინოს მათი რწმენა და იმედი. გულგატეხილი თევზებისთვის ეს სასარგებლოა აპათიისა და სიზარმაცის დასაძლევად, მეგობრების მოსანახულებლად, დაუგეგმავი არასტანდარტული შოპინგის მოსაწყობად, ან არატრადიციული ეგზოტიკური კერძის დასამზადებლად: ეს ყველაფერი შესანიშნავია პოზიტიური მუხტის მისაღებად.

“ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის” – სალომე ზურაბიშვილი

ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„ელჩ ჰადას მეიცადს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ისრაელისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა.

პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისთვის წერილი გადავეცი, რომელიც გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ბოლო მოვლენების გამო.

ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ!” – წერს ზურაბიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ბრძანება ღაზის სექტორიდან ადამიანების ევაკუაციის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უერთდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ბრძანება ღაზის სექტორიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაციის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მასობრივი ევაკუაცია დამღუპველი იქნება პაციენტებისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც დარჩებიან ან დაკავებულები არიან.

„მოსახლეობის თითქმის ნახევარი 18 წლამდე ასაკისაა. საკვების, სუფთა წყლის, ჯანდაცვის სერვისების და თავშესაფრის გარეშე მარაგების შემცირებით ბავშვები, მოზარდები, ხანდაზმულები დაავადებების გაზრდილი რისკის ქვეშ იქნებიან.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ WHO-ს აცნობა, რომ შეუძლებელია საავადმყოფოებიდან დაუცველი პაციენტების ევაკუაცია. დაუცველ პაციენტებს მიეკუთვნებიან ისინი, ვინც მძიმედ არიან დაშავებულები და სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელს სერვისს საჭიროებენ.

საომარი მოქმედებების ფონზე პაციენტების გადაადგილება მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ღაზის ჩრდილოეთით ნაწილში ორ საავადმყოფოში, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვნად გადააჭარბა 760-საწოლზე გათვლილ შესაძლებლობებს. საუბარია ათასობით პაციენტზე, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ასობით არის მძიმედ დაჭრილი და 100-ზე მეტი, რომლებიც საჭიროებენ კრიტიკულ მკურნალობას.

ევაკუაციის შეკუმშული ვადები, რთული სატრანსპორტო ლოგისტიკა, დაზიანებული გზები და უპირველეს ყოვლისა, ტრანსპორტირების დროს დამხმარე ძალის ნაკლებობა ზრდის მათ გადაადგილების სირთულის ხარისხს. სამედიცინო საშუალებების ნაკლებობა უკვე საფრთხეს უქმნის პაციენტებს და აფერხებს ჯანდაცვის მუშაკებს. მარაგის ძირითადი ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წინასწარ იყო ღაზაში გაგზავნილი, უკვე გამოყენებულია.

9 ოქტომბერს, ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ელ-სისის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოამზადა სამედიცინო მარაგი დუბაიში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში და მზად არის მიაწოდოს ეგვიპტეს, არეშში – რაფაჰიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე დაშვების ნებართვის მიღებისთანავე. მარაგი საკმარისი იქნება 300000-ზე მეტი დაჭრილი და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფანი მედიკამენტების შემდგომი და უსაფრთხო მიწოდებისთვის ღაზის ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის. ძალაშია მოწოდება ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის შესახებ სიცოცხლის გადარჩენის მარაგებისა და საწვავის, წყლისა და საკვების მიწოდების შესახებ, სამოქალაქო პირების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით დაცვის მიზნით და საბოლოოდ, საომარი მოქმედებებისა და ძალადობის დასასრულებლად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

სამხრეთ ლიბანში Reuters-ის ჟურნალისტი მოკლეს

სამხრეთ ლიბანში სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი საგანგებო განცხადებაში წე.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ვიდეო ოპერატორის, ისამ აბდალას გარდაცვალების გამო. ისამი „როიტერსის“ ჯგუფის წევრი იყო ლიბანში, რომელიც პირდაპირ სიგნალს გვაწვდიდა ეპიცენტრიდან. ამ საშინელ დროს ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა“, – აღნიშნულია Reuters-ის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, ასევე დაშავებულია Reuters-ის ორი ჟურნალისტი, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი წრიული საველოსიპედე მარშრუტი „გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა“ შეემატა.

24 კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება და მწვანე ტბამდე რიყეთისა და ლოდიძირის იაილებში გადის, სადაც მემთეურების ხის სახლებისა და ულამაზესი პეიზაჟების ნახვაა შესაძლებელი.

მარშრუტის პირველი გაჩერებაა მწვანე ტბა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება  შეუძლიათ. მწვანე ტბაზე შესვენების შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებით.  შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება.

სამთო ველომარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა.

გარდა ველომარშრუტისა, წელს ტურისტული ნიშნულები ასევე დამონტაჟდა მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საოჯახო სასტუმროს ტიპის სახლებთან, ღვინის მარნებთან და კოტეჯებთან.  რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, უკვე დასრულდა ხიხანის ციხეზე ასასვლელი და მირვეთის ჩანჩქერთან მიმავალი ტურისტული ბილიკების მოწყობა. ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება ღომას, ნამეფვარის, ბრილის, ჩალეწილებისა და ლელთის ტბის მიმართულებებზეც.