Home Blog Page 2134

A bust of national hero Mamia Alasania was unveiled in Zugdidi

On May 6, 2023, the bust of the national hero of Georgia, Mamia Alasania, was unveiled in the park named after Merab Kostava in Zugdidi.

The Bust opening was initiated by the State Service of Veteran Affairs and supported by Zugdidi Municipality City Hall. Today, Mamiya Alasania would have turned 80 years old. The event was attended by the Director of the State Service of Veteran Affairs, Major General Koba Kobaladze, First Deputy, Nikoloz Kvezereli, Deputy Jandri Ubiria, Advisor to the Director, Vladimir Imnadze, Mamia Alasania’s son, Irakli Alasania, Mayor of Zugdidi Municipality, Mamuka Tsoprisata, State Trustee of Samegrelo-Zemo Svaneti Deputies, Davit Kukhaleishvili and Davit Verava, Deputy Chairman of the Government of Abkhazia, Anzor Margiani, members of the Parliament of Georgia, representatives of Samegrelo Division of the Regional Management Department of the State Service of Veteran Affairs, and veterans of war and defense forces.

It is worth mentioning that the bust of Mamia Alasania was erected in the park where the busts of the national heroes of Georgia, Merab Kostava and Geno Adamia, and the memorial to the 1924 rebels are located.

Mamia Alasania was born on May 6, 1943, in the village of Anaklia. In the same year, Alasanias’ family moved to Zugdidi. Mamia Alasania graduated from Zugdidi High School No. 1 in 1961. He was a security colonel. He had taken in various management positions since 1974. Later, he was the head of the Security Committee of the South Ossetia Autonomous District. In 1992-93, he was sent to Samegrelo on a special duty.

On September 27, 1993, he was in the building of the Supreme Council of Abkhazia along with Juli Shartava, the Mayor of Sukhumi, Guram Gabeskiria and other members of the Government of Abkhazia on the day of the fall of Sukhumi. The separatists killed Juli Shartava, Guram Gabeskiria and fifty-year-old Mamia Alasania along with their companions. Through the efforts of the International Committee of the Red Cross and the Government of Georgia, the remains of Mamia Alasania, together with the remains of Guram Gabeskiria, were identified and buried with military honors in October 2017 at Dighomi Brothers Cemetery.

Mamia Alasania was awarded the Order of the National Hero of Georgia in 2018.

„არემჯი გოლდმა“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს საჩუქარი გადასცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ შპს „არემჯი გოლდის“ დირექტორს, ჯონი შუბითიძესა და კომერციულ დირექტორს, კახაბერ მჭედლიშვილს უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი „არემჯი გოლდის“ მიერ სამსახურისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სამონტაჟო და ფოტო აპარატურის გადმოცემა იყო.

მათივე ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს „არემჯი გოლდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 16 იანვარს გაფორმდა და მისი მიზანია ურთიერთთანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისთვის სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის ხელშეწყობა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ჩვენ მუდამ მზად ვართ, ჩვენი ვეტერანების თანადგომისთვის. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ჩვენი კომპანიის მხარდაჭერა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ვეტერანების მიმართ, უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს”, – განაცხადა ჯონი შუბითიძემ.

სამსახურის ცნობით, კობა კობალაძემ სტუმრებს და მთლიანად „არემჯი გოლდს“ ვეტერანების მიმართ გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.

მათივე ინფორმაციით, „არემჯი გოლდში“, დღევანდელი მონაცემებით, 100-ზე მეტი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია დასაქმებული.

კობა კობალაძემ და ანდრი კასიანოვმა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრი კასიანოვთან და უკრაინის სამხედრო ატაშესთან, გენერალ-მაიორ სერგეი კრავჩუკთან ერთად, ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

კობა კობალაძე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს უსამძიმრებს.

“დღეს, ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს აგრესორისგან, მტრისგან. ჩვენთვის ეს არ არის უცხო. რაც დამოუკიდებელია ეს ქვეყანა, იმ პერიოდიდან სულ ბრძოლაში, სისხლისღვრაში ვართ. გმირების რაოდენობა კი, ღვთის ნებით, ამ ქვეყანას არ აკლია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს პირველ რიგში, მათ სამშობლოს. საკმაოდ ბევრია იმ ბიჭების რაოდენობა, ვინც უკრაინიდან ჩამოასვენეს და სახელმწიფოს აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რომ სამხედრო პატივით და ღირსებით დაიკრძალონ ისინი. ჩვენთვის ეს არის ტრაგედია, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს სტატისტიკა”,- განაცხადა კობა კობალაძემ.

ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ვეტერანები და მოქალაქეები.

„ლისის ტბაზე, ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი, მიმდინარე წლის 29 აპრილს გაიხსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰელენა კარეირასს შეხვდა, – ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

მთავრობის მეთაურმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ანა ბალთაზარი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

“სამწუხაროა, რომ უკრაინის მიმართ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების სოლიდარობის მიუხედავად, ელჩი დღემდე დანიშნული არ არის”-პაპუაშვილი

ძალიან სამწუხაროა, რომ იმ სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ იჩენს, დღემდე საქართველოში უკრაინის ელჩი არ არის დანიშნული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ თუ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე წინაპირობების დაყენება სწორი არ არის.

„სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იჩენს, სამწუხაროდ, გვაქვს ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი. წინაპირობების დაყენება არ მგონია, რომ სწორი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა. დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

 

რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსთვის! როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? – ზაზა შენგელია

„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია „სტადიო მარადონაზე“ გამართულ დიდ ზეიმს ეხმაურება და წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც საქართველოს დროშით გამოჩნდა „სტადიო მარადონაზე“, ყველაზე დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

„ნეაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლის” გაჩემპიონების ცერემონიალზე, რამხელა ოვაციებით შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა ზურგზე მოსხმული.

იტალიის გარდა ტელესიგნალი მთელს მსოფლიოში გადაიცემოდა. რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსათვის!

როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გავუგებ მათ“, – წერს ზაზა შენგელია.

 

https://www.facebook.com/zaza.shengelia.1/posts/pfbid0cdQJTerywBgyeTL7HQibDjWcD1bk76xZfMHd7NoJirhixBrwQ75qWQ8EQXDVMEXnl

უსაფრთხოების სტანდარტები პარაპლანით ფრენებისთვის – პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.

„პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების  ოდენობას და სხვა.

წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი “ევროპის დღესთან” დაკავშირებით უკრაინაში ჩადის

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, “ევროპის დღის” აღსანიშნავად კიევს ეწვევა, – ინფორმაციას CNN-ი ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 9 მაისს „მეორე მსოფლიო ომში“ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის ნაცვლად „ევროპის დღეს“ აღნიშნავს.

ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც “გამარჯვების დღის“ ერთი დღით ადრე, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება „ევროპის დღეს“, ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთიანობას აღნიშნავს. 9 მაისი არის ისტორიული „შუმანის დეკლარაციის“ წლისთავი. დეკლარაცია 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა წარადგინა და მან ევროპის ქვეყნების გაერთიანებას და დღევანდელი ევროკავშირის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

“ბადრი ესებუა 2008 წლიდან აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” – პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბადრი ესებუა 2009 წლის 27 მაისიდან 1 ივნისამდე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ესებუამ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებს თავად მიაწოდა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, ესებუა 2008 წლიდან დღემდე აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ბრალდების მხარემ ამ გარემოების საქმეზე დართვა მოითხოვა და შუამდგომლობა დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ესებუას სამედიცინო დოკუმენტების ამოღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საკითხზე განჩინების გაცემას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი და ჩანაწერები რომ არსებობდა ვიცოდით. რა თქმა უნდა, ეს მითხრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. ბრალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე არც დაუკითხიათ და არც სამედიცინო დოკუმენტები მოუთხოვიათ, ახლა ითხოვენ მოპოვებას და ჩვენ თანახმა ვართ“, – განაცხადა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

სასამართლო პროცესს ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრებოდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

“სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე”

დავით არახამიას შეუძლია, ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როდესაც ოფიციალურ პოზიციაზე არ იქნება და მის განცხადებებს არავინ შეაფასებს. მისი განცხადებები კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული და თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებასა და წინადადებაში მავნებლობა აქვს ჩადებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადება მასზე.

„დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მისი ქართული წარმოშობა არაფერს ნიშნავს. ეს არის აზრ გამოცლილი ადამიანი, რომელიც ფაქტია, მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე 1945 წელს – უკრაინამ, ბელარუსმა თუ საბჭოთა კავშირმა? – წერს “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი დღემდე დავის საგანია.

“ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა და ხშირად გარკვეულ დავას იწვევს: ზოგი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირმა, ზოგიერთი კი, სსრკ-სთან ერთად, ასახელებს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებს.
მაგრამ ისმება შემხვედრი კითხვა: განა უკრაინა და ბელორუსია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ იყვნენ? განა სსრ კავშირი ერთი საერთაშორისო სამართალსუბიექტი არ იყო?

1944 წელს, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქმნებოდა, წესდების პროექტის თანახმად, ყოველ დამფუძნებელ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ხმა უნდა ჰქონოდა. იოსებ სტალინი, ხედავდა რა იმას, რომ სსრ კავშირი უმცირესობაში მოხვდებოდა, წინადადება წამოაყენა, რომ გაეროს წევრები უნდა ყოფილიყვნენ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებიც – სულ 16 სსრ.
უინსტონ ჩერჩილს უთქვამს:

– მისტერ სტალინ, კარგი ახლა, რანაირი დამფუძნებლები ეგენი იქნებიან, დამოუკიდებლობის ნატამალი არ აქვთო..

იოსებ სტალინს ასეთი პასუხი გაუცია:

– მისტერ ჩერჩილ, თუ არ არიან, იქნებიან, სწრაფად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას მათი დამოუკიდებლობის თაობაზეო და შენ რომ მაგდენი დომინიონი გინდა გაეროს დამფუძნებელი გახადო, მეც ეგრე გავაკეთებო.

მოკლედ, 1944 წლის 28 იანვარს, პირველად გაგანია ომის დროს, ჩატარდა საკავშირო კომპარტიის პლენუმი, რომელზეც მიიღეს დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკების უფლებების გაფართოების შესახებ თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში. დადგენილების მიხედვით, ყოველ მოკავშირე რესპუბლიკაში იქმნებოდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც იმდროინდელი საერთაშორისო სამართლით მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტრუქტურებად მოიაზრებოდნენ.

პლენუმის დადგენილება იურიდიულად გააფორმა სსრკ უმაღლესმა საბჭომ, საბჭოთა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანით.

ანუ ეს ნიშნავდა, რომ 16-ვე მოკავშირე რესპუბლიკა (კარელია-ფინეთის სსრ-ის) ჩათვლით უეცრად “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” გადაიქცნენ.

სხვათა შორის, საქართველოს სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჯერ გიორგი კიკნაძე, შემდეგ მიტროფანე კუჭავა, არჩილ გიგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, რევაზ ფრუიძე, შალვა კიკნაძე, თეიმურაზ გორდელაძე და ბოლოს, გიორგი ჯავახიშვილი (1985-90 წლებში).

დასავლეთმა (ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებმა) კოლექტიურად უარი განაცხადეს მისტერ სტალინის წინადადებაზე, მაგრამ კრემლს მაინც გაუწიეს “შეღავათი” – დათანხმდნენ, რომ გაეროს დამფუძნებლები 1945 წლის 24 ოქტომბერს ყოფილიყვნენ უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ები, როგორც ფაშისტურ გერმანიის განადგურებაში დიდი წვლილის შემტანი რესპუბლიკები.

კონკრეტულად რუსეთის სფსრ გაეროს ოფიციალური წევრი არ ყოფილა, მისი ფუნქციის შესრულება უშუალოდ საბჭოთა კავშირმა იკისრა.

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს დამფუძნებლებად წარმოადგინა ავსტრალია, ინდოეთი, კანადა და ახალი ზელანდია (დომინიონები).

მოკლედ, რადგან იმდროინდელი საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ხოლო დღევანდელი რუსეთი გაეროს წევრი 1990-იან წლებამდე არ ყოფილა, გამოდის, რომ კონკრეტულად ფაშისტურ გერმანიასთან 1941-45 წლების ომში, სახელმწიფოს სტატუსით, გაუმარჯვიათ უკრაინას, ბელარუსს და საბჭოთა კავშირს”, – წერს სიმონ კილაძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1440 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4834 ლარი ღირდა, ევრო – 2.7377 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1321 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 მაისს ამოქმედდება.