Home Blog Page 2131

“ნუ გეშინიათ, უთხარით ახალგაზრდებს ორბელიანის მოედანზე, რომ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების შედეგად შეიქმნა ევროკავშირი”- თამარ ჩიბურდანიძე

ასწავლეთ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის ისტორია. ეს დღეც ჩვენი ისტორიაა, 700 000 ქართველი ებრძოდა ფაშიზმს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ იყო, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ორბელიანის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

მისი თქმით, სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების დამსახურებაა დღევანდელი დღე და ამ დღემ დაუდო საფუძველი ევროკავშირის შექმნას, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა.

„დილიდან ვუსმენ ორბელიანის მოედნიდან რეპორტაჟებს პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ევროპის დღეს აღნიშნავენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვერც ორგანიზატორებისგან და ვერც ახალგაზრდა მუსიკოსებისგან ვერ მოვისმინე ის, რომ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა და სწორედ ამ დღემ დაუდო სათავე ევროკავშირის შექმნას ჯერ ეკონომიკური მიზნით, ხოლო მოგვიანებით სხვა მიმართულებითაც.

ახალგაზრდები აღნიშნავენ ევროპის დღეს და არ იციან, რომ ეს დღე ვერ იქნებოდა ფაშიზმზე გამარჯვების გარეშე. გასაგებია, რომ არ სურთ იმ ზეიმს შეუერთდნენ, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირთან და დღევანდელ რუსეთთან ასოცირდება. მაგრამ რატომ? მეორე მსოფლიო ომში ხომ მილიონობით ევროპელი ებრძოდა ფაშიზმს. ის ებრაელებიც ხომ ევროპელები იყვნენ, რომლებიც ამ სისასტიკემ იმსხვერპლა?

და, რაც მთავარია, დღეს ორბელიანის მოედანზე მისული ახალგაზრდების წინაპრებიც ხომ ამ ომში იბრძოდნენ? მათი ბრძოლის შედეგია 9 მაისი. ვინ იცის, რამდენი მათგანის ოჯახის წევრია დაცემული ქერჩში, სევასტოპოლში, კავკასიის მისადგომებთან თუ სხვაგან.

ასწავლეთ ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის ისტორია. ეს დღეც ჩვენი ისტორიაა, 700 000 ქართველი ებრძოდა ფაშიზმს მაშინ, როდესაც იმ დროისათვის საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონიც კი არ იყო. ეს დღე თავად ამ ახალგაზრდების ოჯახების ისტორიაც არის. მათ საოჯახო ალბომებში აუცილებლად მოიძებნება წინაპრების ფოტოები და შესაძლოა, ბრძოლის ველიდან გამოგზავნილი სამკუთხა წერილებიც კი.

ნუ გეშინიათ, უთხარით დღეს ახალგაზრდებს ორბელიანის მოედანზე, რომ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების შედეგად შეიქმნა ევროკავშირი. რომ არა რაიხსტაგის თავზე აფრიალებული გამარჯვების დროშა, ჩვენ დღეს ევროპის დღეს ვერ ვიზეიმებდით, დღეს ევროპა ფაშიზმის დიქტატურისგან განადგურებული ქვეყნები იქნებოდა. ეს დღე თითოეულ ევროპელს და ქართველს ეკუთვნის, ვინც იცის, რა საფრთხე აირიდა მსოფლიომ თითქმის ერთი საუკუნის წინ.

ვულოცავ ღონისძიების ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ამ გამარჯვების შედეგად შექმნილ ევროპის დღეს! ვულოცავ თავად ევროპას ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.

“RMG Gold” Presented a Gift to the State Service of Veteran Affairs

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, hosted Jonny Shubitidze, Director of “RMG Gold” LLC, and Kakhaber Mchedlishvili, Commercial Director.

According to the State Service of Veteran Affairs, the meeting was aimed to deliver photomontage equipment worthing several thousand GEL by “RMG Gold” to the Service within the framework of the memorandum of cooperation.

According to the same source, the memorandum of cooperation between the State Service of Veteran Affairs and “RMG Gol” LLC was signed on January 16, 2023. The aim of the memorandum of cooperation was to take corporate social responsibility and promote creation of legal and socio-economic basis for ensuring appropriate living conditions and well-being for the veterans of war and defense forces and their family members, the families of those who died for the territorial integrity, freedom and independence of Georgia, those who went missing, those who died due to the injuries received during the war.

It has been mentioned that the parties also discussed the future plans.

“We are always ready to support our veterans. This cooperation, of course, will continue, and our company’s support to the State Service of Veteran Affairs and veterans will take on a larger scale”-  Jonny Shubitidze stated.

Koba Kobaladze thanked the guests and “RMG Gold” as a whole for their support to the veterans and presented mementos of the service. The meeting was also attended by the first deputy director of the State Service of Veterans’ Affairs, Nikoloz Kvezereli, deputies Miron Chigogidze and Jandri Ubiria, director’s advisor, Vladimir Imnadze.

According to them, more than 100 veterans of war and defense forces are currently employed in “RMG Gold”.

“ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით”

ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე უკრაინას დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აწყობს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებული აღლუმი გაიმართა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები იმყოფებიან.

“არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია, მისი განცხადებები კი – უტიფარი” – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია, მისი განცხადებები კი – უტიფარი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არახამიას განცხადებები ადრე უფრო აგრესიული იყო, ახლა კი „მელაკუდობა გადაწყვიტა“.

„[პრემიერმა] კი თქვა „არარაობა“, მაგრამ მე უფრო „უტიფარს“ ვიტყოდი. არ ვიცი, „არარაობა“ „უტიფარი“ რამდენად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა დაგვამცირა, მთელს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ ერთ რამეს მინდა დავაკვირდე და გავაკეთო აქცენტი, არახამია ადრე სხვა თემებზე საუბრობდა, პროცესში ჩართვაზე, საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მისი განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.

„სიმართლე არ დაიმალება და ამას არ სჭირდება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობა“

„სიმართლე არ დაიმალება და ამ სიმართლეს არ სჭირდება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი საგამოძიებო პროცესის ხელის შეშლაა.

„სიმართლე არ დაიმალება და ამ სიმართლეს არ სჭირდება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობა. ეს არის სწორედ ჩვენი ოპოზიციის მიერ სპეციალურად შემოგდებული თემა იმისთვის, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს მთელი დოკუმენტაცია იყოს გამოტანილი საქართველოს უკვე გენერალური პროკურატურიდან, იყოს მოტანილი აქ და შემდეგ ვაფრიალოთ ეს ყველა ოთახში და ყველამ იცოდეს რაზე მუშაობს საქართველოში გამოძიება, ეს ყველაფერი შემდეგ მოხსენდეს მათ ფაშას კვიპროსში თუ ბრიტანეთში ბატონ კეზერაშვილს“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

“მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული”- გიორგი ვაშაძე

ქოლცენტრების“ იმიტირებულ საქმეზე დამატებითი გარემოებები ვლინდება, რაც იმას ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევასა და საქმის გაყალბებაშია ჩართული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ.

„ტვ პირველის“ გადაცემაში მიხეილ არახამიას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი მეუღლე საქართველოში აღარ იმყოფება. ეს ადამიანი არის უმუშევარი და მან საქართველო დატოვა, რაც თავისთავად ქმნის ეჭვს, რომ ის ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე გაიყვანეს ქვეყნიდან და ამის შემდეგ ხდება ჩემს წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა.

იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებული აქვს კომპანია მისამართზე, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. სარეგისტრაციო დოკუმენტებში მესაკუთრის თანხმობა საერთოდ არ იძებნება. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელიც მას არ ეკუთვნის და აღნიშნულ ნომერზე სრულიად სხვა ადამიანი პასუხობს.

13 აპრილს იუსტიციის სახლში რეგისტრირდება კომპანია, რომელსაც მისამართი, სავარაუდოდ, არასწორად აქვს მითითებული და მითითებული აქვს ტელეფონი, რომელიც საერთოდ სხვა პიროვნებას ეკუთვნის.

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, გაასაჯაროოს თუ როდის დატოვა მიხეილ არახამიამ საქართველო. მივმართავ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროებს, გაასაჯაროოს მტკიცებულება, რატომ მოხდა აღნიშნული კომპანიის ფაქტობრივად ყალბ მისამართზე რეგისტრაცია და რატომ მოხდა სარეგისტრაციო დოკუმენტებში ყალბი ტელეფონის ნომერი.

სწორედ ეს მიუთითებს ორკესტრირებულ შეთითხნილ იმ დანაშაულებრივ სქემაზე, რომლის უკანაც მთელი სახელმწიფო სისტემა დგას და რომელიც სამართალდამცავი ორგანოების გამჟღავნებამდე საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს ინფორმაციას აწვდის. რომელიც მავნებლურად, მონაცემების გაყალბებით კვლავ ცდილობს ამ საქმესთან ჩემი და ჩემი ძმის სახელის დაკავშირებას. ყველანი აგებთ პასუხს დანაშაულზე. ამ საქმეს არ მოვეშვები. ეს არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ბრალდება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო სისტემა, რომელიც ხელს უთბობს ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ამით საკუთარ პარტიას აფინანსებს, აფინანსებენ და ითბობენ ხელს მაღალი თანამდებობის პირები და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ, არ გაგივათ.

პირდაპირ ვამბობ – სპეცსამსახურების მიერ არახამიას შერჩევა იმის გამო მოხდა, რომ ჩემი გვარი დავით არახამიასთან დაეკავშირებინათ და ბრალდება შეეთითხნათ. სავარაუდოდ, ეს საწყალი უმუშევარი ადამიანი ფინანსურად სავარაუდოდ დააინტერესეს, კომპანია დაარეგისტრირებინეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ამ ყველაფრის უკან მთელი სახელმწიფო სისტემა დგას“, – განაცხადა ვაშაძემ.

“მან თქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა” – ლევან ნიკოლეიშვილი კეტი პირის განცხადებაზე

ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, კეტი პირიმ დაადასტურა, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოში ეროვნულ იდენტობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს, ევროპის სოციალისტური პარტია მხარს არ დაუჭერს.

„ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა. უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არის, მაგ პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას ჩვენ არ გავახარებთო. დიახ, არ მოგესმათ – ეს თქვა ზუსტად და გარკვევით!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება, მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ – ეს გვაშორებს 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან, უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა, რომლის თანახმადაც ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები.

პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას”,-აღნიშნავს მსხილაძე.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს 8 მაისის სხდომაზე წარედგინა.

“Аремджи Голд” передал подарок Государственной службе по делам ветеранов

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе встретился в ведомстве с директором ООО “Аремджи Голд” Джони Шубитидзе и коммерческим директором компании Кахабером Мчедлишвили.

По информации Государственной службы по делам ветеранов, целью встречи было в рамках меморандума о взаимном сотрудничестве, передача компанией “Аремджи Голд” ведомству монтажной и фотоаппаратуры, стоимостью в несколько тысяч лари.

По их же информации, меморандум о взаимном сотрудничестве между Государственной службой по делам ветеранов и ООО “Аремджи Голд” был подписан 16 января этого года и целью этого меморандума является взаимное сотрудничество в рамках корпоративной социальной ответственности, содействие для создания прочной правовой и социально-экономической основы для достойных условий жизни и благосостояния ветеранам войны и вооруженных сил и членам их семей, а также семьям погибших, без вести пропавших в борьбе за территориальную целостность Грузии, а также семьям погибших, скончавшихся в результате полученных ранений.

В информации ведомства указано, что стороны также обсудили дальней планы. “Мы всегда готовы для оказания содействия нашим ветеранам. Это сотрудничество, разумеется, будет продолжатся и поддержка нашей компании Государственной службе по делам ветеранов и ветеранам примет более масштабный характер”, – заявил Джони Шубитидзе.

По информации ведомства, Коба Кобаладзе поблагодарил гостей и компанию “Аремджи Голд” за оказанное содействие и передал гостям памятные подарки ведомства. На встрече также присутствовали первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов, Николоз Квезерели, заместители директора Мирон Чигогидзе и Джандри Убирия, советник директора Владимир Имнадзе.

По их же информации, по сегодняшним данным в “Аремджи Голд” трудоустроены более 100 ветеранов войны и вооруженных сил.

 

“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა” – აშშ-ს საელჩოს დიდებული არჩევანი!”- გოგა ხაინდრავა

“დიდებული არჩევანი! ასკინკილა ავღანური ეპოპეის გამოძახილი”- გოგა ხაინდრავა ლომჯარიას მოადგილის აშშ-ს საელჩოს მრჩევლად დანიშვნაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება აშშ-ს საელჩოში ყოფილი სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის მრჩევლად დასაქმებას:

“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა”. აშშ-ს საელჩოს დიდებული არჩევანი!

ასკინკილა ავღანური ეპოპეის გამოძახილი. პერსპექტიულ მრჩეველთა სია: გირჩი
შარვალჩახდილი უკუსვლითი შეტევების ოსტატი ლяკა ГРУ-ს მეთოდისტი კიკუ
ქოლცენტრმშენებელი ჭუტა მედიასაროსკიპოთ მცოდნე”- გოგა ხაინდრავა.

“ეს ნეოფაშისტები ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ” – პრემიერი ოპოზიციაზე

ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ, ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება.

„ზურა ჯაფარიძე, რომ ავიღოთ, ეს ადამიანი არის 1 %-იანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, ეგ ცალკე საკითხია, თავის ახალგაზრდებს და მის მიერ შემოკრებილ, თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებებს ვუწოდო სისულელე და უბრალოდ არასერიოზული, ვინაიდან ეს 1%-იანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები, ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს ვერ მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება და ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. აი ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ქვეყანას ესენი მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ახლა ბატონი მეკითხებოდა, რომ არახამიას უნდოდაო, არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა, თქვენ გახსოვთ, თქვა, რომ ჩვენ, ანუ მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.
თქვენ ქართველები ხომ ხართ?! ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ?! ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული?! ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თქვენს ქვეყანაში უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ანუ ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც ხდება, კი უყურებთ უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთსა და იგივეს”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“რუსეთის ფედერაციის არმიამ და ხალხმა დაიწყო „წმინდა ბრძოლა მშვიდობისთვის“ – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, კიმ ჩენ ინმა გამარჯვების დღე მიულოცა პუტინს და რუს ხალხს.

„თბილ მილოცვას გიგზავნით თქვენ, რუსეთის მეგობრულ მთავრობასა და ხალხს იმ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, როდესაც რუსმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა დიდ სამამულო ომში“, – ნათქვამია დეპეშაში. 

კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ „გამარჯვება არის რუსეთის თანდაყოლილი ტრადიცია“ და დასძინა, რომ „ომში გამარჯვების დიდება ისტორიაში დიდხანს გაბრწყინდება, მიუხედავად დროის გასვლისა და თაობების შეცვლისა“.

„ძლიერი და სამართლიანი რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვებისკენ სწრაფვას, რათა ხელი შეუშალოს მტრული ძალების მხრიდან ყოველგვარ პროვოკაციას“, – აცხადებს კიმ ჩენ ინი.