Home Blog Page 2117

“პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ” – მეუფე იაკობი

 

“თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან,” -ასე ეხმაურება მეუფე იაკობი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი

„მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა – პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვერც რუსმა, ვერც ევროპელმა, ვერც ამერიკელმა, ვერც ჩინელმა, ვერც თურქმა, ვერც ირანელმა და ვერც სხვამ იბატონოს ჩვენზე. არ მჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ვიღაცის მონა-მორჩილი იქნება, დაუტკაცუნებენ თითს და ისე მოიქცევა. აბა, ამერიკას გაუბედე და მასე გაუკეთე.

ძალიან ცუდი მიმართვები გვაქვს – ჩვენ ევროპასთან, ევროპას ჩვენთან, ჩვენ ამერიკასთან, ამერიკას ჩვენთან და საბოლოოდ რა მივიღეთ? რაღაც კინკლაობაში გადავიდა, რა. და ვინ გაიხარებს ამით? – გინდა არ გინდა, ეს უცხოეთი რუსის საქმეს აკეთებს, ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს „რევოლუციისთვის იყენებენ“.

„ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან – რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ თუ არ მინდა?!“, – განაცხადა მეუფემ.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ამერიკულმა და ქართულმა მხარემ ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ და წყენები დაივიწყონ.

„მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო. ის წყენები უნდა დაივიწყო, იმიტომ, რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან უნდა ცუდი ურთიერთობა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, არამედ მიგიღონ ევროკავშირში, რა. პოლარიზება ხომ დამთავრდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა

კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ასახელებს. გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა აჭარული, მეგრული, სვანური, გურული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ხაჭაპური.

TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი.  TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.

“გადადექი, წადი სოფელში და მეურნეობას მიხედე”- დარჩიაშვილის რჩევა მურუსიძეს

✍️ “რჩევა მურუსიძეს: განა არ მეცოდები, მეცოდები. მთელი ცხოვრება ნახევარგამტარი იყავი შენს უფროსებსა და ქვემდგომებს შორის.

არაფერი იყო პირადული, უბრალოდ, კარგი ცხოვრება გიყვარდა და გიყვარს. dolche vita. ამიტომ, ახლა გადადექი, წადი სოფელში და მეურნეობას მიხედე. თუ წერა იცი, მემუარები დაწერე, ოღონდ გულახდილი, რომ მერე ისტორიკოსებმა გამოიყენონ. ქართველი ხალხი კი კეთილია – შეგინდობს შენც და იქნებ ათ წელიწადში რომელიმე თოქ შოუშიც გიხილოთ. მოკლედ, ნუ გაჯიუტდები ახლა – ასე აჯობებს,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი.

თიბისისთან პარტნიორობით „ვოკ’ენ’როლი“ ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის

ახლა უკვე ყველა ბათუმელისთვის საყვარელი  „ვოკ’ენ’როლის“  აზიური სამზარეულო ქალაქში პირველად 2020 წელს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზურა ქამაშიძე გვიყვება, დამწყები ბიზნესისთვის პანდემია ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა ყველაფერი გააკეთე ბიზნესის გადასარჩენად, ბათუმის „ვოკ’ენ’როლი“ აამუშავა და თიბისის მხარდაჭერით ფილიალი თბილისშიც გახსნა.

„ბათუმში „ვოკ’ენ’როლამდე“ მსგავსი კვების ობიექტი არ არსებობდა. არადა, აზიური სამზარეულო ყველგან ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი კერძები ძალიან მალე გახდა პოპულარული. მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი მატების შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისშიც გავხსნილიყავით.

თბილისის ფილიალის გახსნისთვის და საჭირო ინვენტარის შესაძენად თიბისის მივმართეთ. თიბისი გვენდო და ვფიქრობ, ჩვენ მისი ნდობა მალევე გავამართლეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოკ’ენ’როლის“  კერძებმა დედაქალაქშიც სწრაფად გაითქვეს სახელი და დღეს უკვე სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე.

რაც სხვა აზიური საკვები ობიექტებისგან განგვასხვავებს, ვფიქრობ, ჩვენი კერძების ხარისხია. მაგალითად, ატრიას ჩვენი შეფ-მზარეულები თავად ამზადებენ. ადგილზე მზადდება ჩვენი ტკბილ-ცხარე, ცხარე თუ ტკბილ-მჟავე სოუსებიც. რეცეპტები, რომლის ბაზაზეც ვმუშაობთ, ცნობილი მზარეულებისგან ვიყიდეთ. მას შემდეგ ვციდლობთ, გემოების თამაშითა და სიახლეების ძიებით ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ.

განსაკუთრებით მოთხოვნადია „ვოკ’ენ’როლის“ საფირმო ნუდლსი, იგივე ატრია. ატრია ბოსტნეულით, ხორცით, კრევეტებით, ზღვის კოქტეილით. მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ასევე, ჩვენს სუშის, როლებსა და ბრინჯიან კერძებსაც.

ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ახალგაზრდები და დასაქმებული ადამიანები არიან. ლანჩის დროს განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან სამსახურიდან გამოსული ადამიანები საგანგებოდ მოდიან ჩვენი კერძების საჭმელად. ვმუშაობთ შეკვეთებზეც.

ამჟამად ბათუმში 7, თბილისის ფილიალში კი 8 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თიბისის მხარდაჭერით უკვე ვგეგმავთ ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის დამატებას.  ახლო მომავალში კი სწრაფი კვების ობიექტიდან რესტორნად გადაკეთებასაც ვფიქრობთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვხვდები, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა შეეგუოს სორთულეებს, ბოლომდე იბრძოლოს, ბევრი იშრომოს და აუცილებლად მიაღწევს მიზანს.“

 

 

 

შესაძებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის – დარეგისტრირდი Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30

Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 3განაცხადის შევსება 15 აპრილამდეა შესაძლებელი. თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო უკვე მეხუთე წელია არჩევს ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სიას, მათი წარმატების, შრომის, ენთუზიაზმისა და გამბედაობის დასაფასებლადპროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში, ხოლო ფორბსის ეს აღიარება მათ კიდევ მეტის გაკეთების სტიმულს აძლევს.

თიბისი პროექტის მთავარი  პარტნიორია და გალფთან ერთად მხარს უჭერს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან ბარიერებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობს მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი კარგი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ს ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.” ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia” & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.” ამბობს გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

Forbes 30 under 30 გლობალური პროექტია, რომელსაც წარმატებული ახალგაზრდების ინდივიდუალური აღიარებით საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ეს პროექტი მონაწილეებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ არა მხოლოდ საკუთარიტ, არამედ საქართველოს სახელი.

შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდი forbes-ის 30 წლამდელთა ახალგაზრდა ლიდერების სიას, აპლიკაციების შევსება 15 აპრილამდე გრძელდება, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულსპროექტის ორგანიზატორი „კონსიერჟ თბილისია”

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილ საბურავებს Tegeta Green Planet გაიტანს

,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი მზად არის დედაქალაქის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავები გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბაროს.

თბილისის შემოვლით გზაზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ნარჩენების გატანის შესახებ ,,თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მზად ვართ დაბინძურებული ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება ავიღოთ. ჰოლდინგის შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet საავტომობილო ნარჩენებს  გაიტანს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარებს.

საწარმოებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოხდება.

“უდანაშაულო ადამიანებს ბრალი დასდეთ!”- გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„პანდორას ყუთი გახსენით, ქალბატონო დეგნან, ისეთი სიმყრალე ამოვა ინანებთ! აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ცილის მწამებლად აქციეთ! საკუთარი მისია კრახით დაამთავრეთ რეგიონში აშშ-ის ერთადერთ მეგობარ და დასაყრდენ ხალხს შეურაცხყოფა მოგვაყენეთ! უდანაშაულო ადამიანებს ბრალი დასდეთ! სამართლებრივად მოგეკითხებათ!“, – წერს ხაინდრავა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – ომის 408-ე დღე

ომის 408-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. ჩვენმა დამცველებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 40-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს,“ – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალები შტურმს განაგრძობენ და ქალაქზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობენ. სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ჯარების პოზიციებისა და ქვეყნის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს.

საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში 6 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს. გარდა ამისა, გაანადგურეს 3 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი („Orlan-10“, „Supercam“ და „Lancet-3“). უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, საწვავი და საპოხი მასალების 2 საცავსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური გაანადგურეს.

რუსმა ოკუპანტებმა კი, ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქის სოფელ ზმიევკაში ასაფეთქებელი ისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 4-მა ადგილობრივმა მოსახლემ მიიღო. ისინი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

 

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +17 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომშიც, სადაც დღისით +18 ღამის ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +10 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +9, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +217 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

“ეს საკითხი რადიკალური ოპოზიციისთვის ერთგვარ ჟანგბადის წყაროდ იქცა”- ირაკლი ქადაგიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საკითხი ერთგვარ ჟანგბადის წყაროდ იქცა და ამის გააქტიურებას და გამოყენებას შეეცდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები რა ფორმით შეიძლება ფორმირდეს და პარლამენტმა მეტად შეიძლება წამოიწყოს ამაზე გამოძიება თუ არა – ეს საერთო მსჯელობის საგანი მართლაც შეძლება გახდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს აქტიურობა უნდა შეამციროთ და მეტი ყურადღება გარშემომყოფების გრძნობებს და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, ადამიანებს თავშეკავებულად და ტაქტიანად მოექცეთ და ნაკლებად აკრიტიკოთ. საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.

კურო

საკუთარი სისუსტეების გამო შეიძლება ძალიან დაისაჯოთ. ამ დღეს კვებასა თუ ურთიერთობებში სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვებითი ინტოქსიკაცია ან იმედგაცრუება გელით. გირჩევთ ახალი კონტაქტები და შეხვედრები შეამციროთ და საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – მაღაზიებში ვიზიტი სხვა დროისთვის უნდა გადადოთ.

ტყუპები

ამ დღეს ადამიანებს პირველივე შეხედვით ხიბლავთ. თუ სასურველის ასაღებად უკან არაფერზე დაიხევთ და საკმარისად იაქტიურებთ, შეიძლება ძალიან ბევრს მიაღწიოთ. არახელსაყრელი დღეა რთული და ერთფეროვანი სამუშაოსთვის. გირჩევთ, ასეთი საქმეები სხვა დროისთვის დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ემოციები და გრძნობები გავსებთ. ყველაფერი რაც დღეს ხდება, თქვენს ძლიერ რეაქციას იწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მუშაობისგან ცოტა შეისვენოთ, ურთიერთობა შეზღთუდოთ და მთელი დღე მარტოობაში გაატაროთ. სიჩუმე და მშვიდი ატმოსფერო სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

გირჩევთ იმ საქმეებს, რომლებიც მოგწონთ ან კარგად გამოგდით, მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახოთ და რაიმე საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანებს წვრილმანების გამო გული არ უნდა ატკინოთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ რაზე საუბრობენ თქვენ გარშემო. ახლობელ ადამიანებს ნუ გააკრიტიკებთ და სარკასტულ გამონათქვამებამდე ნუ დაეშვებით. თუ სამსახურებრივ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, გირჩევთ დახმარებისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ.

სასწორი

იღბლიანი დღეა. წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და ჩანაფიქრის განხორციელებაში გეხმარებათ. ეცადეთ მომენტით ისარგებლოთ და რაც შეიძლება მეტი საქმე მოასწროთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სეირნობისა და ფულის ხარჯვისგან. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები ოჯახის წევრებთან განიხილოთ – მათგან კარგ რჩევას დ მხარდაჭერას მიიღებთ.

მორიელი

ბოლო დღეები ძალიან დაძაბული იყო, ამიტომ კარგი იქნება თუ პაუზას აიღებთ და ცოტა დაისვენებთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და პრევენციული მკურნალობისთვის დრო გამონახოთ. სახლის დალაგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

სჯობს, რთული და საპასუხისმგებლო საკითხები სხვა დროისთვის გადადოთ, დღეს კი მსუბუქი საქმეებით დაკავდეთ. ზამთრის შემდეგ დაქვეითებულ იმუნიტეტს გაძლიერება სჭირდება – მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით, ვიტამინები დალიეთ და სუფთა ჰაერზე მეტი იარეთ.

თხის რქა

თუ შესაძლებელია, საქმეების კეთება სამომავლოდ გადადეთ და ენერგიის აღდგენაზე იზრუნეთ. ამისთვის გჭირდებათ სრულყოფილი დასვენება, კარგად გამოძინება და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა. სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. მოერიდეთ ფულის უსარგებლო ხარჯვას.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. მნიშვნელოვანი საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად არახელსაყრელი დღეა. ამის ნაცვლად, ჯობს საყვარელ ადამიანს გრძნობებში კიდევ ერთხელ გამოუტყდეთ და ლამაზი სიურპრიზი მოუწყოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და ახალ ნაცნობობას.

თევზები

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ სამსახურში წარმატებას ადვილად აღწევთ. თუ სურვილის ასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ, იქნებ მასზე უარის თქმა ან კორექტირება ჯობს – ვარსკვლავები სწორ მიმართულებას გიჩვენებენ.