რადიკალური ოპოზიციისთვის ეს საკითხი ერთგვარ ჟანგბადის წყაროდ იქცა და ამის გააქტიურებას და გამოყენებას შეეცდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები რა ფორმით შეიძლება ფორმირდეს და პარლამენტმა მეტად შეიძლება წამოიწყოს ამაზე გამოძიება თუ არა – ეს საერთო მსჯელობის საგანი მართლაც შეძლება გახდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სასამართლო სისტემაში კორუფციის და სხვა სამართალდარღვევების შესწავლისთვის ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.