Home Blog Page 2112

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.

კურო

დაუვიწარი იქნება დღევანდელი საღამო, არის ალბათობა, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და წერტილი დაუსვათ გაუგებრობებს, რომლის მოგვარებასაც აქამდე ამაოდ ცდილობდით.

ტყუპები

ის, რაც თქვენში ხდება, თავს უსუსურ, გამოუცდელ ადამიანად გაგრძნობინებთ და იმდენად შეგაშფოთებთ, რომ მზად ხართ, უარი თქვათ ყოველგვარ ნორმებსა და სტანდარტებზე. მოეშვით, მალე ყველაფერი დალაგდება, ახლა კი აქტიური დასვენების დროა.

კირჩხიბი

დაკავდით სასარგებლო საქმიანობით ოჯახურ გარემოში, ან გაიხსენეთ მივიწყებული ჰობი, შექმენით საინტერესო ესკიზები, შეცვალეთ სამოსის სტილი, ან სულაც რაიმე კულინარიული შედევრი „შექმენით“. დღესასწაულის მოწყობის დროა.

ლომი

ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ ქმედებებს, საუბარს და აუცილებლად გააკეთებთ შესაბამის დასკვნებს. სასიკეთოა ცურვა და ვარჯიში ენერგეტიკული ბალანსისთვის.

ქალწული

მოინახულეთ ახლობლები, მეგობრები, გაისეირნეთ ბუნებაში მათთან ერთად, გამოაფხიზლეთ გადაღლილი გონება და აივსეთ სული და ფიზიკური სხეული ჯანსაღი ენერგიებით და პოზიტივით.

სასწორი

ნუ აჰყვებით აბეზარ ფიქრებსა და მოგონებებს, ისინი არა მარტო თქვენს გუნება-განწყობაზე აისახება ნეგატიურად, არამედ, ენერგიასაც გამოგაცლით და გამოგფიტავთ, მუქ ფერებში დაგანახვებთ ცხოვრებას. აჯობეთ საკუთარ თავს.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, საკვების ხარისხს, სჯობს, მიირთვათ ჩვეული კერძები მცირე ულუფებით და თავი შეიკავოთ ეგზოტიკური საკვებისგან. სასურველია, გონება დაასვენოთ სამსახურებრივ თემებზე ფიქრისგან.

მშვილდოსანი

შექმენით მყუდრო ატმოსფერო თქვენს ირგვლივ და დაკავდით არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, შესაძლოა, რომელიმე საკითხი გაურკვევლობას იწვევს თქვენში, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოიძიეთ საჭირო ლიტერატურა.

თხის რქა

ნაკლები იფიქრეთ საქმეებზე და მეტი გართობისა და მოდუნების საშუალება მიეცით საკუთარ თავს. სასიკეთოა სასიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაცია, მოიფიქრეთ რაიმე, დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გასატარებლად.

მერწყული

მოსალოდნელია ახალი რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც შესაძლოა, არც ისე დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ დასამახსოვრებელი ნამდვილად იქნება, თუმცა, არაფერია გამორიცხული.

თევზები

თავი დაანებეთ შემოვლით გზებს და პირდაპირ განაცხადეთ თქვენი სურვილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სადავეები სხვების ხელში აღმოჩნდება და დააგვიანებთ.

თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე განხორციელდება.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. აუცილებლად გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ძალიან მოტივირებული ვართ, არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იციან, არამედ ჩვენი ხალხიც. ვერ გიპასუხებთ [როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები] მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს“, – აცხადებს ზელენსკი.

,,თავისუფლების აკადემია – ცვლილებების სკოლა“ განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგაა განწყობილი”

„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ…“, –  წერს სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, „თავისუფლების აკადემია – ცვლილებების სკოლა“ განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგაა განწყობილი, ვინც მშობლების დანომვრის მომხრეა და ვისთვისაც სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება რუსულ საქმესთან ასოცირდება.

„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ: დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; გაღიზიანებთ ლეგენდა წილხვდომილობაზე; ნერვებს გიშლით ცოცხალი პატრიარქი; ხელები გექავებათ ეკლესიის ასაფეთქებლად; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; გულის სიღრმეში სახელმწიფო ენად უკრაინულს აღიარებთ; თქვენი წინაპრები კანიბალები იყვნენ; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“, მაშინ “ – წერს დავით ქართველიშვილი.

,,ევროპარლამენტში წარმოდგენილ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ” – ჩიქოვანი

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გვექნება თანამშრომლობა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა ეხებოდა მმართველი ძალის მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებას და შეუშლის თუ არა ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობას არ გავაგრძელებთ ამ პარტიასთან ან ნებისმიერ სხვა პარტიასთან. მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, მიღებული იქნება ევროპული საბჭოს მხრიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა. „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

,,მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე კი წინ არის”- ჩალაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას “ნაციონალურ მოძრაობაში” ეხმაურებიან და სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებენ. “ნაციონალურ მოძრაობაში”პირობას დებენ, რომ პარტია სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

“მთავარი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის წინ. აქ პირველად გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება დროებით ღონისძიებას, ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სტრასბურგმა. ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი არსებითი განხილვა საქმის, რაც დასაშვებად ცნო სტრასბურგმა, ეს არის ის, რის განხილვასაც უნდა ველოდეთ აწი,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ანა წითლიძე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე კი წინ არის.

“გეგმა არის შემდეგი, რომ ბრძოლა რომელიც დაწყებულია სამართლებრივი, მისი მხოლოდ ერთი ეტაპია ჯერ დასრულებული, მეორე ეტაპი არის წინ, რომელიც არის მთავარი საჩივრის განხილვა, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და საქმე უკვე მიღებულია სტრასბურგში და მიმდინარეობს ამ საქმეზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება ისეთი, რომელიც შეეფერება საზოგადოებას, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები ძვირფასია და პრეზიდენტი სააკაშვილი გათავისუფლდება,” – აცხადებს გიორგი ჩალაძე.

,,საქართველოში ფრენების აღდგენასთან ერთად, სასანქციო რეჟიმი არ იქნება დარღვეული”- სარჯველაძე

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რუსეთის მიერ მიღებული საქართველოსთან მიმართებით, ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, თუ ის არ უკავშირდება დეოკუპაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც 12 აგვისტოს მოეწერა ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ის მიზნად ისახავს, რომ რუსეთმა დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ მას ინტერესი რეგიონში კვლავ აქვს. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებზე, თუმცა ამის მიღმა, არ და ვერ შეიძლება ეს იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური დაახლოების ახალი შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, საქართველოში ფრენების აღდგენასთან ერთად, სასანქციო რეჟიმი არ იქნება დარღვეული და არ იფრენენ ისეთი ბორტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ.

“აზიმუტის” ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისში 16 მაისს გამოფრინდება” – რუსული მედია

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული Georgian Airways მომავალ კვირაში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპირებენ, – აღნიშნულ ინფორმაციას, რუსულ მედიას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი უდასტურებს. გამოცემის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარება და ასეთ შემთხვევაში, “აზიმუტის” ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისში 16 მაისს გამოფრინდება, თბილისიდან ფრენა კი 18 მაისს შედგება. ” შეიძლება 18 მაისს არა… იმედია, უახლოეს ათ დღეში ფრენებს დავიწყებთ ჩვენ პატარა კომპანია ვართ და ზარალზე მუშაობა არ შეგვიძლია, ამიტომ ვიმუშავებთ, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ”- უთხრა რუსულ მედიას Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავიაკომპანიამ ამის შესახებ, საქართველოს აეროპორტი საქმის კურსში ჩააყენა. “აზიმუტი” თბილისში კვირაში 6 ფრენის განხორციელებას აპირებს, ხოლო Georgian Airways ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავს.

,,ეს პირველ რიგში, კლინიკის პრესტიჟია”- ჩხაიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, – „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ თქვა, რადგან პირველ რიგში, ეს კლინიკის პრესტიჟია. ეს არის ის, რომ აღიარებული და ობიექტურად იქნა შეფასებული ის, რასაც აკეთებს კლინიკა. ჩვენთვის მთავარი ეს არის. ფაქტია, რომ ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, გათვალისწინებული და ჩაითვალა, რომ სააკაშვილს უტარდება ადეკვატური მკურნალობა კლინიკის პირობებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

14 მაისს ზელენსკი გერმანიას ეწვევა – Bild

14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა – პირველად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bild-ზე დაყრდნობით იუწყება.

ბერლინის სამთავრობო წრეებმა დაადასტურეს, რომ ვიზიტი კვირას შედგება.

ვიზიტის დროს შესაძლო ზელენსკი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდეს.

,,საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას” – სარჯველაძე

საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას რაიმე ფორმით, შესაბამისად, ეს მხედველობაში იქნება მიღებული, რომელი კომპანია, რომელი ავია-ბორტია დასანქცირებული – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არაფერი განსხვავებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არ თქმულა. „სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ითქვა, რომ სანქცირებული ბორტი, მაგალითად, არ უნდა შემოფრინდეს საქართველოში. ეს გასაგებია, ასეთივეა განწყობა, ვიდრე ეს განცხადება გაკეთდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მანამდე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის რასაც ვამბობთ, სრულდება. შესაბამისად, არ მგონია, აქ რაიმე მოსალოდნელი სცენარის მიღმა სასაუბრო რჩებოდეს ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ამასთან, მისი თქმით, არ ჰგონია, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე. „არ მგონია, რომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გავლენა და სიმართლე გითხრათ ეს არც იქნება სამართლიანი არც ერთ შემთხვევაში, თუ ვინმე ეცდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია ან მისი გულშემატკივარი პოლიტიკოსები საზღვარს გარეთ, თუ ეცდებიან, ეს ფაქტორი გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს არ იქნება სამართლიანი, ეს არ იქნება კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ ეს იყო გადაწყვეტილება ჯერ 2019 წელს, შემდეგ 2023 წელს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად, თავისით მიიღო რუსეთის ფედერაციამ, ამის გულისთვის პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, რასაკვირველია, არ იქნებოდა არცერთი თვალსაზრისით გამართლებული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით უცვლელია. „რაც შეეხება ევროინტეგრაციის მიმართულებას, გასაგებია რომ გვაქვს მოცემულობა, კონკრეტული წინაპირობები განსაზღვრული, კონკრეტული პერსპექტივა, ასოცირების შეთანხმება, ამაზეა წესით დამოკიდებული ყველა შემდგომი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ევროპული მხრიდან. თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა შესაბამის სტანდარტებს და შესაბამისად რამდენად არსებობს საფუძველი უკვე შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რაც გულისხმობს თავისთავად კანდიდატის სტატუსის მიღებას. არ მგონია, რომ თუნდაც ეს პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც შეიძლება ვინმეს შეთხზულ ვარაუდებზე იყოს დაფუძნებული, რომ იმსახურებდეს ევროპელი კოლეგების მხრიდან ყურადღებას. შესაბამისად ალბათ უმჯობესია, კონცენტრირებული ვიყოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, რაც საგანგებოდ აღნიშვნას მოითხოვს, ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით არის უცვლელი, ეს არის კონსტანტა პრაქტიკული, რომელიც გულისხმობს საქართველოს ქცევას ჭეშმარიტ ევროპულ დემოკრატიად, ევროპულ სახელმწიფოდ. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ყველა ის გაუმჯობესება, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში აქვს, არ დარჩება ევროპელი კოლეგების მხედველობის მიღმა და იმავდროულად, მათი გადაწყვეტილებაც დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელმეორედ დაშვებული არ იქნება იგივე შეცდომა, რომელიც გასული წლის ზაფხულში იქნა დაშვებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ იტალიელი რიკარდო ნუჩიო 15:6 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელები ჰანსოლ ჰა და სანგვონ პარკი, აშშ-ის წარმომადგენელი მიტჩელ სარონი და ფრანგები, ბოლად აპიტი და მაქსიმ პიანფეტი დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

,,კარგით, მე არ ვვარგივარ და ვერ გავაკეთე, შენ რას აკეთებ, სად არის უწყვეტი აქციები?!”- მელია

“ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ, დღეს ჩამი-ჩუმი არ ისმის”- მელია “ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, პატიმრის (მიხეილ სააკაშვილი) ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ, 65 კილოგრამიანი ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ. და დღეს ჩამი-ჩუმი არ ისმის. 50 კაციანი და 100 კაციანი აქციები თუ იყო ამოცანა ამ ადამიანების, ეს უნდა გაეკეთებინათ?!” – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. “იყვნენ ადამიანები, რამდენიმე კანდიდატი ხომ იყო, ყოველ დღე ატარებდა აქციას… გიორგი მუმლაძე ხომ გახსოვთ, ყოველ დღე 31 დეკემბერს, მიშა კვდება, მიშა ხვალამდე ვერ გაძლებს, მელია რას აკეთებს, სად ხარ, ყოველ დღე, დღეში სამჯერ კლავდნენ კაცს. დილით, დღისით და საღამო, ღამითაც. 4-ჯერ. დღეს ეს ადამიანი არ ჩანს საერთოდ, უკეთ არის?! კარგით, მე არ ვვარგივარ და ვერ გავაკეთე, შენ რას აკეთებ, სად არის უწყვეტი აქციები?! – თავისივე დაპირების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაზედაც მე ვსაუბრობდი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა ვერ იქნებოდა მოკლე და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე გადიოდა. სამწუხაროდ, რაციონალური აზრი დამარცხდა ემოციის პირისპირ. შედეგად მივიღეთ ის, რომ პარტია დაიცალა ემოციისგან, რაციონალისზმისგან და არ იციან რას აკეთებენ.” – განაცხადა ნიკა მელიამ