Home Blog Page 2110

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღის მთავარი ამოცანა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაა. საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ, ამიტომ მათთან გამკლავებისთვის დრო უნდა გამონახოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სასურველია, რომ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ და მასაჟების კურსი ჩაიტაროთ.

კურო

ამ დღეს ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ნებისმიერ საქმიანობაში მხარს დაგიჭერენ და დახმარებას გაგიწევენ. ერთობლივი საქმიანობა თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. ამ დღეს მუშაობა იმედებს გაგიცრუებთ – თქვენ ახალ, საინტერესო პროექტებს და უჩვეულო დავალებებს ელით და არა ყოველდღიური რუტინას.

ტყუპები

წინსვლისა და განვითარებისთვის ძველისგან უნდა გათავისუფლდეთ. ეს პირად სივრცეს და პირად ურთიერთობებს ერთნაირად ეხება. შეზღუდეთ კონტაქტები, რომლებიც დროს გართმევთ, მოაწესრიგეთ საკუთარი აზრები და პრიორიტეტები. სასურველია საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მცირე, ყოფითი საკითხების მოსაგვარებლად, დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები კი ჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. კარგად ნაცნობი და საყვარელი საქმის კეთება სიმშვიდეს და თავდაჯერებას შეგმატებთ. შეეცადეთ, ვალი დროულად გადაიხადოთ და ადრე მიცემული დაპირება შეასრულოთ.

ლომი

ამ დღის მთავარი ამოცანა ფინანსური საკითხების მოგვარება და ბიუჯეტის შევსებაა. გირჩევთ, ფინანსური ოპერაციები ოჯახის წევრებთან თათბირის და მათთან შეთანხმების შემდეგ დაგეგმოთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას გრძნობთ, ამიტომ ახალი და რთული პროექტების დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ და უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ოჯახური საქმეების კეთება დ ძველ მეგობრებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. სრულყოფილი დასვენება თქვენს შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სასწორი

ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი ყოფითი საქმეები აკეთოთ. რთული და გლობალური ამოცანები სხვა დროისთვის უნდა გადადოთ: ამ დღეს აქტიური მოქმედებები და გადაღლა უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და რამე, თქვენთვის შესაფერისი დიეტა დაიწყოთ.

მორიელი

მშვიდი სამუშაო დღეა. მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას და ნებისმიერ წვრილმანზე კამათს. აუცილებელი არაა, რომ ყველა თქვენსავით ფიქრობდეს და მუშაობდეს. ყურადღება მიაქციეთ ამ დღეს მიღებულ ყველა შეთავაზებას – მათ შორის შეიძლება, რაღაც ძალიან საინტერესო და მოგებიანი შეთავაზებაც იყოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს ზოგი ადამიანის წარმატება თქვენს გადაწყვეტილებაზე და ზოგადად, პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. გირჩევთ, კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს თქვენი ახალი იდეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბოთ. ეს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სამწუხარო შეცდომამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ეცადეთ, საქმეები პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილოთ და აუჩქარებლად აკეთოთ. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. საღამო უმჯობესია სახლის დასუფთავებას და მოწესრიგებას დაუთმოთ.

მერწყული

აქტიური და ნაყოფიერი დღე – დილიდან სახლში და სამსახურში უამრავი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. გარშემომყოფები თქვენგან მხარდაჭერას და აქტიურ ქმედებებს ელიან. დროა, პროფილაქტიკურ მკურნალობაზე და იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იფიქროთ – ახლა ყველაზე მეტად ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა გჭირდებათ.

თევზები

თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმა ძლიერ დაბრკოლებას შეეჯახა და მიმდინარე საქმე წინ ნელა მიიწევს, უმჯობესია საკუთარ გეგმებს და მათი განხორციელების გზებს გადახედოთ. ნათესავები და მეგობრები ამ საკითხში სიამოვნებით დაგეხმარებიან და საინტერესო იდეებს მოგაწვდიან. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – ამ დღეს შეძენილი ნივთები უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ და დიდხანს მოგემსახურებათ.

მონაზვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო და 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი მონაზონს თავს დაესხა. ბრალდებულებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და მათ სასჯელის სახედ და ზომად 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აქვე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

,,ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები – რადიკალურ, მძიმე გადაწყვეტილებებს”- ხაბეიშვილი

პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება ენმსთვის ზიანის მიყენებას… ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები რადიკალურ გადაწყვეტილებებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამ ურთულეს გზაზე, პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ზიანის მიყენებას და რუსული პარტიისთვის კოჭის გაგორებას. ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები – რადიკალურ, მძიმე გადაწყვეტილებებს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ამომრჩევლის, ხალხის ინტერესებიდან. სწორედ ამიტომ ხდება უპრეცედენტოდ ღიად, გამჭვირვალედ ენმ-ში არჩევნები და შიდა დემოკრატია, რომ ყველამ იცოდეს კაბინეტებში, ოთახებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება. ნაციონალური მოძრაობა არის ხალხის პარტია. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე – რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი. უმნიშვნელოვანესია, ჩვენს მოქალაქეებს, ხალხს ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ყველაზე მეტი დრო, ენერგია უნდა დავხარჯოთ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი მარცხის ფორმულა პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გაერთიანებული ოპოზიციური გუნდი – ნამდვილი ოპოზიცია და სამოქალაქო ერთსულოვნებაშია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რუსი ოლიგარქისთვის და სწორედ ამიტომ, ყველა მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმები ჩვენს პარტიაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით გარკვეული ოპოზიციური წარმომადგენლობაც ჩაერთო. ხალხი ყველაზე კარგად ხედავს და არჩევს ტყუილს – სიმართლეს. ყველაზე მეტად გვჭირდება მობილიზება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომელსაც რუსული პარტია მიზანმიმართულად ანგრევს. ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ / პროქართულ პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და იქნება ავანგარდში რუსული რეჟიმის დამარცხებაში, – წერს ხაბეიშვილი.

ხმაური კულტურის კომიტეტის სხდომაზე

ხმაური იყო დღეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც საუბარია ასოციაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

„როდესაც პანდემიის დროს ავტორები ვერ იღებდნენ საკმარის თანხას იმისთვის, რომ ეარსებათ და სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, თქვენ მათ ჰონორარებს იყენებდით პრემიებისთვის, ბონუსებისთვის, ავტომობილების, უძრავი ქონების შესყიდვისთვის“, – ასე მიმართა „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს.

პასუხად საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი თეთრი არ დაჰკლებია არცერთ ავტორს პანდემიის დროს. პირიქით, დაახლოებით 750 ათასი ლარით მეტი გადაიხადეს“. გიორგაძის თქმით, საქპატენტის ამოცანაა არსებული რეალობის შეფასება.

„ერთადერთი საკითხი, რაზეც აღვნიშნე წეღან ჩემი მოსაზრება, ის არის რომ როგორც საქპატენტის წარმომადგენელი, ვერ ვიზიარებ, რომ პანდემიის დროს ავტორთა ჰონორარების 47%-ის ადმინისტრაციული ხარჯვა იმიტომ იყო საჭირო, რომ პრემიები გაცემულიყო და უძრავი ქონება შესყიდულიყო. ასე ვფიქრობ ახლაც. თქვენ, GCA ხართ ერთად ერთი ორგანიზაცია, რომელზეც „საქპატენტმა“თავის დროზე დადებითი დასკვნა გასცა. ამასთანავე, თქვენმა წარმომადგენელმა ამავე ტიპის შეხვედრაზე ითხოვა ასეთი ტიპის შემოწმება და ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ვალდებულება და მესამე – ხაზს ვუსვამ – ყველა, იქნება ეს GERA თუ „ჯიენერაი“, უფრო მკაცრად გაკონტროლდება, თუ ისინი გააგრძელებენ ამ სფეროში საქმიანობას და გააგრძელებენ ნებისმიერ შემთხვევაში. „საქპატენტის“ ამოცანა არ არის გიგა კობალაძის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, არც მიხსენებია არც ერთი სახელი და გვარი თუ დააკვირდით, ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ არსებული რეალობა. ის შეფასებები, რომლებიც ახლა თქვენ გააკეთეთ „საქპატენტის“ მიმართ, იყო გადაჭარბებული. თუ თქვენ გსურთ, რომ შეფასებები გავაგრძელოთ, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის პოლემიკა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ამ დარბაზში პარტნიორებთან ერთად ყოფნის ამოცანაა, სწორად დავინახოთ და შევაფასოთ არსებული გამოწვევები. თქვენ მოითხოვეთ, ბატონმა ყანჩელმა მოითხოვა აუდიტის ჩატარება და მე მგონი თქვენი უმრავლესობა ესწრებოდა იმ სხდომას, „საქპატენტის მიმართ რატომ გაქვთ წყრომა“, – განაცხადა გიორგაძემ.

თავის მხრივ, გიგა კობალაძემ განაცხადა, რომ უძრავი ქონება 2022 წლის ბოლოს არის შეძენილი, რაზეც „საქპატენტის“ თავმჯდომარემ უპასუხა, რომ 2022 წელს ჰონორარების 40%-ია გახარჯული. სხდომაზე კომპანია Bravo records-ის ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ გიგა კობალაძეს ჰკითხა, თუ იციან ასოციაციის გამგეობის წევრებმა, რომ კობალაძის ხელფასი, სარგებელი, პრემიები, ბონუსები, თვეში 20 ათასი ლარია, რაზეც გიგა კობალაძემ უპასუხა, რომ „ეს ტყუილია და ამ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებს“.

„შენ თქვი, რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ თქვენი გამგეობის წევრებმა და ყველამ იცის. მათ იციან, რომ შენი ხელფასი, პლუს სარგებელი, პრემიები, ბონუსები თვეში 20 ათასი ლარია? 47%-ს ეთანხმებით? სად გაგებულა მსოფლიოში, რომ დამქირავებელი ნაკლებს იღებდეს, ვიდრე დაქირავებული, სამი წელია ამას ვიძახი, რომ კორუფციაა ასოციაციაში, ეს არის კრიმინალი, რაც ხდება და არავინ არაფერს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. სირცხვილია, ეს ხალხი შიმშილობდა, კონცერტებს ვერ ატარებდა პანდემიის დროს და კაცი 47%-ით აჭარბებდა თავის ბიუჯეტს. ყველაფერს საზღვარი აქვს, წლებია, ხალხი წავიდა ასოციაციიდან და დასდევს, მუშაობის საშუალებას არ აძლევს, მათ ფულს კრებს, არც უსმენს, ასოციაციიდან გარიცხა, რა უფლება გაქვთ?“ – განაცხადა შენგელიამ, რაზეც კობალაძემ უპასუხა: „როგორ ვერ ატარებდნენ კონცერტებს, 750 ათასი ლარი მივეცით ზედმეტი“.

ამის შემდეგ გიგა კობალაძემ სხდომა დატოვა. სხდომას ესწრებოდა „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ GERA-ს იურისტი ლაშა მდივანი, რომლის თქმით, აქვთ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ არასწორად ნაწილდება ჰონორარი და ადმინისტრაციული ხარჯები აჭარბებს გონივრულ ოდენობას. 2021 წელს GCA-ის ერთ-ერთი მენეჯერის წლიური ხელფასი 233 ათასი ლარი იყო, 2022 წელს – პანდემიის პერიოდში, როდესაც უნდა დაზოგილიყო ხარჯები – 336 ათასი ლარი.

„2021-ში ერთ-ერთი მენეჯერის, რომელსაც არ ვასახელებთ, წლიური ხელფასი, იყო 233 ათასი ლარი და 2022 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, როდესაც უნდა დაზოგილიყო ხარჯები, მისი წლიური ხელფასი იყო 336 ათასი ლარი, ანუ გაიზარდა 106 ათასი ლარით. მართალი იყო ალბათ ბატონი გიგა, როდესაც არ დაეთანხმა, რომ 20 ათასია მისი ხელფასი, 336-ს 12-ზე თუ გავყოფთ 28 ათასი ლარი გამოდის. შეიძლება სხვა მენეჯერია და ბატონი გიგას ხელფასზე არ ვსაუბრობთ. ავტორების პრეტენზია სწორედ ეს იყო – ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ არასწორად ნაწილდება ჰონორარი და ადმინისტრაციული ხარჯები აჭარბებს გონივრულ ოდენობას. ავტორების პირველივე განცხადებები იყო სწორედ ეს. ახლა ვაკვირდებით იმას, რომ 2020 წელს გაკეთებული ეს განცხადებები მართალი აღმოჩნდა“, – განაცხადა მდივანმა.

აშშ-ის საელჩო „მართვეს“ ვიზების საკითხზე კომენტარს აკეთებს

„ქრონიკა“ ანსამბლ „მართვეს“ აშშ-ში ვიზების საკითხზე საქართველოს ამერიკის საელჩოს დაუკავშირდა. მიღებულ წერილობითი პასუხში აღნიშნულია, რომ საელჩო ვერ განიხილავს კონკრეტულ ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებს. „ჩვენ ვერ განვიხილავთ კონკრეტულ ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებს. სავიზო გასაუბრების დანიშვნის პროცესი გამჭვირვალეა და ნათლად არის აღწერილი ელექტრონულად, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს ათასობით მოქალაქეს გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს“, – აცხადებენ საელჩოში. ამერიკის საელჩომ ანსამბლ „მართვეს“ – 50 ბავშვს შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე პრობლემები შეუქმნა. საელჩომ ჯგუფს სააპლიკაციო განაცხადების ერთობლივ განხილვაზე უარი უთხრა და ინდივიდუალური გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ამის შესაძლებლობა, განრიგის მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში აქვთ. ეს მაშინ, როდესაც კონცერტი ივლისში იგეგმება. ყველაფერი კი შეთანხმებული და ორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით.

ევროპის საბჭოს სამიტმა დეკლარაცია მიიღო- რა წერია დოკუმენტში

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ომით უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის აგრესიით საქართველოს წინააღმდეგ, რასაც უმკაცრესად ვგმობთ, – ნათქვამია ევროპის საბჭოს სამიტის დეკლარაციაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ, ერთობლივად, რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“, – აღნიშნულია სამიტის დეკლარაციის ტექსტში.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და მისი ერთ-ერთი ლიდერის მეთაურობით სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტივობებს გეგმავდნენ, ასევე, ბრალდებულები ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას აქტიურად ცდილობდნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოპოვებული და ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაცია, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

აღნიშნულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე,  სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე, ელენე ხოშტარიას მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა

„თვითმფრინავის ტრაპთან რომ მიცვივდებით საცოდავებო, ელენე ხოშტარია კარგად მოძებნეთ, ბარგთან არ გაგეპაროთ სადმე და ამანათს არ ელოდებოდეს,“ – ამის შესახებ წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის აღდგენაზე საუბრობს. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აგვისტოს ომის შემდეგ ელენე ხოშტარია საუბრობდა რუსი ტურისტების შემოსვლაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის აღდგენაზე, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა დღეს გმობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას და სპეკულირებს ამ თემით. „აბა, გააღეთ პირი და თქვით აააა… ვიდეო ციკლიდან -„უსამშობლო ნაბიჭვრები“… მაგიტომ გახდით კეთროვანები ქართული საზოგადოებისთვის, რომ სინდისი და თქვენ, როგორც ღორი და მუზეუმი ისე ხართ… ანუ ქართული ოკუპაციის შემდეგ, მოსულა რუსეთთან ურთიერთობა და უკრაინის ოკუპაციის შემდეგ არა? როგორი კდემამოსილებით საუბრობს ეს ნაძირალა, გავლენის ბენეფიციარი. მაშინ „ზა რასიუ“ იყო და ახლა „პროწივაა“? თუ უბრალოდ იმ პერიოდში გაცვლითი კურსი რუბლი-ლარში მაღალი იყო და ახლა ცოტა მეტს იხდიან რუსულ კუპიურებში?… თვითმფრინავის ტრაპთან რომ მიცვივდებით საცოდავებო, ელენე ხოშტარია კარგად მოძებნეთ, ბარგთან არ გაგეპაროთ სადმე და ამანათს არ ელოდებოდეს, თქვე გოიმებო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

,,დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა” – ბაჩუკი ქარდავა

დღევანდელი ისტერიკის ფონზე, [ფრაქციაში] დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა”, – ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში წერს: არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე , არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ! ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში, ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. „ოცნება“ კვლავაც ხელის გადაგრეხვის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვისზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტოვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილეობას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი. გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ , მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. სუბიექტური ადამიანების და მათ შორის ოპოზიციონერების გარდა, ვისაც სურს რომ დღევანდელი დღე, მხოლოდ შიდაოპოზიციური კონკურენციის საბაბად გამოიყენოს, ისინი ალბათ კიდევ მრავალგზის გამოამჟღავნებენ საკუთარ თავს, მაგრამ ვისაც რეალურად სურს დაამარცხოს ოცნება, მას უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციური ერთობა გაუგებრობების, თუნდაც ჩემი კოლეგების მხრიდან შეცდომადაც კი მონათლული ქმედების მიუხედავად, და მე მას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი, ოპოზიციური კონსოლიდაცია მრავალფეროვნების გათვალისწინებით გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამას დრო გამოაჩენს, – წერს ქარდავა.

დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

„ფორმულას“ დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

„დღეს მე BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შევიტანე. BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან. ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა.

მას შემდეგ, რაც BBC-მ ეს ტყუილები გამოაქვეყნა, ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია.

ეს ყალბი პროგრამა პირდაპირ მოხვდა საქართველოს რეჟიმის ხელში, რომელიც იყენებს BBC-ის “სანდოობას”, რათა საფრთხე შეუქმნას ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ვერ შეუსწავლია თავისივე როლი თაღლითურ ქოლ-ცენტრებში, რომელიც საქართველოში არაერთმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გამოააშკარავა. ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო,“ – აცხადებს კეზერაშვილი, რომლის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს. 

გერმანია უკრაინისთვის „ავიაგამანადგურებლების კოალიციაში“ მონაწილეობას არ მიიღებს – შოლცი

გერმანია უკრაინისთვის „ავიაგამანადგურებლების კოალიციაში“ მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ეს ახლა ძალიან აქტუალურია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობისთვის“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიამ უკვე აიღო შემდგომი ვალდებულებები ტანკების მიწოდების, იარაღის სისტემების მოვლის, საბრძოლო მასალების მიწოდებისა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით.

პარალელურად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია ვერ ითამაშებს აქტიურ როლს საავიაციო კოალიციაში.

,,კატასტროფაა, ოღონდ ეს დეგრადაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება”- ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სამარცხვინოა, როცა რაღაცას აკეთებ და კი არ იცავ შენს პოზიციას, ჩუმად ცდილობ ამის გაკეთებას. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დეგრადაცია არ იწყება მაშინვე ასეთი საქციელით, ჯერ იწყება უბრალო ტყუილებით, როცა ერთს იძახი და მეორეს აკეთებ, ეს შეეხება მაგალითად პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. როცა გუშინ ერთს იძახდი და დღეს მეორეს ამბობ და არც ხსნი, რატომ შეიცვალე პოზიცია, მსგავსი ქმედებები ზოგადად, როცა მოსულა ტყუილი და სიცრუე, შემდეგ ასეთი შემთხვევებით მთავრდება ხოლმე“ – აცხადებს ბოკერია.