Home Blog Page 2107

“ორნიშნა ეკონომიკა და წარმატება კი არა, ფიზიკურად ისე დავიცალეთ, უსისხლო ქვეყანა გავხდით და ერის განადგურების წინაშე ვდგავართ”- დავით ჭიჭინაძე

„ორნიშნა ეკონომიკა და წარმატება კი არა, ფიზიკურად ისე დავიცალეთ, უსისხლო ქვეყანა გავხდით და ერის განადგურების წინაშე ვდგავართ“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში გაცილებით მეტი რუსი შემოვიდა, ვიდრე ქართველი დაიბადა.

„ჯერჯერობით შემოსულია 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩრდილოეთ სამეზობლოდან, რასაც მათი 2 მილიარდზე მეტი გადმორიცხვა მოყვა.

სანამ ესენი შემოდიან და ყიდულობენ ტერიტორიებს, საქართველოში, ერთ წელიწადში მხოლოდ 41 ათასი ადამიანი დაიბადა, რაც ისტორიულად კატასტროფული მინიმუმია! 49 ათასი კი გარდაიცვალა.

ამას დავუმატოთ ემიგრაციაში წასული ათიათასობით ქართველი და სულ მალე დავდგებით ფაქტის წინაშე, როდესაც ქართველი აღარ დაიბადება ქვეყანაში.

აი ასეთ რეალობაში გვესაუბრება ღარიბაშვილი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და აყვავებულ ცხოვრებაზე.

სინამდვილეში კი ამათ აშკარად გეგმა აქვთ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაუშვან სამშობლოდან, შობადობა ისედაც შემცირებულია და დარჩენილებზე კიდე იმხელა შემოსავალი ექნებათ, გამოდგებიან მერე და იყვირებენ შვეიცარია ვართო”,– აცხადებს  დავით ჭიჭინაძე.

“რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რადგან ვიცით, რომ ის არაფერს იძლევა საფასურის გარეშე”

მნიშვნელოვანი კითხვებია, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე.

„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი რვა მოქალაქე ჰყავს დაკავებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს სამხრეთ ოსეთში, განაგრძობს რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნას, ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რაც ჰგავს რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ? რატომ ახლა? რატომ უკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებსა და შეთავაზებებს საქართველოს. რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, იმ სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

დავით კეზერაშვილმა ბიბისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბრიტანულმა მაუწყებელმა თაღლითურ სქემაში ამხილა, სასამართლოში ჩივის. კეზერაშვილმა ბიბისის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ „მილტონ გრუპთან“ და „ქოლცენტრებთან“ კავშირი არ აქვს და მის წინააღმდეგ შევიწროების, მუქარისა და დევნის კამპანია გრძელდება.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

“ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველი Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია” – ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გზავნილები გამოაქვეყნა ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ.

„არ დამიწერია არაფერი თურქეთის არჩევნებზე. რაღაც საინტერესო დეტალების გამზეურებას ველოდებოდი, ანუ მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების განცხადებებს. ამასობაში CNN Türk-თან გუშინწინ მიცემულ ინტერვიუში რეჯეფ ერდოღანმა ბრძანა: „ჩვენ გავაგრძელებთ იმავე პოლიტიკას, რასაც წინასაარჩევნოდ ვახორციელებდით. ჩვენ არ ვაპირებთ მის შეცვლას რუსეთთან, აშშ-თან, ჩინეთთან და არც ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერს იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“.

ამავდროულად, ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ გამოთქვა რამდენიმე „საკამათო“ და საინტერესო მოსაზრება, საიდანაც ზოგიერთი უკრაინასა და საქართველოსაც ეხება. Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია, ვინაიდან შეაჩერებს უკრაინის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. პირადად მე უკრაინის პერსპექტივებზე ვაშინგტონის ამ მოსაზრებას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გავყვეთ Politico-ს ლოგიკას: გამარჯვებული ქილიჩდაროღლუ მოახდენს თურქეთის წლობით შეჩერებული EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის პროცესის რეანიმირებას;

თურქეთის ეს აქტიურობა შეუქმნის უხერხულობას უკრაინასაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან მათ შორის სავარაუდოდ, დეკემბერში გამართულ მოლაპარაკებებზე დიდი ალბათობით, გაჟღერდება განცხადება, რომ EU-ს გაფართოების პოლიტიკაში უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი იქნებიან უკანასკნელი წევრები

Politico-ს ანალიზით, უკრაინასა და თურქეთს ერთობლივად ევროკავშირის „ბაზარი“ ვერ გაუძლებს, ასე რომ, როდესაც მეორე ტურში გაიმარჯვებს ერდოღანი, ევროკავშირის მესვეურები შვებით ამოისუნთქებენ.

EU-ს გაფართოების ნაწილში Politico-ს ამ ანალიზით, საქართველო არ იგულისხმება არანაირ კონტექსტში, ვინაიდან შავით თეთრზე წერია: უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთზე ამ გაფართოებას წერტილი უნდა დაესვას (!)

რაც შეეხება ერდოღანის სავარაუდო გამარჯვებას მეორე ტურში, ამაში ფაქტობრივად დარწმუნებულია ყველა, საგარეო თუ შიდა მოთამაშე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დიასპორულ ელექტორატში ერდოღანს მხარი დაუჭირა საფრანგეთისა და გერმანიის თურქების უმეტესობამ. ქილიჩდაროღლუმ კი შვედეთის დიასპორაში გაიმარჯვა, რაც მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს მხოლოდ გაართულებს“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიების შედეგად დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი” – თეიმურაზ კუპატაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება და სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი.

მისივე ინფორმაციით, ფონიჭალაში დაკავებულია ექვსი რეალიზატორი.

„სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება ღონისძიებები და დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეოს სახით. დაკავებულებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, არასრულწლოვნები ამ ეტაპზე არ არიან დაკავებულებს შორის. როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

“ნაცმოძრაობა” და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში”-ირაკლი ჩიქოვანი

„საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ჩემსას არ ითვალისწინებ შემდეგ, ადამიანებს არ მისცეს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება, ეს არის ობიექტური რეალობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვებაზე ისაუბრა, სადაც მათი ქმედება რეკომენდაციების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.
მისივე თქმით, ბულინგი ხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

„დღეს, რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ არის პირდაპირი საბოტაჟი – ჩაშლა რეკომენდაციების შესრულების, ეს არის ობიექტური რეალობა. როდესაც კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ხომ კარგად გვესმის, რომ ეს კონსულტაციები მარტო ერთ დღიანი პროცესი არ ყოფილა, ორ თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუები ამ კანდიდატებთან. ჩვენ რაღაც ეტაპზე უნდა მივსულიყავით ეს და გადაწყვეტილება მიგვეღო. თქვენ კარგად იცით, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ ივნისამდე გვინდა ყველა რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ რაც მათ გააკეთეს ეს არის სრული საბოტაჟი და პირდაპირი შეჩერება რეკომენდაციების შესრულების, მაგრამ კარგია, რომ სამი კანდიდატი უკვე არჩეულია და ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია.
ამ ადამიანებს მანდატი აქვთ, არიან პარლამენტის წევრები და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ და ამიტომაც მიდის მათი ბულინგი. ფრაქცია დატოვეს, მაგრამ ჯერ ეს დასაწყისია. ამ ადამიანებზე დაიქოქება მთელი მათი მედია საშუალებები და ამ ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებას დაიწყებენ.“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და იმედს გამოთქვამს, რომ მათ, ვისაც ხმა არ მიუცია, შემდეგში ღიად დაუჭერენ მხარს მათთვის სასურველ კანდიდატს.

„ვინც საქართველოს კარგად იცნობს, ძალიან ძნელია, ჩვენგან ითხოვდეს ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიასთან დაკავშირებას და რაიმე კონსენსუსის მიღწევას დავით კეზერაშვილის ფულთან. ეს ობიექტური რეალობა და ჩვენთვის ძალიან რთული, უძნელესი და შეუძლებელიც კია, გულწრფელად გეუბნებით, წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა საღი აზროვნება, საღი გონება აქვთ შემორჩენილი და რაღაცა პოზიციონირება (შეუძლიათ) და უფრო დიდი მიზანს ხედავენ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს და აქედან გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ. მე იმედი მაქვს, რომ მათ შორის ვისაც ხმა არ მიუცია, ყველა ამ დეპუტატში საღი გადაწყვეტილება მომწიფდება და ისინი ღიად დაუჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს, ვინც მათთვის იქნება მისაღები იმიტომ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს პინაზე- ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ შეგვაფასებენ იმით, ეს რეკომენდაცია შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ და ყველა, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ რეკომენდაციების შესრულებაში რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას და აგურს დადებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

“ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა” – ვაჟა შუბითიძე

ნათქვამია, თაგვმა თხარა, თხარაო-კატა გამოთხარაო. ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა. აღარაფერს ვამბობ სხვა სოციალურ პრობლემებზე (დაბალი ხელფასები და პენსია, უმუშევრობა, სიღარიბე, ემიგრაციაში მუდმივად მიმავალი ხალხი და სხვ.), – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე წერს.

მისი თქმით, მარტო თბილისში 400 ათასამდე მანქანაა აღრიცხული, რომელთა პატრონების ნახევარს ისინი ბანკის ვალით ჰყავს ნაყიდი და ძალიან უჭირთ მისი გასტუმრება.

“ამ გაჭირვებას მერიამ გაცილებით დიდი უბედურება დაურთო – პარკინგის სრულიად უსამართლო და მოუწესრიგებელი სისტემა, რომლის მეშვეობით ხალხს პირდაპირ ატყავებენ – ყოველთვიურად არასწორი პარკინგისათვის ხალხს საშუალოდ 200-300 ლარით აჯარიმებენ, მათ შორის თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ. საცობებით გაწამებულ ხალხს უარესი ჭირი დაატეხეს თავს- სახლის წინ ხალხს მანქანა ვეღარ გაუჩერებია- უცებ მიწიდან ამოძვრებიან კონტროლიორები და მძღოლებს ჩუმად აჯარიმებენ.

თუ ასე გაგრძელდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მარტო თბილისში ხელისუფლება მასზე გაბრაზებული მძღოლების სახით 350 ათას ხმას დაკარგავს და ეს უეჭველია- ისეა ხალხი გამწარებული. სასწრაფოდ გააუქმეთ ქუჩებში დახაზულ ადგილებში ფასიანი პარკინგი(თუ მაინცდამაინც დააბრუნეთ 1 ლარიანი “სტაიანშიკები”- ხალხი მაინც დასაქმდება), შეწყვიტეთ მძღოლების დაჯარიმება საცხოვრებელი სახლების წინ და ახლო მიდამოებში, და ცოტა ჭკუაზე მოდით, თორემ ეს უკმაყოფილო ხალხი საპარლამენტო არჩევნებს აღარ დაელოდება- სექტემბერში 2-ჯერ მეტი ხალხი გამოვა მანქანებით, ვიდრე 7-8 მარტს და მერე ნახავთ ხალხის ძალას მართლაც. 2 თვეს გაძლევთ ამ ყველაფრის გასაუქმებლად და მოსაწესრიგებლად – ნუ ამოუყვანთ ხალხს ყელში… “- წერს ვაჟა შუბითიძე.

“უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, დრონები და სამიზნეები გაანადგურეს” – ომის 449-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 449-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 20 დარტყმა მიაყენა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინამ მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 8 ავიადარტყმა მიაყენა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის ორი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსების სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს ტერიტორიას, საბრძოლო მასალების ორ საცავს, საწვავი და საპოხი მასალების ორ საცავს, საარტილერიო დანადგარს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას და კიდევ ორ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს.

უკრაინელებმა კი. კიევის საჰაერო სივრცეში რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! საბოლოო მონაცემებს რაკეტების რაოდენობის, ტიპისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ საჰაერო ძალები მალე გაავრცელებენ“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა დედაქალაქს Tu-95MS და Tu-160 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, სავარაუდოდ, X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რაკეტების გაშვების შემდეგ კი დედაქალაქის თავზე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები განათავსეს.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა დედაქალაქის დესნიანსკისა და დარნიცკის რაიონებში. დარნიცკის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

“კიდევ 2-3 მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევები დაიკავეს ვაგნერელებმა” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“აისის დასაწყისიდან უკვე მე-9 დილა თენდება, რაც უკრაინა ურდოს მასიურ სარაკეტო თავდასხმებს იგერიებს!
ცოტა ხნის წინ მოიხსნა საჰაერო განგაში! კიევის თავზე ყველა რაკეტა ჩამოგდებულია; ასევე განადგურებულია ურდოს სადაზვერვო დრონები! ფრთოსანი რაკეტები ხ-101/555 ურდომ გამოუშვა სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ტუ-95 და ტუ-160! ისევ საოცრად იმუშავა ჩვენების ჰსთ-მ. პრობლემას ქმნის ნამსხვრევები, რომელიც ცვივა რაკეტების განადგურებისას! ისევ არასაცხოვრებელ ობიექტს დაეცა და გაუჩნდა ცეცხლი, მაგრამ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია!

სარაკეტო თავდასხმა იყო ღამე ოდესაზეც. იქაც უმრავლესობა რაკეტების ჩამოგდებულია. სამწუხაროდ 1 მიაღწია სამიზნე საწარმოო ობიექტს. სამწუხაროდ 1 ადამიანია დაღუპული და 2 დაჭრილი!

მანამდე ღორებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 წლის ბიჭი დაიღუპა! პუტინის ტერორისტი დედაც, მისი რეჟიმისაც და მისი მაქებრებისაც! მაინც დედა ეტირება!

ურდოსები რო გაჰკიოდნენ გუშინ პატრიოტები გავანადგურეთო, ხო ნახეთ? ჰოდა, კარგი ამბავი ამერიკელებისგან: 3 დღის წინ ერთ-ერთი პატრიოტის ერთ-ერთი დანადგარის დაზიანება შეისწავლეს ამერიკელმა ინსპექტორებმა. დასკვნა შემდეგია: არსად მისი გასარემონტებლად წაღება საჭირო არ არის; ადგილზე მოხდება დაზიანებული ნაწილების გამოცვლა და ისევ ჩადგება მწყობრში უახლოეს დღეებში! რაკეტებზე გამახსენდა, სამშობლოს ღალატისთვის 3 კონსტრუქტორი ჰყამთ დაჭერილი “ხანჯალცების” ცუდად დამზადებისთვის (2 ცოტა უფრო ადრე დოუჭერიათ და 1 ახლა მიაყოლეს, რო ჩაიიმასქნა პატრიოტებთან მაგნების “ზებგერითმა” “ხანჯალცებმა”)!

უკრაინული ხორბლის შეთანხმება 2 თვით გაგრძელდა! ალკონავტი ზახაროვა მთელი დღე ირეცხავდა ჭუჭყს, რომელსაც საკუთარი ურდოსიკებივე სტყორცნიდნენ! ჰალალი იყოს!

კიევში გაიმართა დმიტრო კულებას შეხვედრა ჩინეთის სპეც წარმომადგენელთან ლი ჰუვეისთან. უკრაინის პოზიცია ურყევია: ტერიტორიული მთლიანობის თემა ხელშეუხებელია და ტერიტორიების დათმობის ხარჯზე მშვიდობის დამყარება არარსებულია!

საერთაშორისო თანამეგობრობიდან ისევ “ატკაცუნებს” ორბანის ადმინისტრაცია. ამჯერად თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო (მაგ. სტატია ვაშინგტონ პოსტში, რომ თითქოს უკრაინა აპირებდა ნავთობსადენ “დრუჟბას” აფეთქებას, ან უნგრულენოვანი სკოლების გახსნის გადავადება კარპატისპირეთში) უნგრეთი ბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის მორიგი 500 მილიონი ევროს ტრანშის გადარიცხვას. გველი გოუზრდიათ უბეში, გველიიი! ისე მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო, ნათქვამია ჩვენებურად! ეს ისე, ლირიული გადახვევა!

აშშ გეგმავს სამაგიეროდ მომავალი წლისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის! გოდ ბლეს ამერიკა!

თვითმფრინავების საქმეზე ასეთი ამბავია: ბრიტები ამბობენ, შეიძლება ჩვენ თვითონ ვერ მივცეთ, მაგრამ სხვა ქვეყნებს დავეხმარებით გადაცემაშიო (ნიდერლანდები და დანია მეთქი, მითქვამს მე); პოლონელებმა ჩვენც არ გვაქვს ბევრი ფ-16 ები, მაგრამ მიგ-29-ებს დავამატებთ კიდო ბევრსო! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უკრაინელი პილოტების წვრთნების გამოცხადება გაგანია ომში რომ უბრალოდ მეგობრულ ჟესტს და სემინარებზე წაყვანას არ ნიშნავს, ნაბუშარი სალავოიოვიც ხვდება! 3-დან 6 თვემდე და ფ-16 ები გადააუთავებენ საბოლოოდ რაც დარჩება ურდოსგან მიწაზე და უკრაინის ცაში!

ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, საფრანგეთის სენატმა კი აღიარა 1932-33 წლებში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული ჰოლოდომორი; პარლამენეტები ერთმანეთის მიყოლებით რომ უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში გაწევრებას, ძალიან კარგია, მაგრამ აი 100 წლის ჰენრი კისინჯერი რო უკვე დაჟინებით იძახის, უკრაინის ნატოში გაწევრება კარგი იქნება უკრაინისთვისაც, ევროპისთვისაც და თავად რუსეთისთვისაცო, ეს უკვე ნიშანია ზემოდან :))))))) ომის დასრულება და უკრაინის ნატოში გაწევრება ერთი იქნება!

ევროპა შეთანხმდა, რომ შეიქმნება უკრაინისთვის რუსების მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის რეესტრი. გერმანიაში აცხადებენ, რომ უკვე მზად არიან ურდოს გაყინული რესურსები მიემართოს უკრაინის აღდგენის საჭიროებებისთვის!

ფრონტს ხაზებზე ყველაზე მძიმე ვითარება ისევ მხოლოდ ბახმუტში. კიდევ ჰქონდათ წინსვლა, ანუ კიდევ 2-3 მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევები დაიკავეს ათასობით ვაგნერელებმა! სამაგიეროდ, ჩვენები ხოშიანად უტევენ ჩრდილოეთ და ჩრდილო დასავლეთ ფლანგზე. გუშინ კონკრეტულად დუბოვო-ვასილივკის მიმართულებით შეუსრულეს კიდევ ურდოს და აახიეს რამდენიმე სტრატეგიული საყრდენი პუნქტი. ასევე კარგად მიდის საქმეები სამხრეთ ფლანგზე კლიშჩიივკას მიმართულებით. გუშინ კიდევ ერთი თავდაცვის ზღუდე მოურღვიეს ჩვენებმა ურდოს და სტრატეგიულ სიმაღლეს მიადგნენ. მაგას რო აიღებენ, კლიშჩიივკა ხელის გულზე იქნება და აღებამდეც ბევრი არ დარჩება. ფლანგებიდან უკან დახევას სიკვდილის სამინისტრო უწოდებს გაუმჯობესებულ სტრატეგიულ პოზიციებზე გასვლას! კუხარკა პრიგოჟინმა ააგდო ჰაერში და არ დაუშვა, ისეთი დასცინა!

ავდეევკაში ახვანცალდნენ ურდოსები; წამოვიდნენ ისევ შუბლურში, ანუ პირდაპირ შემოუტიეს! ყველა შეტევა ჩაუგდეს ჩვენებმა ურდოსებს!

მარიინკაზე ურდოს ისტერიკა აქვთ, რაც ამდენი ხანი ვიწვალეთ და დავიპყარით, ყველაფერს დავკარგავთ მალე და მარიინკა მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშ გადავაო!

კრემინნა-სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებაზე პოზიციური ბრძოლები ნარჩუნდებოდა მთელი დღის განმავლობაში!

ლუჰანსკში ისევ დაუბაბანეს ჩვენებმა! ზაპოროჟიე და ხერსონშიც არტდუელები და პოზიციური ბრძოლები გრძელდებოდა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში (სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ურდოს რისხვა გენერალი ბუდანოვი ხაზს უსვამს: აუცილებელია და გარდაუვალია უკრაინის გამარჯვება 2023-ში)! საქართველო, გონს მოდი 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 მაისს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოღრუბლული თუმცა უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც დღისით +19 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 ღამის ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.იწვიმებს.

გორში უნალექო დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. დღის გარკვეულ მონაკვეთებში მოსალოდნელია ნალექი.

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან.

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა.