Home Blog Page 2094

“როდის აქეთ შესტკივა გული „მაკდონალდსს“ ქართველ ბავშვებზე?” – გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „მაკდონალდსის“ გამოკრულ ბანერებს ეხმიანება, რომელზე დატანილია, რომ საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ტყუილი და ცილისწამებაა, რომელზეც „მაკდონალდსმა“ პასუხი უნდა აგოს.

„საქართველოში 235 ათას ბავშვიან ოჯახზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობსო, ცრემლიანი თვალებით გვაუწყებს „მაკდონალდსის“ ქსელი.

ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია საშინელი ტყუილი და ცილისწამებაა, რაზეც გამავრცელებელმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

მეორეც – როდის აქეთ შესტკივა გული „მაკდონალდსს“ ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს.

და მესამეც – ის ოჯახები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ იმ მგლური ბიზნეს-პოლიტიკის მსხვერპლნი ხომ არ არიან, რითაც ჭყონიამ და მისმა მსგავსი „ბიზნესმენები“ 90-ინებში ატარებდნენ?“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

“ტყუილი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას თავს ანებებდა”-ირაკლი ქადაგიშვილი

სააკაშვილი ცდილობს, მისი პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის რღვევის პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს. მათი პატრონების მიზანია, რადიკალური ოპოზიცია რამენაირად გადაარჩინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ განულებისკენ არის წასული

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს და ეს არ იყო მხოლოდ მისი განზრახვა. ეს იყო გლობალური „ომის პარტიის“ ერთ-ერთი ჩანაფიქრი. სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით უნდა მომხდარიყო ქვეყანაში არეულობის, პოლიტიკური კრიზისის შექმნა, ხელისუფლებაში დაბრუნება, რათა მას განეხორციელებინა ქმედებები, რაც ქვეყანას მეორე ფრონტის გახსნამდე მიიყვანდა. პირველ ეტაპზე როცა ეს არ გამოუვიდათ, სააკაშვილის პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, უდიდესი ფეიკკამპანია წამოიწყეს, თითქოს საქართველო სააკაშვილს წამლავს, არ მკურნალობენ, აწამებენ და ასე შემდეგ. ვიხილეთ, როგორ იხარჯებოდა მილიონები, როგორ იყო ჩართული ამ პროცესებში ლამის ნახევარი ევროპარლამენტი. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი, მანიპულაცია, რისი დაშვებაც ევროპულმა სასამართლომ არც კი წარმოიდგინა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს გამოიწვევდა საპატიმრო სისტემის ჩამოშლას. ვინაიდან ეს გზა არ გამოუვიდათ, ახლა დაიწყო იმ რეალობის დაბრუნება, რისთვისაც სააკაშვილი ჩამოიყვანეს. სააკაშვილის შიმშილობა არ გამოუვიდათ და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსი უნდათ, მიანიჭონ. ამისთვისაა საჭირო გამოცხადება, რომ ის ქართულ პოლიტიკაშია. ტყუილი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას თავს ანებებდა, არ აინტერესებდა, უკრაინაზე იყო კონცენტრირებული. რა უნდა მისგან „ნაციონალურ მოძრაობას“? – პარტია განულებისკენ არის წასული, ამიტომ მათი პატრონები ფიქრობენ, იქნებ, სააკაშვილის ფაქტორმა პარტიის განულებისკენ მიმავალი კრახი დროებით შეაჩეროს და პარტიის შიგნით დესტრუქცია შეაჩერონ. სააკაშვილი ცდილობს, მისი პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის რღვევის პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს. მათი პატრონების მიზანია, რამენაირად გადაარჩინონ რადიკალური ოპოზიცია. ხედავენ, რომ ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის სახით არანაირი კონკურენტი აღარ ჰყავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კობა კობალაძემ აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში, მდივნის, დენის რიჩარდ მაკდონოფის მოადგილესთან ჯანდაცვის საკითხებში, სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად.

„კობა კობალაძემ, ასევე, დეტალურად ისაუბრა, იმ საბრძოლო მოქმედებებზე, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელდა. იმ თავგანწირულ და სამაგალითო ბრძოლებზე, რომლებსაც ქართველი მებრძოლები აწარმოებდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის რეგულარულ ჯარების წინააღმდეგ.

მასპინძლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ვეტერანთა ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამებზე და ამ მიმართულებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას თავისი გამოცდილება გაუზიარეს და დახმარებას, თანადგომას დაჰპირდნენ.

მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური პირობების გაუმჯობესებას. კობა კობალაძემ სტივენ ლიბერმანი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე დეტალურად გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს დელეგაციის შეხვედრებს, რისთვისაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს საელჩოს მადლობას უხდის.

სტივენ ლიბერმანი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციას (VHA). აღნიშნულ პოზიციამდე ის მსახურობდა მდივნის მოადგილის თანაშემწედ ჯანდაცვის საკითხებში, ასევე, ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევდა ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

შეხვედრას, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანების საკითხთა მთავარი ოფიცერი, ჯონ ბოერსტლერი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან” – ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილი განცხადებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე მის კანდიდატობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ისარგებლა რეგლამენტით დადგენილი კვოტით და შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

„პროცედურულად წარდგენილია, მაგრამ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამტკიცებს. ეს განცხადებები კობახიძემაც დაადასტურა გუშინ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „შორს ვარ აზრისგან, რომ ვიცე-სპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ბეჟაშვილზე. ის არ გამოირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციით“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ნიკა მელია ასეთ განცხადებას აკეთებს.

„უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან მთელ რიგ საკითხებში. კობახიძისა და მელიას გუშინდელი განცხადებები ასევე უნისონში და თანხვედრაშია. ეს სამწუხარო რეალობაა და დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, წევრს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა და ფსიქოლოგიური ფაქტორები, კონცენტრაცია მოახდინონ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მთავარი ბოროტების – „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის წინააღმდეგ. სჯობს, ამ ადამიანმა არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებისა ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამკვირიანი სწავლების განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ სხვადასხვა სასწავლო კომპონენტში – სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლა – მოქმედების უნარები განავითარა და პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელა.

„დასკვნით ფაზაში, მონაწილეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს; ოპერაცია მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების სამიზნის გათავისუფლებასა და უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებდა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებს (JCET) რეგულარულად ატარებენ. სწავლებების მიზანს ელიტურ ქვედანაყოფებს შორის გამოდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

“რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია”- არჩილ თალაკვაძე

რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია – ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში მედიაზე განახორციელა რეიდები, დააპატიმრა ჟურნალისტები, უმკაცრესი რეგულაციები შემოიღო და პირდაპირ პოლიტიკური პროდიუსერები დაუნიშნა მედიას,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მან საჩივარი შეიტანა ” BBC-ის წინააღმდეგ.

თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას სურს დავით კეზერაშვილიდან ყურადღება სხვებზე გადაიტანოს და ამას ემსახურება “ქოლ-ცენტრებზე” საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაც.

„მათი ბიოგრაფია ყოველთვის გვახსენდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ. დღესაც, ოპოზიციაში ყოფნისას, თავს ესხმიან მედიას, ცდილობენ არალეგალური ფულით დააფინანსონ და კონტროლი მოიპოვონ მედიაზე, ამოეფარონ ჟურნალისტებს და უკვე ვხედავთ, რომ კომიკური თავდასხმებია BBC-ზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიმართლე დაანახეს საზოგადოებამ. ეს მცდელობები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, თავდასხმა საერთაშორისო მედიაზე, ტყუილები რომ ტელევიზიას გადაუფორმებენ თანამშრომლებს, ემსახურება იმას, რომ კეზერაშვილიდან ყურადღება გადაიტანონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

” ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას”- პრემიერი

ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და გაძლიერებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები კი  ისტორიულ მაქსიმუმზე.

 „დღეს ქვეყანა მდიდრდება, გესმით თქვენ? ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარები, ყველაფერი ეს საიდან შევძელით? შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება, არავის რომ არ აქვს, რამდენიმე ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა, ბოლო ორი წელი ზედმიწევნით. ომამდე სხვათა შორის, ომამდეც იყო 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი თანდათანობით აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, 700 მლნ ლარი, რომელიც ახლა ჩვენ გამოვყავით და ვუშენებთ დევნილებს სახლებს, საიდან ვუშენებთ, ეს ფული ჩვენ დავბეჭდეთ, ციდან ცვივა, თუ როგორ ხდება ეს? ან პენსიებისა და ხელფასების გაზრდა, ან უამრავი პროექტი, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ, ამას ხომ სჭირდება დაფიქრება, მეგობრებო. მთავარი მინდა გითხრათ, ევროპას გასაგებია რომ ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგყვებით ამ პოლიტიკაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ ოკუპირებული – 20 % არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი თქვენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს და მუშაობას. ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს, თქვენი პირადად და გინდა ხოშტარიას, გინდა სააკაშვილის დახმარება არ დასჭირდებათ, დამერწმუნეთ, ისინი კარგად ფიქრობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპამ 300 მლრდ დოლარი გადაუხადა შარშან რუსეთს. ეს გააშუქეთ, ხალხს უთხარით, რომ თურმე მარტო საქართველო კი არ ვაჭრობს რუსეთთან 1 მლრდ დოლარით წელიწადში, არამედ 300 მლრდ დოლარს უხდის რუსეთს, შარშან ომის დროს. იგივე ამერიკას, მე გითხარით, რომ ვაჭრობა არ შეუწყვიტავს. იმ პროდუქციაზე, რაზეც მათ სჭირებათ, არ შეუჩერებია. ეს ესაუბრეთ ხალხს და არა ეს თქვენი დეზინფორმაციული და დამახინჯებული, მიკერძოებული კითხვები არ უნდა დაუსვათ პოლიტიკოსებს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას – „ სიცოცხლის ხე“ უმასპინძლებს

20 მაისს, 18:00 საათზე მრავალწლიანი ისტორიის , ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთული უნიკალური  სივრცე –  თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა „ სიცოცხლის ხე“ იხსნება.

ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე,  პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით  სარგებლობს.მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ.

საღამოს ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მოსულ სტუმრებს  ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო  დეტალებს გააცნობს.

ღონისძიებაზე მხატვარი 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს წარადგენს. ასევე დაგეგმილია  ახალი პროექტის საანონსო პრეზენტაცია, რომელიც  მარკეტოლოგ ნინო იოსელიანსა და ზურა გომელაურს შორის შეთანხმებული ტანდემით განხორციელდება.

გამოფენის იდეა, მხატვრის გულშემატკივრებს, მის ახლო მეგობრებს შორის დაიგეგმა და „მეიდან ჯგუფის „ მხარდაჭერით,  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საორგანიზაციო მუხტიც შეიკრა.

  • გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორები არიან პიარ მარკეტოლოგები:

ანა ჩანგიანი

ნინო იოსელიანი

ეკა ხიდაშელი

  • გამოფენის მხარდამჭერია კომპანია „PSP

….. ჩვენს შორის არიან გამორჩეულად ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნიან და საკუთარი შემოქმედებით ქვეყნის საგანძურს ქმნიან. მათთვის საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი  და  ფასეულია.

R

“საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 53.5 პროცენტით არის გაზრდილი” – საქსტატი

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 42.2 ათასი მგზავრია გადაყვანილი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 102.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 53.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთ ბრუნვის მოცულობა 65.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 111.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 208.3 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა 36.2 პროცენტით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 048.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 49.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის I კვარტალში მიიღო 511.0 ათასი მგზავრი (48.0 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 537.3 ათასი მგზავრი (51.8 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით).

2023 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის უდიდესი წილი, კერძოდ, 97.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის I კვარტალში 4.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 37.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.1 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი – გაგზავნილი. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თქვენ რომ 100 ევროდ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა” – პრემიერი

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან არასწორად აკავშირებთ, თუნდაც, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას ეხება – ეს არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთთან არც ვაჭრობის და არც ეკონომიკის შეწყვეტას არ გეგმავენ, რადგან ეს ქართველი „ხალხის ინტერესებს დააზიანებს.“

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საქართველოს მოქალაქეები 100 ევროდ ევროპაში, რომ გადაადგილდებიან, მისი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, თუნდაც, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ.. ეხება. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა და არასწორი დაკავშირებაა, რატომ აგიხსნით. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია, არავის. თუ ვინმემ რამე შედეგი მოიტანა, ეს მეგობრებო „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თქვენ რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, „ქართული ოცნების“ დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის და „ამას წლები დასჭირდება.“

„საფრთხე არაფერს არ შეექმნება. მე გეტყვით, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ. ვუხსნით, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, მე პირადად საუბარი მქონდა და მე მათ ავუხსენი არგუმენტაცია და ჩვენი მოტივაციაც. მეგობრებო, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროკავშირის პოლიტიკას, ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა ვიყოთ. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით არა ვართ და ამას წლები დასჭირდება. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო ათ წელიწადში და ბოლო 30 წელიწადში, ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერცერთი წარმომადგენელი. რატომ მე გეტყვით, ევროპული პერსპექტივით, რეალურად ჩვენმა პარტნიორებმა აღიარა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, თითქოს ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი”

აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, თითქოს ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით, ბევრი ევროპელი ლიდერი მეუბნება, რომ ასეთი ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც მთავრობა, პენიტენციოური სამსახური და კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მიმართ აკეთებს არის სწორი.

„ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაქართველოს კამპანია და რატომ, განვმარტავ. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ, რაც მოვათავსეთ ციხეში, დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგას. რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად ერთი მილიონი დოლარი გადაიხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კითხვა უნდა დაუსვან დედამისს, მის ოჯახს და მის ადვოკატებს, საიდან აქვთ ეს ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს. ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი, კოლეგა მეუბნება, რომ ასეთი ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არცერთი ქვეყნიდან, პირიქით, მეუბნებიან, ეს არის მტრობა. ყოველგვარი არგუმენტების, ფაქტების გარეშე აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია, რომ მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანება, თითქოს ჩვენ აქ ვიღაცების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით მიმართეს მათ სტრასბურგს. მინდა, იცოდეს ხალხმა და ყველამ ძალიან კარგად ნახა, რომ არცერთი მათი ე.წ არგუმენტი და ფაქტი სტრასბურგმა არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენცური და ის კლინიკა აკეთებს, სადაც მკურნალობს სააკაშვილი, ყველაფერი, რაც გაკეთდა არის სწორი და შესაბამისობაში. ამიტომ, მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რაც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მისამართით. მე კითხვა მინდა, დავუსვა, რა კომენტარი ექნება მაგალითად, ამ დესტრუქციულ ძალას, ეს ამდენი შეკვეთილი სტატია, შეკვეთილი და ფულით დაფინანსებული სიუჟეტები სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე უცხოეთში, თურმე ჩვენ რუსეთის დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მაგრამ მაინც გადარჩა, ვკლავთ, არ ვემსახურებით და ა. შ. ამით ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა, სახეზე არის სიმართლე, ჩვენ არაფერს ვმალავთ, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ამზადებს.

„არიან გაკოტრებულები, დეგრადირებულები, დემორალიზებულები. არიან სრულ ნიჰილიზმში და იგონებენ ათას რაღაცას. მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს საქმე და ჩვენი ქვეყნის წინსვლა“- აღნიშნა პრემიერმა.

“ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ის ამ ქვეყნის მტერია”

საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამი, ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა და იყოს ეკონომიკა, ის არის ამ ქვეყნის მტერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, „ქვეყანა როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რამდენად რელევანტურია ფრენების აღდგენა“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე. წესით, ყველა მოქალაქე უნდა ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. თქვენ რომ იყოთ ობიექტური ჟურნალისტი, მაგ კითხვას დაუსვამდით იგივე ხოშტარიას, სააკაშვილის პარტიის წევრებს. მაშინ მეტად დამაჯერებელი იქნებოდა თქვენი კითხვა. თქვენ წარმოადგენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას. მე გისვამთ კითხვას, რატომ არ უსვამთ კითხვას იგივე ხოშტარიას, რომელიც 10 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენები კარგია, უვიზო რეჟიმი კარგია, ვაჭრობა კარგია. თქვენ მაგ კითხვით ნუ მოდიხართ ჩემთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი შესაბამისობაშია ეროვნულ პოლიტიკასთან და საერთაშორისო სანქციებთანაც.

„ერთი რამ მინდა, გითხრათ, დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში – ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი. სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა, ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით. ჩემი მიზანია, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მისი დაცვა, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ისლანდიაში შეხვედრებზე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან. ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი და უცხო არაფერი არ არის. განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების. ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა და იყოს ეკონომიკა, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ამ ქვეყნის მტერი. მთავარი არის შედეგი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე. საქმე არის ის, რომ ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, კიდევ უფრო განავითარებს ვაჭრობას. ყველაფერი შესაბამისობაშია ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.