Home Blog Page 2093

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა

რუსეთ-საქართველოს მიმართულებით ფრენები ორმხრივად აღდგა.

დღეს, 08:00 საათზე, მოსკოვის მიმართულებით ფრენა „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.

„კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. „ჯორჯიან ეარვეის“ გეგმავს ყოველდღიურად ფრენების შესრულებას კვირაში შვიდი სიხშირით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი 19 მაისს საპროტესტო აქციის პარალელურად შესრულდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-თვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

,,აშშ თვითმფრინავების ნაწილებს რუსულ ავიაკომპანიებს მაინც აწვდიდა” – NYT

An Airbus A321-211 aircraft of Russian airline Aeroflot with registration VP-BOE is seen in the long term parking for planes of Geneva Airport on March 25, 2022. - Due to sanctions imposed on Russia over the country's invasion of Ukraine, Russian carrier Aeroflot was banned from the airspace of whole Switzerland. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რათა შეიარაღებაზე, თვითმფრინავების ნაწილებზე და სხვა საქონელზე მოსკოვის წვდომა შეეზღუდა. სანქციები შეეხო რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის „აეროფლოტს“, მის შვილობილ „როსიას“ და სხვებს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, გასულ წელს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთში თვითმფრინავების ნაწილები გაიგზავნა. ამის შესახებ მეტყველებს რუსეთის საბაჟო სამსახურების მონაცემები, რომლებზეც წვდომა The New York Times-მა მოიპოვა.

მონაცემების თანახმად, ათობით მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნა სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის „როსიას“, „აეროფლოტს“, „ურალის ავიახაზებს“, S7-ს და „პობედას“.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დააკავეს მაიამიში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ოლეგ პაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი, რომლებსაც ბრალი აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევა და ფულის გათეთრება ედება ბრალად. როგორც გაირკვა, ოლეგ პაცულია ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში მოქმედი კომპანიების გამოყენებით ავიაკომპანია „როსიას“ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.

მაგალითად, გასულ წელს „აეროფლოტის“ საწყობებში მოხვდა Boeing-ის მიერ აშშ-ში დამზადებული თვითნფრინავების ნაწილები. რუსეთში მიწოდება ნაკლებად ცნობილი სავაჭრო კომპანიების, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავისუფალი ვაჭრობის ზონებისა და ინდუსტრიალური პარკების გავლით ხორციელდებოდა.

საბაჟო მონაცემებში ფიგურირებს 5000-ზე მეტი ინდივიდუალური გზავნილი, რომლებსაც 2022 წლის 8-თვიან პერიოდში ჰქონდა ადგილი. Boeing-ში აცხადებენ, რომ რუსეთში თვითნფრინავების ნაწილების მიწოდება 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტეს. ნაწილების უმეტესობა რუსეთში არაბთა გაერთიანებული საამიროების, თურქეთის, ჩინეთისა და მალდივის კუნძულების გავლით მოხვდა, თუმცა დაფიქსირდა ისეთი გზავნილებიც, რომლებიც ავიაკომპანია „როსიამ“ უშუალოდ ევროპიდან ან აშშ-დან მიიღო.

,,საზოგადოება მეორედ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებს” – სუბარი

რატომ წამოეგნენ ასე ადვილად ოპოზიციის ტყუილებს? იმიტომ, რომ ოპოზიციას კი არა აქვს მაღალი რეიტინგი და არ სჯერათ მისი, მაგრამ როდესაც გამოდიან ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ელჩი დეგნანი დღეში რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ ეს რუსული კანონია, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაივიწყა უკრაინის ომი, დაივიწყა ჩინეთი-ტაილანდის კრიზისი, ძირითადად ლაპარაკობდა ამ კანონპროექტზე, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკომისია, ევროპარლამენტიც ამას ამბობდნენ, ხალხმაც იფიქრა, რაღაც სასწაული ხდებაო და დაიჯერა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორედ აღარ დაიჯერებენ, რადგან ნახეს, რომ არ გასულა ერთი კვირა და ევროკავშირი ასეთი კანონის მიღებას ცდილობს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მართალია, საზოგადოება ერთხელ უკვე წამოეგო ოპოზიციის ტყუილებს, მაგრამ მეორედ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებს, რადგან დარწმუნდა მათ ცბიერებაში.

„დღეს ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული პარლამენტში და მისი მოსმენა მიმდინარეობდა. იქ ძალიან საინტერესო რამ თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა, გირჩის წარმომადგენელმა: ვსხედვართ მთელი ოპოზიცია, ვცდილობთ, დავაგროვოთ მუხტი და შედეგი არ არისო და გამახსენდა სიტყვები, რომლებიც, თუ არ ვცდები, ჩერჩილს ეკუთვნის: შეიძლება, მცირე რაოდენობის ადამიანი მოატყუო ბევრჯერ, ან ერთი ადამიანი მოატყუო ერთხელ, ან ორჯერ მაგრამ ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებო. მათ ერთხელ გაუვიდათ ხალხის შეცდომაში შეყვანა, მათი ტყუილით გამოყვანა ქუჩაში, მაგრამ მეორედ და მესამედ ეს უკვე შეუძლებელია!

„გორბის“ კვლევაში გამოჩნდა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი წაკითხული ჰქონდა 18%-ს, იმათაც ან ჰქონდათ წაკითხული, ან – არა. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობამ არ იცოდა, რას აპროტესტებდა. რატომ წამოეგნენ ასე ადვილად ოპოზიციის ტყუილებს? – იმიტომ, რომ ოპოზიციას კი არა აქვს მაღალი რეიტინგი და არ სჯერათ მისი, მაგრამ როდესაც გამოდიან ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, როდესაც ელჩი დეგნანი დღეში რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა რომ ეს რუსული კანონია, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა დაივიწყა უკრაინის ომი, დაივიწყა ჩინეთი-ტაილანდის კრიზისი, ძირითადად ლაპარაკობდა ამ კანონპროექტზე, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკომისია, ევროპარლამენტიც ამას ამბობდნენ, ხალხმაც იფიქრა, რაღაც სასწაული ხდებაო და დაიჯერა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორედ აღარ დაიჯერებენ, რადგან ნახეს, რომ არ გასულა ერთი კვირა და ევროკავშირი ასეთი კანონის მიღებას ცდილობს.

გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების სააგენტომ, რომელმაც 2010 წელს მიიღო მსგავსი კანონი, ოღონდ ის იყო მხოლოდ ლობიზმზე, ახლა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ლობიზმზე საკმარისი არაა და საჭიროა, ზოგადად გამჭვირვალობასა და უცხო ქვეყნის გავლენებზე მიიღონ კანონი. აღარ განვაგრძობ ჩამოთვლას, კანადის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ ყველამ იცის, რომ ამ კანონზე მუშაობენ – ზოგს უკვე მიღებული აქვს, ზოგიც – ახლა იღებს, ან ამკაცრებს. ამით გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი.

ახლა კი, როდესაც მათ სცადეს, რომ იგივე გაეკეთებინათ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ცხადია არ გამოვიდა და არავინ დაიჯერა. უფრო მეტიც, იმ გაყალბებულ კვლევებშიც კი, რომელსაც IRI აწარმოებს, 48% ამბობს, რომ მომხრეა რუსეთიდან ფრენების აღდგენისა და მიესალმება უვიზო მიმოსვლას; ცოტა ნაკლები პროცენტი ამბობს, რომ არ არის წინააღმდეგი და დანარჩენი – უბრალოდ თავს იკავებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისის დღის ბოლოდან 21 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღის მოვლენები თქვენგან ყურადღებას და წინდახედულობას მოითხოვენ. აჩქარებამ შეიძლება საბოლოო შედეგი დააზიანოს, ამიტომ ეცადეთ საქმეს მშვიდად და აუჩქარებლად მიჰყვეთ. გაუგებრობას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ საკუთარი აზრები მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად უნდა გამოხატოთ.

კურო

მნიშვნელოვანი სამუშაოს მიუხედავად, ეცადეთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ახლა ყველაზე მთავარია ემოციური განტვირთვა და ძალების აღდგენა. ეცადეთ, სამუშაოს დასრულების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ერთად ბუნებაში განმარტოვდეთ. ახალი საქმის დაწყებისთვის ჯერჯერობით არახელსაყრელი დროა.

ტყუპები

ნუ ცდილობთ, რომ ახლობლებისგან დახმარება ზეწოლის გზით მიიღოთ. მათი კეთილგანწყობის მოპოვებას პიროვნული ხიბლის დახმარებით უფრო შეძლებთ. სასურველია, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, რომ საქმეს, რომელიც დადებითი ემოციებით გავსებთ და ძალიან მოგწონთ, მეტი დრო დაუთმოთ. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარში ყოფითი საკითხებით დაკავდეთ. მაგალითად, ავეჯი გადააადგილოთ ან მცირე რემონტი დაიწყოთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

ლომი

სადავო საკითხები შეიძლება ჩხუბის გარეშე, მოლაპარაკებების გზით მოაგვაროთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და გარშემო მყოფებთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტი დაამყაროთ. საყვარელი საქმის კეთება თქვენს კეთილდღეობაზე დადებითად აისახება და კარგ ხასიათს დაგიბრუნებთ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებისთვის ურთიერთობა ადვილი და ნაყოფიერი იქნება. ადამიანებთან საუბარი საჭირო ინფორმაციის მიღებასა და საკუთარი იდეების გავრცელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ისეთი რაღაც გაიგოთ, რაც ახალი, საინტერესო პროექტის საფუძველი გახდება. თუმცა, ჯერჯერობით ამ გეგმის განხორციელების დრო არ დამდგარა, ცოტა უნდა დაიცადოთ.

სასწორი

ცვალებადი და დატვირთული დღეა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ბევრ სასწორს გეგმების შეცვლა ან დაგეგმილი შეხვედრების გაუქმება მოუწევს. ახლად გაცნობილმა ადამიანმა შეიძლება თქვენს კარიერაზე გავლენა მოახდინოს და დაწინაურებაში დაგეხმაროთ.

მორიელი

ამ დღეს ხმაურიან წვეულებებს და ხალხმრავალ ადგილებს უნდა ერიდოთ. გარშემო მყოფები ყურადღებას გიფანტავენ და მუშაობაში ხელს გიშლიან, მარტოობა და ინდივიდუალური მუშაობა კი საჭირო შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. გაათავისუფლეთ სივრცე თქვენ ირგვლივ, გადაყარეთ ძველი ნივთები და მოიშორეთ უარყოფითი ემოციები. დროა იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობა დაიწყოთ.

მშვილდოსანი

მეგობრების გარემოცვაში გატარებული დღე დადებითი ემოციებით აგავსებთ და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მალე საინტერესო და მოგებიანი შესაძლებლობები გაჩნდება, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. სპორტული ვარჯიში და ჰაერზე სეირნობა თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

თხის რქა

გირჩევთ საყვარელ ადამიანებს თქვენზე ზრუნვის უფლება მისცეთ. უსიამოვნო შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ არ დანებდეთ. შეხვდით და ესაუბრეთ ახალ ადამიანებს – ეს საჭირო საქმიანი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მშვენიერი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, თუნდაც თქვენი გეგმა სარისკო იყოს – ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება, ამიტომ პრობლემების დროს შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ. პირად ურთიერთობებში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი. ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

თევზები

მეგობრების და ახლობლების დახმარებით ამ დღეს ნებისმიერ პრობლემას წარმატებით გაუმკლავდებით. გირჩევთ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ და ყურადღება გაამახვილოთ საქმეზე, რომელსაც შეუძლია თქვენი შემოსავალი გააორმაგოს.

“ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს”-“ყვარლის ტბის” ადმინისტრაცია

ყვარლის ტბის ადმინისტრაცია სპეცილურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება:

“გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესამება სიმართლეს!”- აღნიშნულია განცხადებაში.

https://www.facebook.com/Kvarelilakeresort/posts/pfbid031Kiatx21aFLS9DaLFua5b7fG4MG66FAcuxAriz8D3dKg1FwDj4QNHqGSxxTXArPEl

“კონსტიტუცია, ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს!- სახელმწიფო მიტაცებულია!”- თაკო ჩარკვიანი

კონსტიტუცია, ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს! სახელმწიფო მიტაცებულია! – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჰააგაში სამხედრო დამნაშავედ ცნობილი პუტინის ბრძანებას რომ შეასრულებ, იმ პუტინის მსოფლიო რომ დაუპირისპირდა , როგორც დამნაშავეს , იმის გამო, რაც მან ჩაიდინა უკრაინაში და ამ დასავლეთის რეკომენდაციების შესრულების- ” სტატუსის” მიღების წინ რომ აეროდრომზე ოკუპანტის თვითმფრინავს დასვამ და კიდევ რომ ბედავ “ტლიკინს” უტიფრად- უთავმოყვარეოდ ასეთი კოლაბორაციონალი ხელისუფალი, საკანონმდებლო ორგანოში ქოლცენტრების სქემის გამოსააშკარავებლად კომისიის შექმნას არ ეთანხმები და ამბობ დასავლეთის ქვეყნებს ვენდობით გამოძიებაშიო , კი მაგრამ დასავლეთის მიერ ჰააგაში დამნაშავედ ცნობილი პუტინის ბრძანებებს რომ ასრულებთ ეს როგორ არის, მაშინ ვის ენდობით??? თქვე მართლა მონადშობილნო! კონსტიტუცია ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს! სახელმწიფო მიტაცებულია!“ – წერს ჩარკვიანი.

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/pfbid036SfDJmW7yEdtoPXtaki6VdYoDczhDoi8sr49iG43xVPVzibvgFb4peu5Bh9fL8VDl

“რუსული აგიტპოპი საზოგადოებას ახალ და უკიდურესად საშიშ ყალბ დილემას აჩეჩებს”- ნიკა გვარამია

გულწრფელად გეტყვით, ბოლომდე არ მესმის, რა შინაარსი დგას ფრაზის “ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” უკან, თუმცა ამაზე სხვა დროს. მაგრამ რასაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, იმის გარკვევაა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობას. – ამის შესახებ მსჯავრდებული ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში:

 “უცაბედად” ერთიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ალაპარაკებული ყველა ქართველი პუტინისტი იმის უტყუარი ნიშანია, რომ რუსული აგიტპოპი საზოგადოებას ახალ და უკიდურესად საშიშ ყალბ დილემას აჩეჩებს: კეთილი რუსეთი, რომელიც უკვე არა მარტო უვიზო მიმოსვლას, ერთმორწმუნეობას, ფულის “კეთებას” გვთავაზობს, არამედ სუპერ-ამოცანის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. მეორეს მხრივ, ბოროტი დასავლეთი უკვე მარტო უშინაარსო კანდიდატის სტატუსით, ვიზებით, ქართული იდენტობის მოსპობით კი არა, ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაკარგვით და ომში ჩათრევითაა წარმოდგენილი.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არანაირ ტერიტორიებს არავინ არ დაგვიბრუნებს, მაგრამ კოორდინირებული პროპაგანდა მოსკოვიდან და თბილისიდან აუცილებლად გაღრმავდება.

ტერიტორიულ მთლიანობაზე გადაკრულად ნათქვამი დაპირებაც კი იმგვარ ეროვნულ ნერვზე თამაშია, კოლექტიური ტრავმით ისეთი მანიპულაციაა, რომ ნებისმიერმა შეიძლება დაკარგოს საღი აზრი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რანგის პროპაგანდასთან ჩვენ საქმე ჯერ არ გვქონია. ამის დაძლევა მგონია ახლა ეროვნული ამოცანა, და არა იუსტიციის საბჭოს კომპოზიცია, რაღაც კანონპროექტები, კომისიები, თუნდაც 12 პუნქტის შესრულებაზე “ოცნებასთან” დიალოგი.

ასე რომ, ევროკავშირის წევრობის სტატუსს არ ვიცი და ქართველმა ხალხმა ჯერ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ სახელმწიფოს სტატუსს ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობას (და შესაბამისად მის კანდიდატობას) კი სახელმწიფოები იმსახურებენ, და არა ხალხები. მაგრამ ამაზე სხვა დროს” – წერს ნიკა გვარამია.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/pfbid0zbEeTLKqsPTETESRtuqCCg6X77fEzjR82qKkGEdDQpHSgovcXfyTRDXiVxdKJ7XEl

“საჭიროა ბოლომდე მიწოლა, ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა”-სააკაშვილი

საჭიროა ახალი მეთოდები, ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა. ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა.

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა. ფაქტია, არცერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი საფრთხის წინაშე – ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე. მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს – საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამარჯვება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/781497503345849

“ნებისმიერი ევროპული, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა იმ სტანდარტით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენებისას აჩვენა”- გომელაური

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ყველა ჩემს თანამშრომელს, რომელმაც ღირსეულად დაიცვა როგორც ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, მისი დეპუტატები, ასევე შეინარჩუნა წესრიგი დედაქალაქის ქუჩებში, დაიცვა რუსთაველზე მშვიდობიანად შეკრებილი უამრავი ადამიანის უსაფრთხოება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა.

„თუ ვთანხმდებით, რომ ყველას გვსურს სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობიანი ქვეყანა, განვითარება, ამისათვის, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანი უნდა დაემორჩილოს კანონს, და არა გამუდმებით თავს ვესხმოდეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და პოლიტიკურად მოტივირებული, არაჯანსაღი კრიტიკით, ბრალდებებით, მათ შორის, პოლიციის მიმართ, ვასუსტებდეთ ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოს. ნებისმიერი ევროპული, დასავლური, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება”- გომელაური

ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელმაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.

„პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც პოლიციამ ადგილზევე მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ, ასევე, პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან აქციაზე მოსულ სახალხო დამცველზე განხორციელებული თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად და სახალხო დამცველის თანმხლები პირების ჩართულობით სიტუაცია იმ კონკრეტულ მომენტში განიმუხტა და მათ დატოვეს შეკრება/მანიფესტაციის ადგილი. საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.