რუსეთმა, რომელიც ომშია ჩართული, ამდენი ხნის ჩაჟანგული ვიზებისა და ფრენების საკითხი რატომ ამოიტანა? უკრაინის მჩაგვრელ ოკუპანტ რუსეთს აუკრძალეს ტვირთების გადატანა და ეს ხაზები უნდა გადმოვიდეს კავკასიაზე. ჯერ არ გაფორმებულა. შესაბამისად, დღეს რუსეთს აწყობს კავკასიის აფეთქება, მით უმეტეს, საქართველოსი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ბევრი ინსტრუმენტი აქვს საქართველოს ასაფეთქებლად, რაც, მაგალითად, აზერბაიჯანში არ აქვს. „ჩვენ ვხედავთ, რა ოპერატიულად იგებენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინ ჩამოდის, როდის ჩამოდის, სად ჩერდება და ა.შ. აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ არის მეხუთე კოლონა და არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. რუსეთის ინტერესზე მუშაობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩაიშალოს კანდიდატის სტატუსი და მეტი რაღა უნდა ქნან? რუსეთის პასპორტიანი მოქალაქეები ჰყავთ პარტიაში, ბიოგრაფიებზე აღარ ვლაპარაკობ და სხვა რა უნდა მოხდეს, როდემდე უნდა გავიკვირვოთ მათი რუსეთთან სიახლოვე, მათი ინტერესი?“ – განაცხადა საყვარელიძემ. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო ამოვარდეს იმ ქვეყნების რიგიდან, სადაც ყოფნა უსაფრთხოა. „რა იყო გავრილოვის ღამეს? იგივე იყო; მერე პოზნერი რომ ჩამოვიდა, იგივე იყო. ანუ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ამოვარდეს იმ ქვეყნების რიგიდან, რომლებშიც ყოფნა უსაფრთხოა. შესაბამისად, მოაკლდეს ტრანზიტი, მოაკლდეს ტურისტი და ა.შ. ავტობუსში მყოფი ადამიანების შეურაცხყოფა ხომ უკვე იმის ნაბიჯია, რომ, აი, ჩვენთან ყოფნა სახიფათოა. მეტი ხომ არაფერია?! ძალადობაა წასული წინა პლანზე და თუ ჩვენთან ყოფნა სახიფათოა, ეს მესიჯი მარტო რუსისთვის კი არ იქნება, არამედ ყველასთვის, ვინც უცხოეთიდან მოდის“, – განაცხადა საყვარელიძემ. ამასთან, საყვარელიძემ თქვა, რომ, სამწუხაროდ, პატრიოტულ თემებზე გულანთებული მოსახლეობის ნაწილი გარბის და აქციაზე იცავს საქართველოს, მაგრამ ასეთი დაცვით საქართველოს ცუდ საქმეს რომ უკეთებენ, ამას დაფიქრება სჭირდება.
21 მაისს იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეა
დღეს, 21 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია „სიყვარულის მოციქულ” – წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წინდა მოციქულ იაკობის ძმა იყო. იგი იაკობ და პეტრე მოციქულებთან ერთად, უფლის ერთ-ერთი ერთგული მოწაფე გახდა. შეშინებული გამოვარდა საკურთხევლიდან …- სასწაული, რომელიც მოძღვარმა ზიარების წინ იხილა 2020-05-19 შეშინებული გამოვარდა საკურთხევლიდან …- სასწაული, რომელიც მოძღვარმა ზიარების წინ იხილა ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა, სწორედ, წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მიანდო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. თავად ღვთისმშობელსაც, მოციქულის სახით სამყაროზე ზრუნვა ჩააბარა. იოანე მახარებელი უპირატესად, სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ, ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა. იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო. ზედწოდება „ღვთისმეტყველი” წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან, მხოლოდ წმიდა იოანეს – ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს მიაკუთვნა. „შვილნო, გიყვარდეთ ერთმანეთი”, – წმინდა იოანეს ამ სიტყვებს კიდევ ერთხელ მოისმენენ მორწმუნენი, ახლა უკვე ბოლო ჟამს. „აღდგომის სასწაული“ – ორი წლის ბიჭი აპარატიდან გამორთეს და აი, რა მოხდა შემდეგ 2020-04-18 „აღდგომის სასწაული“ – ორი წლის ბიჭი აპარატიდან გამორთეს და აი, რა მოხდა შემდეგ როგორც ბრძანებს წმინდა ანდრია, „ნეტარ არს, რომელი არა იპოვოს მბრძოლ ღმრთისა მათ დღეთა შინა, არამედ დაიმარხოს სარწმუნოება იესუ ქრისტესი”. “ღმერთი სიყუარულია” – წერს სახარებაში იოანე მახარებელი. მაშ, ყური ვუგდოთ ღვთის რჩეულს – შევიყვაროთ ერთმანეთი, რათა მივუახლოვდეთ უფლის არსს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტი სიხარული და მარადისობის დღესასწაული – დღესასწაული სიყვარულისა! უფლის სიტყვა წმინდა მახარებელმა იერუსალიმში, სამარიაში, ეფესოსა და კუნძულ პატმოსზე იქადაგა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა, მოციქულთაგან, ყველაზე მეტხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცი მშვიდად მიიცვალა. წმინდა იოანე მახარებელი გეწეოდეთ, უფლისმიერ სიყვარულს დაევანოს ჩვენს გულებში!
,,ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები”- პატრიარქის წერილი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 1923 წლის 20/21 მაისისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილს ავრცელებს.
„გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, – 26 მაისი.
ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება.
ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა.
ეს იყო ჟამი საერთო-სახალხო დიდი სიხარულისა და ზეიმისა, რომელსაც ჩვენც ამ გრძნობით აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ სხვა მოვლენებიც.
როგორც ცნობილია, ქვეყნის დამოუკიდებლობამ მხოლოდ 1921 წლამდე გასტანა, თუმცა ხალხს დიდი მუხტი მისცა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალა; ამიტომაც იყო, რომ, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩვენი საზოგადოება, მთელი საქართველო მათ ძალმომრეობით რეჟიმს თავიდანვე დაუპირისპირდა და მისგან გათავისუფლებას მთელი მონდომებით ცდილობდა.
ხალხის მხედრულ დარაზმვასა და აჯანყებისათვის მზადებას ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და სხვებთან ერთად უძღვებოდა შესანიშნავი მამულიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის ავტორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თანამონაწილე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) დისშვილი, კოტე (კონსტანტინე) აფხაზი (შერვაშიძე). მაგრამ მოღალატემ შეთქმულნი გასცა.
ზუსტად 100 წლის წინ თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, ჩეკისტებმა დახვრიტეს ჩვენი ხალხის საუკეთესო ნაწილის გამორჩეული წარმომადგენლები, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სამხედრო ცენტრის 15-ვე წევრი.
ესენი იყვნენ: . ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, სამხედრო ცენტრების ხელმძღვანელი, გენერალი კოტე აფხაზი 2. გენერალური შტაბის წევრი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 3. გენერალი ვარდენ წულუკიძე 4. პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი 5. პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი 6. პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი; 7. პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი 8. პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი 9. როტმისტერი სვიმონ (სიმონიკა) ბარგატიონ-მუხრანელი 10. როტმისტერი ფარნაოზ ყარალაშვილი 11. ლეიტენანტი ლევან (ლელო) კლიმიაშვილი 12. სამხედრო მოხელე ნიკოლოზ ზანდუკელი 13. იასონ კერესელიძე 14. სვიმონ ჭიაბრიშვილი 15. ივანე ქუთათელაძე.
კოტე აფხაზის ბოლო სიტყვები იყო: „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს.”
ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ ამ გმირთა სახელები, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოსთვის შეწირულთა ისტორია, რადგან ეს წარსული ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი დღევანდელობის საფუძველია.
ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს კონსტანტინე შერვაშიძეს (კოტე აფხაზს) და მის თანამებრძოლთა უკვდავ სულებს და საქართველოსთვის თავდადებულ ყველა მამულიშვილს, ხოლო მათი შთამომავალნი მშვიდობით აკურთხოს.
მინდა დღესვე წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ღმერთმა თვისი მოწყალებით დაიცვას სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი, – როგორც საქართველოში მცხოვრებნი, ისე სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი. ღმერთმა მშვიდობა და სულიერი სიხარული მოგმადლოთ“, – აცხადებს პატრიარქი.
,,ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დავუშვებთ” – გაიაშვილი
თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და პასუხობს:
„არ მსურდა ქალბატონ პრეზიდენტზე რამე მეთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ მისმა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებამ სხვა გზა არ დამიტოვა.
ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას, რომელსაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ოცდაათი წელიწადი უსრულდება და, რომელმაც საქართველოსთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა, ბოიკოტი გამოუცხადა. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან.
ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მით უმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია. გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავად სახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში, ”ჯორჯიან ეარვეისს” კი არავისგან არაფერი მიუღია, გარდა ხელის შეშლისა.
გამდიდრებაზე თუ არის საუბარი, ქალბატონმა საკუთარ წინაპრებზე ილაპარაკოს, რომლებმაც საქართველოს ხაზინასთან ერთად ეკლესია-მონასტრები და ეროვნული მუზეუმები გაძარცვეს და საქართველოდან გაიქცნენ, ქართველი ხალხი კი მშიერი დატოვეს. მაშინ ბეწვზე ვართ გადარჩენილი, ისე უმოწყალოდ ვიყავით გაძარცვული.
რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინათ, ფრანგულ ავიაკომპანია ”ეარ ფრანსის” კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი, პიარის გასაკეთებლად, პარიზში გაჰყვა. მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი.
ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არცერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული. მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს-ხოლმე თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას.
ავიარეისები არ განახორციელოთო, მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრავს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.
ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა.
ბევრს აღარ გავაგრძელებ.
ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ“,- აცხადებს გაიაშვილი.
21 მაისს სამგორის რაიონს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, სამგორის რაიონს 21 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ხოშტარიამ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა
ელენე ხოშტარიამ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი თქვა – ამის შესახებ თავად ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა, ჟურნალისტებს ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორთან უთხრა. მისი თქმით, მიზეზიმ რატომ არ ისურვა “დროას” ლიდერმა შეხვედრა, მისთვის უცნობია.
ამ დროისათვის ხოშტარიასთან იმყოფება მისი უფლებადამცველი. იზოლატორთან მივიდა “ლელოს” წარმომადგენელი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
ელენე ხოშტარია დღეს თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყვარელში დაკავებულებისთვის, ადვოკატის უფლებას ითხოვდა. ხოშტარია რამდენიმე საათის წინ გადმოიყავენს თბილისში.
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღის მოვლენები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება. შესაძლოა, ახალი იდეების განხორციელება ან საინტერესო პროექტის დაწყება შეძლოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ამ დღეს სავარაუდოდ, სასარგებლო რჩევას მოგცემთ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული საღამო თქვენს ურთიერთობებს გააძლიერებს.
კურო
ეცადეთ დამღლელი საუბარი თავიდან აიცილოთ და დაწყებული საქმე გააგრძელოთ. ყურადღების კონცენტრაცია რთული საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და ახალი ნივთებისა თუ იდეებისთვის ადგილის გაათავისუფლოთ. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ტყუპები
ამ დღეს განწყობას უსიამოვნებები და რამდენიმე სირთულეც კი ვერ გაგიფუჭებთ. დილიდან მშვენიერ ხასიათზე ხართ და ოპტიმიზმს ასხივებთ. თუ რჩევა ან დახმარება გჭირდებათ, ირჩევთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მიმართოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ეცადეთ სიზარმაცეს გაუმკლავდეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თუ საქმეს სამომავლოდ გადადებთ, შეიძლება გაუთვალისწინებელ სირთულეებს შეეჯახოთ და საკუთარი ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა და სირთულეებს არც მომავალში უნდა ელოდოთ.
ლომი
ამ დღის გამოწვევებს გაცილებით სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით, თუ გარშემო მყოფთა პრაქტიკულ რჩევებს გაითვალისწინებთ. მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას – ეს აუცილებლად შეცდომებს გამოიწვევს. სასურველია, საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად საოჯახო ბიუჯეტი და სამომავლო გეგმები შეიმუშაოთ.
ქალწული
ამ დღეს კარგად შედგენილი და გააზრებული გეგმაც კი შეიძლება უსარგებლო გამოდგეს, ამიტომ ცვალებად გარემოებებთან შეგუება და იმპროვიზაცია მოგიწევთ. შესაძლოა, სტრესულ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ.
სასწორი
სასურველია, ტელეფონი გამორთოთ და ეს დღე სრულფასოვან დასვენებას დაუთმოთ. ახალი სამუშაო კვირის წინ ყველაზე მეტად დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლება და ენერგიის აღდგენა გჭირდებათ. სამომავლო გეგმების შედგენისას ეცადეთ, პრიორიტეტები გაითვალისწინოთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა სადავო საკითხებისა და პრობლემების განხილვისთვის. კომპრომისული გადაწყვეტილება ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციის წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად ესაუბროთ და თქვენი გამოცდილება ან აზრები გაუზიაროთ.
მშვილდოსანი
რთული და დაძაბული დღეა. ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რომ ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ და პრობლემები მოაგვაროთ. პროფესიონალ ადამიანებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, ზოგ საკითხს ახლებურად შეხედოთ და სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ.
თხის რქა
დილიდან ცუდი განწყობა გაქვთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ადამიანებთან ურთიერთობისას კეთილგანწყობა და თავაზიანობა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში ბნელი ფიქრები დაგტოვებთ და ღრუბლებიდან მზე გამოანათებს. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ.
მერწყული
ხალისიანი განწყობა ნაყოფიერ ურთიერთობასა და სასურველის მიღებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს საკუთარი პოზიციის სისწორეში შეგიძლიათ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი დაარწმუნოთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. მარტოხელა მერწყულებს საინტერესო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თევზები
ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. თუ სიზარმაცის შემოტევებს გაუძლებთ, შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრა შეძლოთ. დღევანდელი დისკუსია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ.
„სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი – „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ…”- ქართველიშვილი
„სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი – „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების – ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა. თურმე ამ უბედურ დღეს დაბადებულის თავის ქალას ლარნაკზე, წვიმის ქვეშ „არა რუსული ფრენების“ საბაბით, რეალურად კი „არა მშრალ ნაცებს“ – დევიზით შეკრებილი „ზონწიკებიანი“ რევოლუციონერები ელოდებოდნენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ლავროვის ნათესავების ძებნით დაკავებული ნაცები ბულგაკოვის იმ პერსონაჟს ჰგვანან, რომელიც უცხოელი კონსულტანტის დასაჭერად საგიჟეთიდან მილიციაში რეკავდა და ითხოვდა მოტოციკლეტებიან ტყვიამფრქვევთა გამოყოფას, ოღონდ იმ გმირს წმ. ნიკოლოზის ხატი ეხმარებოდა მისიის შესრულებაში, ხოლო ამათ – უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პიჟამები.
„სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ცდილობს, მომავალ თაობებს შეძენილი ფსიქიკური გადახრები თანდაყოლილ გენეტიკურ დონეზე გადაყვანას აარიდოს საბრძოლო ყიჟინით – „არა რუსულ რუსეთს“, საქართველოში დაძრწიან კეთროვან ნაცთა გადარეული მობილური ჯგუფები ლავროვის მითური ნათესავების მოსაძებნად…
მსგავსად ბულგაკოვის იმ ლიტერატურული გმირისა, რომელიც უცხოელი კონსულტანტის დასაჭერად საგიჟეთიდან მილიციაში რეკავდა და ითხოვდა მოტოციკლეტებიან ტყვიამფრქვევთა გამოყოფას…
თუ იმ გმირს ამ მისიის შესასრულებლად მკერდზე წმინდა ნიკოლოზის ხატი ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ხელში დანთებული სანთელი ეკავა, ჩვენს სასარგებლო დეგენერატებს ამაში უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პიჟამები ეხმარება…
სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი – „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების – ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა…
თურმე ამ უბედურ დღეს დაბადებულის თავის ქალას ლარნაკზე, წვიმის ქვეშ „არა რუსული ფრენების“ საბაბით, რეალურად კი „არა მშრალ ნაცებს“ – დევიზით შეკრებილი „ზონწიკებიანი“ რევოლუციონერები ელოდებოდნენ…
საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ამათმა ლავროვები ვერ „დაიჭირენ“, ანტიპუტინისტი ებრაელი მომღერალი ვერ „მოკლენ“, რევოლუცია ვერ „მოახდინენ“ და სრულიად ლოგიკურად – შემდეგი „კიდოშევიკრიბოთ“ 28 მაისზე გადაიტანეს…
28-ში იმიტომო, რომ 25-ში ამათ რაღაც „ამაღლება“ აქვთო და ამ დღის გვეშინიაო. მერეო, ისევ ამათ რაღაცის რაღაცისგან „დამოუკიდებლობა“ აქვთო. ხოლო შაბათს – იმათი „პახმელიაზე“ გამოსვლის დღეაო და სჯობს ისევ მოვერიდოთო. აი 28-ში კი „კაკრაზ“ შეიძლებაო…
გვიშველე უფალო და შეგვიწყალე, რამეთუ ამათმა დიდი ხანია აღარა უწყიან, რასა იქმნან, ხოლო ჩვენ კიდევ აღარა ვიცით უკვე, რა რეაგირება გვქონდეს ყოველივე ამაზე“, – წერს დავით ქართველიშვილი.
საქართველოში ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ისნის რაიონში დაზიანებული სახურავების შეცვლის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
,,რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა”- ხაბეიშვილი
საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა – გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან” განუცხადა.
ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ ახლა დაღლის დრო არ არის, რადგან „გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.“
„არ მინდა, ვთქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ესენი ხარება – ზონდერ ბრიგადაა, რადგან წესიერი პოლიციელი ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას არ იკადრებს, წარმოუდგენელია. რომელ ქართულ, ტრადიციულ ოჯახში ითქმება საქართველოს სადღეგრძელო და სად მოიხსენებენ, როგორ მოიხსენიებენ პუტინს და ლავროვს, ან იმ ადამიანს როგორ მოიხსენიებენ ჩვენს ოჯახებში, სადაც ლავროვის და პუტინის დამცველი შეიძლება, ვინმე მოიძებნოს? დაფიქრდნენ საქართველოს მოქალაქეები. თუმცა, ხალხი ბრძენია და დაფიქრების გარეშეც ანალიზს მარტივად აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე.
საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უყვარს და ტრიუკი ჩაატარეს – გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა ამ სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, რომ პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ ,რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმები, იცავენ ბრუტალურად და ვინც გააპროტესტებს ლავროვს, მწამებლებს, ოკუპანტებს, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, ოკუპაციას რომ ახორციელებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე რომ არ დაგვაყენეს, სანქცირებული რომ არიან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რომ ვერ გადაადგილდებიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ოჯახი, რომელიც ყვარელში ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება.
პოლკოვნიკი გია კრიალაშვილის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა
მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული კრიალაშვილის და, მომხდარს იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, 14 წელი გაფრინდა შენს გარეშე. 14 წლის წინ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს. არ ვიცი რა გითხრა ჩემო ვაჟკაცო, იბრძოდი ქვეყნისთვის და მჯერა, რომ მაქედანაც ლოცულობ შენი ხალხისთვის. მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერო ან როგორ მოგეფერო ან რა გითხრა ჩემო სულო და გულო, რაც დრო გადის უფრო მტკივა უშენობა და მკლავს ჩემი უსუსურობა. მენატრები უზომოდ, ძალიან მტკივა უშენობა, მიყვარხარ. ნათელში იყავი ჩემო ტკბილო ძმაო”, – წერს ლია კრიალაშვილი.