სალომე ზურაბიშვილი ასეთია, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, შეიძლება, ისეთი ძლიერი მოძრაობა გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა. „ვსაუბრობ ადამიანზე, მიშამ სრულიად უტაქტოდ რომ მოხსნა თანამდებობიდან, შედეგად, სალომემ აქციაზე ხალხს უთხრა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მაშინ ხომ გახსოვთ, ძალიან დენთის კასრივით იყო მთელი საზოგადოება. მოკლედ, თუ გაბრაზდა, სახიფათო ქალია. სალომეზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ, ბევრი მიზეზის გამო და ვიტყვი შემდეგს – ყველა საზოგადოება სუბკულტურებს ქმნის ხოლმე, დაწყებული კრიმინალების სუბკულტურიდან, დამთავრებული უამრავი პროფილის სუბკულტურით. სააკაშვილმა მოახერხა და მიშისტური სუბკულტურა შექმნა საქართველოში. ისე, რომ შეიძლება, მიშას არც აღიარებდეს ვიღაც და ვერც იტანდეს, მაგრამ იმ სუბკულტურის წევრი იყოს. სალომე ვერ იტანს მიშას, ახლა რაც გავიხსენე, ეს ისტორიაც კმარა, მაგრამ მიშისტური აქვს დამოკიდებულება სიტყვის, ადგილის და ეროვნული დღესასწაულის მიმართაც კი. მათ შორის, ევროპის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ, არიქა, ევროპაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც გადაბრუნებულად. ამ დროს ევროპის ცენტრიდან წამოსული ფორმულაა – ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამით მაინც ეცი პატივი ევროპას, რომ გაიზიარო მისი ღირებულებები, მაგრამ ესეც მიშისტური სუბკულტურის ერთ-ერთი ნიშანია. მათ არ აინტერესებთ რეალობა, რეალური ევროპული კულტურა, რეალური ჰუმანიზმი და დემოკრატია. მათ ეს ევროპული, დემოკრატიული და ა.შ. სიტყვები სჭირდებათ, როგორც საშუალება, რომ მიაღწიონ რაღაც მიზანს“, – განაცხადა საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში იყო მინიშნება – ნუ ღალატობთ ევროპისკენ კურსს, პრეზიდენტის სიმაღლიდან ამის თქმა კი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია. ამასთან, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ საერთო ენა უნდა გამონახონ. „რა გახდა ამ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? პრეზიდენტმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ ჩვენ. ერთ-ერთს მაინც რომ გამოევლინა ტაქტიკა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, მეორე გამოვიდოდა იმ ხვრელიდან და დარბილდებოდა სიტუაცია. ეს ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის, თუ შეიძლება ითქვას, მამლაყინწობის ნიშანიც არის
საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოდის
საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა ოპერირება დაიწყო. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს. მათივე ინფორმაციით, პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით დღეს ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა. ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს. იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress-ი 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.
,,ჩემნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა უნდა ვამხილოთ ეს ფარისევლები”- ბრეგაძე
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– ბატონო სანდრო, ხელისუფლების ის წარმომდგენლები, რომლებიც მართლა სოროსის ჯიბეში გაიზრდნენ, თქვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, იმ იდეების განხორციელებას აპირებენ, რის გამოც გებრძოდნენ–ირაკლი კობახიძე, თალაკვაძე და სხვები, თქვენზე დიდი კონსერვატორები გამოდიან,როცა პოლიტიკაში ულტრალიბერალური იდეებით მოვიდნენ. რა მოხდა?
– სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს. მე შეიძლება ბევრი რამ გავატარო, კონიუქტურიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაცებზე გავჩუმდე, მაგრამ როდესაც ადამიანები ცდილობენ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის სახელის გამოყენებას საკუთარი მერკანტელური ინტერესების გამო, ეკლესიის, ქრისტიანობის გამოყენებას, ამას არასდროს გავატარებ და ყოველთვის ვამხელ. როგორც ჩემი დიდი მასწავლებელი, ბატონი მერაბ კოსტავა იტყოდა, ჩვენი ერთადერთი და მთავარი იარაღი არის მხილება. მხილება ის იარაღია, რომელსაც ვერავინ დაუდგება წინ და ნიშნავს სიმართლის თქმას ხალხისთვის. მმართველ ელიტას ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვგონივართ იდიოტები ან ამნეზიით შეპყრობილნი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა, თუ საიდან მოდიან მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე და არა მარტო ისინი, დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ბევრი წარმომადგენელი?! ისინი იყვნენ სოროსელები და ბევრ ეროვნულ იდეას ებრძოდნენ წლების მანძილზე. იყვნენ უცხოელებზე მიწის გაყიდვის მომხრეები. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებიც მზად ჰქონდათ და რომ არა „ქართული მარშისა“ და სხვა ეროვნული ძალების ერთობლივი წინააღმდეგობა, კონსტიტუციაში შეიტანდნენ ამ ჩანაწერს. ესენი არიან ის ადამიანები, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ლევან ბერძენიშილი გახადეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. იმ ლევან ბერძენიშვილს ჩააბარეს პარლამენტში განათლების სფერო, რომელსაც ჭირის დღესავით სძულს ყველაფერი ქართული, ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე, ახლა ხევსურებს მიაყენა შურაცხყოფა. თინა ხიდაშელი თავადაცვის მინისტრად დანიშნეს და დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ. „სოროსელები“– თამარ ჩუგოშვილი ვიცე–სპიკერი გახადეს და ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი… ეს ხალხი საუბრობს ეკლესიურობასა და მართლმადიდებლობის დაცვაზე? ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ფარისევლობაა. დღეს გაუჭირდათ, სხვა ხელმოსაჭიდი აღარაფერი დარჩათ ხალხის მოსატყუებლად გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა, ქართული ეკლესია, ეროვნულობა, ტარდიციები, ოჯახური სიწმინდე გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. გამოიყენონ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ის მილიონები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს, გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, რათა კიდევ ძარცვონ საქართველო და თავიანთი გაფუფუნებული ცხოვრება არ დაკარგონ. სწორედ ამისთვის იყენებენ ჩვენს სიწმინდეებს. ეს დიდი ცოდვაა, მაგრამ მათ არ იციან, რადგან უწიგნურებით სავსეა ეს ხელისუფლება.„სახარება“ წაიკითხონ და ნახონ, რომ ყველაზე დიდი ცოდვა ურწმუნოება კი არ არის, არამედ ფარისევლობა – ხალხს როდესაც აჩვენებ, რომ თითქოსდა მორწმუნე ხარ, ქრისტიანობის დამცველი და სინამდვილეში ხარ პირუკუ, ანტიქრისტიანი. ეკლესიაში ჩემს სიგრძე სანთელს რომ დაიჭერენ, მოგეხსენებათ, ეს ქრისტიანობას არ ნიშნავს. უამრავი ბავშვის მშობლების განცხადება შედის ჯანდაცვის სამინისტროში, ოპერაციების, მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ, ზოგს უცხოეთში დაფინანსება სჭირდება და მათთვის კაპიკს ვერ იმეტებენ. სამაგიეროდ, თავიანთ პარაზიტ შვილებს უცხოეთის კურორტებზე ასვენებენ, უცხოეთის ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჰყავთ გაგზავნილი, სადაც განცხრომით აცხოვრობენ. თან იმ ევროპასა და ამერიკაში, რომელთაც ყოველდღე ლანძღავენ. არ მინდა, საქართველოს მოსახლეობა ამ ბიუჯეტის წურბელებმა იდიოტებად ჩათვალონ, თავად ფერი იცვალონ და ჩვენ მათ ფერისცვალაბაზე თვალი დავხუჭოთ. საიდან დაიწყეს მათ? ლიბერალიზმით დაიწყეს, შემდგომში „ევროპელი სოციალისტები“ გახდნენ, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ შევიდნენ, საიდანაც ახლა გამოვიდნენ. იქიდანაც გამოასწრეს, თორემ უნდა გაერიცხათ. ახლა უკვე კონსერვატორობა მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან იციან, რომ კონსერვატორობა, ტრადიციების მიმდევარი ხალხის რაოდენობა ყველაზე მეტია საქართთველოში, მათთვის კი ეს ხალხი, საარჩევნო ხმები, ელექტორატია. ახლა ცდილობენ, ამ ხალხის ხმები მიიღონ, არჩევნები მოიგონ და თუ ამ გზით დარჩნენ ხელისუფლებაში, მერე კვლავ გააგრძელებენ ანტიქრისტიანულ, ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობას და ლიბერალური იდეების ცხოვრებაში გატარებას. ზუსტად ოჯახისა და ტრადიციების საწინააღმდეგო კანონებს მიიღებენ, რომელთა დამცველებადაც დღეს გვევლინებიან. ჩემნაირმა, ეროვნული მოძრაობიდან წამოსულმა ხალხმა უნდა ვამხილოთ ეს ფარისევლები.
–„ქართული მარში“ იყო ყველაზე მსხვილი და ორგანიზებული კონსერვატიული გაერთიანება. მაღალი რეიტინგი გქონდათ, 2017 წელს 15 ათასიანი აქციაც გამართეთ და ამ რაოდენობის ხალხი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის მერე, არავის ჰყავდა გამოყვანილი სახელისუფლებო რესურსის გარეშე. მახსოვს, ლიბერალურმა ტელევიზიებმა დაგბლოკეს, „ქართულ მარშს“ ბოიკოტი გამოუცხადეს და თქვენს აქტივობებსაც არ აშუქებდნენ. „ქართული მარშის“ დაშლაში ხელისუფლებას, სუს–ს და სხვა სტრუქტურებს დიდი წილი უდევთ–აგენტურა ჩანერგეს და ათას უბედურებას აკეთებდნენ. იმიტომ ხომ არ გააკეთეს ეს, რომ დაეშლათ „ქართული მარში„, ადგილი გაეთავისუფლებინათ და მერე თავად დაეკავებინათ კონსერვატიული ნიშა?
– კი, ასეც არის. ჩვენი საინფორმაციო დაბლოკვა დაიწყეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა, მერე სხვებიც აჰყვნენ. ლიბერალები არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები და ბუნებრივია, ერთმანეთს ვებრძვით პოლიტიკურად, ეს ჩეულებრივი ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. მაგრამ ხელისუფლებამ ჩვენთან ბინძური მეთოდებით იბრძოდა. იმაშიც გეთანხმებით, რომ აგენტურა ჩანერგეს „ქართულ მარშში“. ხელისუფლებამ ეროვნულობის მანტია მოისხა, მაგრამ მას ძალიან ეშინია ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეოლოგიისა. რატომ? ეს იდეოლოგიაა არის სწორედ ნამდვილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეოლოგია, ნამდვილი ტრადიციონალიზმი, ნამდვილი კონსერვატიზმი. ახლა რა მიზანი აქვს ხელისუფლებას: მმართველ ელიტას მუდმივად ჰქონდა მიზანი,რომ ლიბერალიზმიდან მაინც რუსეთთან მისულიყვნენ. ლიბერლიზმი, სოციალიზმი და ახლა კონსერვატიზმი „ქართული ოცნებისთვის“ იყო შირმა და მათი ბოლო გაჩერება არის რუსეთი და რუსეთთან ერთად იმ საქმეების კეთება, რასაც დღეს აკეთებს. დღეს ცდილობენ, რომ კონსერვატიზმი და ტრადიციონალიზმი გააიგივონ რუსეთმეობასთან, რუსულ პოლიტიკასთან და ეს, სხვათაშორის, გამოსდით თავიანთი ტელევიზიების საშუალებით – ხალხის ნაწილს დააჯერეს, რომ კონსერატორები არიან. ხელისუფლების პოლიტიკა არის პრორუსული და ამაზე დავა აღარ შეიძლება, ეს ცალსახაა. მე მაინტერესებს, როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეოლოგია, ნამდვილი კონსერვატიზმი, თანხვედრაში იყოს პრორუსულობასთან? სწორედ საბჭოთა იმპერიამ, რუსეთის იმპერიამ მოკლა ორივე და უფრო ადრე ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს რუსეთის გავლენისგან გამოხსნისთვის ბრძოლას დაუდო სათავე. ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიამ მოკლა, მისმა აგენტურამ საქართველოში – ილიას მკლელობის დამგეგმავები ისინი იყვნენ. მათ სურთ კონსერვატიზმი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გარეშე, ილიას გარეშე, რადგან მათი იდეები ხელს უშლით. მეტიც, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ადანაშულებენ ეროვნული მოძრაობის დაწყებაში, იმაში, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლაში მიიღეს მონაწილეობა და ქართველმა ხალხმა თავისი წილი დაიდო ამ ბრძოლაში. ამბობენ, რომ არ გვებრძოლა, საბჭოთა იმპერია თავისით მაინც დაიშლებოდა, არც 9 აპრილი იქნებოდა, გადავრჩებოდით აფზახეთის ომს და სამაჩაბლოს მოვლენებს და როგორც უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა მიიღეს დამოუკიდებლობა, ჩვენც ასე უმტკივნეულოდ მივიღებდით დამოუკიდებლობასო, ახლა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ვიქნებოდითო. მათი იდეალი საქართველოს ტაჯიკეთიზაციაა. შუა აზიის მგავსი უნდოდათ ყოფილიყო საქართველო და რომ არ არის, ამაში გამსახურდიას და კოსტავას ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ 9 აპრილი იყო არა ქართველი ერის გამარჯვების დღე, არამედ შეცდომა, რომელსაც ხალხის დაღუპვა მოჰყვა. აქ არის ძალიან დიდი ღირებულებითი სხვაობა. აბსოლუტურად სხვა ღირებულებების მმართველი ელიტა გვყავს, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ნამდვილი ეროვნული და ნამდვილი ქართული. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი ძალიან კარგი სახელმწიფო იყო, სადაც ქართველები ძალიან კარგად ვგრძნობდით. ისინი კომუნისტები და ბოლშევიკების თაყვანისმცემლები არიან. ამის შემდეგ, მათი განხილვა კონსერვატორებად და ტრადიციონალისტებად არც შეიძლება, ეს სრული აბსურდია. ერთსაც ვიტყვი ამ საკითხზე. „ქართული ოცნების“ დემოკრატიული გუნდი გუშინ აცხადებდა, რომ „სოციალ–დემოკრატიული ინტერნაციონალის“ წევრები და „ევროპელი სოციალისტების“ ალიანსში არიან. დღეს ამბობენ, კონსერვატორები ვართო. სოციალიზმი მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობაა, კონსერვატიზმი მემარჯვენე მიმდინარეობაა. შესაძლოა, ადამიანმა შეიცვალოს პოზიცია და მემარცხენე მემარჯვენე გახდეს ან პირიქით, მაგრამ პოლიტიკური ძალა მემარცხენე ყოფილიყოს და მერე მემარჯვენე გამხდარიყოს, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში დღემდე არ ყოფილა. ეს მარტო „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. აქედან ჩანს, რომ პოლიტიკური მრწამსი, იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნიათ. ესენი არც მემარჯვენეები არიან, არც მემარცხენეები, ესენი ძალაუფლების, ქონების, კომფორტის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკოსები არიან.
– ის ხალხი იბრალებს კონსერვატორობას, რომლებიც პატრირქს, სასულიერო პირებს ყოველდღიურ რეჟიმში უსმენენ, მერე ამ მოსმენების მოკლე შინარსს, ე.წ. კრებსებს ტელევიზიებს აწვდიან, რათა მათ გაასაჯაროონ. თან ისეთ მასალებს აძლევენ, რომ ეკლესიის, სასულიერო პირების დისკრედიტაცია მოხდეს და მიზნსაც აღწევენ.
– კი, ბატონო, ფაქტია უსმენენ და „კრებსებსაც“ სპეცსამსახურები აწვდიან ტელევიზიებს, მე და თქვენ ამას ვერ მოვახერხებთ. აქ მეორე მომენტიც არის. აქ მეორე და ყველაზე ცუდი საკითხიც არის. მმართველ ელიტას სურს ეკლესიის მორგება თავის თავზე, ეკლესიის დამორჩილება. თავის დროზე ეს ბოლშევიკებმა მოახერხეს. დღესაც, რუსეთის მმართველ ელიტას ეკლესია მორგებული აქვს საკუთარ თავზე, რუსული ეკლესია სახელმწიფოს დანამატია. ჩვენთანაც იგივე პროცესები დაიწყო და ეკლესიის დისკრედიტაცია ლიბერალური ტელევიზიების საშუალებით, ამ პროცესის ნაწილია. საბედნიეროდ,ჩვენს ეკლესიაში ჯერ კიდევ მრავლად არიან ეშმარიტი სასულიერო პირები, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ ძალას არ დაექვემდებარებიან, არავის მაამებლები არ გახდებიან. თუმცა, ასეთი სასულიერო პირების რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს და წინა პლანზე ისეთი სასულიერო პირები გამოდიან, რომელთაც ძნელად თუ ვუწოდებთ სასულიერო პირებს, ისინი უფრო საერო პირები და პოლიტიკოსები არიან. ეკლესიაში ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რაც სააკშვილის დროს დაიწყო და ამ ხელისუფლების პირობებში უფრო გაშალა ფრთები. ჩვენ გვახსოვს „ციანიდის სკანდალი“ და ათასი სიბინძურე, რომელიც ხელოვნურად შექმნეს ეკლესიის გარშემო. მიუხედავად ამათი მცდელობისა, ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას ვერასდროს დაეპატრონებიან. ზოგს ჰგონია, რომ ეკლესიას მართთავს, მაგრამ ასეთი ადამიანები მეცოდებიან, რადგან ქართულ ეკლესიას მართავს მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე.
–ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, საერთაშორისო ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა..
–ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩოდა თავისი კონსერვატიული შეხედულებებით. ეს სიმართლე უნდა ვთქვა. როდესაც მთავრობაში ვიყავი და მიწევდა ბრძოლა ეკლესიის, პატრიარქის, ტრადიციული ღირებულებების დასაცავად „ქართულ ოცნებსთან“ შემავალ სუბიექტებთან, ღარიბაშვილი მუდამ ჩემი მხარდამჭერი იყო. თუმცა, ძალიან აქტიურად ვერ მიჭერდა მხარს. ღარიბაშვილი ტრდიციონალისტია, ქართული იდეების მატრებელი და მისი ოჯახიც ამის ნათელი დასტურია. მისი გამოსვლა უნგრეთში იყო მისაღები. ხელისუფლებაში 10% მაინც ეროვნული ღირებულების მატარებელი ხალხია. თუმცა,90% საწინააღმდეგო პოზიციაზეა და ეს 10% იმ 90%–ს ვერ გადაწონის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პარტიას და მმართთველ გუნდს მართავენ. მეორე კიდევ, მე მაინც განვასხვავებდი. კონსერვატიზმი არის სხვა და სხვაგვარი. უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი არ არის ჩემთვის კონსერვატორი. ორბანი იყო მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, ზურაბ ადეიშვილს დიდხანს ინახავდა უნგრეთში და სხვათაშორის, ორბანი იყო ბოლო სახელმწიფო ლიდერი, რომელიც 2012 წელს თბილისში ჩამოვიდა და სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორი კონსერვატორია ულტრალიბერალური პარტიისა და ლიდერის აქტიური მხარდამჭერი ორბანი? ჩემთვის მისაბაძია „ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია“, აგრეთვე დიდი სიმპათიით ვუყურებ ამერიკის „რესპუბლიკურ პარტის“, სადაც საკმაოდ ძლიერი კონსერვატორი პოლიტიკოსები არიან თავმოყრილნი. ევროპაშიც არიან კონსერვატორები, ნამდვილი კონსერვატორები და ისეთებიც, თავს კონსერვატორებს უწოდებენ და რუსეთის საქმის გამკეთებლები. რუსეთს აქვს იმის ბერკეტები, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჰყავდეს თავისთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მის ინტერსებს ატარებენ. ამიტომ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთთისგან ჭეშმარიტი კონსერვატიზმი და პრორუსულობა. თუკი ვინმეს უნდა, რომ ჭეშმარიტი კონსერვატიზმის გზით იაროს, მაშინ ის უნდა გაემიჯნოს რუსეთის ინტერესებს, რუსეთის საქმე არ უნდა აკეთოს კონსერვატორის სახელს ამოფარებულმა. ასეთი ოდიოზური ფიგურები, ჩემთვის გარკვეულწილად ბუნდოვან წარმონაქმნებს წარმოადგენენ. ჩვენთანაც არიან.. როგორიც ევროპაში ორბანია, რომ დაახლოებით იგივე ჩვენთან არის მაგალითად, გურამ ფალავანდიშვილი. ოდიოზური ფიგურა არის ის, შეიძლება ასე ითქვას. მე არ ვიცი ახლა, მე არ მინდა, რომ ძალიან კრიტიკული გამოვდგე მასთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ასე არის.
კიევი უპილოტო თვითმფრინავებით დაიბომბა – BBC
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ღამით, უპილოტო თვითმფრინავებით, მასიური თავდასხმა განახორციელა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განცხადებით მოქალაქე მაშინ დაიღუპა როცა ადამიანი დაიღუპა, როდესაც თვითმფრინავის ნამსხვრევები ბენზინგასამართ სადგურთან დაეცა. დაშავებულია ერთი ქალიც. მთლიანობაში, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამიზნეებზე რეკორდული 54 ეგრეთ წოდებული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა, რომელთაგან 52 ჩამოაგდეს.
Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო
ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ FDA-გან პირველი კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა მოვიპოვეთ. ეს, სააგენტოსთან თანამშრომლობით, Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას უამრავი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასკი Neuralink-ის მიერ ნებართვის მიღებას ტვიტით გამოეხმაურა და კომპანიაში მომუშავეთა გუნდს წარმატება მიულოცა. ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა
დღეს წმინდანების მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ხსენების დღეა
წმინდა მირიან მეფე და წმინდა ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყვანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა. ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანიც იმ დროისთვის არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა ხოლმე. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად. ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ნანა დედოფალი მძიმედ ავად გამხდარა. მისი განკურნება ვერავინ შესძლო, როცა ყველას იმედი გადაეწურა და დედოფალი სიკვდილისთვის იყო განწირული, დახმარებისთვის წმინდა ნინოს მიმართეს. ნინომ ყველასთვის მოულოდნელად დედოფალი სასწაულებრივად განკურნა. მეფე ამ ამბით შეფიქრიანდა, ალბათ პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ რწმენაში და ნინოს ღმერთის ძლიერებაზე ჩაფიქრდა. თუმცა დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფე მირაინს თავის რწმენა დაეტოვებინა. დედოფალი კი განკურნების დღიდან გვერდიდან არ მოშორებია ნინოს. მეფესაც დაუღალავად შეაგონებდა ქრისტიანობა ერწმუნა, თუმცა ამაოდ. მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ენახა, რომ ერწმუნა. ერთ დღეს 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შუადღეს მზე დაუბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანი ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს დახმარება შესთხოვა. სინათლე არსაიდან ჩანდა. სასოწარკვეთილ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. მას გულით შესთხოვა უკუნიდან გამოეხსნა და დაჰპირდა, რომ მის რჯულზე მოექცეოდა, სამუდამოდ თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მირიანმა პირველი ლოცვა, მოხდა სასწაული, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განათდა. გახარებული მეფე უკან დაბრუნდა, ნანა დედოფალს მიეგება და 50 მხლებელთან ერთად ნინოსკენ გასწია. წმინდა ნინომ სიხარულით მიიღო მეფე, მოისმინა მისი მონათხრობი და უფლის თაყვანისცემა ასწავლა. ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირაინმა სწორედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში ქრისტიანი მღვდელთმსახურები გამოეგზავნა რათა მის სამშობლოშიც მონათლულიყო ხალხი. უამრავი ადამიანი მოგროვდა ქრისტეს რჯულზე მოსანათლად. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მირიანმა მაყვლოვანში, ნინოს საცხოვრებელ ადგილას ეკლესია ააშენა, იმ ადგილას, კი სადაც ახლა მცხეთის ჯვარი დგას, ხის ჯვარი აღმართა. ჯვარი დადგა თხოთის მთაზეც, იქ, სადაც სასწაული გადახდა თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის პირველი ეკლესიის მშენებლობაც და ლეგენდაც სასწაულმოქმედი სვეტის შესახებ. მეფე მირიანი მისი ანდერძის შესაბამისად, სამთავროს ეზოში დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ მირიანი და ნანა წმინდანად შერაცხა, როგორც პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი, რომელთა გადაწყვეტილებამაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის მომავალი.
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.
მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
ხმის მისაცემად რეგისტრირებულია 64,1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1,92 მილიონზე მეტმა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე უკვე მისცა ხმა.
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
შესანიშნავი დღეა დასვენებისა და გართობისთვის. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ამ დღეს ნებისმიერ კამათში გაიმარჯვებთ – თქვენს სიმართლეს ოპონენტებიც კი აღიარებენ. პირად ურთიერთობებში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა.
კურო (21 აპრილი – 21 მაისი)
გირჩევთ, დისკუსიებში ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს მომხდარის ფარული მნიშვნელობის დანახვასა და ოპონენტის ჩანაფიქრის ამოცნობაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანების ემოციებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენთვის დახმარების თხოვნა ეუხერხულება.
ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, რომ კითხვებზე პასუხი მიიღოთ და რთულ ვითარებაში გაერკვიოთ. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის ან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან – გამორიცხული არ არის, რაღაც ისეთი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
დილიდან სიმშვიდეში განმარტოება გსურთ, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას არ გაძლევთ – რატომღაც ყველას თქვენი რჩევა, ყურადღება და დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ამ დღის ამოცანები ამ დღესვე უნდა გადაწყდეს და სამომავლოდ არ გადადოთ. თუ განმარტოება ვერ შეძელით, ეცადეთ იმ ადამიანების გვერდით მაინც იტრიალოთ, ვინც შთაგაგონებთ.
ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)
ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. გირჩევთ თანამოსაუბრეს ქათინაურებით ასიამოვნოთ და ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იპოვოთ. უმჯობესია, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ – ამ დღეს შეიძლება ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთის შეძენაზე დახარჯოთ.
ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)
ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისა და ახალი თავგადასავლებისთვის. აჩქარებამ შეიძლება დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ ვარსკვლავებს სჯერათ, რომ უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. გირჩევთ ეს დღე საკუთარ თავს და სურვილებს დაუთმოთ – იყიდეთ რაიმე სასიამოვნო, ეწვიეთ სილამაზის სალონს ან სადმე გაისეირნეთ. ერთი სიტყვით, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
ეცადეთ ამ დღეს სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ. გაიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები და შეხვდით ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. შესაძლოა, ამან თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. დროა, ფული საკუთარი საჭიროებისთვის და სიამოვნებისთვის დახარჯოთ ან რაიმე საინტერესო პროექტში დააბანდოთ.
მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
დროა ბიზნესპარტნიორთან საკუთარი გეგმები და სურვილები განიხილოთ. მზად იყავით, რომ ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან მალე განხორციელდეს. ეცადეთ, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მით უმეტეს, რომ ზოგ მათგანს რთული პერიოდი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული და შემდეგ დავიწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან – დაძაბული კვირის შემდეგ თავს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს – მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
ფრთხილად იყავით – ამ დღეს ფინანსური ინვესტიცია მოგებას არ მოგიტანთ და თანხის უკან დაბრუნებაც გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ დათანხმდეთ წინადადებას, რომელიც სწრაფ შედეგს არ გპირდებათ. მეგობრები საინტერესო იდეას მოგაწვდიან, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებათ.
მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, თუნდაც ამისთვის არც ისე თავაზიანად მოქცევა მოგიწიოთ. მზად იყავით, რომ ოპონენტის აქტიურ წინააღმდეგობას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს. გირჩევთ, მოსალოდნელი რისკები და შესაძლო დანაკარგები წინასწარ გათვალოთ.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ახალი ადამიანების გაცნობამ, ურთიერთობამ და საუბრებმა შეიძლება თანამოაზრეები გაპოვნინოთ და საინტერესო შესაძლებლობები შემოგთავაზოთ. თქვენი ზოგი იდეის განხორციელებამ შეიძლება სწრაფი შედეგი მოგიტანოთ. დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ – ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დაასრულოთ.
„გრუზიას“ ნაცვლად, უკრაინაში სიტყვა „საქართველო“ დამკვიდრდეს”- მიმართვა უმაღლეს რადას
საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში „გრუზიას“ ნაცვლად, სიტყვა „საქართველოს“, „გრუზინების“ ნაცვლად კი „ქართველების“ დამკვიდრებას ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სიტყვები „საქართველო“ და „ქართველები“ გამოყენებული უნდა იყოს როგორც ოფიციალურ მიმოწერებისა და კომუნიკაციის დროს, ასევე, მედიაში.
„კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნაბიჯს შეუძლია, დააახლოოს კიევი და თბილისი და ასევე, ქვეყანას მოაშოროს „რუსიფიცირებული“ სახელწოდება“, – წერს გამოცემა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პირველი სექტემბრიდან ახალ კალენდარზე გადავა. ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრებამ მიიღო. ამის შესახებ მედია წერს. მანამდე იგივე გადაწყვეტილება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო.
ახალი კალენდრის თანახმად, 2023 წლიდან უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამასთან ერთად, შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც. ერთადერთი გამონაკლისია აღდგომა – ახალი კალენდარი აღდგომის დღესასწაულს არ შეეხება.
ახალ კალენდარზე გადასვლა ოფიციალურად 2023 წლის 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ, თუმცა ეს უკვე ფორმალობაა, რადგან, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ ყოფილა, რადგან იყო საშიშროება, რომ ხალხი არ მიიღებდა ცვლილებას და საეკლესიო დღესასწაულებს ძველი კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ განწყობები შეიცვალა და უკრაინელების უმრავლესობამ რეფორმას მხარი დაუჭირა.
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესგან და ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი გახდა.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.
ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.
თბილისში ასევე ღამისა და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 23-25 მაისის ჩათვლით +30, +32 გრადუსის ფარგლებშია დღის ტემპერატურა და +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება შემდეგი დღეების განმავლობაში.
სანაპირო რაიონებში თვის ბოლომდე საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, დღის ტემპერატურა კი +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. კოლხეთის დაბლობზე +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.
უპილოტო ორი საფრენის აპარატის იერიში ტვერის ოლქში
რუსეთის ტვერის ოლქში ორმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Baza ავრცელებს. „დრონები მოფრინდნენ სოფელ ეროხინოს სიახლოვეს, რომელიც „დრუჟბას“ ნავთობსადენს ამარაგებს“, – წერია ინფორმაციაში.
რუსული მხარის ცნობით, პირველი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 03:15 საათზე გამოჩნდა და ქარხანას დაეჯახა. „შედეგად, დაზიანდა შენობის სახურავი და კედელი“, – წერს BAZA. რაც შეეხება მეორე დროს, რუსული წყაროების ცნობით, ის ნახევარ საათში გამოჩნდა, მიწაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. „ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა, ცეცხლი კი ქარხნის თანამშრომლებმა ჩააქრეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც URA.RU წერს, მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.