,,ზურაბიშვილმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ჩვენ ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ”- საყვარელიძე

64
spot_img

სალომე ზურაბიშვილი ასეთია, თუ რაღაცაზე გაბრაზდა, შეიძლება,  ისეთი ძლიერი მოძრაობა გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მედიასთან განაცხადა. „ვსაუბრობ ადამიანზე, მიშამ სრულიად უტაქტოდ რომ მოხსნა თანამდებობიდან, შედეგად, სალომემ აქციაზე ხალხს უთხრა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მაშინ ხომ გახსოვთ, ძალიან დენთის კასრივით იყო მთელი საზოგადოება. მოკლედ, თუ გაბრაზდა, სახიფათო ქალია. სალომეზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ, ბევრი მიზეზის გამო და ვიტყვი შემდეგს – ყველა საზოგადოება სუბკულტურებს ქმნის ხოლმე, დაწყებული კრიმინალების სუბკულტურიდან, დამთავრებული უამრავი პროფილის სუბკულტურით. სააკაშვილმა მოახერხა და მიშისტური სუბკულტურა შექმნა საქართველოში. ისე, რომ შეიძლება, მიშას არც აღიარებდეს ვიღაც და ვერც იტანდეს, მაგრამ იმ სუბკულტურის წევრი იყოს. სალომე ვერ იტანს მიშას, ახლა რაც გავიხსენე, ეს ისტორიაც კმარა, მაგრამ მიშისტური აქვს დამოკიდებულება სიტყვის, ადგილის და ეროვნული დღესასწაულის მიმართაც კი. მათ შორის, ევროპის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ, არიქა, ევროპაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც გადაბრუნებულად. ამ დროს ევროპის ცენტრიდან წამოსული ფორმულაა – ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამით მაინც ეცი პატივი ევროპას, რომ გაიზიარო მისი ღირებულებები, მაგრამ ესეც მიშისტური სუბკულტურის ერთ-ერთი ნიშანია. მათ არ აინტერესებთ რეალობა, რეალური ევროპული კულტურა, რეალური ჰუმანიზმი და დემოკრატია. მათ ეს ევროპული, დემოკრატიული და ა.შ. სიტყვები სჭირდებათ, როგორც საშუალება, რომ მიაღწიონ რაღაც მიზანს“, – განაცხადა საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში იყო მინიშნება – ნუ ღალატობთ ევროპისკენ კურსს, პრეზიდენტის სიმაღლიდან ამის თქმა კი ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანია. ამასთან, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ საერთო ენა უნდა გამონახონ. „რა გახდა ამ პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა? პრეზიდენტმაც ჭიდაობის კურსი აირჩია, მთავრობამაც და ამ ორი მხარის მამლაყინწობას ვუყურებთ ჩვენ. ერთ-ერთს მაინც რომ გამოევლინა ტაქტიკა – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“, მეორე გამოვიდოდა იმ ხვრელიდან და დარბილდებოდა სიტუაცია. ეს ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის, თუ შეიძლება ითქვას, მამლაყინწობის ნიშანიც არის