Home Blog Page 2057

“პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია დისკომფორტი შეგექმნებაო” – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძე განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, პრეზიდენტს ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების აცილებაში დავეხმაროთ“.

„მე აღვიქვი, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს ორ რამეს: ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტი – სახელმწიფო მეთაური, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი – ბუტაფორია, რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებს; მეორე, სულ აფრთხილებდნენ, წითელი ხაზი არ გადაკვეთოო. მათი გაგებით, წითელი ხაზია ის, რომ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს არ დაუპირისპირდეს. სალომე ზურაბიშვილი შეიძლება, საქართველოს დაუპირისპირდეს, „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არის წითელი ხაზი და გულისხმობენ ნიკა გვარამიას საკითხს. გვარამია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ამ პატიმარს თუ გამოუშვებ, ეს იქნება წითელი ხაზი ჩვენთვისო. პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო, თუ არ დარჩები კომფორტის ზონაში, თუ არ იქნები ბუტაფორია, როგორიც ხარ, შესაბამის ზომებს მივიღებთო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა – გიორგი გახარია

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წსერს.

ის ეხმიანება პარტიის დაფუძნებიდან  ორი წლისთავს და ამბობს, რომ დღეს, სამწუხაროდ, გამართლდა ყველაფერი, რის გამოც ორი წლის წინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

“დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან.

დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა.

მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების” მაშინდელმა ბოსებმა – თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.

დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ “ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”.

დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.

ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს გახარია.

https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/pfbid0muGrxNqqfGE1iCeKeE4S2L8qS8Qicgr5NtA4EQbdNyYDu47fCmdRfCsQhavYW7jGl

რუსეთმა ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გრეჰემი გასულ კვირას კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადების გამო, მოსკოვმა ამერიკელი სენატორი რუსების მკვლელობის შექებაში დაადანაშაულა.

მედიის ინფორმაციით, ლინდსი გრეჰემმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება „საუკეთესო ფული იყო“ რაც კი ოდესმე დაუხარჯავთ. ამერიკელმა სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ იყო დრო, როდესაც ამერიკაშიც იგივე ხდებოდა.

„ბოლო ადამიანამდე ვიბრძოდით, თავისუფლება ან სიკვდილი“,- აღნიშნა გრეჰემმა. “ახლა თავისუფალი ხართ და ჩვენც ვიქნებით”, – უპასუხა ზელენსკიმ ამერიკელ სენატორს. „და რუსები კვდებიან”, – აღნიშნა გრეჰემმა. „დიახ, მაგრამ ისინი შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ ვიბრძვით“, – დაამატა ზელენსკიმ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 მაისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +29, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში +29 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს თელავშიც, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

“რუსებმა შეტევების გეოგრაფია შეცვალეს” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ -უკრაინის ომის 460-დღე

ფრონტზე წინა თვეებთან შედარებით სიმშვიდეა: დღის განმავლობაში მტერმა მხოლოდ 19 შეტევა განახორციელა, მაგრამ შეტევების გეოგრაფია გარკვეულწილად შეიცვალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსები შეტევაზე გადავიდნენ შახტიორსკის მიმართულებით – ველიკა-ნოვოსელკას მიდამოში, რომელიც უჰლედარის დასავლეთით მდებარეობს.

„შეტევები გრძელდება კუპიანსკის მიმართულებით, რომელიც ასევე ბოლო დღეებში გაძლიერდა. იქ მტერი წარუმატებლად ცდილობდა წინსვლას მასიუტოვკას რაიონში“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულება კვლავ ცხელ წერტილად რჩება, სადაც რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ წინსვლას ორეხოვო-ვასილევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით და ივანოვსკის მიმართულებით. რთული ვითარება იყო მარინკას ტერიტორიაზე, სადაც, უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 12 შეტევა მოიგერიეს.

„უჩვეულო სიმშვიდე იყო ავდიივკას მიმართულებით. გუშინ, ერთ წელზე მეტი ხნის უწყვეტი ბრძოლის შემდეგ პირველად, მტერს ფრონტის ამ სექტორზე შეტევა არ განუხორციელებია. სიმშვიდე დაფიქსირდა ლიმანის მიმართულებითაც“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის სამხედრო ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების პოზიციებს 15 დარტყმა მიაყენა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის ავიაციამ ასევე ექვსი დარტყმა მიაყენა რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს: რუსების შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის სამი ტერიტორია, S-300-სა და Tor-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საარტილერიო დანადგარი, მტრის საბრძოლო მასალის საცავი და სადაზვერვო დრონი.

ამასთან, გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაზე 97 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ Shahed-ის ტიპის 59 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 58 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს. ასევე, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 39-ჯერ გაუხსნეს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, კიევის თავზე, 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, მტერმა Shahed-ები გამოიყენა. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმასთან ერთად, მტრის TU-95MS-მა კასპიის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, სავარაუდოდ, Kh-101/555 ტიპის. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს. კიევზე თავდასხმა დაუშვებელია!”– აღნიშნა პოპკომ.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა და ზოგიერთ ოლქში და დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.

” ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა” – პაპუაშვილი

პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ომით დაშინების პოლიტიკა აქვს და თითქოს ეს ყველაფერი მანიპულაციაა, ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა – დღეს ხელისუფლებაში არის თაობა, რომელიც 90-იან წლებში ბავშვები იყვნენ და რომლებმაც გამოცადეს ომის სიმწარე, ქალბატონი სალომე მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმიტომ საუბრობს ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც პასუხისმგებლობა გაიაზრონ.

„ნაკლებად ვისურვებდი მისი პოზიციებისა და შეხედულებების შეფასებას, ის პრეზიდენტია. თუმცა არის საკითხი, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. ის ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ომით დაშინების პოლიტიკა აქვს და თითქოს ეს ყველაფერი მანიპულაციაა. ამის თქმა ძალიან მიკვირს იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოიარა, რაშიც რუსეთი პირდაპირ იყო ჩართული. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რამეს ვაზვიადებთ. საუბარი იმაზე, რომ ომი თეორიული რისკია, რეალობისგან შორის დგას. დღეს ხელისუფლებაში არის ის თაობა, რომელიც 90-იან წლებში ბავშვები იყვნენ და რომლებმაც გამოცადეს ომის სიმწარე. ქალბატონი სალომე მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში იყო. შეიძლება საქართველოს ხშირად სტუმრობდა, მაგრამ 90-იანი წლების სირთულე მას არ გადაუტანია. არც უშუქობა აქვს გამოცდილი და არც ის დაძაბული სტრესული ფონი, რომელიც იმდროინდელ საქართველოში იყო. ამ ყველაფერმა ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვხია. რთულია დღევანდელი გადასახედიდან შეაფასო, იმ პერიოდის მთავრობას რისი თავიდან არიდება შეეძლო, ან რისი არა. ვგულისხმობ როგორც 90-იან, ასევე 2000-იან წლებს. ერთი რამ ცხადია – ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებმაც რამდენიმე ომი გამოგვატარეს… საქართველოს ომში ჩართვას ყველა ჯერზე პროვოკაციებით ახერხებდნენ. ჩვენ იმიტომ ვსაუბრობთ ომის საფრთხეზე, რომ მოქალაქეებმაც და პოლიტიკურმა ლიდერებმაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა. ჩვენ ყოველთვის ადვილად ავყვებოდით ხოლმე ემოციებს, უნდა ვეცადოთ, მოვთოკოთ გრძნობები და ვიმოქმედოთ ცივი გონებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ინტერვიუში უპასუხა ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებს, რომ „თუ ნამდვილად გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“. მისი თქმით, თუ საქართველოში რუსეთი ისევ წამოიწყებს ესკალაციას, ქართველებთან ერთად არავინ იბრძოლებს და „მარტონი ვიქნებით“.

„სინამდვილეში ჩვენ დასავლელ მეგობრებს უნდა ვუთხრათ, რომ რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს 2008 წელს და ახლა მათ ყველანაირად უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ასეთი რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ამ მიდგომას არ იზიარებს ოპოზიცია. გარწმუნებთ, თუ საქართველოში რუსეთი ისევ წამოიწყებს ესკალაციას, ჩვენთან ერთად აქ არავინ იბრძოლებს, ჩვენ მარტონი ვიქნებით. ვუყურებთ უკრაინას და ვხედავთ, რომ არავინ იბრძვის უკრაინელი ხალხის გვერდით, ან მათ ნაცვლად. მაქსიმუმი, რაც შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს, იარაღის მიწოდებაა. კი, აწვდიან იარაღს, მაგრამ უკრაინის მიწაზე მხოლოდ უკრაინელების სისხლი იღვრება. შესაბამისად, თუ რაიმეს უნდა აკეთებდნენ დღეს ოპოზიციონერი ლიდერები, ექსპერტები და არასამთავრობოები, დასავლელ პარტნიორებს უნდა არწმუნებდნენ, რომ საქართველო ომის რისკის წინაშე არ დააყენონ. 2008 წელს დასავლეთს არათუ შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია და სანქციები არ დაუწესებია რუსეთისთვის, გადატვირთვის პოლიტიკა და სტრატეგიული მილსადენების პროექტების განხორციელება დაიწყეს მასთან ერთად. სანქციები დაუწესეს საქართველოს! ნაცვლად იმისა, ჩვენი შეიარაღებული ძალების გადაიარაღება დაეწყოთ, იარაღის ყიდვის უფლება ჩამოგვართვეს! შავ სიაში შეგვიყვანეს! მერე, როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ნელ-ნელა გაიხსნა იარაღის ყიდვის შესაძლებლობა. ეს აღარ უნდა განმეორდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს” – „ქართული ოცნება“

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცახდებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.

„უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული. საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ აღქმასა და შეფასებას აქვს მყარი ობიექტური საფუძველი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, გამოვეხმაუროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით, განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ. 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას, ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ქართული ოცნება” ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ქართული ოცნება” რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და „სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პარტიის მისალოც წერილშია ნათქვამი, თურქეთმა ბოლო წლებში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და ეს თავის მხრივ, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა.

„საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

В рамках визита в США Коба Кобаладзе присутствовал на мероприятии международной благотворительной организации TAPS

В рамках рабочего визита в Соединенных Штатах Америки, председатель Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе в статусе почетного гостя вместе с делегацией Грузии, присутствовал на 29-ом ежегодном мероприятии международной благотворительной организации TAPS (Tragedy Assistance Program for Survivors – программа помощи трагедии для потерявших кормильца).

“Сегодня, по приглашению основателя и президента TAPS, госпожи Бонни Керолл,мы были почетными гостями на довольно интересном мероприятии. На мероприятии был представлен широкий спектр гостей, в том числе председатель Объединенного штаба США, военный офицер высочайшего ранга страны, главный военный советник президента, госсекретаря обороны и Национального Совета Безопасности, генерал Марк Милли, который во время своего выступления поблагодарил делегацию Грузии, нашу страну, приветствовал ветеранов Грузии и всех тех людей, которые боролись и борются за свободе своей страны. Вчера мы оформили с TAPS меморандум о взаимосотрудничестве, который даст нам возможность вместе заботится о наших ветеранах и членах семей погибших военных. Это мероприятие также было проведено в поддержку именно членов семей погибших военных и на нем присутствовали сотни человек из разных стран”, – отметил Коба Кобаладзе.

Международная благотворительная организация “TAPS” в 1994 году основала супруга скончавшегося американского ветерана, бригадного генерала Тома Керола, Бонни Керрол, для поддержки семей погибших военных. С тех пор, организация “TAPS” наряду различных благотворительных и поддерживающих мероприятий, ежегодно проводит широкомасштабные мероприятия, на которых присутствуют члены семей погибших военных из Соединенных Штатов и разных стран.

 

В этом году на 29-ом мероприятии “TAPS” также присутствовали заместитель начальника департамента правового обеспечения Государственной службы по делам ветеранов, Ираклий Чантуридзе, начальник отдела протокола ведомства, Мариам Адамашвили, старший советник посольства Грузии в Соединенных Штатах Паата Патиашвили и атташе по вопросам обороны в США и Канаде, полковник Роберт Аргвлиани.

На протяжении 5-дневных собраний члены семей погибших военных примут участие в разнообразных мероприятиях, проводимых в их поддержку.

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе в рамках рабочего визита в США, продолжает встречи с правительственным и неправительственным сектором.

,,50 წელიწადი ველოდებოდი ამ დღეს…”- ხაინდრავა

50 წელიწადი ველოდებოდი ამ დღეს, როდესაც ვიგრძნობდი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლისთვისაც სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, ღირებულებები, რომელზეც ეს ქვეყანაა დაფუძნებული, იქნება პრიორიტეტული და რა თქმა უნდა, იმ ხალხის აზრი და ნება, რომელიც ხელისუფლების არჩევას, ქვეყნის ბედსა და მომავალს განაპირობებს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, იმ შეუპოვრობით, რა შეუპოვრობითაც საქართველო თავის ინტერესებს მსოფლიოში იცავს, აღმოჩნდა, რომ ეს ამით გამორჩეული ქვეყანაა. „ნაციონალიზმი, ეროვნული თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები მთელს მსოფლიოში იმარჯვებს. ეს არის ცალსახა. საქართველო არის ყველაზე კარგი მაგალითი. ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა. მე ბევრჯერ მომიწია ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, პოლიტიკოსთან, ბევრს ვიცნობ და მათგან არაერთხელ მომისმენია ბოლო პერიოდში, რომ იმას, რასაც თქვენ ვბედავთ, მსოფლიოში ვერავინ ვერ ბედავსო, პირდაპირ ითქვა. შედარება ჩვენი და თურქეთის 86 მლნ-იანი ქვეყნის, რომელიც ფაქტობრივად რეგიონული ლიდერია და ნატოში სიდიდით მეორე ჯარი ჰყავს და დღეს შესაძლოა, პირველიც კი და საქართველო, ქვეყანა, სადაც 4 მლნ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, თუმცა იმ შეუპოვრობით, რა შეუპოვრობითაც საქართველო თავი ინტერესებს მსოფლიოში იცავს, აღმოჩნდა, რომ ეს გამორჩეული ქვეყანაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ვამბობდი კიდევაც, რომ 50 წელიწადი ველოდებოდი ამ დღეს, როდესაც ვიგრძნობდი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლისთვისაც სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, ღირებულებები, რომელზეც ეს ქვეყანაა დაფუძნებული, იქნება პრიორიტეტული და რა თქმა უნდა, იმ ხალხის აზრი და ნება, რომელიც ხელისუფლების არჩევას, ქვეყნის ბედსა და მომავალს განაპირობებს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობებისთვის სასიკეთო დღეა. ადვილად შეძლებთ სხვებთან საერთო ენის გამონახვას და კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. იაქტიურეთ, წარმატებას მიაღწევთ პირად ფრონტზეც.

კურო

ძლიერ დატვირთული და საქმიანი დღეა, თქვენი ნიჭისა და ცოდნის დემონსტრირებით, შთამბეჭდავად შეძლებთ ნებისმიერ საქმეში თავის წარმოჩენას. შესაძლოა, მეტად სარფიანი და საინტერესო წინადადებაც შემოგთავაზონ.

ტყუპები

თუ თქვენს გეგმებს უფრო დააკონკრეტებთ და მოხერხებულად იმოქმედებთ, დაეყრდნობით ინტუიციას საჭირო მომენტში, დარწმუნებული იყავით, რომ სასურველ შედეგს გაცილებით იოლად მიიღებთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, არის კარგი ცვლილებების ალბათობაც, შესაძლოა, სწორედ დღეს დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ლომი

თუ რაიმე სირთულე იჩენს თავს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და ცივი გონებით გააანალიზეთ, სხვისი თვალით შეხედეთ ყველაფერს და პრობლემებს თავს იოლად გაართმევთ.

ქალწული

კარგი დროა, ნებისმიერი სახის თანამშრომლობისთვის, არავითარი პრობლემები არ გემუქრებათ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენი იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ რომ ეს საქმიანობა, ყველასთვის სარგებლიანი უნდა იყოს.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღემ არაერთი მოულოდნელობა მოიტანოს და საქმეებს თავი ვერ გაართვათ, თუმცა, კარგი პერსპექტივებიც სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

გამოიჩინეთ ინიციატივა, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. თქვენი იდეები ნაყოფიერი და სარგებლიანი იქნება და ბევრ მხარდამჭერს გაიჩენთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, გეგმები თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით არ განვითარდეს, მაგრამ სერიოზული მიდგომითა და მონდომებით, შეძლებთ მიაგნოთ ახალ შესაძლებლობებს, ეს დროულად გამოიყენეთ და შესაბამისად იმოქმედეთ.

თხის რქა

დიდია პოზიტიური ცვლილებების შანსი, სასიკეთო და მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან ან ნაცნობებთან, შესაძლოა, შექმნათ ერთიანი სამოქმედო გეგმა მომავალი საქმიანობისთვის.

მერწყული

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. თუ არ იზარმაცებთ და საჭირო ინიციატივას გამოიჩენთ, თვითონვე გაგაკვირვებთ მიღწეული შედეგები და მეტად კმაყოფილიც დარჩებით საკუთარი თავით.

თევზები

შესაძლოა, მარტოს გაგიჭირდეთ საქმეებში გარკვევა, ნუ იწუწუნებთ და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებს, სთხოვეთ დახმარება ახლობელ ადამიანებს და ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.

„მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს ამ ეტაპზე არ ემუქრება“-ქართველიშვილი

„მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს ამ ეტაპზე არ ემუქრება“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

ქართველიშვილის თქმით, ამიერიდან ევროპის გადასაწყვეტია ომის ეპიცენტრი დასავლეთში იქნება, თუ აღმოსავლეთში.

„როგორც ჩემი ძალზე ავტორიტეტული მეგობარი ბრძანებს (ბრიტანეთის მოქალაქეა): ომი მსოფლიოს არ ასცდება არც ერთ ვარიანტში, უბრალოდ, ქილიჩდაროღლუს რომ გაემარჯვა, ეპიცენტრი იქნებოდა აღმოსავლეთში, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში, ეპიცენტრი იქნება დასავლეთში.

და აწი, მხოლოდ ევროპის გადასაწყვეტია ამ ეპიცენტრის და საკუთარი სამომავლო ბედიც. სწორედ ეს რჩევა მისცა ევრაზიის საკითხებში სი ძინპინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუეიმ დასავლელ ლიდერებს ამ კვირის განმავლობაში განხორციელებული ტურნეს დროს – საკუთარი ბედის განსაზღვრისას, ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ამერიკის სურვილებს და მეტი დაუთმეთ საკუთარ ინტერესებს. ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დამსახურებულ გამარჯვებას. მოვლენათა განვითარების ბირთვული პერსპექტივები დიდი ალბათობით ჩვენს რეგიონს ამ ეტაპზე არ ემუქრება. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება…,“ – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.