50 წელიწადი ველოდებოდი ამ დღეს, როდესაც ვიგრძნობდი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლისთვისაც სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, ღირებულებები, რომელზეც ეს ქვეყანაა დაფუძნებული, იქნება პრიორიტეტული და რა თქმა უნდა, იმ ხალხის აზრი და ნება, რომელიც ხელისუფლების არჩევას, ქვეყნის ბედსა და მომავალს განაპირობებს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, იმ შეუპოვრობით, რა შეუპოვრობითაც საქართველო თავის ინტერესებს მსოფლიოში იცავს, აღმოჩნდა, რომ ეს ამით გამორჩეული ქვეყანაა. „ნაციონალიზმი, ეროვნული თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები მთელს მსოფლიოში იმარჯვებს. ეს არის ცალსახა. საქართველო არის ყველაზე კარგი მაგალითი. ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა. მე ბევრჯერ მომიწია ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, პოლიტიკოსთან, ბევრს ვიცნობ და მათგან არაერთხელ მომისმენია ბოლო პერიოდში, რომ იმას, რასაც თქვენ ვბედავთ, მსოფლიოში ვერავინ ვერ ბედავსო, პირდაპირ ითქვა. შედარება ჩვენი და თურქეთის 86 მლნ-იანი ქვეყნის, რომელიც ფაქტობრივად რეგიონული ლიდერია და ნატოში სიდიდით მეორე ჯარი ჰყავს და დღეს შესაძლოა, პირველიც კი და საქართველო, ქვეყანა, სადაც 4 მლნ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, თუმცა იმ შეუპოვრობით, რა შეუპოვრობითაც საქართველო თავი ინტერესებს მსოფლიოში იცავს, აღმოჩნდა, რომ ეს გამორჩეული ქვეყანაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ვამბობდი კიდევაც, რომ 50 წელიწადი ველოდებოდი ამ დღეს, როდესაც ვიგრძნობდი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომლისთვისაც სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, ღირებულებები, რომელზეც ეს ქვეყანაა დაფუძნებული, იქნება პრიორიტეტული და რა თქმა უნდა, იმ ხალხის აზრი და ნება, რომელიც ხელისუფლების არჩევას, ქვეყნის ბედსა და მომავალს განაპირობებს“, – განაცხადა ხაინდრავამ.