Home Blog Page 2048

“საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი” – იენს სტოლტენბერგი

მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.

„ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განვაგრძობთ რუსეთის მიმართ მოწოდებებს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსი.

ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება. განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული კეთილდღეობის ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ.

დღეს ასევე ვისაუბრეთ რუსულ აგრესიაზე და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას ვიყავი კიევში. პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო – ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა. არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უკრაინა იცავს საკუთარ თავს, წესდებას და ალიანსის წევრები ამას მხარს უჭერენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

“საქართველოში ივანიშვილის რეიტინგს სააკაშვილის რეიტინგი ვერასდროს გადაასწრებს, სულ რომ ქვეყანა ამოტრიალდეს”- ვაჟა ბერიძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის მერს კახა კალაძეს აქვს.

კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:

კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად

სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%

გიორგი გახარიას დადებითი რეიტინგი 36%-ია, უარყოფითი კი 56%

მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 36%, უარყოფითად კი 59%

ბიძინა ივანიშვილის მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, 58% კი უარყოფითად

შალვა ნათელაშვილი მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 58% უარყოფითად

ელენე ხოშტარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი 33%, ხოლო უარყოფითად 56%

აღნიშნულ შედეგებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაკეთებული მონაცემია.

“საქართველოში ივანიშვილის რეიტინგს სააკაშვილის რეიტინგი ვერასდროს გადაასწრებს, სულ რომ ამოტრიალდეს ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ ბიძინა „ფრთოსანი ანგელოზია“, მასაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. დღესაც ბევრი ხარვეზი აქვს მის არაფორმალურ მმართველობას. ის თანაშემწეების მეშვეობით ცდილობს ქვეყნის მართვას. ბევრი უარყოფითი მომენტი აქვს სხვა დადებითებთან ერთად, რაც მან გააკეთა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლით, ქველმოქმედებით და ა.შ. მიშას პოზიტივი რეფორმატორობით, პატრულის ჩამოყალიბებით, თბილისისა და ბათუმის მოწესრიგებით, დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებით სრულდება. ამის შემდეგ იწყება ნეგატივი, რომელიც ავტორიტარიზმის ქართული ნაირსახეობაა – ე.წ. „ყბადაღებული 9 წლიანი მმართველობა“ დიდი ნეგატივის შემცველია. როგორ შეიძლება ამ სისტემის შემოქმედმა აჯობოს ბიძინას,“– აცხადებს ვაჟა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

“საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია” – იენს სტოლტენბერგი

საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“მოკავშირეები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. [საქართველოს] შეუძლია ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არავინ არ იცის როდის დასრულდება ომი და რუსეთის აგრესიას “შხამიანი ხასიათის” უწოდა, რომელიც “ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს.”

25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე აღინიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, კახა ტაბატაძემ მიულოცეს.

სიტყვით მიმართვისას ყურადღება თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გამახვილდა.

„ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი – საშტატო იარაღი გადაეცათ, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის მედლით “გენერალი კვინიტაძე” დაჯილდოვდნენ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის კი, მედლები “სამშობლოსთვის თავდადებული” გადაეცათ. ასევე, სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადაეცათ და თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა გამოეცხადათ.

სტუმრებმა ბაზაზე გამოფენილი შეიარაღებაც დაათვალიერეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება” – როგორ აფასებს IRI-ის კვლევის შედეგებს ვაჟა ბერიძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დღეს, გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს  არჩევნები, რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“.

გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 34%  “ქართულ ოცნებას”

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საჯარო ფიგურების რეიტინგში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის მერს, კახა კალაძეს აქვს.

კითხვაზე, თითოეულ საჯარო ფიგურაზე დაასახელეთ, დადებითი აზრის ხართ, მეტ-ნაკლებად დადებითის, მეტ-ნაკლებად უარყოფითის თუ ძალიან უარყოფითის:
კახა კალაძის მიმართ 52% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 44% უარყოფითად
სალომე ზურაბიშვილის მიმართ 48% დადებითად არის განწყობილი, 47% კი უარყოფითად
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 43%, უარყოფითად კი 53%
გიორგი გახარიას დადებითი რეიტინგი 36%-ია, უარყოფითი კი 56%
მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითად განწყობილია 36%, უარყოფითად კი 59%
ბიძინა ივანიშვილის მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, 58% კი უარყოფითად
შალვა ნათელაშვილი მიმართ 35% დადებითად არის განწყობილი, ხოლო 58% უარყოფითად

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შეაფასა.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევების შედეგები საქართველოში სანდო არ არის.

„ასეთი კვლევებით ხდება საზოგადოების განწყობებისა და საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი. ვინც ამ კვლევებს ატარებს ქართული კომპანიის მეშვეობით, კარგად აქვთ დამუშავებული სათანადო მეთოდოლოგია და შედეგებს იღებენ დასაშვებ ცდომილებასთან ახლოს. ძირითადად ეს კვლევები სანდოა და ამ კვლევებით სარგებლობენ ველზე მომუშავე ორგანიზაციებიც, “კავკასიის რესურს ცენტრი” და მორე მხარეს “აიპიემი”. ამ კვლევებით იღებენ ისეთ მონაცემებს, რაც მეტ-ნაკლებად რეალობას ასახავს. სოლიდური ამერიკული ორგანიზაციები „ენდიაი“ და „აირაი“ იღებენ ზუსტ მონაცემებს, ხოლო შემდეგ, ჩემი ღრმა რწმენით, ქართულ საზოგადოებას კორექტირებულს აწვდიან, რაც შედის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს ინტერესებში საქართველოსთან მიმართებით. ამ შედეგებში, მაგალითად, ორი მონაცემი შეიძლება ადეკვატური იყოს და ერთი – ისეთი, რომელიც დამკვეთ ორგანიზაციას საზოგადოებრივი აზრის მართვის თვალსაზრისით ხელს აძლევს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ჭეშმარიტების დასადგენად უნდა დავიწყოთ ბნელ ოთახში ხელების ფათურით სიარული. მათი თამაში ვითამაშოთ, ანუ დავეხმაროთ საზოგადოებრივი აზრის მართვაში და პოპულარიზაცია გავუწიოთ იმ შედეგებს, რომელიც მათ გასასაჯაროებლად მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ამის გათვალისწინების გარეშე კი მონაცემების ანალიზი მცდარი და არასერიოზული იქნება, რასაც ბევრი მედია საშუალება აკეთებს,“– აცხადებს ვაჟა ბერიძე.

როგორც ის აცხადებს, კვლევის შედეგებში, რაღაც რეალობასთან ახლოსაა და რაღაც კორექტირებულია.

„მაგალითად, მიშას რეიტინგმა გადაასწრო ბიძინას რეიტინგს. ეს მიშას მხარდასაჭერად გაკეთებული მონაცემია, რადგან საქართველოში ბიძინას რეიტინგს სააკაშვილის რეიტინგი ვერასდროს გადაასწრებს, სულ რომ ამოტრიალდეს ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ ბიძინა „ფრთოსანი ანგელოზია“, მასაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. დღესაც ბევრი ხარვეზი აქვს მის არაფორმალურ მმართველობას. ის ცდილობს თანაშემწეების მეშვეობით ქვეყნის მართვას. ბევრი უარყოფითი მომენტი აქვს სხვა დადებითებთან ერთად, რაც მან გააკეთა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლით, ქველმოქმედებით და ა.შ. მიშას პოზიტივი რეფორმატორობით, პატრულის ჩამოყალიბებით, თბილისისა და ბათუმის მოწესრიგებით, დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებით სრულდება. ამის შემდეგ იწყება ნეგატივი, რომელიც ავტორიტარიზმის ქართული ნაირსახეობაა – ე.წ. „ყბადაღებული 9 წლიანი მმართველობა“ დიდი ნეგატივის შემცველია. როგორ შეიძლება ამ სისტემის შემოქმედმა აჯობოს ბიძინას,“– განმარტავს ვაჟა ბერიძე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

აღნიშნულს პოლიტოლოგი ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილმა სააკაშვილი უნდა გაუშვას  საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება.

„როდესაც სააკაშვილი შემოიჭრა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, ივანიშვილი იძულებული გახდა დაეკავებინა ის. რამდენიმე მედია გამოსვლაში ვთხოვე ივანიშვილს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი გაეშვა. იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი არ იმსახურებს პასუხისგებას… იმიტომ, რომ ბიძინას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს ამბავი სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთში სათანადოდ მიიტანოს. ყველა შემთხვევაში მარტო ბიძინა კი არა, საქართველო დარჩებოდა წაგებული. მესმის, რომ ბიძინას აქვს ვალდებულებები იმ ქვეყანასთან და მის პირველ პირთან, სადაც მან მილიარდები იშოვა. ის ბოლო დრომდე “გაზპრომის” 1% -ის მფლობელი იყო. ეს ფაქტორი ამ ვალდებულებას განაპირობებს. ამიტომ ვეღარ გაუშვა სააკაშვილი, რომელიც მისთვის უკვე ზედმეტი თავის ტკივილია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვას მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება. ჩვენი პროდასავლური იმიჯი სერიოზულად შეილახა და აქედან გამომდინარე, სხვა თვალსაზრისითაც არ დაგვრჩება სხვა გზა, გარდა რუსეთთან პარტნიორობისა. იძულებული დავრჩებით, რომ მათთან ვითანამშრომლოთ.

კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ. ჩინეთი, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკელები, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რუსები კი ამაზე წინააღმდეგობას არ გამოთქვამენ. ჩინელებმა, რომ აიღონ კონტროლი ანაკლიის მშენებარე პროექტზე ან პორტზე, ამაზე რა რეაქცია ექნება დასავლეთს?!“- აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კერძოდ, კითხვაზე, „ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით?“, რესპონდენტთა 62%-მა განაცხადა, რომ არასწორი მიმართულებით, 30%-მა განაცხადა, რომ სწორი მიმართულებით, 7%-მა კი არ იცოდა პასუხი, ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება,მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკური ასპექტები, ამ განვითარების ხარვეზიანია.

„მაშინ 62% -მა გვითხრას რას მიიჩნევს სწორ და არასწორ მიმართულებად. სწორი მიმართულება რა არის?- სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის აღმშენებლობა, საქართველოს ომში ჩართვის არ დაშვება, პროდასავლური კურსი, ღია ეკონომიკისა და ეროვნული ინტერესების ერთგულება. თუ ყველაფერს შევკრებთ, ამ მიმართულებით მმართველი პარტია ჯერჯერობით არაფერს არ ცვლის. რუსეთისკენ მიხედვას ვერც ეს ხელისუფლება და ვერც მომდევნო ვერ შეძლებს, ვიდრე სიტუაცია არ ამოტრიალდება. ზევით ჩამოთვლილს ეს ხელისუფლება აკეთებს და არასწორი მიმართულებით რატომ ვვითარდებით?! ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ ჩვენ შედეგები არ გვაკმაყოფილებს და არა მიმართულება. მიმაჩნია, რომ კითხვა არ არის სპეციალისტების თვალით კარგად დანახული, ჩამოყალიბებული და პასუხიც არარელევანტური და არაადეკვატურია. მიმაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკური ასპექტები, ამ განვითარების ხარვეზიანია და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს.

ამდენ რამეს მოიცავს ეს კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა არა იმიტომ, რომ ჩვენ გავიგოთ ხალხი რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, არამედ იმის გამო, რომ ვიღაცის ინტერესები დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი აზრის მართვის თვალსაზრისით,“ – აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვაჟა ბერიძე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“IRI-ის კვლევა ჩატარდა იმ ცხელ დღეებში, როდესაც დასავლეთმა ტყუილებით ქუჩა აადუღა” – თამარ ჩიბურდანიძე

IRI-ის კვლევები ვერ იქნება სანდო თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, და თუ გავითვალისწინებთ ამერიკის დღევანდელ სააკაშვილისეულ პოლიტიკას ხელისუფლების მიმართ, ის 19%-იც როგორ გაიმეტეს, გასაკვირია, – ასე გამოეხმაურა IRI-ის კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, ეს კვლევები იმ დღეებში იყო ჩატარებული, როდესაც ცრუ პიარკამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და ის პროცენტიც გასაკვირია, რაც მოქმედ ხელისუფლებას დაუწერეს.

„4-25 მარტის დღეები იყო ის პერიოდი, როდესაც ამერიკის ელჩის ხელმძღვანელობით, „გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკულ კანონზე ხალხს ტყუილებით ტვინი აურიეს, კანონი არ წააკითხეს და ისე გამოიყვანეს ქუჩაში. მათ ძლიერი პროპაგანდით, საკუთარი ამერიკული კანონის რუსულად მონათვლით, შეძლეს საზოგადოებაში გარკვეული აგრესიის დათესვა ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ მიმართ. მოგვიანებით კი, როდესაც ემოცია დაცხრა და ხალხმა სიმართლე გაიგო, განწყობებიც შეიცვალა. გამომდინარე აქედან, IRI-ის კვლევები ვერ იქნება სანდო თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, და თუ გავითვალისწინებთ ამერიკის დღევანდელ სააკაშვილისეულ პოლიტიკას ხელისუფლების მიმართ, ის 19%-იც როგორ გაიმეტეს, გასაკვირია. ზოგადად, დღევანდელი სამთავრობო პოლიტიკიდან გამომდინარე, ამერიკის არცერთი ორგანიზაციის კვლევა არ იქნება სანდო, რადგან ყველა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამით ცდილობენ მათთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. რაც შეეხება სოციოლოგიური კვლევის სტანდარტებს, ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე საზოგადოების განწყობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც არჩევნების დროს. ის გადაუწყვეტელი 40% კი სტანდარტია ყველა ქვეყანაში და იცვლება მხოლოდ წინასაარჩევნო დღეებში”, -წერს საკუთარ Facebook გვერდზე თამარ ჩიბურდანიძე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს აქვეყნებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5046 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5046 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5046 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5069 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

2008 წელს, საქართველოსთვის მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო-მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს მას გარკვეული რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა და ერთ-ერთი ასეთი რთული გადაწყვეტილება იყო „საქართველოსთვის მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება 2008 წელს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით ფედერაციის საბჭომ დაუჭირა მხარი – ჩაგვეტარებინა საქართველოსთვის მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაცია, ე.წ. ხუთდღიანი ომი. ეს, რა თქმა უნდა, იმ მომენტში პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის რთული გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, იყო სხვა გადაწყვეტილებები, მაგალითად, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ, რომელიც ასევე რთული გადაწყვეტილება იყო”.

„ესეც არ იყო იოლი გადაწყვეტილებები. მოითხოვდა დისკუსიას, დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონვას, მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვდა“, – აღნიშნა მედვედევმა.

“ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან” – ირაკლი ღარიბაშვილი

ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება.  საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას”, –  აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR).

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფოთსა და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ფოთსა და ქუთაისში სკვერის ბიბლიოთეკები გახსნეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სკვერის ბიბლიოთეკები რამდენიმე ასეული წიგნით მომარაგდა.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო წიგნის ბუდეებს ვაწყობთ. ფოთში ნიკო ნიკოლაძისეული კოშკის ფორმის #სკვერისბიბლიოთეკა გავხსენით. სკვერის ბიბლიოთეკა განთავსდა ქუთაისშიც. ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრს – „ჯადოსნური სამყარო” – ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ, კვიცარიძის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკას კი 200 ახალი გამოცემა შევმატეთ”, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

„ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს. ამ მინიბიბლიოთეკის (წიგნის ბუდის) პრინციპი ასეთია: ნებისმიერ მსურველს შეუძლია წიგნის ბუდიდან მისთვის სასურველი გამოცემის აღება, წაკითხვა და შემდეგ დაბრუნება ან სხვა ახალი გამოცემით ჩანაცვლება. ბიბლიოთეკები დროდადრო ახალი გამოცემებითაც ივსება.

საინტერესოა თავად წიგნის ბუდეების დიზაინი, რომლის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგიზ მოდუა. წიგნის ბუდის ფორმა რეგიონის, ქალაქისა თუ სოფლის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება. მაგალითად, ფოთში წიგნის ბუდეს ნიკოლაძისეული მეგრული კოშკის ფორმა აქვს, ბათუმში – გემის, სამტრედიაში – ველოსიპედის, თელავში – კასრის და ასე შემდეგ.

სკვერის ბიბლიოთეკების რეგიონებში განთავსება მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების წიგნით და ზოგადად, განათლების მიღებით დაინტერესებაა, მათთვის ახალი ლიტერატურის მიწოდების საშუალება. პატარა ბიბლიოთეკები არანაკლებ საინტერესოა უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც.

წლების მანძილზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფლებში უკვე რამდენიმე ათეული სკვერის ბიბლიოთეკა განათავსა. პროექტი გრძელდება და მას კერძო ბიზნესიც აქტიურად მხარს უჭერს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის მოკავშირეები – G-7-ის წევრები – ვაშინგტონის გეგმებს ეწინააღმდეგებიან” – ფაინენშელ თაიმსი

„ევროკავშირი და იაპონია ეწინააღმდეგება აშშ-ის ინიციატივას, რომლის მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს რუსეთში ყველა ტიპის ექსპორტი ეკრძალებათ“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ-ის მოკავშირეები – G-7-ის წევრები – ვაშინგტონის გეგმებს ეწინააღმდეგებიან რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის შესახებ“ (ავტორები – ჰენრი ფოი, კანა იგანაკი და დემეტრი სევასტოპულო).

Financial Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მომავალ თვეში,  ჰიროშიმაში შეხვედრის წინ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები, აშშ-ის ინიციატივით, მუშაობენ განცხადების მომზადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სექტორული სანქციების სისტემა ექსპორტის სრული (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) აკრძალვით ჩანაცვლდება. გამონაკლისი შეეხება სასოფლო-სამეურნეო, სამედიცინო და ზოგიერთ სხვა პროდუქციას.

თუმცა, Financial Times-ის სხვა წყაროების ცნობით, გასულ კვირას გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იაპონიის და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები აშშ-ის ინიციატივის საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. „ჩვენი გადმოსახედიდან, ეს უბრალოდ შეუძლებელია”, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის ინიციატივა ექსპორტის აკრძალვის შესახებ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისედაც გაჭიანურებული დებატების განახლებას, რომლებიც ეხება, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-10 პაკეტს და უკვე მიღებული ზომების პოტენციურად შესუსტებას.

თეთრი სახლის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ გამოცემა Financial Times-თან „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აშშ „აგრძელებს რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების გზების ძიებას“.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ანტირუსული სანქციებისა და ემბარგოს გაგრძელების საკითხში შექმნილი უთანხმოება ადასტურებს იმას, რომ „დიდი შვიდეულის ქვეყნებს“ მოსკოვთან მიმართებით სხვა დამატებითი სამოქმედო ვარიანტები აღარ აქვთ, ანუ, რაც ასაკრძალავი იყო, ის უკვე აიკრძალა. ახლა უფრო მეტად ყურადღება უნდა მიექცეს ადრე გამოცხადებული სანქციების აღსრულებას და მათ გაკონტროლებას.

როგორც ცნობილია, რუსეთი ცდილობს მესამე ქვეყნების მეშვეობით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები დასავლურ პროდუქციაზე – მაგალითად, თურქეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, არაბთა გაერთიანებული საემიროების დახმარებით.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს 19 მაისს, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში უნდა შეხვდნენ, სამდღიან სამიტზე, რომლის დროსაც უკრაინა-რუსეთის ომით გამოწვეული შედეგები უნდა განიხილონ, აგრეთვე ეკონომიკური უსაფრთხოების, „მწვანე ინვესტიციებისა“ და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის საკითხები.

ევროკავშირი, რომელიც აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასთან და კანადასთან ერთად, „დიდი შვიდეულის“ წევრია, ითხოვს, რომ მისმა ყველა 27 წევრმა ანტირუსული სანქციების საკითხები ერთმანეთთან შეათანახმონ.

წყარო