Home Blog Page 2047

„ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე ”- მიშელი (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

,,ღარიბაშვილისა და მიშელის ერთობლივი განცხადება დაგეგმილი არ ყოფილა”- შარლ მიშელის ოფისი

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება დაგეგმილი არ ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერს“ შარლ მიშელის ოფისში განუცხადეს.

“არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცახდებასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ “კურიერს“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლის მიშელის პრესამსახურში უთხრეს.

შარლ მიშელის ოფისში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაიშალა.

“IRI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს” – ირაკლი მელაშვილი

IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს”- ასე ეხმაურება სოციალური ქსელში ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი  IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის განულება  პოპულისტი და ვერაფრის შემძლე პარტიის თავმჯდომარეების კასტის პოლიტიკაში დარჩენის დაკანონებას მოემსახურება.

“IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ესაა რეალობა. რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, ბარიერის განულება არა ბევრად ხარისხიანი პოლიტიკური სპექტრის ან თუნდაც ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება, არამედ თავისთავზე შეყვარებული, ძალად პოპულისტი და ვერაფრის შემძლე პარტიის თავმჯდომარეების კასტის პოლიტიკაში დარჩენის დაკანონებას მოემსახურება.

სწორედ მათ მიერაა საზოგადოებაზე თავსმოხვეული საარჩევნო ბარიერის განულების თემა, რათა ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერის გარეშე მოხვდნენ პარლამენტში, იტივტივონ პოლიტიკაში, იარონ საზღვარგარეთ, გამოჩნდნენ ტვ-ში, ამავე დროს არანაირი გავლენა არ ჰქონდეთ არც საზოგადოებაზე, არც პოლიტიკურ პროცესზე, არ ჰქონდეთ არც პროგრამები არც იდეები, არც აზრიანი შეთავაზებები, არ პასუხობდნენ ამომრჩევლის ინტერესებს და ეს ყველაფერი პლუს უნდა გააკეთონ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე.
ქვეყანას ჭირდება საკუთარი ხედვების, ელემენტარული მენეჯმენტის მქონე პოლიტიკური პარტიები და არა პატარა ბელადუკების გარშემო შემოკრებილი ჯგუფები, რომელთაც იმის თავიც არ აქვთ, რომ დღეს ნათქვამი სიტყვა ხვალ არ გადათქვან, საკუთარი პირადი ამბიციები ოდნავ უკან გადაწიონ და ელემენტარულ საკითხებზე ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

აბა დავაკვირდეთ, რა გააკეთეს ამ “ლიდერებმა”, როგორც კი საარჩევნო ბარიერი განულდა. ყველა ასეთი ვაი პოლიტიკოსი პარტიიდან გავიდა და თავისი შექმნა, რომელიც გაცილებით უფრო სუსტია, გაცილებით ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესზე, ვიდრე ის პარტია სადაც თითოეული მათგანი ადრე იყო. ანუ ამ კასტის წევრთა პირველი რიგის ამოცანა არაა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა, ცვლილებების მოხდენა. ეს მხოლოდ ძლიერ, შიდა კონკურენციის პრინციპებზე აგებულ პოლიტიკური პარტიას შეუძლია, ბევრი ლიდერით, მაგრამ სადაც არც ერთი მათგანი ერთპიროვნული, უპირობო ლიდერი ვერ იქნება. ასეთ ერთობაში ყოფნას, იქ პოლიტიკურ კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილის მოპოვებას, მათ ურჩევნიათ ერქვათ ნულოვანი გავლენის მქონე, მცირე პოლიტიკური ჯგუფის პირველი კაცები, ლიდერები და ამით მოიფხანონ საკუთარი ეგო. გამაგებინოს ვინმემ მათი ლიდერების რა პრინციპული იდეოლოგიური სხვაობების გამო მივიღეთ ბარიერის განულების შემდეგ ერთის მაგივრად, ორი “გირჩი”, რა მსოფლმხედველობითი განსხვავებები აქვს ერთმანეთთან “დროას”, პარტია “აღმაშენებელს” ან იგივე ზურა ჯაფარიძეს და რატომ უნდა ვაფინანსოთ ამ ტიპის ამბიციების შენახვა ბიუჯეტიდან?

იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ამიხსნას , ყველაფერი ამის შემყურე, საზოგადოების ამოცანა რატომაა ნულოვანი ბარიერის და შესაბამისად ამ პოლიტიკური პარაზიტების კასტის მხარდაჭერა, არსებული აბსოლუტურად უპერსპექტივო პოლიტიკური ვითარების ჩაბეტონება და რეალობაში ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი ჩანასახის მოსპობა? რატომ გვახვევთ თავზე ან რატომ იჯერებთ ამ ცრუ პოლიტიკურ ამოცანებს?

გამოსავალი არის იმაში, რომ საზოგადოებამ აიძულოს პოლიტიკური ლიდერები გააკეთონ საქმე. ვისაც უნდა პარლამენტში მოხვედრა, კეთილი ინებონ, გაერთიანდნენ გარკვეული ხედვების გარშემო, დაალაგონ მენეჯმენტი, იმუშაონ ამომრჩეველთან, მოსახლეობას გააცნონ საკუთარი მიზნები, პროგრამები, მოიფიქრონ და ატარონ კრეატიული კამპანიები, მოკლედ საკმაოდ მარტივია თუკი საქმის კეთება უნდათ. ერთი 50 000 ხმის მოგროვება მაინც შეძლონ და გვაჩვენონ რომ იმსახურებენ პარლამენტში მოხვედრას, აქვთ ნიჭი და შესაბამისი უნარები. არ ჭირდება პოლიტიკოსებს სასათბურე პირობების შექმნა,”-წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი

https://www.facebook.com/irakli.melashvili.7/posts/pfbid02AQyJd8JrJjNQY9ZcETYpVYgN27A9uGyWqu98wvYzjQyiZcdXB9T3RABzhmS1YNQtl

 

ოპოზიცია ხბორულად აღფრთოვანებულია – ცაგარეიშვილი IRI-ს კვლევაზე

„ქართული ოცნების“  წევრი გია ცაგარეიშვილი IRI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აცხადებს, რომ IRI-ს კვლევას უნდობლობას უცხადებს.

„ტენდენციების ახსნას ჩავუღრმავდე ე.ი მე უნდა ვენდო ამ კვლევას, მე ამ კვლევას არ ვენდობი. მეორე, მესმის რაღაც ხბორული აღფრთოვანება ამ პროცენტებით ზოგიერთი პოლიტიკური ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან. 

 ეს აღტყინება თუ რაღაც ერთგვარი აღფრთოვანება ამ პროცენტებით ხოლმე, ყოველთვის მოსდევს ამ კვლევებს. შემდეგ ყველაფერი ჩაცხრება და როცა მივალთ უკვე არჩევნებამდე აი, იქ დგება ხოლმე განსხვავებული შედეგი, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ დე ფაქტო რეჟიმს კვლავ ულტიმატუმი წაუყენა (ფოტო)

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ დე ფაქტო რეჟიმს კვლავ ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი Amra News იუწყება.

კერძოდ, სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ 2 კვირის განმავლობაში უნდა გადააყენოს მთავრობა, გააუქმოს შეთანხმება ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებით, შეამციროს ელექტროენერგიის ტარიფი, გააუქმოს სასტუმროების და აპარტამენტების სტატუსის შესახებ კანონპროექტის განხილვა.

თუ 2 კვირის განმავლობაში ბჟანიამ ოპოზიციის ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ოპოზიცია სოხუმში საპროტესტო აქციებს გამართავს. განცხადებას ხელს აწერენ მოძრაობები „არუაა“, „აამთა“ „აფსნი“, „ანდი“ და სხვები.

 

,,ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციით არჩევნებზე გავლენა არ უნდა დავუშვათ” – თალაკვაძე

მთავარი არის ის, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე, მხილებულია საერთაშორისო თაღლითური ორგანიზებული დანაშაულის საქმეში როგორც ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციით არჩევნებზე გავლენა არ უნდა დავუშვათ და ის განცხადებები, რაც კეზერაშვილმა გააკეთა, სწორედ პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს „არის მცდელობები, რომ საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტი დაბნეულობა იყოს. ყოველ დღე ახალ-ახალ დეტალებს, მინი-სკანდალებს ვხედავთ. რეალურად, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რაც ამ ისტორიას უკავშირდება.

მთავარი არის ის, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე, მხილებულია საერთაშორისო თაღლითური ორგანიზებული დანაშაულის საქმეში როგორც ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი. ამაზე გამოძიება ჩაატარეს პარტნიორებთან ერთად და ჩვენმა სამართალდამცველებმა, ახლა, თვეების შემდეგ BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება.

ეს ადამიანი, მისივე განცხადებით, საქართველოში აფინანსებს ოპოზიციას, ტელევიზიას და არაფორმალურ კავშირებში იმყოფება სხვა ინტერესთა ჯგუფებთან, ეს არის ამ ისტორიის მთავარი სათაური. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, გადაძახილებს ამ საქმეზე თუ ახალ-ახალ ინფორმაციებს, სამართალდამცველებმა უნდა შეკრიბონ და გამოიყენონ იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციით არჩევნებზე გავლენა არ დავუშვათ, ის განცხადებები, რაც დავით კეზერაშვილმა გააკეთა, სწორედ პოლიტიკურ კორუფციაზე მიუთითებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

,,ასეთი კვლევებით თავის შერცხვენას ცდილობენ” – ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

„სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, ცდილობენ მუდმივად, წელიწადში რამდენჯერმე, თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევით“, – ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ IRI-ის კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს კვლევა გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ 2024 წელს თუ იქნა არჩევნები, გამარჯვების გარკვეული შანსები გააჩნიათ კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილი, ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, ვანო მერაბიშვილისგან“, – განაცხადა ვოლსკიმ. 

“საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად”-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოიპოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით, დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომია, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის. ასევე, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმის, როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან, ყველა განზომილებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მარნეულის სკოლაში გაზმა გაჟონა

მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში გაზმა გაჟონა. ინფორმაციას ადგილობრივი aktual.ge ავრცელებს.

მათი ცნობით, მოწამლულია სამი ბავშვი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სკოლიდან კი ევაკუაცია მიმდინარეობს.

,,აშშ-ის მედიაში დღეს მოქმედებს ლიბერალური ცენზურა”- ვატო შაქარიშვილი

„სრულიად სამართლიანად უწოდებს ტრამპი ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ბოლშევიკურს! აშშ-ის მედიაში დღეს მოქმედებს ლიბერალური ცენზურა! არსებობს მხოლოდ ორი აზრი – ლიბერალური და არასწორი, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის გადაცემა დაიხურა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ფეისბუკიდან“ წაშალეს, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ოჯახის კორუფციული სქემების შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში დაბლოკეს, აშშ კვლავ აგრძელებს სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე საუბარს. „სრულიად სამართლიანად უწოდებს ტრამპი ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ბოლშევიკურს!

აშშ-ის მედიაში დღეს მოქმედებს ლიბერალური ცენზურა! არსებობს მხოლოდ ორი აზრი – ლიბერალური და არასწორი… რომელ სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე გველაპარაკებიან ჩვენ, როდესაც 2020 წელს მოქმედი პრეზიდენტი(ტრამპი) ფეისბუკიდან წაშალეს; ბაიდენის ოჯახის კორუფციული სქემების შესახებ ცნობები ტვიტერზე დაბლოკეს; საჯარო პირებს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, პედაგოგებს და სხვა პროფესიის ადამიანებს სამსახურებიდან ყრიან და ზოგს იჭერენ კიდეც თუ ე.წ. woke იდეოლოგიას არ ეთანხმებიან… აგერ, FOX NEWS-მა ყველაზე რეიტინგული, ყველაზე ყურებადი წამყვანი სამსახურიდან გაათავისუფლა, იმიტომ რომ ვერ დაიმორჩილეს დემოკრატებმა! ტაკერი სიმართლეს ლაპარაკობდა უკრაინაზეც, შიდა პოლიტიკაზეც, გაყალბებულ არჩევნებზეც და ლიბერალურ woke იდეოლოგიაზეც… ასე, ადგნენ და გადაცემა დაუხურეს! მერე ანგარიშებს აქვეყნებენ და თურმე საქართველოში ყოფილა უმძიმესი მედია გარემო და 12-პუნქტიან დავალებაში გვიწერენ თუ არ გამოასწორებთ სტატუსი არ იქნებაო… საქართველოში რომ მოვინდომოთ ფეიკნიუსის გავრცელების კანონით დარეგულირება, გვეტყვიან რუსული მიდგომააო და ახალ არეულობას მოაწყობენ… ამერიკას არ ჰყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე არის ეს ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

პრეზიდენტი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ხვდება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტს 1 წლის წინ მიმართეს, თუმცა მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებია.

დღეს, 25 აპრილს, აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა. მშობლების თქმით, ისინი 19:00 საათისთვის მთავრობის კანცელარიიდან ათონელის ქუჩისკენ მსვლელობას გამართავდნენ.

მშობლების მიზანი იყო, რომ მათ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რათა ქვეყნის პირველ პირს მათთვის სოლიდარობა გამოეხატა.

“ივანიშვილმა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას” – ვაჟა ბერიძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

აღნიშნულ საკითხს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგი  ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ივანიშვილმა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას. ამ ჭიდაობაში კი ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება.

„როდესაც სააკაშვილი შემოიჭრა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, ივანიშვილი იძულებული გახდა დაეკავებინა ის. რამდენიმე მედია გამოსვლაში ვთხოვე ივანიშვილს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი გაეშვა. იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი არ იმსახურებს პასუხისგებას… იმიტომ, რომ ბიძინას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს ამბავი სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთში სათანადოდ მიიტანოს. ყველა შემთხვევაში მარტო ბიძინა კი არა, საქართველო დარჩებოდა წაგებული. მესმის, რომ ბიძინას აქვს ვალდებულებები იმ ქვეყანასთან და მის პირველ პირთან, სადაც მან მილიარდები იშოვა. ის ბოლო დრომდე “გაზპრომის” 1% -ის მფლობელი იყო. ეს ფაქტორი ამ ვალდებულებას განაპირობებს. ამიტომ ვეღარ გაუშვა სააკაშვილი, რომელიც მისთვის უკვე ზედმეტი თავის ტკივილია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვას მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება. ჩვენი პროდასავლური იმიჯი სერიოზულად შეილახა და აქედან გამომდინარე, სხვა თვალსაზრისითაც არ დაგვრჩება სხვა გზა, გარდა რუსეთთან პარტნიორობისა. იძულებული დავრჩებით, რომ მათთან ვითანამშრომლოთ.

კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ. ჩინეთი, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკელები, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რუსები კი ამაზე წინააღმდეგობას არ გამოთქვამენ. ჩინელებმა, რომ აიღონ კონტროლი ანაკლიის მშენებარე პროექტზე ან პორტზე, ამაზე რა რეაქცია ექნება დასავლეთს?!“– აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.