Home Blog Page 2039

“ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე”- ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძეზე

„ადამიანი როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში, ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც სხვას კადრებს!“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა.

ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს.

„ადამიანი, როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც, სხვას კადრებს! ეს მხოლოდ სამწუხარო რეალობა არაა, ეს არის სახე სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, გამწარებული და დაბოღმილი კი ამბობს იმას, რაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად სცილდება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გინდაც ყოფილი პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის, გინდაც მოქმედისა და გნებავთ მომავალში კვლავ პოლიტიკაში დაბრუნების მოსურნეს აზროვნებას.

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები თავდაცვა, უშიშროება და პოლიცია გახლავთ, ის რაზეც დგას ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა-დაუშვათ ერთან თუნდაც ათ პოლიციელზე პირადად ხარ გაბრაზებული, მაგრამ ყველა პოლიციელს, რომ შეურაცხყოფას აყენებ და ძაღლებს უწოდებ, ამის მიზეზი კი ბოღმა და პოლიტიკური ხელმოცარულობაა, თვითონ ხდები შეურაცხყოფილიც და შეურაცხადიც!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=968832100918188&set=a.103729454095128&type=3

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური ავიაკომპანია IndiGo შემოდის

ინდური ავიაკომპანია IndiGo აგვისტოდან საქართველოს მიმართულებით იწყებს ოპერირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.

“მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში” – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველო მომავალი ევროპაშია.

როგორც მეცოლამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება საქართველოს პერსპექტივას კავშირში.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, – განაცხადა მეცოლამ.

“საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს”- პრემიერი

საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 პრემიერმინისტრის თქმითსაქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს 

 მე ვფიქრობრომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში.  ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთანპრინციპშისაქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან– სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელსჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებსრომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს.  მიმაჩნიარომ ეს ჩვენი – საქართველოსაზერბაიჯანისა და სომხეთის – მთელი რეგიონის  ინტრესებშია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

“ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ კარი ღიაა” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, როგორც ამის დემონსტრირება მოვახერხეთ ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში, ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა ოსლოში, ნატო-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა, ალიანსი მადლიერია იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ ახორციელებს კავშირის გასაძლიერებლად.

„ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ პირველ რიგში მადლობა თქვენი წვლილისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს ტრანსატლანტიკური კავშირის გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შეხვედრაზეც ჩვენი უკრაინისადმი მხარდაჭერა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ უკრაინის ნატო-ში წევრობის მისწრაფებას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნატო-ს ყველა წევრი თანხმდება, რომ ნატო-ს კარი ღიაა, როგორც ამის დემონსტრირება მოვახერხეთ ფინეთის და შვედეთის შემთხვევაში. ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, ნატო-ს გაფართოება. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე სასწრაფო ამოცანა ახლა არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამის შემდეგ, როცა ევროპაში გვეყოლება დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, შეიძლება, ამ საკითხზე მსჯელობა და ეს მოხდება როცა ომი დასრულდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალიანსი ორიენტირებულია, დაეხმაროს უკრაინას.

„ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული, რომ განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა. ასევე, მნიშვნელოვანია განვაგრძოთ ახალი წევრების ალიანსში გაწევრიანების პროცესი, როგორიცაა შვედეთი. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ვილნიუსის სამიტზე დღის წესრიგში იქნება რამდენიმე კვირა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ალიანსი არის სრულად ერთიანი ლიდერთა სამიტამდე, მე ვამჩნევ, რომ ეს ასე იქნება. ერთ-ერთი ნაწილი წელიწადნახევრის განმავლობაში იყო ნატო-ს ალიანსის არაჩვეულებრივი ერთიანობა, სოლიდარობა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ წარმატებისა, რომელიც უკრაინას ჰქონდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რას ვიზამდით უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში. რუსეთზე ზეწოლის და ჩვენი ალიანსის სიძლიერის თვალსაზრისით. ჩვენ გავაკეთეთ ის რაც ვთქვით. ჩვენ განვაგრძობთ ამის კეთებას. ეს შეხვედრა და ვილნიუსის სამიტი იქნება კრიტიკული შემდეგი ნაბიჯები ამ მიმდინარე ძალისხმევაში“, – განაცხადა ბლინკენმა.

“მოდელირებულ ქრონიკას“ რომ აკეთებდი და ხალხს აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას” – ზურაბ ქადაგიძე გიორგი არველაძეს

„სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ, ნაძირლობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც არველაძე პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს და შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

„სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ ნაძირლობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ. „მოდელირებულ ქრონიკას“ რომ აკეთებდი, ხალხს ზაფრავდით და აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას და ახლაც იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რადგან უსამშობლო ნაძირლები ხართ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”

EPC-ის მეორე სამიტზე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას სურვილია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

“პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. მოგეხსენებათ, ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში. მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მოგეხსენებათ, მთავარი თემა, რა თქმა უნდა იქნება უკრაინის ომი და უსაფრთხოების საკითხები ევროპის კონტინენტზე და ზოგადად, მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, მე ასევე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და ასევე, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი და მე დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, ეს არის უალტერნატივო, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. ეს იქნება ძირითადი საკითხები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო, ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნება არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დიდი მიზნის მიღწევა”,– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ქვეყანა მიგვყავს გაერთიანებისკენ” – პრემიერი

ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი.

„არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება” – ზელენსკი

უკრაინაში ომი ჩვენს გამარჯვებამდე გაგრძელდება ან რუსეთს შეუძლია ომის დასრულება მანამდეც, შეუძლიათ, დატოვონ ჩვენი ტერიტორია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განაცხადა. მანამდე, ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველ ხალხს.

„მოხარულები ვართ, რომ ისტორიულად ჩვენ ერთად მოვდივართ, მხარდამხარ. დიდი მადლობა მოლდოველ ხალხს, რომ უმასპინძლეთ უკრაინელ ლტოლვილებს ომის პირველივე დღეებიდან. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. როგორც პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, შეთანხმებები გაფორმდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროპაში. უკრაინა მზადაა, იყოს ნატო-ს წევრი და ჩვენ ველოდებით, როდის იქნება მზად ნატო ჩვენს მისაღებად. უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვისაც, მათ შორის მოლდოვისთვის, რუსეთისა და მისი აგრესიის გამო უკრაინაში და მისი პოტენციური აგრესიის გამო ევროპის სხვა ნაწილის მიმართ. დღეს ვაპირებ საუბარს პარტნიორებთან ახლა პატრიოტების კოალიციაზე, ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც ასე გვჭირდება. ასევე ვისაუბრებთ ბრძოლის ველზე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებასა და მშვიდობის ფორმულაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის დასრულება ომი უკრაინაში, ზელენსკიმ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები მაშინ შეწყდება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს ან რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან გავლენ.

„უკრაინაში ომის ჩვენ გამარჯვებამდე გაგრძელდება, როდესაც გავიმარჯვებთ ომი დასრულდება. ან რუსეთს შეუძლია ამ ომის დასრულება მანამდეც. მათ შეუძლიათ, გავიდნენ საკუთარ ტერიტორიაზე და დატოვონ ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე უპასუხა კითხვა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამისთვის საჭიროა ალიანსის ერთიანობა და ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

“საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ”

საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების მხრივ მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ სტატუსი, არამედ გაიხსნას მოლაპარეკაბ წევრობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე, საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია.

„თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო არ არის მზად იმ დონეზე, რომ იყოს წევრი ევროკავშირის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იმავე ეტაპზე, სადაც არის წევრობის კანდიდატი ქვეყნები, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს მის საკუთარ მომავალს რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა საერთაშორისო პლატფორმები გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

კალაძის თქმით, საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭათ.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა გამოიყენოს საერთაშორისო პლატფორმები, რომლებიც სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი. პრემიერ-მინისტრი დადის და აკეთებს განცხადებებს, ჩვენს ევროპულ მომავალზე საუბრობს. ყველამ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. გულწრფელად ვამბობ, თუ ვინმე იმსახურებდა აღნიშნული სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რადგან ყველანაირი თვალსაზრისით წინ ვართ ყველა იმ ქვეყანაზე, ვისაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა. დაგვიწესეს 12-პუნქტიანი გეგმა? კი ბატონო, ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.

“ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას|

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი არველაძის პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, სადაც არველაძე პოლიციელებს ძაღლებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათ პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.

როგორც აბაშიძე წერს, სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა – უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა.

„ნაცრეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსანი, დროებითად მიტაცებული „იმედის“ ექს-ხელმძღვანელი გიორგი არველაძე ტიპური „ნეოსავოკია“. როგორიც მისი თანამზრახველები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია.

ჯალათების ხელისუფლების ექს-წარმომადგენელი ბედავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს საამაყო, არა პოლიტიზებულ პოლიციას. თუმცა, რა გასაკვირია? რასაც თავად წარმოადგენს, იგივე წარმოდინდება მისი გამრუდებული სულიდან.

სასოწარკვეთილი ნაცსექტა იმდენად გამწარებულია საკუთარი პოლიტიკური უნიათობით, თავიანთ წიაღში არსებული არეულ-დარეული ვითარებით, რომ აღარ იციან რა მოიმოქმედონ. შედეგიც თვალსაჩინოა – უკიდურესი გაბოროტება და მარგინალობის ჭაობში ახალი სიღრმეების მონიშვნა“, – წერს გია აბაშიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან პოლიციელები „ძაღლობად“ მოიხსენია.